თოუქსი სიროფი ხველა და გაციება 125მლ
ჩვენება:გაციება, ხველა,ყელის ტკივილი (ფარინგიტი),ბრონქიტი.
თოუქსი
შემადგენლობა:
გაწმენდილი წყალი, ვაშლის წვენი, არონიას წვენი, მალვას (ბალბა) ფოთლის ექსტრაქტი (Malva sylvestris), ლიქენის ექსტრაქტი (ისლანდიური ხავსი) (Cetraria islandica), ცაცხვის ყვავილის ექსტრაქტი (Tilia vulgaris), ქსანთანის რეზინა, ნატრიუმის ჰიალურონატი. ბუნებრივი ვაშლი-არონიას არომატი.
არონიას ნაყოფი ხასიათდება ბევრი სასარგებლო თვისებით. მისი კენკრა მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, რომლის წყალობითაც იგი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში; შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, პროვიტამინურ ნივთიერებებს და მინერალებს:
ასკორბინის მჟავა;
ბეტა კაროტინი;
ვიტამინები B1, B2, B6, PP, P, E, K;
ფლავონოიდები;
ანთოციანინები;
პექტინი;
ორგანული მჟავები (ფოლიკული და ნიკოტინის მჟავა);მანგანუმი, კობალტი, სპილენძი, იოდი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, კალციუმი, ქრომი, ტყვია, სელენი, ნიკელი, ალუმინი, ბორი;
ტანინები;
ცელულოზა;
პროტეინი.
ცაცხვის ყვავილი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ნახარშებისა და ნაყენების სახით, როგორც ოფლმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი საშუალება. იყენებენ აგრეთვე ნერვული აღგზნების, კრუნჩხვების, უძილობის, თირკმელების, ღვიძლის ჰიპერტონული დაავადების დროს.
ეფექტურია ცაცხვის ყვავილების ჩაი გაციების შემთხვევაში. მისი ნახარშები იხმარება ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, მწვავე ბრონქიტების დროს. გამოიყენება პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად ანთებითი პროცესებისა და ანგინის დროს.
ისლანდიური ხავსი(ისლანდიური ლიქენი) - განაპირობებს ბრონქების კედლის ადგილობრივი იმუნიტეტის გაძლიერებას. მასში შემავალი ნივთიერებები ბრონქების ლორწოვან გარსზე წარმოქმნის დამცავ ფენას და იცავს მას გაღიზიანებისგან, შედეგად მცირდება ხველის სიხშირე.
ნატრიუმის ჰიალურონატი წარმოადგენს ბუნებრივ პოლიმერს გლიკოზამინოგლიკანების კლასიდან, დამატენიანებელი და დამცავი თვისებებით.
მალვას (ბალბა) სასარგებლო თვისებებს განაპირობებს ფოთლებსა და ყვავილებში შემდეგი აქტიური ნივთიერების შემცველობა: ანთოციანინები, ლორწოვანა, ფლავონოიდები, ტანინები, მინერალური მარილები, A ,C ,B1ვიტამინები .
მისი სამკურნალო თვისებებია:
საფაღარათო: ლორწოვანის არსებობის წყალობით, მალვა ასტიმულირებს ნაწლავის კედლებს. არბილებს და ხდის კანის და ლორწოვანი გარსების ზედაპირულ ფენებს უფრო ელასტიურს.
ანთების საწინააღმდეგო მოქმედება: გააჩნია ლორწოვანი გარსის ანთების საწინააღმდეგო უნარი, გამოიყენება შემდეგი ანთბითი პროცესების დროს: პირის ღრუს, ყელის, კუჭის, ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის და ა.შ. ანთებითი პროცესების დროს.
ამოსახველებელი: ხელს უწყობს ლორწოს მოცილებას ტრაქეიდან და ბრონქებიდან.
საჭმლის მომნელებელი სისტემა: გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, (მჟავიანობა, გასტრიტი, კოლიტი, ბუასილი, ყაბზობა, ნაწლავების პრობლემები და ა.შ.);
რესპირატორული სისტემა: (ყელის ტკივილი, ხველა, გაციება და ა.შ.).
ჩვენება:
გულძმარვა;
აკნე;
ბრონქიტი;
კატარი;
ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება);
კონიუნქტივიტი (თვალების სიწითლე);
წყლულოვანი კოლიტი;
გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავი (კოლიტი);
ანთებითი ბუასილი;
გასტრიტი (კუჭის ანთება და ტკივილი);
ღრძილების ანთება;
ყელის ტკივილი (ფარინგიტი);
ყაბზობა;
გაციება;
ხველა;
კუჭისა და დუოდენალური წყლულები.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებისთვის და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.
ბავშვები 1-დან 3 წლამდე: 10 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.
3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: 15 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.
მოზრდილები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 20 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.
გამოყენების ინსტრუქცია :
სიროფი მიიღება პერორალურად. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. შეავსეთ საზომი ჭიქა სიროფის შესაბამისი მოცულობით და დალიეთ სითხე ნელა. ბავშვებში თოუქსი გამოყენებული უნდა იქნას ზრდასრულთა მეთვალყურეობის ქვეშ. გამოყენება დასაშვებია გახსნიდან 2 კვირის განმავლობაში. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში.
უკუჩვენება :
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
როგორც პრეპარატების უმრავლესობას, თოუქსის მიღებასაც შესაძლოა ახლდეს გვერდით მოვლენები.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ პაციენტი არ არის ალერგიული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ, ასეთ შემთხვევაში, რეკომენდებულია მისი მიღება ორსულებში და მეძუძურ ქალებში.
გამოშვების ფორმა, შეფუთვა
სიროფი, 125 მლ.
შენახვის წესი
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account