Movalis - მოვალისი 7.5მგ 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 7,50 GEL რეგულარული ფასი 10,54 GEL
მარაგშია
SKU
89003_1452

ჩვენება: გამოიყენება სახსრებსა და კუნთებში ანთებისა და ტკივილის შესამცირებლად.

მოვალისი ® 7,5 მგ ტაბლეტები

მელოქსიკამი

მოცემული პრეპარატის მიღებამდე მთლიანად წაიკითხეთ ჩანართი ფურცელი, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

- შეინახეთ ჩანართი ფურცელი. შესაძლოა მისი ხელმეორედ წაკითხვა დაგჭირდეთ.

- თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

- პრეპარატი პირადად თქვენ გაქვთ დანიშნული. ნუ გადასცემთ მას სხვებს. პრეპარატმა შეიძლება მათ ავნოს, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.

- თუ თქვენ რაიმე სახის არასასურველი რეაქცია გამოგივლინდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქარს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, იმ რეაქციებსაც, რომლებიც არ არის ჩანართი ფურცლის 4 პარაგრაფის ჩამონათვალში.

ჩანართი ფურცლის შინაარსი

1. რას წარმოადგენს პრეპარატი მოვალისი, და რისთვის გამოიყენება ის.

2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი მოვალისის მიღების წინ.

3. პრეპარატი მოვალისის მიღება.

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები.

5. პრეპარატი მოვალისის შენახვა.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

 

1. რას წარმოადგენს პრეპარატი მოვალისი, და რისთვის გამოიყენება ის

პრეპარატი მოვალისი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას მელოქსიკამს. მელოქსიკამი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებათა ჯგუფს, რომელსაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები ეწოდება, და რომლებიც სახსრებსა და კუნთებში ანთებისა და ტკივილის შესამცირებლად გამოიყენება.

პრეპარატი მოვალისი მოზრდილებისა და 16 წლისა და მეტი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ გამოიყენება.

პრეპარატი მოვალისი გამოიყენება:

- ოსტეოართროზის გამწვავების ხანმოკლე მკურნალობისთვის

- რევმატოიდული ართრიტის ხანგრძლივი მკურნალობისთვის

- მაანკილოზებელი სპონდილიტის ხანგრძლივი მკურნალობისთვის

2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი მოვალისის მიღების წინ

არ მიიღოთ პრეპარატი მოვალისი:

- თუ გაქვთ ალერგია მელოქსიკამზე ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა (ჩანართი ფურცლის 6 პარაგრაფში ჩამოთვლილი) კომპონენტების მიმართ

- ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში

- 16 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში

- თუ რომელიმე შემდეგი ნიშანი გამოგივლინდათ ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ:

- მსტვინავი სუნთქვა, გულმკერდის არეში ზეწოლის გრძნობა, ქოშინი (ბრონქული ასთმა)

- ცხვირის გაჭედილობა ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო (ცხვირის ღრუს პოლიპები)

- გამონაყარი კანზე/ჭინჭრის ციება

- კანის ან ლორწოვანი გარსების, მაგალითად თვალის, სახის და ტუჩების, პირის ან ყელის ლორწოვანი გარსის უეცარი შეშუპება, რომელიც შესაძლოა აძნელებდეს სუნთქვას (ანგიონევროზული შეშუპება)

- თუკი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ადრე ჩატარებული თერაპიის შემდეგ ანამნეზში აღგენიშნებათ:

- სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან

- კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია

- წყლული და სისხლდენა კუჭში ან ნაწლავში

- ახლახანს დადგენილი ან ანამნეზში არსებული კუჭის წყლული ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ან სისხლდენა (წყლულის ან სისხლდენის მინიმუმ ორი შემთხვევა)

- ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა

- თირკმლების მძიმე ხარისხის უკმარისობა დიალიზის ჩატარების გარეშე

- ახლო წარსულში გადატანილი სისხლჩაქცევა თავის ტვინში (ცერებროვასკულური სისხლდენა)

- სისხლის შედედების ნებისმიერი დარღვევა

- გამოხატული გულის უკმარისობა

- თუ აღგენიშნებათ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, რადგან მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (იხ. აგრეთვე ქვეთავი „პრეპარატი მოვალისი შეიცავს რძის შაქარს (ლაქტოზას) და ნატრიუმს“).

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგან, გთხოვთ, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

პრეპარატი მოვალისის მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან აფთიაქართან.

განსაკუთრებული მითითებები

ისეთი სამკურნალო საშუალებების მიღება, როგორიცაა პრეპარატი მოვალისი, გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტის (თავის ტვინში სისხლჩაქცევა) მცირედ მომატებულ რისკთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ნებისმიერი რისკი უფრო მოსალოდნელია მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობისას. არ მიიღოთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი. არ მიიღოთ პრეპარატი მოვალისი უფრო დიდხანს, ვიდრე დანიშნული გაქვთ (იხ. თავი 3. „პრეპარატი მოვალისის მიღება“).

თუ გაქვთ გულის პრობლემები, გადატანილი ინსულტი, ან ფიქრობთ, რომ მოცემულ მდგომარეობათა რისკის ქვეშ ხართ, თქვენი მკურნალობა მკურნალ ექიმთან ან აფთიაქართან ერთად განიხილეთ. მაგალითად:

- თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)

- თუ შაქრის მაღალი დონე გაქვთ სისხლში (შაქრიანი დიაბეტი)

- თუ ქოლესტერინის მაღალი დონე გაქვთ სისხლში (ჰიპერქოლესტერინემია)

- ეწევით.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატი მოვალისის მიღება, როგორც კი სისხლდენას (იწვევს კუპრისებურ განავალს) ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულის წარმოქმნას (იწვევს მუცლის არეში ტკივილს) შეამჩნევთ.

პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში კანის გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) პრეპარატი მოვალისის მიღებისას დაარეგისტრირეს. დასაწყისში მთელ სხეულზე გამონაყარი ვლინდება წითელი წერტილების ან მრგვალი ლაქების სახით, ხშირად ცენტრში ბუშტუკით. დამატებითი ნიშნები, რომელთა გამოვლენას უნდა დავაკვირდეთ, არის: წყლულები პირში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებზე და კონიუნქტივიტი (წითელი და შეშუპებული თვალები). ამ პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ კანის გამოყარს ხშირად თან ახლავს გრიპისმაგვარი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება მრავლობითი ბუშტუკების წარმოქმნამდე ან კანის აშრევებამდე პროგრესირდეს. კანის მძიმე რეაქციების განვითარების განსაკუთრებით მაღალი რისკი მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში აღინიშნება. თუ თქვენ პრეპარატი მოვალისის მიღების ფონზე სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი განგივითარდათ, პრეპარატი მოვალისი საერთოდ აღარ უნდა მიიღოთ. თუკი გამონაყარი ან კანის სხვა სიმპტომები გამოგივლინდათ, შეწყვიტეთ პრეპარატი მოვალისის მიღება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და უთხარით მას, რომ ამ სამკურნალო პრეპარატს იღებთ.

პრეპარატი მოვალისი არ გამოგადგებათ, თუ მწვავე ტკივილის დაუყოვნებელი შემსუბუქება გჭირდებათ.

პრეპარატმა მოვალისმა შეიძლება ინფექციის (მაგალითად ცხელება) სიპტომები გადაფაროს. თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ინფექცია გქონდეთ, მკურნალ ექიმს უნდა მიმართოთ.

უსაფრთხოების ზომები

რადგან მკურნალობის კორექტირება გახდება აუცილებელი, მნიშვნელოვანია პრეპარატი მოვალისის მიღების წინ მკურნალ ექიმთან კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში:

- ანამნეზში საყლაპავის ანთების (ეზოფაგიტის), კუჭის ანთების (გასტრიტის) ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ნებისმიერი დაავადების (მაგალითად კრონის დაავადების ან წყლულოვანი კოლიტის) არსებობა

- მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)

- ხანდაზმული ასაკი

- გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადებები

- სისხლში შაქრის მაღალი დონე (შაქრიანი დიაბეტი)

- სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია), რაც შეიძლება მოხდეს, თუ სისხლის დიდი დანაკარგი ან დამწვრობა გაქვთ, ქირურგიული ჩარევისას ან სითხის არასაკმარისი მიღებისას

- მკურნალი ექიმის მიერ დიაგნოსტირებული ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, რადგან მოცემული პრეპარატი ლაქტოზას შეიცავს

- მკურნალი ექიმის მიერ წინასწარ დიაგნოსტირებული სისხლში კალიუმის მაღალი დონე

მკურნალობის პერიოდში მკურნალი ექიმი თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა დააკვირდეს.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი მოვალისი

რამდენადაც პრეპარატი მოვალისი შეიძლება ზემოქმედებდეს ან მასზე ზემოქმედებდნენ სხვა პრეპარატები, უთხარით მკურნალ ექიმს ან აფთიაქარს, რომ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან შეიძლება მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი.

განსაკუთრებით, გთხოვთ, უთხარით მკურნალ ექიმს ან აფთიაქარს, თუ იღებთ/იღებდით ან იყენებთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრეპარატს:

- სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

- კალიუმის მარილები - გამოიყენება სისხლში კალიუმის დაბალი დონის პროფილაქტიკისთვის ან სამკურნალოდ

- ტაკროლიმუსი - გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ

- ტრიმეტოპრიმი - გამოიყენება შარდგამომყოფი გზების ინფექციების სამკურნალოდ

- სისხლის შედედების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები

- სისხლში თრომბის გამხსნელი სამკურნალო საშუალებები (თრომბოლიზური საშუალებები)

- გულის და თირკმელების დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული საშუალებები

- კორტიკოსტეროიდები (მაგალითად, რომლებიც გამოიყენება ანთების ან ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ)

- ციკლოსპორინი - გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ ან კანის მძიმე დაავადებებისას, რევმატოიდული ართრიტისას ან ნეფროზული სინდრომისას

- დეფერაზიროქსი - გამოიყენება სისხლის ხშირი გადასხმით გამოწვეული რკინით ქრონიკული გადატვირთვის სამკურნალოდ

- ნებისმიერი დიურეზული საშუალება (შარდმდენი)

მკურნალ ექიმს შეუძლია აკონტროლოს თქვენი თირკმელების ფუნქცია, თუ თქვენ შარდმდენებს იღებთ.

- მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები (მაგალითად ბეტა-ბლოკატორები)

- ლითიუმი - გამოიყენება გუნება-განწყობილების დარღვევების სამკურნალოდ

- სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები - გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ

- მეტოტრექსატი - გამოიყენება სიმსივნეების ან კანის მძიმე არაკონტროლირებადი დაავადებების და აქტიური რევმატიული ართრიტის სამკურნალოდ

- პემეტრეკსედი - გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ

- ქოლესტირამინი - გამოიყენება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად

- პერორალურად მისაღები დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები (სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ნატეგლინიდი) - გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ. მკურნალმა ექიმმა ყურადღებით უნდა აკონტროლოს თქვენს სისხლში შაქრის დონე ჰიპერგლიკემიის გამოსარიცხად.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან ორსულობას გეგმავთ, პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან აფთიაქართან.

ორსულობა

ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრის განმავლობაში აბორტის ან განვითარების მანკის პოტენციური რისკის გამო მკურნალი ექიმი მოცემულ პრეპარატს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დანიშნავს. ამ შემთხვევაში პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა მინიმალური უნდა იყოს. ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში მოცემული პრეპარატი უკუნაჩვენებია: თქვენ არასდროს არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი, რადგან მან, ერთჯერადი მიღებითაც კი, შეიძლება მძიმედ ან სასიკვდილოდ იმოქმედოს ნაყოფზე/ბავშვზე, განსაკუთრებით მის გულზე, ფილტვებზე და/ან თირკმელებზე. თუ თქვენ მოცემულ პრეპარატს ორსულობისას იღებდით, დაუყოვნებლივ უნდა გაესაუბროთ მკურნალ ექიმს/მეანს, რათა აუცილებელი დაკვირვების საკითხის განხილვა გახდეს შესაძლებელი.

ლაქტაცია

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

ფერტილობა

მოცემულმა პრეპარატმა შეიძლება გაართულოს ორსულობის დადგომა. თქვენ უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს, თუ ორსულობას გეგმავთ, ან თუ ორსულობასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მოცემული პრეპარატის მიღებისას შეიძლება მხედველობის დარღვევა, ბუნდოვანი მხედველობის ჩათვლით, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სხვა დარღვევები განვითარდეს. თუ მოცემული სიმპტომები აღგენიშნებათ, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ იმუშავოთ მექანიზმებთან.

პრეპარატი მოვალისი შეიცავს რძის შაქარს (ლაქტოზას) და ნატრიუმს

თუ მკურნალმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა გაქვთ, მოცემული პრეპარატის მიღების წინ მკურნალ ექიმს მიმართეთ.

მოცემული პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ (23 მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს ტაბლეტზე, ანუ ფაქტობრივად არ შეიცავს ნატრიუმს.

3. პრაპარატი მოვალისის მიღება

პრეპარატი ყოველთვის მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული შესაბამისობით მიიღეთ. ეჭვის გაჩენისას რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქარს.

რეკომენდებული დოზა:

მოვალისი 7,5 მგ ტაბლეტები

ოსტეოართროზის გამწვავება

7,5 მგ (ერთი ტაბლეტი) ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე (ორი ტაბლეტი) ერთხელ დღეში.

რევმატოიდული ართრიტი

15 მგ (ორი ტაბლეტი) ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება შემცირდეს 7,5 მგ-მდე (ერთი ტაბლეტი) ერთხელ დღეში.

მაანკილოზებელი ართრიტი

15 მგ (ორი ტაბლეტი) ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება შემცირდეს 7,5 მგ-მდე (ერთი ტაბლეტი) ერთხელ დღეში.

არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას დღეში 15 მგ-ს.

თავში „ განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“ ჩამოთვლილთაგან თუ რომელიმე მტკიცება თქვენ გეხებათ, მკურნალმა ექიმმა პრეპარატის დოზა შეიძლება ერთხელ დღეში 7,5 მგ-მდე (ერთი ტაბლეტი) შეამციროს.

ხანდაზმული პაციენტები

თუ ხანდაზმული ასაკის ხართ, რეკომენდებული დოზა რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის ხანგრძლივი მკურნალობისთვის არის 7,5 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში.

არასასურველი რეაქციის მომატებული რისკის მქონე პაციენტები

თუ თქვენ არასასურველი რეაქციის მომატებული რისკის მქონე პაციენტი ხართ, მკურნალი ექიმი მკურნალობას დოზით 7,5 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში დაიწყებს.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თუ თქვენ თირკმლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტი ხართ, რომელსაც დიალიზი უკეთდება, თქვენი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 7,5 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში.

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის დოზის შემცირება არაა საჭირო.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის დოზის შემცირება არაა საჭირო.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

პრეპარატი მოვალისი არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.

თუ თქვენ გრძნობთ, რომ პრეპარატი მოვალისის მოქმედება ძალზე ძლიერია ან ძალზე სუსტია, ან თუკი რამდენიმე დღის განმავლობაში პრეპარატის მიღების შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესებას საერთოდ ვერ გრძნობთ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქარს.

მიღების წესი

მიიღება პერორალურად.

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს წყლის ან სხვა სასმელის მიყოლებით, ჭამის დროს.

ნაჭდევი დატანებული აქვს მხოლოდ ტაბლეტის გატეხვის გასაიოლებლად მისი მთლიანად გადაყლაპვის გართულების არსებობისას.

მოვალისი 15 მგ ტაბლეტები

ოსტეოართროზის გამწვავება

7,5 მგ (ნახევარი ტაბლეტი) ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე (ერთი ტაბლეტი) ერთხელ დღეში.

რევმატოიდული ართრიტი

15 მგ (ერთი ტაბლეტი) ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება შემცირდეს 7,5 მგ-მდე (ნახევარი ტაბლეტი) ერთხელ დღეში.

მაანკილოზებელი ართრიტი

15 მგ (ერთი ტაბლეტი) ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება შემცირდეს 7,5 მგ-მდე (ნახევარი ტაბლეტი) ერთხელ დღეში.

არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას დღეში 15 მგ-ს.

თავში „ განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“ ჩამოთვლილთაგან თუ რომელიმე მტკიცება თქვენ გეხებათ, მკურნალმა ექიმმა პრეპარატის დოზა შეიძლება ერთხელ დღეში 7,5 მგ-მდე (ნახევარი ტაბლეტი) შეამციროს.

ხანდაზმული პაციენტები

თუ ხანდაზმული ასაკის ხართ, რეკომენდებული დოზა რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის ხანგრძლივი მკურნალობისთვის არის 7,5 მგ (ნახევარი ტაბლეტი) დღეში.

არასასურველი რეაქციის მომატებული რისკის მქონე პაციენტები

თუ თქვენ არასასურველი რეაქციის მომატებული რისკის მქონე პაციენტი ხართ, მკურნალი ექიმი მკურნალობას დოზით 7,5 მგ (ნახევარი ტაბლეტი) დღეში დაიწყებს.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თუ თქვენ თირკმლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტი ხართ, რომელსაც დიალიზი უკეთდება, თქვენი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 7,5 მგ (ნახევარი ტაბლეტი) დღეში.

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის დოზის შემცირება არაა საჭირო.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის დოზის შემცირება არაა საჭირო.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

პრეპარატი მოვალისი არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.

თუ თქვენ გრძნობთ, რომ პრეპარატი მოვალისის მოქმედება ძალზე ძლიერია ან ძალზე სუსტია, ან თუკი რამდენიმე დღის განმავლობაში პრეპარატის მიღების შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესებას საერთოდ ვერ გრძნობთ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქარს.

მიღების წესი

მიიღება პერორალურად.

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს წყლის ან სხვა სასმელის მიყოლებით, ჭამის დროს.

შესაძლებელია ტაბლეტის ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა. ტაბლეტი ხელით უნდა გატეხონ, და არა მჭრელი საგნით (მაგალითად, დანით).

თუ თქვენ საჭიროზე მეტი პრეპარატი მოვალისი მიიღეთ

თუ თქვენ ძალზე ბევრი ტაბლეტი მიიღეთ ან პრეპარატით ზედოზირებას ვარაუდობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ახლომდებარე საავადმყოფოს.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მწვავე ზედოზირების სიმპტომები ჩვეულებრივ შემდეგია:

- სისუსტე (მოდუნება)

- ძილიანობა

- გულისრევის შეგრძნება და ღებინება

- ტკივილი მუცლის არეში (ტკივილი ეპიგასტრიუმში)

ეს სიმპტომები ჩვეულებრივ პრეპარატი მოვალისის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქრება. თქვენ შეიძლება გქონდეთ კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა (გასტრო-დუოდენალური სისხლდენა).

მძიმე მოწამვლას მძიმე არასასურველი რეაქციების გამოწვევა შეუძლია (იხ. თავი 4):

- მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)

- თირკმლის მწვავე უკმარისობა

- ღვიძლის დისფუნქცია

- სუნთქვის შესუსტება, ზედაპირული სუნთქვა ან სუნთქვის შეჩერება (სუნთქვის უკმარისობა)

- გონების დაკარგვა (კომა)

- კრუნჩხვები (კონვულსიები)

- სისხლის მიმოქცევის დარღვევა (გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი)

- გულის გაჩერება (გულის მუშაობის შეჩერება)

- დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), მათ შორის:

- გონების დაკარგვა

- ქოშინი

- კანის რეაქციები

თუ პრეპარატი მოვალისის მიღება დაგავიწყდათ

გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ ორმაგი დოზა არ მიიღოთ. მიიღეთ მხოლოდ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქარს.

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები

სხვა პრეპარატების მსგავსად პრეპარატს არასასურველი რეაქციების გამოწვევა შეუძლია, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ პრეპარატი მოვალისის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ახლომდებარე საავადმყოფოს, თუ შეამჩნევთ:

ნებისმიერ ალერგიულ რეაქციას (ჰიპერმგრძნობელობა), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს:

- კანის რეაქციების სახით, როგორიცაა ქავილი (კანის ქავილი), ბუშტუკების გაჩენა ან კანის აშრევება, რომლებიც შეიძლება პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში კანის გამონაყარი იყოს (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რბილი ქსოვლების დაზიანება (ლორწოვანი გარსების დაზიანება) ან მულტიფორმული ერითემა (იხ. თავი 2). მულტიფორმული ერითემა - კანის მძიმე ალერგიული რეაქციაა, რაც ლაქების, წითელი ბუშტუკების ან პურპურის, ან ბუშტებიანი უბნების გაჩენას იწვევს.

ასევე შეიძლება დაზიანდეს პირი, თვალები და სხეულის სხვა ნოტიო ზედაპირები.

- კანის ან ლორწოვანი გარსების შეშუპება, მაგალითად სახის და ტუჩების, პირის ან ყელის, თვალების ლორწოვანი გარსის, შესაძლოა სუნთქვის გაძნელება, ტერფების ან ფეხების შეშუპება (ქვედა კიდურების შეშუპება)

- ქოშინი ან ბრონქული ასთმის შეტევა

- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), რომელმაც შეიძლება ისეთი სიმპტომები გამოიწვიოს, როგორიცაა: - კანის ან თვალის კაკლების გაყვითლება (სიყვითლე)

- ტკივილი მუცლის არეში

- მადის დაკარგვა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან ნებისმიერი არასასურველი რეაქციები, განსაკუთრებით:

- სისხლდენა (რაც კუპრისფერ განავალს იწვევს)

- წყლულის გაჩენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (რაც იწვევს ტკივილს მუცლის არეში).

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (გასტროინტესტინური სიხლდენა), წყლულების გაჩენა ან პერფორაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეიძლება სერიოზული და პოტენციურად ლეტალური გართულება აღმოჩნდეს, განსაკუთრებით ხანშიშესულ პაციენტებში.

თუ თქვენ ადრე აღგენიშნებოდათ რომელიმე სიმპტომი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივ მიღებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხანდაზმული ასაკის ხართ. მკურნალ ექიმს შეუძლია აკონტროლოს თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესება მკურნალობის პერიოდში.

თუ მხედველობის დარღვევა აღგენიშნებათ, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და არ იმუშავოთ მექანიზმებთან.

ზოგადი არასასურველი რეაქციები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას

ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არტერიული სისხლძარღვების დახშობის (არტერიული თრომბოზული მოვლენები) მცირედ მომატებულ რისკთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მაგალითად გულის შეტევასთან (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტთან (თავის ტვინში სისხლჩაქცევა), განსაკუთრებით მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას.

იყო ცნობები სითხის შეკავების (შეშუპება), მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტონია) და გულის უკმარისობის შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობასთან დაკავშირებით.

ყველაზე ხშირად არასასურველი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (კუჭ-ნაწლაწლავური გამოვლინებები) მხრივ ვლინდება:

- კუჭისა და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილის წყლულები (პეპტიური/გასტროდუოდენური წყლულები)

- ნაწლავის კედლის პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (ხანდახან ლეტალური გამოსავლით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში).

იყო ცნობები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ შემდეგი არასასურველი რეაქციების შესახებ:

- გულისრევის შეგრძნება და ღებინება

- ფაღარათი (დიარეა)

- მეტეორიზმი

- ყაბზობა

- საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეპსია)

- ტკივილი მუცლის არეში

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენით გამოწვეული კუპრისფერი განავალი (მელენა)

- სისხლიანი პირღებინება (ჰემატემეზისი)

- პირის ღრუს ანთება წყლულების გაჩენით (აფტოზური სტომატიტი)

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთების გამწვავება (მაგალითად, კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება).

კუჭის ანთება (გასტრიტი) ნაკლებად გვხვდება.

არასასურველი რეაქციები პრეპარატი მოვალისის მოქმედი ნივთიერების - მელოქსიკამის მიღებისას

ძალზე ხშირად: შეიძლება განუვითარდეს 10-დან ერთზე მეტ ადამიანს

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან არასასურველი მოვლენები, როგორებიცაა საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეპსია), გულისრევის შეგრძნება და ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, ფაღარათი (დიარეა).

ხშირად: შეიძლება განუვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

- თავის ტკივილი

არცთუ ხშირად: შეიძლება განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

- თავბრუსხვევა (გულის წასვლის წინა მდგომარეობა)

- თავბრუსხვევის ან ტრიალის გრძნობა (ვერტიგო)

- ძილიანობა (მიძინებული მდგომარეობა)

- ანემია (სისხლის წითელი პიგმენტის, ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება)

-არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია)

- „ალები“ (სახის და ყელის დროებითი გაწითლება)

- ნატრიუმის და წყლის შეკავება

- კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალემია). ამან შეიძლება შემდეგი სიმპტომები გამოიწვიოს: - გულისცემის შეცვლა (არითმიები)

- გულისცემა (როდესაც გულისცემას ჩვეულებრივზე მეტად გრძნობთ)

- კუნთების სისუსტე

- ბოყინი

- კუჭის ანთება (გასტრიტი)

- სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან

- პირის ღრუს ანთება (სტომატიტი)

- დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა)

- ქავილი (კანის ქავილი)

- გამონაყარი კანზე

- სითხის შეკავების შედეგად გამოწვეული შეშუპებები, ტერფების/ფეხების შეშუპების ჩათვლით (ქვედა კიდურების შეშუპება)

- კანის ან ლორწოვანი გარსების, მაგალითად თვალის, სახის და ტუჩების, პირის ან ყელის ლორწოვანი გარსის უეცარი შეშუპება, რომელიც შესაძლოა აძნელებდეს სუნთქვას (ანგიონევროზული შეშუპება)

- ღვიძლის ფუნქციური ტესტების შედეგების ხანმოკლე გადახრა ნორმიდან (მაგალითად, ღვიძლის ფერმენტების, ისეთების, როგორიცაა ტრანსამინაზები, დონის მომატება ან ნაღვლის პიგმენტის ბილირუბინის გაზრდა). მკურნალმა ექიმმა შეიძლება აღმოაჩინოს გადახრა სისხლის ანალიზის მეშვეობით.

- თირკმლების ფუნქციის შესაფასებლად გამოყენებული ლაბორატორიული ტესტების შედეგების ნორმიდან გადახრა (მაგალითად, კრეატინინის ან შარდმჟავას მომატებული დონე).

იშვიათად: შეიძლება განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

- გუნება-განწყობილების დარღვევა

- ღამის კოშმარები

- ლეიკოციტური ფორმულის ნორმიდან გადახრა, მათ შორის:

- სისხლის დიფერენციული ანალიზის ნორმიდან გადახრა

- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია)

- თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

ამ არასასურველმა რეაქციებმა შეიძლება ინფექციის მომატებული რისკი და ისეთი სიმპტომები გამოიწვიოს, როგორიცაა სისხლჩაქცევები და ცხვირიდან სისხლდენა.

- ყურებში ხმაური (ტინიტუსი)

- გულისცემის შეგრძნება

- კუჭის ან წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილის წყლულები (პეპტიური/გასტროდუოდენური წყლულები)

- საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი)

- ბრონქული ასთმის შეტევების დაწყება (უვლინდებათ ასპირინზე და ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე ალერგიულ ადამიანებს)

- მრავლობითი ბუშტუკების წარმოქმნა ან კანის აშრევება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)

- ჭინჭრის ციება

- მხედველობის დარღვევა, ბუნდოვანი მხედველობის და კონიუნქტივიტის (თვალის კაკლის ან ქუთუთოების ანთების) ჩათვლით

მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი).

ძალზე იშვიათად: შეიძლება განუვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

- ბუშტები კანზე (ბულოზური დერმატიტი) და მულტიფორმული ერითემა. მულტიფორმული ერითემა კანის მძიმე ალერგიული რეაქციაა, რაც ლაქების, წითელი ბუშტუკების ან პურპურის, ან ბუშტებიანი უბნების გაჩენას იწვევს. ასევე შეიძლება დაზიანდეს პირი, თვალები და სხეულის სხვა ნოტიო ზედაპირები.

- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), რომელმაც შეიძლება ისეთი სიმპტომები გამოიწვიოს, როგორიცაა: - კანის ან თვალის კაკლების გაყვითლება (სიყვითლე)

- ტკივილი მუცლის არეში

- მადის დაკარგვა

- ღვიძლის მწვავე უკმარისობა (ღვიძლის უკმარისობა), კერძოდ რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში, როგორებიცაა გულის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების დაავადება

- ნაწლავის კედლის პერფორაცია

სიხშირე უცნობია: არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღმოცენების სიხშირის დადგენა შეუძლებელია

- ცნობიერების დაბინდვა

- დეზორიენტაცია

- ქოშინი და კანის რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები), მზის სინათლის ზემოქმედებით გამოწვეული გამონაყარი (ფოტომგრძნობელობის რეაქციები).

- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობასთან დაკავშირებით იყო ცნობები გულის უკმარისობის შესახებ

- გარკვეული ტიპის ლეიკოციტების სრული დაკარგვა (აგრანულოციტოზი), განსაკუთრებით პაციენტებთან, რომლებიც იღებენ პრეპარატ მოვალისს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც პოტენციურად ძვლის ტვინის კომპონენტებზე მაინჰიბირებელ, დამთრგუნველ ან დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენენ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს:

- უეცარი ცხელება

- ყელის ტკივილი

- ინფექციები

- კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი)

- უშვილობა ქალებში, ოვულაციის შეფერხება.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული არასასურველი რეაქციები, რომლებიც ჯერ არ გამოვლენილა პრეპარატი მოვალისის მიღების შემდეგ

ცვლილებები თირკმელების სტრუქტურაში, რომელიც თირკმლის მწვავე უკმარისობას იწვევს: - თირკმლების ანთების ძალზე იშვიათი შემთხვევები (ინტერსტიციალური ნეფრიტი)

- თირკმელებში ზოგიერთი უჯრედების დაშლა (მწვავე მილაკოვანი ან პაპილარული ნეკროზი)

- ცილა შარდში (ნეფროზული სინდრომი პროტეინურიით).

ცნობა არასასურველ რეაქციებზე

თუ თქვენ რაიმე არასასურველი რეაქცია გაგივითარდათ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, აფთიაქართან ან ექთანთან. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის იმ რეაქციებსაც, რომლებიც ამ ჩანართ ფურცელში არაა ჩამოთვლილი. თქვენ ასევე შეგიძლიათ რესპუბლიკა ბელარუსის ტერიტორიაზე გამოვლენილი არასასურველი რეაქციების და ასევე სამკურნალო პრეპარატების არაეფექტიანობის შესახებ სამკურნალო პრეპარატებზე არასასურველი რეაქციების საინფორმაციო ბაზას აცნობოთ. არასასურველ რეაქციებზე მონაცემების მიწოდებით თქვენ პრეპარატის უსაფრთხოობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას ეხმარებით.

5. პრეპარატი მოვალისის შენახვის პირობები

უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ მიიღოთ პრეპარატი ბლისტერზე და მუყაოს ყუთზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღს წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღე.

უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ აფთიაქართან, როგორ მოიშოროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ დაგჭირდებათ. ეს ზომები გარემოს დაცვას უზრუნველყოფს.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი მოვალისი შეიცავს:

მოვალისი 7,5 მგ ტაბლეტები

მოქმედი ნივნითიერება: მელოქსიკამი

ერთი ტაბლეტი შეიცავს 7,5 მგ მელოქსიკამს

სხვა დამხმარე ნივთიერებებს წარმოადგენს: ნატრიუმის ციტრატი; ლაქტოზის მონოჰიდრატი; მიკროკრისტალური ცელულოზა; პოვიდონი K25; სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი; კროსპოვიდონი; მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატი მოვალისის ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი

მოვალისი 7,5 მგ ტაბლეტები

მოთხოვნა ვარგისიანობის ვადის პერიოდში:

მრგვალი, ღია ყვითელი ან ყვითელი ფერის ტაბლეტები, ნაჭდევით snap-tab, ერთი მხარე გამობერილია, დამრეცი კიდეებით, კომპანიის ემბლემით, მეორე მხარეს დატანებულია კოდი და აქვს გადასატეხი ხაზი, რომელიც ზედაპირს ორ თანაბარ ნაწილად ყოფს. ტაბლეტის ზედაპირი შეიძლება ოდნავ ხაოიანი იყოს.

გადასატეხი ხაზი დატანებულია მხოლოდ ტაბლეტის გატეხვის გასაიოლებლად მისი მთლიანად გადაყლაპვის გართულების არსებობისას და მის დანიშნულებას არ წარმოადგენს ორ თანაბარ დოზად გაყოფა.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy