Yarina - იარინა 21დრაჟე
ჩვენება: კონტრაცეპცია (არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება).
1.პრეპარატის სავაჭრო დასახელება
იარინა, აპკით შემოგარსული ტაბლეტი 0,03 მგ/3 მგ
2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: 0,03 მგ ეთინილესტრადიოლს და 3 მგ დროსპირენონს.
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზა 46 მგ (ლაქტოზას მონოჰიდრატის სახით 48,17 მგ).
დამხმარე ნივთიერებების სრული სია წარმოდგენილია 6.1 ნაწილში.
3.წამლის ფორმა
ღია ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. ერთ მხარეს ამოტვიფრულ ექვსკუთხედში არის გრავირება «DO».
იხილეთ ბლოგი: იარინა – რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტის შესახებ?
4.კლინიკური მონაცემები
4.1. მიღების ჩვენება
კონტრაცეპცია.
პრეპარატი იარინას დანიშვნის გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ქალის ამჟამინდელი ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის იმ ფაქტორების, რომლებიც დაკავშირებულია ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რისკთან. ასევე, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რამდენად შედარებადია იარინას მიღებისას ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების (კოკ) მიღების დროს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკთან (იხ. განყოფილებები 4.3 და 4.4).
4.2. მიღების წესი და დოზირება
გამოყენების მეთოდი
შიგნით მისაღებად.
დოზირების რეჟიმი
როდის და როგორ უნდა მიიღო პრეპარატი იარინა
ტაბლეტების მიღება საჭიროა ბლისტერულ შეფუთვაზე მითითებული თანმიმდევრობით ყოველდღიურად, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით. ღებულობენ დღეში ერთ ტაბლეტს, განუწყვეტლივ 21 დღის განმავლობაში. შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება უნდა დაიწყოს 7-დღიანი შესვენების შემდეგ, რომლის დროსაც ჩვეულებრივ, ვითარდება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა (მოხსნის სისხლდენა). როგორც წესი, მენსტრუაცია იწყება ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მე-2-3 დღეს და შეიძლება არ შეწყდეს ახალი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დაწყებამდე.
როგორ უნდა დაიწყოს პრეპარატი იარინას მიღება
- როდესაც წინა თვეში არ გამოყენებულა არანაირი ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.
პრეპარატი იარინას მიღება იწყება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს (ანუ მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს).
- სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივიდან, ვაგინალური რგოლიდან ან კონტრაცეფციული სალბუნიდან (პლასტირიდან) გადასვლისას.
იარინას მიღება სასურველია დაიწყოს კოკ-ის წინა შეფუთვიდან ბოლო აქტიური ტაბლეტის მიღებიდან მომდევნო დღეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არაუგვიანეს ჩვეულებრივი შესვენების დასრულებიდან მომდევნო დღისა ან კოკ-ის წინა შეფუთვიდან ბოლო არააქტიური ტაბლეტის მიღებიდან მეორე დღეს. იარინას მიღება უნდა დაიწყოს ვაგინალური რგოლის ან პლასტირის ამოღების დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს იმ დღისა, როდესაც უნდა მოხდეს ახალი რგოლის ან ახალი პლასტირის ჩასმა.
· მხოლოდ გესტაგენის შემცველი კონტრაცეპტივებიდან („მინი-აბები“, საინექციო ფორმები, იმპლანტი) ან გესტაგენის გამომთავისუფლებელი საშვილოსნოსშიდა თერაპიული სისტემიდან (IUD) გადასვლისას.
მინი-პილიდან პრეპარატ იარინაზე გადასვლა შეიძლება ნებისმიერ დღეს (შესვენების გარეშე), იმპლანტიდან ან გესტაგენის შემცველი საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივიდან - მისი ამოღების დღეს, საინექციო ფორმიდან - იმ დღიდან, როცა უნდა გაკეთდეს შემდეგი ინექცია. მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში აუცილებელია დამატებითი კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.
· პირველ ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემთხვევაში.
პრეპარატი იარინას მიღების დაწყება შეიძლება დაუყოვნებლივ. ამ პირობის დაცვის შემთხვევაში კონტრაცეპციის დამატებითი ზომების მიღება საჭირო არ არის.
· მშობიარობის ან მეორე ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემთხვევაში.
იარინას მიღება უნდა დაიწყოს მშობიარობის ან მეორე ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტიდან არაუადრეს 21-28-ე დღისა. იმ შემთხვევაში, თუ მიღება იწყება მოგვიანებით, რეკომენდებულია კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში. თუმცა, თუ სქესობრივი კონტაქტი უკვე განხორციელდა, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებამდე საჭიროა ორსულობის გამორიცხვა ან პირველი მენსტრუაციის დალოდება.
ძუძუთი კვების პერიოდში მყოფი ქალებისთვის, იხილეთ ნაწილი 4.6.
გამოტოვებული ტაბლეტების მიღება
თუ პრეპარატის მიღების დაგვიანება იყო 12 საათზე ნაკლები, კონტრაცეპტული დაცვა არ მცირდება. ქალმა უნდა მიიღოს ტაბლეტი რაც შეიძლება მალე, ხოლო შემდეგი აბი მიიღება ჩვეულ დროს.
თუ ტაბლეტის მიღების დაგვიანება იყო 12 საათზე მეტი, კონტრაცეპტული დაცვა შეიძლება შემცირდეს. ამასთანავე, შესაძლებელია შემდეგი ორი ძირითადი წესით იხელმძღვანელოთ:
1. დაუშვებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა 7 დღეზე მეტი პერიოდით.
2. ტაბლეტების უწყვეტი მიღება 7 დღის განმავლობაში საჭიროა ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზარულ-საკვერცხის სისტემის ადექვატური დათრგუნვის მისაღწევად.
შესაბამისად, შესაძლებელია შემდეგი რეკომენდაციების გაცემა:
- პრეპარატი იარინას მიღების პირველი კვირა
საჭიროა ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის მიღება გახსენებისთანავე რაც შეიძლება მალე (მაშინაც კი, თუ გახდება საჭირო ორი ტაბლეტის ერთად მიღება). შემდეგი ტაბლეტის მიღბა საჭიროა ჩვეულ დროს. გარდა ამისა, მომდევნო 7 დღის განმავლობაში საჭიროა კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება (მაგალითად, პრეზერვატივი). თუ ადგილი ჰქონდა სქესობრივ კავშირს ტაბლეტის გამოტოვებამდე ერთი კვირის განმავლობაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ორსულობის დადგომის ალბათობის შესაძლებლობა. რაც უფრო მეტი ტაბლეტია გამოტოვებული და რაც უფრო ახლოს არის ტაბლეტების მიღების 7-დღიან შესვენებასთან, მით მეტია ორსულობის განვითარების ალბათობა.
- პრეპარატი იარინას მიღების მეორე კვირა:
საჭიროა ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის მიღება გახსენებისთანავე რაც შეიძლება მალე (მაშინაც კი, თუ გახდება საჭირო ორი ტაბლეტის ერთად მიღება). შემდეგი ტაბლეტის მიღბა საჭიროა ჩვეულ დროს. იმ შემთხვევაში, თუ პირვლ გამოტოვებულ ტაბლეტამდე ქალი სწორად ღებულობდა აბებს 7 დღის განმავლობაში, კონტრაცეფციის დამატებითი ზომების მიღება არ არის აუცილებელი. ორი ან მეტი ტაბლეტის გამოტოვებისას, აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება (მაგალითად, პრეზერვატივის) 7 დღის განმავლობაში.
- პრეპარატი იარინას მიღების მესამე კვირა:
ტაბლეტების მიღების შესვენების ფაზის მოახლოებასთან დაკავშირებით იზრდება ორსულობის რისკი. თუმცა, კონტრაცეფციული დაცვის შემცირების პრევენცია შესაძლებელია ტაბლეტების მიღების გრაფიკის კორექტირებით. აუცილებელია შემდეგი ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის გათვალისწინება. ამასთან, თუ პირველი ტაბლეტის გამოტოვებამდე 7 დღის განმავლობაში ტაბლეტები სწორად მიიღებოდა, არ არის საჭირო დამატებითი კონტრაცეპტული მეთოდების გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალმა უნდა გამოიყენოს ქვემოთ მოცემული სქემებიდან პირველი და ამასთან ერთად, გამოიყენოს კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდები (მაგალითად, პრეზერვატივი) პირველი 7 დღის განმავლობაში.
1. საჭიროა ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის მიღება გახსენებისთანავე რაც შეიძლება მალე (მაშინაც კი, თუ გახდება საჭირო ორი ტაბლეტის ერთად მიღება). შემდეგი ტაბლეტების მიღება საჭიროა ჩვეულ დროს, სანამ ტაბლეტები არ დასრულდება მიმდინარე შეფუთვაში. ტაბლეტების მიღება შემდეგი შეფუთვიდან უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ შესვენების გარეშე. ნაკლებ სავარაუდოა მოხსნის სისხლდენის დადგომა მანამ, სანამ ქალი არ დაამთავრებს ტაბლეტებს მეორე შეფუთვიდან, მაგრამ მათი მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს ლაქოვანი გამონადენი ან შუალედური სისხლდენა.
2. შესაძლებელია ასევე ტაბლეტების მიღების შეწყვეტა მიმდინარე შეფუთვიდან 7 დღით ან ნაკლები შესვენებით (მათ შორის, აბების გამოტოვების დღეების ჩათვლით) და შემდეგ ტაბლეტების მიღების დაწყება ახალი შეფუთვიდან.
თუ ქალმა გამოტოვა ტაბლეტები და, შემდგომ, ტაბლეტების მიღების შესვენების პერიოდში მოხსნის სისხლდენა არ აღინიშნა, აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა.
რეკომენდაციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების დროს
კუჭ-ნაწლავის მხრივ მძიმე ხარისხის დარღვევებისას (მაგალითად, ღებინება ან დიარეა) პრეპარატი იარინას აბსორბცია შეიძლება იყოს არასრული, ამიტომ საჭიროა დამატებითი კონტრაცეფციის ზომების მიღება.
თუ ტაბლეტების მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში ადგილი აქვს ღებინებას, საჭიროა დამატებითი ტაბლეტის მიღება რაც შეიძლება მალე. დამატებითი ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად, ჩვეულებრივი მიღებიდან არაუგვიანეს 12 საათში. თუ გასულია 12 საათზე მეტი, უნდა იქნას დაცული 4.2 პუნქტში მითითებული წესები "გამოტოვებული აბების მიღება". თუ ქალს არ სურს შეცვალოს ჩვეული დოზირების რეჟიმი და მენსტრუაციის გადატანა კვირის სხვა დღეს, მან უნდა მიიღოს დამატებითი ტაბლეტი სხვა შეფუთვიდან.
მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის დაყოვნება
იმისათვის, რომ გადაიდოს "მოხსნის" სისხლდენა, საჭიროა გაგრძელდეს აბების მიღება იარინას შემდეგი შეფუთვიდან 7-დღიანი შესვენების ინტერვალის გარეშე. ახალი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება შესაძლებელია სურვილისამებრ ნებისმიერი ვადით, მათ შორის, მანამ, სანამ არ დამთავრდება ტაბლეტები შეფუთვიდან. პრეპარატი იარინას მეორე შეფუთვიდან მიღების ფონზე შეიძლება ადგილი ჰქონდეს საშოდან ლაქოვან სისხლიან გამონადენს ან შუალედურ სისხლდენებს საშვილოსნოდან. პრეპარატი იარინას მიღების განახლება შემდეგი შეფუთვიდან უნდა მოხდეს ჩვეულებრივი 7-დღიანი შესვენების შემდეგ.
მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის დაწყების დღის გადასატანად კვირის სხვა დღისთვის, ქალმა უნდა შეამციროს ტაბლეტების მიღებაში უახლოესი შესვენების ფაზა დღეების სასურველი რაოდენობით. რაც უფრო მოკლეა ინტერვალი, მით უფრო მაღალია იმის რისკი, რომ მოხსნის სისხლდენა არ იქნება, და შემდგომში განუვითარდება ლაქოვანი გამონადენი და პროფუზული სისხლდენები მეორე შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დროს (ისევე როგორც წინა შემთხვევაში, როდესაც მას სურდა მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის დაწყების გადავადება).
დამატებითი ინფორმაცია პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფებისათვის
ბავშვებიდამოზარდები
პრეპარატი იარინა ნაჩვენებია მხოლოდ მენარქეს დადგომის შემდეგ.
18 წლამდე ასაკის, 2000-ზე მეტი მოზარდის შეგროვებულ ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, არ არსებობს არანაირი შედეგები, რომელიც მიუთითებს უსაფრთხოებისა და ეფექტურობაში განსხვავებაზე პაციენტების ამ ჯგუფში 18 წელზე უფროსი ასაკის ქალებთან შედარებით.
ხანდაზმულიპაციენტები
პრეპარატი იარინა გამოყენება მენოპაუზის დადგომის შემდგომ არ არის ნაჩვენები.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
პრეპარატი იარინა უკუნაჩვენებია ქალებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის უკმარისობის მძიმე ფორმები. იხ. აგრეთვე განყოფილებები 4.3 და 5.2.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
პრეპარატი იარინა უკუნაჩვენებია ქალებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა ან თირკმლის მწვავე უკმარისობა. იხ. აგრეთვე განყოფილებები 4.3 და 5.2.
4.3. უკუჩვენებები
დაუშვებელილა კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების (კოკ) დანიშვნა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის/დაავადების შემთხვევაში. თუ რომელიმე ჩამოთვლილი მდგომარეობა/დაავადება პირველად განვითარდება იარინას მიღების ფონზე, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას.
- ვენური თრომბოემბოლიის არსებობა ან განვითარების რისკი (ვთე).
o ვენური თრომბოემბოლია (ვთე) ამჟამად (ანტიკოაგულანტების მიღებისას) ან ანამნეზში (მათ შორის, ღრმა ვენების თრომბოზი (ღვთ), ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია (ფათე);
o გამოხატული თანდაყოლილი ან შეძენილი მიდრეკილება ვენური თრომბოზისაკენ, როგორიცაა რეზისტენტულობა აქტივირებული C პროტეინის მიმართ (მათ შორის, ლაიდენის V ფაქტორი), ანტითრომბინ III-ის დეფიციტი, C პროტეინის უკმარისობა, S პროტეინის უკმარისობა;
o სერიოზული ქირურგიული ჩარევა ხანგრძლივი იმობილიზაციით (იხ. განყოფილება 4.4);
o ვენური თრომბოზის მაღალი რისკი მრავალრიცხოვანი რისკ-ფაქტორების არსებობის შედეგად (იხ. განყოფილება 4.4).
- არტერიული თრომბოზის რისკის არსებობა.
o არტერიული თრომბოემბოლია - არტერიული თრომბოზი ამჟამად ან ანამნეზში (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი), ან პროდრომული (წინამორბედი) მდგომარეობა (მაგალითად, სტენოკარდია);
o ცერებროვასკულარული დარღვევები - თავის ტვინის აპოპლექსია ამჟამად ან ანამნეზში, (მათ შორის, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა);
o გამოხატული თანდაყოლილი ან შეძენილი მიდრეკილება არტერიული თრომბოზისაკენ, როგორიცაა ჰიპერჰომოცისტეინემია და ანტიფოსფოლიპიდური სხეულების არსებობა (ანტისხეულები კარდიოლიპინის მიმართ, მგლურას ანტიკოაგულანტი);
o შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით ამჟამად ან ანამნეზში;
o არტერიული თრომბოზის მაღალი რისკი მრავალრიცხოვანი რისკ-ფაქტორების არსებობის შედეგად (იხ. განყოფილება 4.4) ან რომელიმე სერიოზული რისკ ფაქტორის არსებობა, როგორიცაა:
ü შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით;
ü ჰიპერტონული დაავადება მძიმე ფორმით;
ü დისლიპოპროტეინემია მძიმე ფორმით;
· ღვიძლის უკმარისობა ამჟამად ან ანამნეზში (სანამ ღვიძლის მარკერები ნორმაში არ ჩადგება);
•თირკმლის მძიმე ან მწვავე უკმარისობა;
· ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი) ამჟამად ან ანამნეზში;
· გამოვლენილი ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები (მათ შორის, სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების) ან ეჭვი ასეთ დაავადებებზე;
• გაურკვეველი გენეზის სისხლდენა საშოდან;
· მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ჩამოთვლილი განყოფილებაში 6.1.
უკუნაჩვენებია პრეპარატი იარინას ერთდროული გამოყენება ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, რიტონავირი და დასაბუვირი ან გლეკაპრევირის / პიბრენტასვირის შემცველი მედიკამენტები (იხ. განყოფილებები 4.4 და 4.5).
4.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
სიფრთხილის ზომები
· ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის ან რისკ-ფაქტორების არსებობისას აუცილებელია ქალთან იქნას განიხილული იარინას გამოყენების მიზანშეწონილობა.
· ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის ან რისკ-ფაქტორების გამწვავების ან პირველად გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლია ექიმთან კონსულტაცია. ამის შემდეგ ექიმი იღებს გადაწყვეტილებას პრეპარატი იარინას მოხსნის აუცილებლობაზე.
· საეჭვო ან დადასტურებული ვთე ან ათე-ს შემთხვევაში, კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეფციის (კჰკ) გამოყენება უნდა შეწყდეს. თუ დაწყებულია ანტიკოაგულაციური თერაპია, უნდა იყოს უზრუნველყოფილი ალტერნატიული ადექვატური კონტრაცეფცია ანტიკოაგულანტების (კუმარინების) ტერატოგენული ეფექტის გამო.
· სისხლმიმოქცევის დარღვევები.
ვენური თრომბოემბოლიისგან ვითარების რისკი(ვთე )
ნებისმიერი კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეპტივის (კჰკ) გამოყენება, განსხვავებით არ გამოყენებასთან, ზრდის ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რისკს. პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ლევონორგესტრელს, ნორგესტიმატსან ნორეტისტერონს, დაკავშირებული არიან ვენური თრომბოემბოლიის(ვთე) განვითარების ნაკლებ რისკთან. სხვა პრეპარატებს, როგორიცაა იარინა, შეუძლიათ ამ რისკის დონე ორჯერ გაზარდონ.გადაწყვეტილება ნებისმიერი კჰკ-ს და ნიშვნის შესახებ, მათ შორის ვთე-სუმცირესი რისკის მქონე პრეპარატისა, უნდა მიღებულ იქნას მხოლოდ ქალთან გასაუბრების შემდეგ და სრული დარწმუნებით, რომ მასესმის :
- ვენური თრომბოემბოლიის(ვთე) განვითარების რისკიიარინას გამოყენებისას;
- რისკ-ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ვთე-ს განვითარების რისკზე;
- რომ ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების ყველაზე მაღალი რისკი ჩნდება უპირატესად გამოყენების პირველი წლის მანძილზე.
ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რისკი იზრდება კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღების განახლებისას, პრეპარატების მიღებებს შორის 4 კვირით ან მეტი ხნით შესვენების შემდეგ.
10 000 ქალიდან დაახლოებით 2-ს, რომლებიც არ იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, უვითარდებათ ვენური თრომბოემბოლია (ვთე) ერთი წლის განმავლობაში. თუმცა, ზოგიერთ ქალში ეს რისკი შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს, რაც დამოკიდებულია რისკის ფონურ ფაქტორებზე (იხ. ქვემოთ).
დადგენილია1, რომ 10000 ქალიდან, რომლებიც იღებენ დროსპირენონის შემცველ კოკ-ებს, 10000-დან 9-12 ქალს უვითარდება ვთე ერთი წლის განმავლობაში, შედარებით 10000-დან 6 2 ქალთა შემთხვევაში, რომლებიც იყენებდნენ ლევონორგესტრელის შემცველ კოკ-ებს.
ორივე შემთხვევაში, ვთე ეპიზოდების რაოდენობა წლიურად უფრო დაბალია, ვიდრე მოსალოდნელი რაოდენობა ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
ვღე შეიძლება ფატალური იყოს შემთხვევების 1-2%-ში.
ძალიან იშვიათად, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოიყენებისას ვითარდება სხვა სისხლძარღვების თრომბოზი, მაგალითად, ღვიძლის, მეზენტერიული (ჯორჯლის), თირკმლის, ცერებრული ვენების და არტერიების, ან ბადურის სისხლძარღვების.
ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რის-ფაქტორები
ვენური თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების რისკი ქალებში, რომლებიც იყენებენ კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეპტივებს (კჰკ), შეიძლება მნიშვნელოვნად მაღალი იყოს დამატებითი რისკ-ფაქტორების არსებობისას, განსაკუთრებით მრავლობითისა (იხ. ცხრილი).
იარინა უკუნაჩვენებია ვთე-ს რამდენიმე რისკფაქტორის მქონე ქალებში (იხ. ნაწილი 4.3). თუ ქალს აქვს ვენური თრომბოზის ერთზე მეტი რისკფაქტორი, რისკის ზრდა აღემატება ცალკეული რისკ-ფაქტორების ჯამს - ამ შემთხვევაში მთლიანი რისკი უნდა შეფასდეს. თუ სარგებელი/რისკის თანაფარდობა უარყოფითია, მაშინ კჰკ არ უნდა დაინიშნოს (იხ. ნაწილი 4.3).
1 სიხშირის ეს მაჩვენებლები შეფასდა ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემთა ერთობლიობის საფუძველზე, შეფარდებითი რისკების გამოყენებით სხვადასხვა პროდუქტებისთვის, ლევონორგესტრელ-შემცველ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან (კოკ) შედარებით.
2 დიაპაზონის შუა წერტილი 5-7 10000 პაციენტ-წელზე, შეფარდებითი რისკის საფუძველზე ლევონორგესტრელ-შემცველი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებისთვის (კოკ), დაახლოებით 2,3-3,6 გამოყენების არარსებობის წინააღმდეგ.
ცხრილი: ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რის-ფაქტორები
რის-ფაქტორები |
შენიშვნა |
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი 30 კგ/მ2-ზე მეტი) |
რისკი მნიშვნელოვნად იზრდება სხეულის მასის ინდექსის მატებასთან ერთად. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სხვა რისკ-ფაქტორების არსებობისას. |
ხანგრძლივი იმობილიზაცია, დიდი ქირურგიული ოპერაცია, ნებისმიერი ოპერაცია ქვედა კიდურებზე ან მენჯის ორგანოებზე, ნეიროქირურგიული ჩარევები ან ვრცელი ტრავმა. შენიშვნა: დროებითი იმობილიზაცია, მათ შორის ფრენები >4 საათის განმავლობაში, ასევე შეიძლება იყოს ვთე-ს რისკ-ფაქტორი, განსაკუთრებით სხვა რისკ-ფაქტორების მქონე ქალებში. |
ამ სიტუაციებში მიზანშეწონილია შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება (დაგეგმილი ოპერაციის შემთხვევაში, არანაკლებ ოთხი კვირით ადრე) და არ განაახლოთ მისი მიღება იმობილიზაციის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში. არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, კონტრაცეფციის სხვა მეთოდები უნდა იქნას გამოყენებული. გასათვალისწინებელია ანტითრომბოზული თერაპიის მიზანშეწონილობა, თუ იარინას გამოყენება ადრე არ იყო შეწყვეტილი. |
ოჯახური ანამნეზი (ვენური თრომბოემბოლია ოდესმე ახლო ნათესავებში ან მშობლებში შედარებით ახალგაზრდა ასაკში, მაგალითად 50 წლამდე). |
თუ არსებობს ეჭვი მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე, ქალებს ურჩევენ გაიარონ კონსულტაცია სპეციალისტთან ნებისმიერი კჰკ-ს გამოყენებამდე. |
ვთე-სთან დაკავშირებული სხვა მდგომარეობები |
კიბო, სისტემური მგლურას ერითემატოზი, ჰემოლიზურ- ურემიული სინდრომი, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია. |
ასაკი |
განსაკუთრებით 35 წელს ზემოთ |
საკითხი ვარიკოზული ვენების და ზედაპირული თრომბოფლებიტის შესაძლო როლის შესახებ ვენური თრომბოემბოლიის განვითარებაში კვლავ საკამათო რჩება.
ყურადღება უნდა მიექცეს თრომბოემბოლიის გაზრდილ რისკს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით მშობიარობიდან 6 კვირის განმავლობაში (ორსულობისა და ლაქტაციის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 4.6 "ორსულობა და ლაქტაცია").
ვთე-სსიმპტომები(ღრმავენის თრომბოზიდაპულმონურიემბოლია)
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა, ქალებს უნდა მიეცეთ რჩევა დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს და აცნობონ, რომ ისინი იყენებენ კჰკ-ებს.
ღვთ-ს სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს:
- ქვედა კიდურის და/ან ტერფის ცალმხრივი შეშუპება ან ვენის გასწვრივ ფეხის შეშუპება;
- ტკივილი ან მომატებული მგრძნობელობა ფეხის არეში, რომელიც იგრძნობა მხოლოდ დგომისას ან სიარულის დროს
- ფეხში გაზრდილი სითბოს შეგრძნება; ქვედა კიდურის კანის სიწითლე ან გაუფერულება.
ფილტვის ემბოლიის (PE) სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს:
- უცნობი წარმოშობის უეცარი ქოშინი ან სწრაფი სუნთქვა;
- უეცარი ხველა, შეიძლება თან ახლდეს ჰემოპტიზი;
- მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში;
- თავბრუსხვევა;
- სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.
ზოგიერთი ამ სიმპტომიდან (მაგ., ქოშინი, ხველა) არასპეციფიკურია და შეიძლება არასწორად იქნას განმარტებული, როგორც სხვა უფრო ხშირი ან ნაკლებად სერიოზული ნიშნები (მაგ., რესპირატორული ინფექციები).
სისხლძარღვთა ოკლუზიის სხვა ნიშნები შეიძლება შეიცავდეს: უეცარი ტკივილი, შეშუპება, კიდურის ოდნავ გალურჯება.
თვალის სისხლძარღვების ოკლუზიით, სიმპტომები შეიძლება იყოს მხედველობის დაბინდვა, რომელსაც არ ახლავს ტკივილი და შეიძლება გადაიზარდოს მხედველობის დაკარგვამდე. ზოგჯერ მხედველობის დაკარგვა თითქმის მყისიერად ვითარდება.
არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) განვითარების რისკი
ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით, ნებისმიერი კჰკ-ს გამოყენება დაკავშირებულია არტერიული თრომბოემბოლიის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ცერებროვასკულური მოვლენების (გარდამავალი იშემიური შეტევა, ინსულტი) გაზრდილ რისკთან. არტერიული თრომბოემბოლიური მოვლენები შეიძლება ფატალური იყოს.
ათე-სგანვითარებისრისკ-ფაქტორები
კჰკ-ების გამოყენებისას არტერიული თრომბოემბოლიური გართულებების ან ცერებროვასკულური მოვლენების განვითარების რისკი იზრდება რისკ-ფაქტორების მქონე ქალებში (იხ. ცხრილი). იარინას გამოყენება უკუნაჩვენებია, თუ ქალებს აქვთ ათე-ს განვითარების ერთი სერიოზული ან მრავალი რისკ-ფაქტორი, რამაც შეიძლება გაზარდოს არტერიული თრომბოზის განვითარების რისკი (იხ. პუნქტი 4.3). თუ ქალს აქვს ერთზე მეტი რისკფაქტორი, რისკის ზრდა შეიძლება აღემატებოდეს თითოეულ ინდივიდუალურ ფაქტორთან დაკავშირებული რისკების ჯამს, ამიტომ საერთო რისკი უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ სარგებელი/რისკის თანაფარდობა არასახარბიელოა, კჰკ არ უნდა დაინიშნოს (იხ. პუნქტი 4.3).
ცხრილი:არტერიული თრომბოემბოლიისგანვითარებისრის-ფაქტორები
რისკ-ფაქტორი |
შენიშვნა |
ასაკი |
განსაკუთრებით 35 წელს ზემოთ |
თამბაქოს მოხმარება |
ქალებს, რომლებიც იყენებენ კჰკ-ს, ურჩევენ თავი შეიკავონ მოწევისგან. 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებს, რომლებიც აგრძელებენ მოწევას, მკაცრად ურჩევენ გამოიყენონ კონტრაცეფციის სხვა მეთოდი. |
არტერიული ჰიპერტენზია |
|
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი 30 კგ/მ2-ზე მეტი)
|
რისკი მნიშვნელოვნად იზრდება სხეულის მასის ინდექსის მატებასთან ერთად. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სხვა რისკ-ფაქტორების არსებობისას. |
ოჯახური ანამნეზი (არტერიული თრომბოემბოლია ოდესმე ახლო ნათესავებში ან მშობლებში შედარებით ახალგაზრდა ასაკში, მაგალითად 50 წლამდე). |
თუ არსებობს ეჭვი მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე, ქალებს ურჩევენ გაიარონ კონსულტაცია სპეციალისტთან ნებისმიერი კჰკ-ს გამოყენებამდე. |
შაკიკი |
შაკიკის სიხშირის ან სიმძიმის მატებამ კჰკ-ს გამოყენებისას (შეიძლება იყოს პროდრომული პირობები ცერებრო-ვასკულური მოვლენების განვითარებამდე) შეიძლება გამოიწვიოს კჰკ-ს გამოყენების დაუყოვნებელი შეწყვეტა. |
სხვა პირობები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლძარღვთა გვერდით მოვლენებთან. |
შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერჰომოცისტეინემია, გულის სარქვლოვანი დაავადება, წინაგულების ფიბრილაცია, დისლიპოპროტეინემია და სისტემური წითელი მგლურა. |
ათე-სსიმპტომები
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა, ქალებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს და შეატყობინონ, რომ იღებენ კჰკ-ებს.
ინსულტის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- სახის, მკლავების ან ფეხების კუნთების უეცარი დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს;
- სიარულის უეცარი დარღვევა, თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა ან კოორდინაციის დარღვევა;
- უეცარი დაბნეულობა, მეტყველების ან ენის გაგების პრობლემები;
- მხედველობის უეცარი დაბინდვა ერთ ან ორივე თვალში;
- უეცარი, ძლიერი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი აშკარა მიზეზის გარეშე;
- გონების დაკარგვა ან სისუსტე ეპილეფსიური კრუნჩხვით ან მის გარეშე.
სიმპტომების გარდამავალი ბუნება შეიძლება მიუთითებდეს ტრანზიტორულ იშემიურ შეტევაზე (ტიშ).
მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს:
- ტკივილი, დისკომფორტის ან ზეწოლის შეგრძნება, სიმძიმე, მოჭერის ან დაჭიმვის შეგრძნება გულმკერდის არეში, ხელში ან მკერდის ძვლის უკან;
- დისკომფორტი ირადიაციით ზურგში, ყვრიმალის ძვლებში, ხორხში, ხელში, მუცელში;
- კუჭის გავსების, კუჭის აშლილობის ან ხუთვის შეგრძნება;
- ოფლიანობა, ღებინება, გულისრევა ან თავბრუსხვევა;
- ძლიერი სისუსტე, შფოთვა ან ქოშინი;
- გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა.
- სიმსივნეები
ზოგიერთმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ გამოავლინა საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების გაზრდილი რისკი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების (კოკ) ხანგრძლივი გამოყენებისას (5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში), მაგრამ ეს განცხადება ჯერ კიდევ საკამათოა, რადგან ბოლომდე არ არის დაზუსტებული, რამდენად ითვალისწინებს კვლევის შედეგები თანმხლებ ფაქტორებს, როგორიცაა სექსუალური ქცევა და სხვა ფაქტორები, როგორიცაა ადამიანის პაპილომავირუსის ინფექცია.
54 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ არსებობს ძუძუს კიბოს განვითარების რამდენადმე მომატებული რისკი (QP = 1,24) ქალებში, რომლებიც ამჟამად იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს. გაზრდილი რისკი თანდათან ქრება კოკ-ის გამოყენების შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში. იმის გამო, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათია 40 წლამდე ასაკის ქალებში, ძუძუს კიბოს დიაგნოსტირების რიცხვის ზრდა ქალებში, რომლებიც ამჟამად იღებენ კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს ან რომლებიც ახლახან იღებდნენ, უმნიშვნელოა ამ დაავადების საერთო რისკთან მიმართებაში. ეს კვლევები არ იძლევა მიზეზობრივი კავშირის მტკიცებულებას. რისკის დაფიქსირებული ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოზით ქალებში, რომლებიც იყენებენ კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს, ორალური კონტრაცეპტივების ბიოლოგიურ ეფექტს ან ორივე ფაქტორის კომბინაციით. ქალებში, რომლებიც ოდესმე ღებულობდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ვლინდება სარძევე ჯირკვლის კიბოს უფრო ადრეული სტადიები, ვიდრე ქალებში, ვისაც კოკ-ები არასოდეს მიუღია.
იშვიათ შემთხვევებში, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების ფონზე, აღინიშნა კეთილთვისებიანი, ხოლო უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარება, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვია სიცოცხლისათვის საშიში ინტრააბდომინალური სისხლდენა. მუცლის არეში ძლიერი ტკივილის განვითარების, ღვიძლის გადიდების ან ინტრააბდომინალური სისხლდენის ნიშნების შემთხვევაში, ეს გასათვალისწინებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას.
კოკ-ების უფრო მაღალი დოზებით გამოყენებისას (50 მიკროგრამი ეთინილესტრადიოლი) მცირდება ენდომეტრიუმის და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი. გაურკვეველი რჩება, ეხება თუ არა ეს დაბალიდოზირებულ კოკ-ებსაც.
- სხვა მდგომარეობები
იარინას პროგესტინის კომპონენტი არის ალდოსტერონის ანტაგონისტი კალიუმის შემნახველი თვისებებით. უმეტეს შემთხვევაში, კალიუმის დონის მომატება მოსალოდნელი არ არის. მაგრამ კლინიკურ კვლევაში ზოგიერთ პაციენტში თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით, კალიუმის შემნახველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება ოდნავ ზრდიდა შრატში კალიუმის დონეს დროსპირენონის მიღებისას. ამიტომ რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის შემოწმება მკურნალობის პირველი ციკლის განმავლობაში პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, რომელთა შრატში კალიუმის დონე მკურნალობამდე ნორმის ზედა ზღვარზე იყო და რომლებიც დამატებით იღებენ კალიუმის შემნახველ საშუალებებს. ასევე იხილეთ ნაწილი 4.5.
ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე ქალებში (ან ამ მდგომარეობის არსებობით ოჯახის ანამნეზში) შეიძლება იყოს პანკრეატიტის განვითარების რისკი კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას.
მიუხედავად იმისა, რომ არტერიული წნევის უმნიშვნელო მატება აღწერილია ბევრ ქალში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს, კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა იშვიათად აღინიშნა. თუმცა, თუ პრეპარატის მიღებისას განვითარდა არტერიული წნევის მუდმივი, კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ჰიპერტენზიის მკურნალობის დაწყება. პრეპარატის მიღება შეიძლება გაგრძელდეს, თუ არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლები მიიღწევა ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დახმარებით.
აღწერილია შემდეგი მდგომარეობების განვითარება ან გაუარესება როგორც ორსულობის დროს, ასევე კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, მაგრამ მათი კავშირი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებასთან დადასტურებული არ არის: სიყვითლე და/ან ქავილი ასოცირებული ქოლესტაზთან; ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნა; პორფირია; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზური ურემიული სინდრომი; სიდენგამის ქორეა; ორსული ქალების ჰერპესი; სმენის დაქვეითება, რომელიც დაკავშირებულია ოტოსკლეროზთან.
ქალებში, რომლებსაც აქვთ მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება, ესტროგენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს სიმპტომები.
ღვიძლის მწვავე ან ქრონიკულმა დისფუნქციამ შეიძლება მოითხოვოს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მოხსნა სანამ ღვიძლის ფუნქცია ნორმას არ დაბრუნდება. მორეციდივე ქოლესტაზური სიყვითლე, რომელიც პირველად ვითარდება ორსულობის დროს ან სასქესო ჰორმონების წინა გამოყენებისას, მოითხოვს კოკ-ების შეწყვეტას.
მიუხედავად იმისა, რომ კოკ-ებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პერიფერიულ ინსულინის რეზისტენტობაზე და გლუკოზის ტოლერანტობაზე, არ არის საჭირო თერაპიული რეჟიმის შეცვლა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კოკ-ებს დაბალი დოზებით (შეიცავენ <0,05 მგ ეთინილესტრადიოლს). თუმცა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ქალები უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას.
კოკ-ების გამოყენების ფონზე აღწერილია ეპილეფსიის, კრონის დაავადების და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის გაუარესების შემთხვევები.
დათრგუნული განწყობა და დეპრესია არის ცნობილი არასასურველი რეაქციები ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას (იხ. ნაწილი 4.8). დეპრესია შეიძლება იყოს სერიოზული და ასევე ის არის სუიციდური ქცევისა და სუიციდის კარგად ცნობილი რისკფაქტორი. ქალებს უნდა მიეცეთ რჩევა, დაუკავშირდნენ მკურნალ ექიმს, თუ განიცდიან განწყობის ცვლილებას ან დეპრესიის ნიშნებს, მათ შორის, მკურნალობის დაწყებიდან მალევე.
ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ორსულობის დროს ქლოაზმა. ქალებმა, რომლებსაც აქვთ ქლოაზმისადმი მიდრეკილება, იარინას მიღებისას უნდა მოერიდონ მზეზე ხანგრძლივ ყოფნას და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას.
იარინას თითოეული ტაბლეტი შეიცავს 46 მგ ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით, რომლებიც იმყოფებიან ლაქტოზის შემცველობის გარეშე დიეტაზე, უნდა გაითვალისწინონ ეს რაოდენობა.
ალანინამინოტრანსფერაზას(ALT)დონისმომატება .
კლინიკური კვლევების ჩატარებისას პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ C ჰეპატიტის ვირუსული ინფექციებისგან (HCV) მკურნალობას სამკურნალო საშუალებების გამოყენებით, რომლებიც შეიცავდნენ ომბიტავირს/პარიტაპრევირს/რიტონავირს და დასაბუვირს რიბავირინთან ერთად ან მის გარეშე, ტრანსამინაზას (ALT) დონე 5-ჯერ აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს (ULN), ბევრად უფრო ხშირად ქალებში, რომლებიც ღებულობდნენ ეთინილესტრადიოლის შემცველ პრეპარატებს, როგორიცაა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივები. გარდა ამისა, ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ გლეკაპრევირს/პიბრენტასვირს, ტრანსამინაზების (ALT) დონის მატება დაფიქსირდა ქალებში, რომლებიც იღებდნენ ეთინილ ესტრადიოლის შემცველ პრეპარატებს, როგორიცაა კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები (COCs) (იხ. ნაწილი 4.3 და 4,5).
სამედიცინო შემოწმება
იარინას მიღების დაწყებამდე ან განახლებამდე აუცილებელია დეტალური სამედიცინო ანამნეზის შეგროვება (ოჯახურის ჩათვლის ჩათვლით) და ორსულობის გამორიცხვა. საჭიროა არტერიული წნევის გაზომვა და საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევის ჩაატარება უკუჩვენებებში (იხ. პუნქტი 4.3) და სიფრთხილის ზომებში მოყვანილი რეკომენდაციების მიხედვით (იხ. პუნქტი 4.4). მნიშვნელოვანია პაციენტმა ყურადღება მიქციოს ინფორმაციას არტერიული და ვენური თრომბოემბოლიის შესახებ, მათ შორის, სისხლის შედედების რისკის შესახებ იარინას მიღებისას სხვა კჰკ-ებთან შედარებით; არტერიული და ვენური თრომბოემბოლიის სიმპტომებზე; ფაქტორებზე, რომლებიც ზრდის სისხლის შედედების რისკს და აუცილებელ მოქმედებებზე საეჭვო თრომბოზის შემთხვევაში.
საჭიროა ინსტრუქცის ყურადღებით წაიკითხვა და ხელმძღვანელობა. გამოკვლევის მოცულობა და შემდგომი საკონტროლო შემოწმების სიხშირე უნდა ეფუძნებოდეს სამედიცინო პრაქტიკის არსებულ სტანდარტებს, თითოეული პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.
ქალი უნდა გააფრთხილონ, რომ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივები არ იცავს აივ-ინფექციისგან (შიდსი) და სქესობრივი გზით გადამდები ნებისმიერი სხვა დაავადებებისგან.
ეფექტიანობის შემცირება
იარინას ეფექტიანობა შეიძლება შემცირდეს შემდეგ შემთხვევებში: ტაბლეტების გამოტოვებისას (იხ. ნაწილი 4.2), ღებინების და დიარეის დროს (იხ. ნაწილი 4.2), ან წამლისმიერი ურთიერთქმედების შედეგად (იხ. ნაწილი 4.5).
მენსტრუალური ციკლის არასაკმარისი კონტროლი
ნებისმიერი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე შეიძლება აღინიშნოს არარეგულარული (აციკლური) სისხლდენები (ლაქოვანი სისხლიანი გამონადენი ან პროფუზული სისხლდენები საშვილოსნოდან), განსაკუთრებით პრეპარატების გამოყენების პირველ თვეებში. ამიტომ ნებისმიერი არარეგულარული სისხლდენის შეფასება მნიშვნელოვანია მხოლოდ ადაპტაციის პერიოდის შემდეგ, რომელიც დაახლოებით სამ ციკლს მოიცავს.
თუ არარეგულარული სისხლდენა მეორდება ან ვითარდება წინა რეგულარული ციკლების შემდეგ, საჭიროა არაჰორმონალური მიზეზების განსაზღვრა და სათანადო დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარება ავთვისებიანი წარმონაქმნის ან ორსულობის გამორიცხვის მიზნით. ეს პროცედურები შეიძლება ითვალისწინებდეს კიურეტაჟის ჩატარებას.
ზოგიერთ ქალს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისაგან შესვენების პერიოდში შეიძლება არ განუვითარდეს “მოხსნის” სისხლდენა. თუ ქალი კოკ-ის მიღებისას მკაცრად იცავდა პრეპარატის ინსტრუქციაში ნაწილი 4.2 მითითებულ წესებს, მაშინ ორსულობა ნაკლებად სავარაუდოა. მიუხედავად ამისა, თუ მანამდე ქალი არარეგულარულად იღებდა იარინას ან ზედიზედ ორჯერ არ განვითარდა “მოხსნის” სისხლდენა, საჭიროა ორსულობის გამორიცხვა იარინას მიღების გაგრძელებამდე.
4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
შენიშვნა: პოტენციური ურთიერთქმედების გამოვლენის მიზნით, უნდა წაიკითხოთ ინფორმაცია სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების შესახებ.
· სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა პრეპარატ იარინაზე
პერორალური კონტრაცეპტივების ურთიერთქმედებამ სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის მიკროსომულ ფერმენტებს, შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ჰორმონების კლირენსის გაზრდა, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს პროფუზული სისხლდენები ან/და კონტრაცეფციული ეფექტიანობის დაქვეითება.
მკურნალობა
ფერმენტების ინდუქცია შეიძლება მიღწეულ იქნას მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. მაქსიმალური ფერმენტული ინდუქცია ჩვეულებრივ აღინიშნება რამდენიმე კვირაში. ფერმენტული ინდუქცია შეიძლება შენარჩუნდეს პრეპარატის შეწყვეტიდან 4 კვირის განმავლობაში.
ხანმოკლე მიღება
ქალებმა, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქციას, დამატებით უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი პრეპარატ იარინასთან ერთად, ან აირჩიონ კონტრაცეფციის სხვა მეთოდი. კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული იმ წამლების მიღებისას, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვიძლის მიკროსომურ ფერმენტებზე და მათი მოხსნის შემდეგ 28 დღის განმავლობაში. თუ აუცილებელია თანმხლები პრეპარატის მიღების გაგრძელება იარინის შეფუთვაში ტაბლეტების დასრულების შემდეგ, მაშინ ტაბლეტების მიღება უნდა დაიწყოთ შემდეგი შეფუთვიდან მიღებაში ჩვეული შესვენების გარეშე.
ხანგრძლივი მიღება
ქალებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იღებენ წამლებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვიძლის ფერმენტებზე, აუცილებელია განიხილონ კონტრაცეფციის სხვა (არაჰორმონალური) მეთოდების გამოყენება.
ლიტერატურაში მოხსენებულია ურთიერთქმედების შემდეგი ტიპები.
- ნივთიერებები,რომლებიციწვევენკომბინირებულიპერორალურიკონტრაცეპტივებისკლირენსისმომატებას(ამცირებენ ეფექტიანობასფერმენტებისინდუქციისგზით ):
ბარბიტურატები, ბოსენტანი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრიმიდონი, რიფამპიცინი და აივ-ის სამკურნალო პრეპარატები - რიტონავირი, ნევირაპინი და ეფავირენცი, და ასევე შესაძლოა ფელბამატი, გრიზეოფულვინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი და კრაზანას შემცველი პრეპარატები.
- ნივთიერებები, რომლებიც სხვადასხვა ზემოქმედებას ახდენენ კოკ-ების კლირენსზე:
კოკ-ებთან ერთდროული მიღებისას აივ პროტეაზას ინჰიბიტორების და არანუკლეოზიდური უკუ ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების კომბინაციამ, C ჰეპატიტის ვირუსის ინჰიბიტორებთან კომბინაციების ჩათვლით, შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს პლაზმაში ესტროგენის ან პროგესტინის კონცენტრაცია. ზოგიერთ შემთხვევაში ამ ცვლილებებს შეიძლება ჰქონდეს კლინიკური მნიშვნელობა.
ამიტომ, საჭიროა აივ/HCV-ის თანმხლები პრეპარატების გამოყენების შესახებ ინფორმაციის გადახედვა ნებისმიერი რეკომენდაციის და პოტენციური ურთიერთქმედების გამოვლენის მიზნით. თუ არსებობს რაიმე ეჭვი პროტეაზას ინჰიბიტორებით ან არანუკლეოზიდური უკუ ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორებით მკურნალობაში, ქალმა უნდა გამოიყენოს კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდი.
- ნივთიერებები, რომლებიც ამცირებენ კოკ-ების კლირენსს (ფერმენტის ინჰიბიტორები):
ფერმენტების ინჰიბიტორებთან პოტენციური ურთიერთქმედებების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების და CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ესტროგენის ან პროგესტინის, ან ორივე ჰორმონის კონცენტრაციის მომატება შრატში.
დროსპირენონის (3 მგ/დღე) / ეთინილესტრადიოლის (0,002 მგ/დღე) კომბინაციის მრავალჯერადი, მზარდი დოზების მოქმედების კვლევებში, CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორთან კეტოკონაზოლთან ერთდროულმა მიღებამ 10 დღის განმავლობაში გამოიწვია დროსპირენონის და ეთინილესტრადიოლის AUC მომატება (0 – 24 საათი), 2,7-ჯერ და 1,4-ჯერ შესაბამისად.
ნაჩვენებია, რომ ეტორიკოქსიბი დოზით 60 და 120 მგ/დღეში, კოკ-ებთან ერთად მიღებისას, რომლებიც შეიცავდა 0,035 მგ ეთინილესტრადიოლს, ზრდის ეთინილესტრადიოლის პლაზმურ კონცენტრაციას 1,4 და 1,6-ჯერ შესაბამისად.
- იარინას გავლენა სხვა პრეპარატებზე
პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე, რამაც, შეიძლება შეიცვალოს მათი კონცენტრაცია პლაზმასა და ქსოვილებში – როგორც გაიზარდოს (მაგალითად, ციკლოსპორინი), ისე შემცირდეს (მაგალითად, ლამოტრიჯინი).
მოხალისე ქალთა შორის, რომლებიც იღებდნენ ომეპრაზოლს, სიმვასტატინსა და მიდაზოლამს ინდიკატორ-სუბსტრატის სახით, ჩატარებული in vivo კვლევების შედეგების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ 3 მგ დოზით მიღებისას დროსპირენონის კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა სხვა აქტიურ ნივთიერებათა მეტაბოლიზმზე, ციტოქრომ P450 შუამავლობით, ნაკლებად მოსალოდნელია.
კლინიკური მონაცემების თანახმად, ეთინილესტრადიოლი თრგუნავს CYP1A2 სუბსტრატების კლირენსს, რაც იწვევს მათი კონცენტრაციების სუსტ (მაგალითად, თეოფილინი) ან ზომიერ (მაგალითად, ტიზანიდინი) მომატებას პლაზმაში.
- ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
თანმდევმა გამოყენებამ სამკურნალო საშუალებებისა, რომლებიც შეიცავს ომბიტასვირს/პარიტაპრევირს/რიტონავირს და დასაბუვირს რიბავირინთან ერთად ან მის გარეშე, ან გლეკაპრევირს/პიბრენტასვირს, შეიძლება გამოიწვიოს ALT-ს დონის მომატების რისკი (იხ. განყოფილება 4.3 და 4.4).
ამგვარად, პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ იარინას, უნდა მიმართონ კონტრაცეფციის ალტერნატიულ მეთოდს (მაგალითად, კონტრაცეფცია პროგესტაგენის მიღებით ან არაჰორმონალური მეთოდებით) აღნიშნული კომბინირებული სამკურნალო თერაპიის გამოყენებით მკურნალობის დაწყებამდე. იარინას მიღება შეიძლება განახლდეს აღნიშნული კომბინირებული სამკურნალო თერაპიის გამოყენებით მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ.
თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, დროსპირენონისა და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთობლივი გამოყენება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციაზე. თუმცა, იარინას კომბინირებული გამოყენება ალდოსტერონის ანტაგონისტებთან ან კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან არ არის შესწავლილი. ამ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, პლაზმაში კალიუმის კონცენტრაცია უნდა კონტროლდებოდეს შეყვანის პირველი ციკლის განმავლობაში (იხ. ნაწილი 4.4).
- ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ლაბორატორიულიტესტები
იარინას გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გარკვეული ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე, მათ შორის ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმელის ფუნქციის ბიოქიმიურ პარამეტრებზე, აგრეთვე სატრანსპორტო ცილების პლაზმის დონეებზე, მაგალითად, კორტიკოსტეროიდებთან დამაკავშირებელი გლობულინი და ნახშირწყლების ცვლის მაჩვენებლები და ასევე კოაგულაციისა და ფიბრინოლიზის პარამეტრები. თუმცა, ეს ცვლილებები ჩვეულებრივ რჩება ნორმის დიაპაზონში. დროსპირენონი ზრდის პლაზმური რენინის და პლაზმური ალდოსტერონის აქტივობას, რაც დაკავშირებულია მის ანტიმინერალოკორტიკოიდულ ეფექტთან.
4.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
იარინას გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს.
თუ ორსულობა გამოვლინდა იარინას მიღებისას, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. თუმცა ფართო ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა არ გამოავლინა დეფექტების განვითარების მომატებული რისკი იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც იღებდნენ სასქესო ჰორმონებს ორსულობამდე, ან ტერატოგენური მოქმედება, როდესაც კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღება გაუფრთხილებლობის გამო ხდებოდა ორსულობის ადრეულ პერიოდში.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა გვერდითი ეფექტები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში (იხ. ნაწილი 5.3). ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დროს მიღებული მონაცემების საფუძველზე, აქტიური ნაერთების ჰორმონალურ მოქმედებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები არ არის გამორიცხული. თუმცა, ორსულობის დროს კოკ–ების გამოყენების ზოგადი გამოცდილება არ მიუთითებს ადამიანებზე უარყოფით გავლენას.
ამავდროულად, ორსულობის დროს იარინას მიღების შედეგების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, რაც არ გვაძლევს რაიმე დასკვნის გამოტანის საშუალებას ორსულობის, ახალშობილისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე პრეპარატის უარყოფითი გავლენის შესახებ. ამჟამად არ არსებობს მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური მონაცემები.
იარინას გამოყენების განახლებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ვთე-ს გაზრდილი რისკი მშობიარობის შემდგომ პერიოდში (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4).
ძუძუთი კვების პერიოდი
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებამ შეიძლება შეამციროს დედის რძის რაოდენობა და შეცვალოს მისი შემადგენლობა, ამიტომ მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების შეწყვეტამდე. მცირე რაოდენობით სასქესო ჰორმონები და/ან მათი მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს რძეში. ამ რაოდენობებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვზე.
4.7. გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარზე და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. არ გამოვლენილა კოკ-ების ზემოქმედების ნიშნები მანქანების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
4.8. არასასურველი რეაქციები
სერიოზული გვერდითი რეაქციები კოკ-ების გამოყენებისას ასევე აღწერილია 4.4 ნაწილში.
იარინასგამოყენებისას აღინიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები:
ორგანოთა სისტემის კლასი (MedDRA ვერსია) |
ხშირად≥ 1/100 –დან< 1/10 |
არცთუ ისე ხშირად ≥ 1/1000 –დან< 1/100 |
იშვიათად |
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები |
ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ასთმა |
||
ფსიქიური დარღვევები |
დეპრესია / დათრგუნული განწყობა |
ლიბიდოს შემცირება ან მომატება |
|
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები |
თავის ტკივილი |
||
სმენის ორგანოს მხრივ დარღვევები |
სმენის დაქვეითება |
||
სისხლძარღვთა მხრივ დარღვევები |
შაკიკი |
ჰიპერტენზია ჰიპოტონია |
ვთე ათე |
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები |
გულისრევა |
ღებინება |
|
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები |
აკნე ეგზემა ქავილი ალოპეცია |
კვანძოვანი ერითემა მულტიფორმული ერითემა |
|
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ დარღვევა |
მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ინტერმენსტრუალური სისხლდენა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, სარძევე ჯირკვლების ჰიპერპლაზია, საშოდან გამონადენი, ვულვოვაგინალური კანდიდოზი |
სარძევე ჯირკვლების ჰიპერპლაზია, |
გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან |
სისტემური დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას |
შეშუპება სხეულის მასის მომატება სხეულის მასის დაკლება |
ინდივიდუალური გვერდითი რეაქციების აღწერა
კოკ-ების გამოყენება ზრდის ვენური თრომბო- და თრომბოემბოლიური მოვლენების რისკს, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გარდამავალი იშემიური შეტევის, ვენური თრომბოზისა და ფილტვის ემბოლიის ჩათვლით, რომლებიც უფრო დეტალურად არის აღწერილი 4.4 ნაწილში.
შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა ქალებში, რომლებიც იღებდნენ COC-ებს (იხილეთ აგრეთვე ნაწილი 4.4 "განსაკუთრებული ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას"):
- ვენური თრომბოემბოლია;
- არტერიული თრომბოემბოლია;
- ჰიპერტენზია;
- ღვიძლის სიმსივნე;
- იმ დაავადებების წარმოქმნა ან გაუარესება, რომლებისთვისაც არ იყო საბოლოოდ დადგენილი კავშირი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება: კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ეპილეფსია, საშვილოსნოს ფიბრომა, პორფირია, სისტემური წითელი მგლურა, ჰესტაციური ჰერპესი, სიდენგამის ქორეა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ქოლესტაზური სიყვითლე და/ან ქავილი;
- ქლოაზმა;
- ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკულმა დარღვევებმა შეიძლება მოითხოვოს მიღების შეწყვეტა, მანამ, სანამ ღვიძლის ფუნქციური სინჯები არ ნორმალიზდება;
- ქალებში თანდაყოლილი ანგიონევროზული შეშუპებით, ესტროგენის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააღრმავოს მისი სიმპტომები.
სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი ბევრად უფრო ხშირია ქალებში, რომლებიც კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს იყენებენ. რადგანაც სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად გვხვდება 40 წლამდე ასაკის ქალებში, დამატებითი რისკი მცირეა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების საერთო რისკთან შედარებით. კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის გამოყენებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უცნობია. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ნაწილი 4.3 სა 4.4.
ურთიერთქმედებები
პერორალური კონტრაცეპტივების ურთიერთქმედებამ სხვა სამკურნალო საშუალებებთან (ფერმენტების ინდუქტორები) შეიძლება გამოიწვიოს პროფუზული სისხლდენები საშვილოსნოდან ან/და კონტრაცეფციული ეფექტიანობის შემცირება (იხ. ნაწილი 4.5).
შეტყობინებები გვერდითი რეაქციების შესახებ
ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ შემოსული შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი საშუალებას იძლევა განხორციელდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგი ფარმაცევტულ პროდუქტთან მიმართებაში.
4.9.ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებით გამოწვეული სერიოზული დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. პერორალური კომბინირებული კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენების ჯამურ გამოცდილებაზე დაყრდნობით სიმპტომები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს ჭარბი დოზირებისას: გულისრევა, ღებინება და მოხსნის სისხლდენა. პროფუზული სისხლდენა შეიძლება გამოვლინდეს ახალგაზრდა ქალებშიც მენარქეს დადგომამდე პრეპარატი იარინას შემთხვევითი მიღებისას.
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
5.ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1. ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პროგესტოგენები და ესტროგენები (ფიქსირებული კომბინირებული პრეპარატები)
ათქ. კოდი:
G03AA12
პერლის ინდექსი (მეთოდის არაეფექტურობასთან დაკავშირებული წარუმატებლობის მაჩვენებელი) არის 0,09 (ორმხრივი 95% სანდოობის ინტერვალის ზედა ზღვარი არის 0,32). პერლის საერთო ინდექსი (წარუმატებლობის მაჩვენებელი, რომელიც დაკავშირებულია მეთოდის არაეფექტურობასთან + წარუმატებლობის მაჩვენებელი, რომელიც დაკავშირებულია მეთოდის არასწორ გამოყენებასთან) არის 0,57 (ორმხრივი 95% სანდოობის ინტერვალის ზედა ზღვარი არის 0,90).
იარინას კონტრაცეპტული ეფექტი ემყარება სხვადასხვა ფაქტორების ურთიერთქმედებას, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ოვულაციის დათრგუნვა და ენდომეტრიუმის თვისებების ცვლილება.
პრეპარატი იარინა წარმოადგენს კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივს, რომელიც შეიცავს ეთინილესტრადიოლით და პროგესტოგენ, დროსპირენონს. დროსპირენონს თერაპიული დოზით ასევე გააჩნია ანტიანდროგენური და ანტიმინერალკორტიკოიდული თვისებები. მას არ ახასიათებს ანდროგენური, ესტროგენური, გლუკოკორტიკოიდული და ანტიგლუკოკორტიკოიდული აქტივობა. ყველა ეს თვისება დროსპირენონს უზრუნველყოფს ისეთ ფარმაკოლოგიურ პროფილს, რომელიც პროგესტერონის ბუნებრივი ჰორმონის პროფილის მსგავსია.
კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ პრეპარატი იარინას ზომიერი ანტიმინერალოკორტიკოიდული თვისებები იწვევს ზომიერ ანტიმინერალოკორტიკოიდულ ეფექტს.
5.2. ფარმაკოკინეტიკა
- დროსპირენონი
აბსორბცია
პერორალური მიღებისას დროსპირენონი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება. შიგნით ერთჯერადი მიღებისას დროსპირენონის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ და შეადგენს დაახლოებით 38 ნგ/მლ-ს. ბიოშეღწევადობა 76%-დან 85%-მდე მერყეობს.
საკვების მიღება არ ახდენს ზეგავლენას დროსპირენონის ბიოშეღწევადობაზე.
განაწილება
პერორალური მიღების შემდეგ, სისხლის პლაზმაში დროსპირენონის კონცენტრაცია თანდათან მცირდება, ელიმინაციის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 31 საათს. დროსპირენონი უკავშირდება შრატის ალბუმინს და არ უკავშირდება სასქესო სტეროიდების დამაკავშირებელ გლობულინს (SHBG) ან კორტიკოსტეროიდთან დამაკავშირებელ გლობულინს (CBG). თავისუფალი სახით არის სისხლის შრატში მთლიანი კონცენტრაციის მხოლოდ 3-5%. ეთინილესტრადიოლით ინდუცირებული სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინის (სჰშგ) მომატება არ ახდენს გავლენას შრატის ცილებთან დროსპირენონის დაკავშირებაზე. საშუალო მოჩვენებითი მოცულობა შეადგენს 3,7±1,2 ლ/კგ-ს.
მეტაბოლიზმი
პერორალური მიღების შემდეგ დროსპირენონი სრულად მეტაბოლიზდება. სისხლის პლაზმაში მეტაბოლიტების უმრავლესობა წარმოდგენილია დროსპირენონის მჟავა ფორმებით, რომლებიც მიიღება ლაქტონის რგოლის გახსნის შედეგად, აგრეთვე 4,5 - დიჰიდრო-დროსპირენონი-3-სულფატით, რომელიც წარმოიქმნება აღდგენისა და შემდგომი სულფატირების გზით. დროსპირენონი ასევე არის სუბსტრატი ოქსიდაციური მეტაბოლიზმისთვის, რომელიც კატალიზებულია CYP3A4 იზოფერმენტით.
In vitro კვლევების თანახმად დროსპირენონს გააჩნია ციტოქრომა P450-ის ფერმენტების: CYP1A1, CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 სუსტი ან ზომიერი ხარისხის ინჰიბირების უნარი.
ორგანიზმიდან გამოყოფა
დროსპირენონის მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე სისხლის შრატში შეადგენს 1,5±0,2 მლ/წთ/კგ-ს. შეუცვლელი სახით დროსპირენონი გამოიყოფა მხოლოდ უმნიშვნელო კვალის რაოდენობით. დროსპირენონის მეტაბოლიტები გამოიყოფა განავლით და შარდით დაახლოებით შემდეგი თანაფარდობით: 1,2:1,4. თირკმელების და კუჭ-ნაწლავით მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 40 საათს შეადგენს.
წონასწორული კონცენტრაცია
ციკლური მკურნალობის დროს დროსპირენონის მაქსიმალური წონასწორული კონცენტრაცია პლაზმაში (70 ნგ/მლ) მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 8 დღის შემდეგ. დროსპირენონის შრატში კონცენტრაცია იზრდება დაახლოებით 3-ჯერ ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდისა და დოზირების ინტერვალის თანაფარდობის გამო.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური კატეგორიის პაციენტებისთვის
თირკმლისდარღვევებისმქონეპაციენტები
პლაზმაში დროსპირენონის წონასწორული კონცენტრაციები თირკმლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი = 50-80 მლ/წთ) მქონე ქალებში შეესაბამებოდა შესაბამის მაჩვენებელს ქალებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით. თუმცა თირკმლის საშუალო ხარისხის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი = 30-50 მლ/წთ) მქონე ქალებში პლაზმაში დროსპირენონის კონცენტრაცია იყო საშუალოდ 37 %-ით მომატებული, ვიდრე ქალებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით. დროსპირენონით მკურნალობა კარგად გადაიტანებოდა ყველა ჯგუფში. დროსპირენონის მიღება არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციაზე.
ღვიძლისუკმარისობისმქონეპაციენტები
ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში, დაფიქსირდა დროსპირენონის კლირენსის 50%-იანი შემცირება ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე ქალებთან შედარებით, ხოლო შესწავლილ ჯგუფებში არ იყო განსხვავებები სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციაში. შაქრიანი დიაბეტის გამოვლენისას და სპირონოლაქტონის ერთდროული გამოყენებისას (ორივე მდგომარეობა განიხილება, როგორც ჰიპერკალიემიის განვითარების გამომწვევი ფაქტორები), სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის მატება დადგენილი არ არის. შეიძლება დავასკვნათ, რომ დროსპირენონი კარგად გადაიტანება ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე ქალებში (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით).
ეთნიკური ჯგუფები
არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები დროსპირენონის ან ეთინილესტრადიოლის ფარმაკოკინეტიკაში იაპონელი და ევროპული რასის ქალებს შორის.
- ეთინილესტრადიოლი
აბსორბცია
პერორალური მიღებისას ეთინილესტრადიოლი სწრაფად და სრულად შეიწოვება. 30 მკგ-ს შიგნით მიღებისას შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის დონე მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 1-2 საათის შემდეგ და შეადგენს დაახლოებით 100 პგ/მლ-ს. ღვიძლში შეწოვისა და "პირველი გავლის" დროს ეთინილესტრადიოლი მეტაბოლიზდება, რის შედეგადაც, პერორალური გზით მიღების პირობებში, მისი ბიოშეღწევადობა საშუალოდ 45%-ს შეადგენს.
განაწილება
ეთინილესტრადიოლის განაწილების მოჩვენებითი მოცულობა შეადგენს დაახლოებით 5 ლ/კგ-ს. შრატის ალბუმინთან დაკავშირებულია დაახლოებით 98%.
ეთინილესტრადიოლი იწვევს SHBG და CSH სინთეზს. 30 მკგ ეთინილესტრადიოლის ყოველდღიური მიღებით, SHBG პლაზმური კონცენტრაცია იზრდება 70 ნმოლ/ლ-დან დაახლოებით 350 ნმოლ/ლ-მდე.
ეთინილესტრადიოლი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში (დოზის დაახლოებით 0.02%).
მეტაბოლიზმი
ეთინილესტრადიოლი ექვემდებარება მნიშვნელოვან პირველად მეტაბოლიზმს ნაწლავში და ღვიძლში.
ეთინილესტრადიოლი ძირითადად მეტაბოლიზდება არომატული ჰიდროქსილირების გზით, ამასთან, წარმოიქმნება მრავალი ჰიდროქსილირებული და მეთილირებული მეტაბოლიტები, რომლებიც წარმოდგენილი არიან როგორც თავისუფალი მეტაბოლიტების, ისე გლუკორონის და გოგირდმჟავასთან კონიუგატების სახით. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 5 მლ/წთ/კგ-ს.
In vitro კვლევების თანახმად ეთინილესტრადიოლი წარმოადგენს CYP2C19, CYP1A1 და CYP1A2 შექცევად ინჰიბიტორს, და აგრეთვე CYP3A4/5, CYP2C8 და CYP2I2 შეუქცევად ინჰიბიტორს.
ორგანიზმიდან გამოყოფა
უცვლელი სახით ეთინილესტრადიოლი პრაქტიკულად არ გამოიყოფა. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელებით და ნაღველით 4:6 თანაფარდობით. მეტაბოლიტების ექსკრეციის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 20 საათს შეადგენს.
წონასწორული კონცენტრაცია
წონასწორული კონცენტრაციის მდგომარეობა მიიღწევა მკურნალობის ციკლის მეორე ნახევრის განმავლობაში, ამასთან, ეთინილესტრადიოლის კონცენტრაცია შრატში დაახლოებით 1,4-2,1-ჯერ იზრდება.
5.3.კლინიკამდელი(პრეკლინიკური)უსაფრთხოებისმონაცემები
ლაბორატორიულ ცხოველებში, დროსპირენონისა და ეთინილესტრადიოლის ეფექტები შემოიფარგლებოდა ცნობილ ფარმაკოლოგიურ ეფექტებთან ასოცირებული ეფექტებით. კერძოდ, ცხოველებში რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა აჩვენა სპეციფიკური ემბრიოტოქსიური და ფეტოტოქსიური ეფექტები. პრეპარატი იარინას მიღებისას მომატებული ექსპოზიციის დროს, ვირთხებში, მაიმუნებისგან განსხვავებით, დაფიქსირდა ზემოქმედება ნაყოფის სექსუალურ დიფერენციაციაზე.
გარემოსდაცვითი რისკის შეფასების კვლევებმა აჩვენა, რომ ეთინილესტრადიოლს და დროსპირენონს გააჩნიათ წყლის დაბინძურების პოტენციური რისკი (იხ. ნაწილი 6.6)
6. ფარმაცევტული თვისებები
6.1.დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ტაბლეტის ბირთვი :
ლაკტოზის მონოჰიდრატი
სიმინდის სახამებელი
სიმინდის სახამებელი პრეჟელატინიზირებული
პოვიდონ K25
მაგნიუმის სტეარატი
ტაბლეტისგარსი :
ჰიპრომელოზა
მაკროგოლ 6000
ტალკი
ტიტანის დიოქსიდი (E 171)
რკინის (II) ოქსიდი (E172)
6.2.შეუთავსებლობა
არ მიესადაგება.
6.3. ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
6.4.შენახვის განსაკუთრებული პირობები
შეინახეთ მშრალ ადგილზე, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
6.5. პირველადი შეფუთვის სახეობა და შემადგენლობა
ალუმინის ფოლგის ბლისტერში, რომელიც დაფარულია პოლივინილქლორიდის აპკით, მოთავსებულია 21 ტაბლეტები. ბლისტერში. 1 ბლისტერი ბლისტერის სატარებელ ჯიბესთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.
6.6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის და ნარჩენების განადგურებისას
ამ სამკურნალო პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს პოტენციური რისკი გარემოსთვის (იხ. ნაწილი 5.3). ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის ან ნარჩენების განადგურება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
6.7. გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
Units | 21 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account