სახის მოვლა
ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Dzintars - ძინტარსი ტუჩის საცხი Tujia 0691განსაკუთრებული ფასი 6,78 GEL რეგულარული ფასი 11,30 GEL
- Dzintars - ძინტარსი კრემი ულტრა ღამის DUNTE რეტინოლი 2534განსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- Payot - პაიო Grise ნაკლოვანებების საწინააღმდეგო გელი 5210განსაკუთრებული ფასი 51,50 GEL რეგულარული ფასი 103,00 GEL
- Payot - პაიო NUE გამწმენდი ქაფი 150 მლ 8280განსაკუთრებული ფასი 56,50 GEL რეგულარული ფასი 113,00 GEL
- Payot - პაიო NUE მიცელარული წყალი 100 მლ 3650განსაკუთრებული ფასი 27,95 GEL რეგულარული ფასი 55,90 GEL
- Payot - პაიო Source დამატენიანებელი შრატი 9164განსაკუთრებული ფასი 83,50 GEL რეგულარული ფასი 167,01 GEL
- Payot - პაიო Source დამატენიანებელი გელი 9188განსაკუთრებული ფასი 100,49 GEL რეგულარული ფასი 200,98 GEL
- Teaology - თიოლოჯი Kombucha სახის კრემი 30 მლ 5662განსაკუთრებული ფასი 24,52 GEL რეგულარული ფასი 40,87 GEL
- Teaology - თიოლოჯი Peach დამატენიანებელი კრემი 5655განსაკუთრებული ფასი 24,52 GEL რეგულარული ფასი 40,87 GEL
- Teaology - თიოლოჯი Ginger სახის კრემი 30 მლ 5679განსაკუთრებული ფასი 24,52 GEL რეგულარული ფასი 40,87 GEL
- Catrice - კატრისი ტუჩის ბალმი Glitter Glam 010 9590განსაკუთრებული ფასი 15,11 GEL რეგულარული ფასი 18,89 GEL
- Catrice - კატრისი ტუჩის ბალმი Hemp & Mint 010 8336განსაკუთრებული ფასი 13,91 GEL რეგულარული ფასი 17,39 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Presquile მბზინავი ნიღაბი 50 მლ 9525განსაკუთრებული ფასი 49,00 GEL რეგულარული ფასი 98,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი სიწითლისა და ნაოჭების შრატი 30 მლ 1029განსაკუთრებული ფასი 86,00 GEL რეგულარული ფასი 139,50 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Oligo მიცელარული წყალი 200 მლ 0374განსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account