აქსიტოპი კრემი 30გ ტუბი

განსაკუთრებული ფასი 20,71 GEL რეგულარული ფასი 21,80 GEL
მარაგშია
SKU
59103_1052

ჩვენება: კანის კანდიდოზის (ვულვიტის ჩათვლით), tinea (pityriasis) versicolor (ნაირფერი ლიქენის) და სებორეული დერმატიტის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Malessezia (ადრე ეწოდებოდა Pityrosporum)  spp.-თი.

აქსიტოპი®

კრემი

(კეტოკონაზოლი კრემი B.P)

შემადგენლობა:

კეტოკონაზოლი - B.P 2% წ/წ

კრემის ფუძე – ს.რ.

ფარმაკოდინამიკა:

ათქ კოდი: D01AC08

იხილეთ ბლოგი: აქსიტოპი - კანთან დაკავშირებული სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალო საშუალება

ჩვეულებრივ აქსიტოპი® სწრაფად მოქმედებს ქავილის დროს, რომელიც ხშირად აღინიშნება დერმატოფიტების და საფუარათი გამოწვეული ინფექციების დროს, აგრეთვე კანის ინფექციებისას, რომლებიც დაკავშირებულია Malassezia spp.-სთან. სიმპტომური გაუმჯობესება აღინიშნება გამოჯანმრთელების პირველი ნიშნების გამოვლენამდე. 

კეტოკონაზოლს - იმიდაზოლის დიოქსილენის სინთეზურ წარმოებულს გააჩნია ძლიერი ანტიმიკოზური მოქმედება დერმატოფიტების წინააღმდეგ, როგორიცაა Trichophyton spp., Epidermophyton flucostem, Microsporum spp. და საფუარების წინააღმდეგ, Malassezia spp. Candida spp. ჩათვლით. Malassezia spp.-ზე ეფექტი პრაქტიკულად განსაზღვრულია.

250 პაციენტის კვლევამ კეტოკონაზოლის 2% კრემის და კლოტრიმაზოლის 1% კრემის დღეში ორჯერ წასმისას 7 დღის განმავლობაში და 4 კვირის განმავლობაში ორივე ფეხზე აჩვენა ეფექტურობა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ tinea pedis (ათლეტის ტერფი) და დაზიანებები ქონდათ თითებს შორის. პირველადი ეფექტურობის ენდპოინტი იყო ნეგატიური მიკროსკოპული KOH გამოკვლევისას 4 კვირის შემდეგ. 2%-იანი კეტოკონაზოლით მკურნალობამ აჩვენა ისეთივე შედეგი, რაც 1% კლოტრიმაზოლის 4 კვირის განმავლობაში გამოყენებამ. კეტოკონაზოლის კრემით მკურნალობისას 8 კვირის შემდეგ არ აღინიშნა რეციდივის ნიშნები. 

ფარმაკოკინეტიკა:

პლაზმაში კეტოკონაზოლის კონცენტრაციები არ განისაზღვრებოდა კეტოკონაზოლის კრემის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ მოზრდილებში. სებორეული დერმატიტით დაავადებული ჩვილების ერთ კვლევაში (n=19), რომელშიც დაახლოებით 40 მგ კეტოკონაზოლის კრემი გამოიყენებოდა ყოველდღე ორგანიზმის ზედაპირის 40%-ზე, პლაზმაში კეტოკონაზოლის დონე განისაზღვრა 5 ჩვილში, რაც მერყეობდა 32-დან 133 ნგ/მლ-მდე დიაპაზონში. 

ჩვენება:

ადგილობრივი გამოყენებისთვის კანის დერმატოფიტური ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა tinea corporis, tinea cruris, tinea manus, tinea pedis ინფექციები, რომელთა გამომწვევიც არის Trichophyton spp., Microsporon spp., Epidermophyton spp. აქსიტოპი® აგრეთვე ნაჩვენებია კანის კანდიდოზის (ვულვიტის ჩათვლით), tinea (pityriasis) versicolor (ნაირფერი ლიქენის) და სებორეული დერმატიტის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Malessezia (ადრე ეწოდებოდა Pityrosporum)  spp.-თი.

დოზირება და გამოყენების მეთოდი:

კეტოკონაზოლი კრემი გამოიყენება მოზრდილებში.

Tinea pedis:

აქსიტოპი® კრემი დაიტანება დაზიანებულ არეში დღეში ორჯერ. მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა მსუბუქი ინფექციებისთვის არის 1 კვირა. უფრო მძიმე და გავრცელებული ინფექციების დროს (მათ შორის ერთი ან ორივე ტერფის ჩათვლით), რეციდივების გამოსარიცხად, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ნიშნების და სიმპტომების გაქრობიდან რამენიმე დღე.

სხვა ინფექციებისთვის:

აქსიტოპი® კრემის გამოყენება უნდა მოხდეს დაზიანებულ უბნებში ყოველდღიურად, ინფექციის სიმძიმიდან გამომდინარე.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ყველა ნიშნის და სიმპტომის გაქრობიდან რამდენიმე დღე. მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობაა: tinea versicolr – 2-3 კვირა, tinea corporis – 3-4 კვირა.

თუ 4 კვირის შემდეგ არ აქვს ადგილი არანაირ კლინიკურ გაუმჯობესებას დიაგნოზი უნდა გადაიხედოს. ინფექციის განმეორების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჰიგიენის ზოგადი ზომების მიღება ინფექციის კერასთან მიმართებაში.

სებორეული დერმატიტი ეს არის ქრონიკული დაავდება და რეციდივი მეტად სავარაუდოა.

გამოყენების მეთოდი: კანზე დასატანად.

პედიატრია:

კეტოკონაზოლის 2% კრემის პადიარიულ პაციენტებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.   

უკუჩვენებები:

კეტოკონაზოლის კრემი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის ან თვითონ კეტოკონაზოლის მიმართ. 

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:

კეტოკონაზოლის კრემი განკუთვნილი არ არის ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის. 

ადგილობრივ კორტიკოსტეროიდთან ერთად გამოყენებისას, მოხსნის ეფექტის პრევენციისთვის ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, რეკომენდებულია მსუბუქი მოქმედების ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის გამოყენების გაგრძელება დილით და აქსიტოპის® საღამოს წასმა, და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდით მკურნალობა თანდათანობით უნდა მოიხსნას 2-3 კვირის განმავლობაში. 

გვერდითი ეფექტები:

კეტოკონაზოლის კრემის ზოგადი გვერდითი ეფექტებია: კანის წვის შეგრძნება, დატანის ადგილას ერითემა და წასმის ადგილას ქავილი.

ჭარბი დოზირება:

ადგილობრივი გამოყენება

ადგილობრივად ჭარბად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ერითემა, შეშუპება და წვის შეგრძნება, რაც გაქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. 

შიგნით მიღება (გადაყლაპვა):

შემთხვევით შიგნით მიღებისას უნდა გატარდეს დამხმარე და სიმპტომური ზომები. 

შენახვა:

ინახება ბნელ და მშრალ ადგილას, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. 

ინახება პირდაპირი სინათლისგან დაცულ ადგილას. 

მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით. 

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy