ReNu - რენიუ კონტაქტური ლინზების ხსნარი ფლაკონი 120მლ

განსაკუთრებული ფასი 18,22 GEL რეგულარული ფასი 22,50 GEL
მარაგშია
SKU
9349_943
უნივერსალური ხსნარი გამოიყენება ქიმიური დეზინფექციისათვის, ყოველდღიური დასუფთავებისათვის, პროტეინების ყოველდღიური მოცილებისათვის, ყველა რბილი კონტაქტური ლინზის დასუფთავებისა და შენახვისათვის.

უნივერსალური ხსნარი

შეიცავს HYDRANATE-ს პროტეინების მოსაცილებლად.
ახალი ლინზების კომფორტი
დატენიანება, დასუფთავება, დეზინფექცია, შენახვა, პროტეინული ნადების მოცილება.

შემადგენლობა:
სტერილური იზოტონური ხსნარი, ბორის მჟავა, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ბორატი და ნატრიუმის ქლორიდი; აქტიური კომპონენტები: DYMED (პოლიამინოპროპილ ბიგუანიდი) 0,0001%, HYDღANAთE (ჰიდროქსიალკილფოსფონატი) 0,03%, პოლოკსამინი 1%.
მოქმედება:
ასუფთავებს, ანეიტრალებს და აცილებს ტარების პროცესში წარმოქმნილ პროტეინულ აპკს და სხვა დაბინძურებებს რბილი კონტაქტურ ლინზებს. ანადგურებს პათოგენურ მიკროორგანიზმებს ლინზის ზედაპირზე. გამოიყენება დასუფთავების, შენახვის და დატენიანებისათვის.
გამოყენების ჩვენება:
უნივერსალური ხსნარი  გამოიყენება ქიმიური ( არა თერმული) დეზინფექციისათვის, ყოველდღიური დასუფთავებისათვის, პროტეინების ყოველდღიური მოცილებისათვის, ყველა რბილი კონტაქტური ლინზის დასუფთავებისა და შენახვისათვის, თქვენი ოფთალმოლოგის რეკომენდაციის შესაბამისად.
ვარგისიანობის ვადა 2 წელი.

ინსტრუქცია:
ლინზების დამუშავებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები. მოხსნილი ლინზები კარგად უნდა დასუფთავდეს, გაირეცხოს და შესანახად მოთავსდეს ხსნარში მათი დეზინფექციისათვის.
ყოველდღიური დასუფთავების, დეზინფექციის და პროტეინული ნადების მოცილებისათვის შეასრულეთ ქვემოთ მითითებული მარტივი წესები. ეს ყოველდღიური პროცედურა რეკომენდებულია ლინზების ჯანმრთელი და კომფორტული ტარების უზრუნველსაყოფად.
ნაბიჯი 1: მოათავსეთ 3წვეთი უნივერსალური ხსნარი ყოველი ლინზის ზედაპირზე და ნაზად გაუსვით 10წამის განმავლობაში ლინზის ყველა მიმართულებით.
ნაბიჯი 2: ლინზის ორივე მხარე გაავლეთ უნივერსალური ხსნარში 5წამის განმავლობაში.
ნაბიჯი 3: დასუფთავებული კონტაქტური ლინზა მოათავსეთ კონტეინერის შესაბამის ნაწილში და შეავსეთ უნივერსალური ხსნარით. ხსნარში დატოვეთ არაუმცირეს 4 საათისა. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის უნდა გამოიყენოთ ახალი ხსნარი _ არასოდეს გამოიყენოთ ორჯერ ერთი და იგივე ხსნარი.
ყოველთვის შეასრულეთ ექიმი-ოფთალმოლოგის რეკომენდაციები. თქვენი ცრემლის ინდივიდუალური ქიმიური შემადგენლობის და ლინზის ტარების ინდივიდუალური რეჟიმის გამო, ოფთალმოლოგმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი საშუალებები ან მოვლის პროცედურა. ამ შემთხვევაში დასუფთავების, დეზინფექციის და პროტეინების ყოველდღიური მოცილება მექანიკური დასუფთავების ეტაპის გარეშე, შეასრულეთ მხოლოდ ნაბიჯი 2 და ნაბიჯი 3, როგორც ზემოთაა მოყვანილი.
თუ თქვენს ლინზაზე დარჩა ნამცეცები, გაავლეთ ლინზები უნივერსალური ხსნარში. კონტეინერიდან გადაღვარეთ უნივერსალური ხსნარი, შემდგომ გადაავლეთ კონტეინერი სუფთა უნივერსალური ხსნარით, კონტეინერი დატოვეთ ღია გამოშრობამდე. შემდგომ დააფარეთ სახურავები. კონტეინერი ისევ მზადაა გამოყენებისათვის.
შენახვის წესი:
თქვენ შეგიძლიათ ლინზები შეინახოთ კონტეინერში გაუხსნელად 30 დღის განმავლობაში. თუ თქვენი ლინზები ინახება უფრო ხანგრძლივი დროით, უნდა დასუფთავდეს ახალი უნივერსალური ხსნარით ყოველ 30 დღეში გამოყენებამდე.

ყოველკვირეული მოვლა:
ლინზიდან პროტეინული ნადების მოცილება არ საჭიროებს ფერმენტულ გამწმენდს. უნივერსალური ხსნარის ყოველდღიური გამოყენება უზრუნველყოფს პროტეინების მუდმივ მოცილებას.
უსაფრთხოების ზომები:
- ლინზების მოვლისას გაითვალისწინეთ თქვენი ოფთალმოლოგის რეკომენდაციები. ზემოთ მოყვანილი პროცედურების დაუცველობამ შეიძლება განაპირობოს თვალების სერიოზული ინფექციური დაავადებების განვითარება.
- ლინზების დასუფთავებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები.
- უნივერსალური ხსნარი გამოცვალეთ კონტეინერში, ყოველი გამოყენების შემდგომ.
- თუ გაქვთ ალერგია უნივერსალურ ხსნარში შემავალ რომელიმე კომპონენტის მიმართ, ნუ გამოიყენებთ ხსნარს.
- ნუ გამოიყენებთ ხსნარს გახსნიდან 6 თვის შემდეგ.
- ნუ გამოიყენებთ ხსნარს ვადის გასვლის შემდგომ, რომელიც მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე.
- ნუ შეეხებით ფლაკონის წვერით რაიმე ზედაპირს და თვალს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხსნარის დაბინძურება ან თვალის დაზიანება. დააფარეთ სახურავი ფლაკონს, როდესაც არ იყენებთ ხსნარს.
- ნუ გამოიყენებთ ხსნარს განმეორებით.
- ნუ გამოიყენებთ ამ ხსნართან ერთად სხვა პრეპარატებს, თვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
- ნუ გამოიყენებთ უნივერსალურ ხსნარს თერმული მეთოდით დეზინფექციისათვის.
- შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ყურადღება: თუ გამოვლინდა და არ ქრება ისეთი გამოვლინებები როგორიცაა თვალების გაწითლება, გაძლიერებული ცრემლდენა, მხედველობის გაუარესება, მაშინ დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ხსნარის გამოყენება და მიმართეთ თქვენს ოფთალმოლოგს

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy