Avene - ავენი ქლინანს ემულსია აკნე 15 მლ 4970
Avene - ავენი ქლინანს ემულსია აკნე
ავენი - CLEANANCE COMEDOMED Localized drying emulsion - ქლინანს კომედომედი, ადგილობრივი მომშრობი ემულსია. განკუთვნილია მოზარდებისა და მოზრდილებისთვის, ვისაც აქვს ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანი. რა იწვევს კანზე გამონაყარს და როგორ ვუმკურნალოთ მას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ბლოგში: აკნე — რა იწვევს კანზე გამონაყარს
უპირატესობები
ძალიან სწრაფად მოქმედებს ლოკალურ არეებზე, აცხრობს გამონაყარს 1 დღეში. გელ-კრემის ტექსტურის წყალობით, ძალიან სწრაფად შეიწოვება კანში და მალევე შეგიძლიათ მაკიაჟის წასმა. აქვს კანის დამამშვიდებელი, გაღიზიანების საწინააღმდეგო და დამარბილებელი მოქმედება.
შემადგენლობა
კომედოკლასტინის და რეტინალდეჰიდის დაპატენტებული კომბინაცია ხელს უწყობს გამონაყარის ალაგებას; გლიკოლი და ალფა ჰიდროქსი მჟავას აქვს ექსფოლიაციური მოქმედება; რეტინალდეჰიდი უზრუნველყოფს გამონაყარის შემცირებას, ემუსლსია ასევე შეიცავს ავენის თერმულ წყალს.
კანის ტიპი
ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანი.
გამოყენების წესი
დაიტანეთ დაბანილ სახის კანზე თხელი ფენა 2-3-ჯერ დღეში, გამონაყარის სრულ გაქრობამდე. უსაფრთხოების ზომები: მოერიდეთ თვალში მოხვედრას. არ გახვიდეთ მზეზე, ან გამოიყენეთ მზისგან დამცავი. უკუჩვენების ან დისკომფორტის შემთხვევაში შეამცირეთ გამოყენების ჯერადობა ან გამოიყენეთ დღეგამოშვებით. შექმნილია ალერგიული რეაქციების რისკის შესამცირებლად - არაკომედოგენური.
მოცულობა
15 მლ.
ავენის ამავე სერიის სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: Avene - ავენი ქლინანს ნიღაბი მატირების ეფექტით 0438
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account