სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Algologie - ალგოლოჟი CREME DU RIVAGE კრემი ლიფტინგი 50 მლ 9297განსაკუთრებული ფასი 62,50 GEL რეგულარული ფასი 125,00 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი სახის კრემი სიწითლის საწინააღმდეგო 50მლ 2410განსაკუთრებული ფასი 24,42 GEL რეგულარული ფასი 48,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი სახის კრემი LIPO ROSALING 30მლ 4415განსაკუთრებული ფასი 28,92 GEL რეგულარული ფასი 57,85 GEL
- Mizon - მიზონი ჰიალურონის კრემი 45 მლ 3783განსაკუთრებული ფასი 27,50 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის დამატენიანებელი გელი Bubble 69212განსაკუთრებული ფასი 12,42 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- CeraVe - ცერავე დამატენიანებელი კრემი მშრალი კანისთვის 340 მლ 7227განსაკუთრებული ფასი 32,67 GEL რეგულარული ფასი 65,35 GEL
- Ziaja - ზიაია მანუკა დღის კრემი 29663განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Sebamed - სებამედი სახის კრემი ფერის გასაუმჯობესებელი PRO 50 მლ 2844განსაკუთრებული ფასი 31,50 GEL რეგულარული ფასი 52,50 GEL
- Payot - პაიო სახის კრემი შავი წერტილების საწინააღმდეგო Grise 1634განსაკუთრებული ფასი 57,54 GEL რეგულარული ფასი 95,90 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AC სახის კრემი მატირების ეფექტით 40 მლ 3573განსაკუთრებული ფასი 27,41 GEL რეგულარული ფასი 68,53 GEL
- SVR - ესვიერი სახის კრემი ვიტამინი C BIOTIC 50 მლ 1187განსაკუთრებული ფასი 90,00 GEL რეგულარული ფასი 180,00 GEL
- SVR - ესვიერი სახის კრემი მსუბუქი HYDRALIANE 40 მლ 7294განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- SVR - ესვიერი სახის კრემი SENSIFINE AR 40 მლ 7872განსაკუთრებული ფასი 31,20 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინა სახის აღმდგენი კრემი 75 მლ 1654განსაკუთრებული ფასი 57,50 GEL რეგულარული ფასი 114,99 GEL
- SVR - ესვიერი CICAVIT სახის კრემი 40 მლ 2149განსაკუთრებული ფასი 17,50 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account