Zovirax - ზოვირაქსი კრემი 5% 2გ
ჩვენება:გამოიყენება კანის მარტივი ჰერპეს ვირუსის სამკურნალოდ.
ზოვირაქსი 5%კრემი
კანზე გამოყენებისათვის
· აქტიური ნივთიერება: ყოველი 1გ კრემი შეიცავს 50მგ (5% w/w) აციკლოვირს.
· დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, თეთრი რბილი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, თხევადი პარაფინი, პოლოქსამერ 407, არლაცელი 165, ნატრიუმ ლაურილ სულდატი, დიმეთიკონი 20, გასუფთავებული წყალი.
სანამ დაიწყებთ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღბით გაეცანით გამოყენების ინსტურქციას, რადგანაც შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
· შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა
· თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
· პრეპარატი გამოწერილია პერსონალურად თქვენთვის, არ გადასცეთ იგი სხვას.
· პრეპარატის გამოყენების დროს, როდესაც მიხვალთ საავადმყოფოში ან გექნებათ ვიზიტი ექიმთან, აცნობეთ ექიმს პრეპარატის მიღების შესახებ.
· ზუსტად მიჰყევით ინსტრუქციას. არ გამოიყენოთ დანიშნულზე დაბალი ან მაღალი დოზა.
გამოყენების ინსტრუქციაში:
1. რა არის ზოვირაქსი და რისთვის გამოიყენება?
2. რა უნდა იცოდეთ ზოვირაქსის გამოყენებამდე?
3. როგორ გამოიყენება ზოვირაქსი?
4. რა შესაძლო გვერდითი ეფექტები ახასიათებს?
5. ზოვირაქსის შენახვის წესი
მოცემულია შემდეგი პარაგრაფები
1. რა არის ზოვირაქსი და რისთვის გამოიყენება?
ზოვირაქსი არის ანტივირუსული პრეპარატი. ზოვირაქსი შეიცავს აციკლოვირსა და აქტიურ ნივთიერებას, რომელიც შეფუთულია 2 გრამიან ალუმინის ტუბებში.
ზოვირაქსი ასევე გამოიყენება პირველადი და მორეციდივე გენიტალიების ჰერპესისა (სასქესო ორგანოების ჰერპესი) და Herpes labiali-ს (ჰერპესი) დროს.
იგი გამოიყენება კანის მარტივი ჰერპეს ვირუსის (ჰერპესი) სამკურნალოდ. ზოვირაქსის მოქმედების მექანიზმია ვირუსების ზრდის შეჩერება ან განადგურება, რაც იწვევს წყლულებისა ან გენიტალიური ჰერპესის გაცივებას.
2. რა უნდა იცოდეთ ზოვირაქსის გამოყენებამდე?
არ გამოიყენოთ ზოვირაქსი შემდეგ სიტუაციებში:
· თუ განგივითარდათ ალერგიული რეაქცია ზოვირაქსის გამოყენებს დროს, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. (იხი;ეთ პარაგრაფი 4 „რა შესაძლო გვერდითი ეფექტები ახასიათებს?“)
· აციკლოვირი, ვალაციკლოვირი (ანტივირუსული პრეპატების ტიპი),პროპილენგლიკოლი ან სხვა პრეპარატში შემავალი ნივთიერებები, არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ხართ ჰიპერმგრძნოიარე (ალერგია) პრეპარატში შემავალ ნივთიერებებზე, რომლებიც მითითებულია ანოტაციის დასაწყისში.
3. როგორ გამოიყენება ზოვირაქსი?
სწორი გამოყენებისა და დოზა/მიღების სიხშირე:
ყოელთვის გამოიყენეთ ზოვირაქსი ისე როგორც გირჩიათ ექიმმა. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცეტს.
· ზოვირაქსი მიღეთ 5-ჯერ დღეში დაახლოებით 4 საათის ინტერვალით, გამოტოვეთ ღამის დოზა.
· ზოვირაქსი მიიღეთ იმდენ ხანს, რამდენიც შესაძლებელია ინფექციისა ან სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, დაიტანეთ დაზიანებულ ადგილას სასწრაფოდ. (სიწითლის ნიშნებსა ან დაავადების ფონზე). თუ გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები მკურნალობის შემდეგ (შეშუპება ან სითხით სავსე ბუშტუკები) შეგიძლიათ კვლავ დაიწყოთ პრეპარატით მკურნალობა.
· Herpes labialis-ს (ჰერპესი) მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არაუმეტეს 4 დღისა და და სასქესო ორგნოების ჰერპესის მკურნალობა გრძელდება არაუმეტეს 5 დღისა, ჯამში 10 დღემდე მკურნალობა. თუ კრემით მკურნალობის შემდეგ არ გამოგივლინდა გაუმჯობესება, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.
მიღების გზა და მეთოდი:
დაიტანეთ დაზიანებულ ადგილას ზოვირაქსის მცირე რაოდენობა
· ზოვირაქსი მხოლოდ უნდა დაიტანოთ კანზე
· ზოვირაქსი არ უნდა დაიტანოთ პირზე, თვალებსა და ვაგინალურ არეებზე
· ზოვირაქსი არ უნდა აურიოთ წყალთან ან სხვა მედიკამენტთან ერთად
· გამოყენებამდე და გამოყენების შემდგომ ყოველთვის დაიბანეთ ხელები
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
მიღების მეთოდი, სიხშირე და ხანგრძლივობა იგივეა რაც მოზრდილებში. იგი არ გააჩნია სპეციფიკური გამოყენება.
გამოყენება ბავშვებში:
მიღების მეთოდი, სიხშირე და ხანგრლივობა იგივეა რაც მოზრდილებში. იგი არ გააჩნია სპეციფიკური გამოყენება.
გამოყენება ასაკოვნებში:
მიღების მეთოდი, სიხშირე და ხანგრლივობა იგივეა რაც მოზრდილებში. იგი არ გააჩნია სპეციფიკური გამოყენება.
სპეციალური გამოყენების შემთხვევები:
მიღების მეთოდი, სიხშირე და ხანგრლივობა იგივეა რაც მოზრდილებში. იგი არ გააჩნია სპეციფიკური გამოყენება.
თუ გაქვთ ისეთი შეგრძნება, რომ ზოვირაქსის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენებთ ზოვირაქსის ჭარბ დოზას
იგი ფრთხილად გამოიყენეთ ზოვირაქსის დოზა, რადგანაც არ მოხდეს პრეპარატის გადაჭარბებით მიღება. იგი არ ჩნდება რაიმე გართულება პრეპარატის ჭარბი დოზებით მიღების დროს. თუ შემთხვევით გადაგეყლაპათ ზოვირაქსი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ თქვენ გამოიყენეთ ზოვირაქსის ჭარბი დოზა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ზოვირაქსის გამოყენება
თუ დაგავიწყდათ ზოვირაქსის გამოყენება, გამოიყენეთ მაშინვე როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ ცოტა დრო რჩება შემდეგ მიღებამდე, გამოტოვეთ გამორჩენილი დოზა.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება მოხდეს ზოვირაქსით მკურნალობის შეწყვეტისას:
არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ ზოვირაქსით მკურნალობა თქვენი ინფექციის სრულად აღმოსაფხვრელად.
4. რა შესაძლო გვერდითი მოვლენები ახასიათებს?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები ვლინდება იმ ადამიანებშიც, რომლებიც მრძნობიარენი არიან ზოვირაქსში შემავალი ინგრედიენტების მიმართ. თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე განგივითარდებათ, შეწყვიტეთ ზოვირაქსის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
· ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს:
- სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება (ანგიოედემა)
- გამონაყარი კანზე, ქავილი ან ჭინჭრის ციება
- ქოშინი, ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება
- გაურკვეველი მიზეზების გამო გამოვლენილი სიცხე და სისუსტე, განსაკუთრებით ფეხზე დგომისას
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენაა. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი, ან გაქვთ სერიოზული ალერგია ზოვირაქსის მიმართ. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევა და ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირი: ის შეიძლება გამოვლინდეს მინიმუმ 10 პაციენტში.
ხშირი: ვლინდება 1-ზე ნაკლებში 10 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტში 100 პაციენტიდან.
არახშირი: ვლინდება 1-ზე ნაკლებში 100 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტში 1000 პაციენტიდან.
იშვიათი: 1-ზე ნაკლებში 1000 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტში 10000 პაციენტდან.
ძალიან იშვიათი: 1-ზე ნაკლებში 10000 პაციენტიდან.
უცნობია: ვერ ფასდება არსებული მონაცემებით.
უჩვეულო გვერდითი ეფექტები:
· კრემის გამოყენების შემდეგ კანზე დროებითი წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება
· კანის უმნიშვნელო სიმშრალე ან აქერცვლა
· ქავილი
იშვიათი:
· კანის სიწითლე (ერითემა)
· კონტაქტური დერმატიტი (კანის დაავადების ტიპი)
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან შეატყობინეთ თქვენს ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება:
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, რომელიც შედის ან არ შედის გამოყენების ინსტრუქციაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. გვერდითი ეფექტების შემთხვევაში შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ უსაფრთხო ინფორმაციით მომარაგებაში.
5. ზოვირაქსის შენახვის წესი
შეინახეთ ზოვირაქსი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში. ინახება 25oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ შედოთ მაცივარში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ზოვირაქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! იგი უნდა გადასცეთ გარემოსა დაურბანიზაციის სამინისტროს მიერ დაქვემდებარებულ საკოლექციო სისტემას.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account