Lamotrigina Aurobindo - ლამოტრიჯინი აურობინდო 25მგ 56 ტაბლეტი

12,82 GEL
მარაგშია
SKU
87456_616

ჩვენება:გამოიყენება ორი მდგომარეობის–ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.

ლამოტრიჯინი აურობინდო 25 მგ ტაბლეტები

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი მთლიანად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

-   შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

-   დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

-   ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პირთათვის.  ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მიუხედავად იმისა, თქვენი დაავადების სიმპტომები ემთხვევა თუ არა ერთმანეთს. 

-   გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4

რა არის ამ ფურცელ-ჩანართში

1.   რა არის ლამოტრიჯინი აურობინდო და რისთვის გამოიყენება ის

2.   რა უნდა იცოდეთ ლამოტრიჯინი აურობინდოს გამოყენებამდე

3.   როგორ გამოიყენება ლამოტრიჯინი აურობინდო

4.   შესაძლო გვერდითი მოვლენები

5.  როგორ ინახება ლამოტრიჯინი აურობინდო

6.  შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

1.რა არის ლამოტრიჯინი აურობინდო და რისთვის გამოიყენება ის

ლამოტრიჯინი აურობინდო მიეკუთვნება ანტიეპილეფსიური წამლების ჯგუფს. იგი გამოიყენება ორი მდგომარეობის – ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.

ლამოტრიჯინი აურობინდო ეპილეფსიას ტვინში იმ სიგნალების დაბლოკვით მკურნალობს, რომლების ეპილეფსიურ შეტევებს (კრუნჩხვებს) იწვევს.

·  მოზრდილებში და 13 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ლამოტრიჯინი აურობინდოს გამოყენება შესაძლებელია დამოუკიდებლად ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად ეპილეფსიის სამკურნალოდ. ლამოტრიჯინი აურობინდო ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად ლენოქს-გასტოს სინდრომის მიერ წარმოქმნილი კრუნჩხვების სამკურნალოდ.

·  2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ლამოტრიჯინი აურობინდო შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად ამ მდგომარეობის სამკურნალოდ. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას დამოუკიდებლად ეპილეფსიის სახეობის სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება ტიპიური აბსანსის გულყრა.

ლამოტრიჯინი აურობინდო ასევე კურნავს ბიპოლარულ აშლილობას.

ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს (ზოგჯერ მას მანიაკალურ დეპრესიას უწოდებენ) აქვთ განწყობის ექსტრემალური ცვალებადობა, მანიის პერიოდები (აღელვება ან ეიფორია) დეპრესიის პერიოდები (ღრმა სევდა ან სასოწარკვეთა) მონაცვლეობით. 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში ლამოტრიჯინიი აურობინდოს გამოყენება შესაძლებელია დამოუკიდებლად ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ბიპოლარული აშლილობის დროს წარმოქმნილი დეპრესიის პერიოდების თავიდან ასაცილებლად. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მუშაობს ლამოტრიჯინი აურობინდო ტვინში ამ ეფექტის მისაღწევად.

2.  რა უნდა იცოდეთ ლამოტრიჯინი აურობინდოს გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ლამოტრიჯინი აურობინდო

ლამოტრიჯინი აურობინდო 25/50/200 მგ ტაბლეტები

·  თუ ხართ ალერგიული ლამოტრიჯინის ან ამ მედიკამენტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. ნაწილ 6-ში).

ლამოტრიჯინი აურობინდო 100 მგ ტაბლეტები

· თუ ხართ ალერგიული ლამოტრიჯინი აურობინდოს, დაისის ფერი ყვითელი ალუმინის ლეიქი ან ამ მედიკამენტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. ნაწილ 6-ში)

თუ ეს გეხებათ თქვენ:

·  აცნობეთ თქვენს ექიმს და არ გამოიყენოთ ლამოტრიჯინი აურობინდო

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ლამოტრიჯინი აურობინდოს მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს

·  თუ გაქვთ რაიმე თირკმლის პრობლემა

· თუ ოდესმე გქონიათ გამონაყარი ლამოტრიჯინი აურობინდოს ან სხვა ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის სამკურნალო სამედიცინო საშუალების მიღების შემდეგ; ან თუ გაგიჩნდათ გამონაყარი ან მზის დამწვრობა ლამოტრიგინის მიღების შემდეგ და მზეზე ან ხელოვნურ შუქზე ზემოქმედების შედეგად (მაგ. სოლარიუმი). თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს მკურნალობას და შეიძლება გირჩიოთ, მოერიდოთ მზის სხივებს და დაიცვათ თავო მზისგან (მაგ. მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება და/ან დამცავი ტანსაცმლის ტარება)

· თუ ოდესმე განგივითარდათ მენინგიტი ლამოტრიჯინი აურობინდოს გამოყენების შემდეგ (მისი სიმპტომების აღწერა იხილეთ ამ ფურცელ-ჩანართის ნაწილ 4-ში: იშვიათი გვერდითი მოვლენები)

· თუ უკვე იღებთ მედიკამენტს ლამოტრიჯინი აურობინდოს შემცველობით.

თუ რომელიმე მათგანი გეხებათ თქვენ:

· აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელმაც შესაძლოა გადაწყვიტოს დოზის შემცირება, ან რომ ლამოტრიჯინი აურობინდო არ არის თქვენთვის შესაფერისი.

ბრუგადას სინდრომი

ბრუგადას სინდრომი არის გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს გულის არანორმალურ ელექტრულ აქტივობას. ეკგ დარღვევები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს არითმიები (გულის არანორმალური რიტმი), შეიძლება ლამოტრიჯინი აურობინდოს მიერ იყოს გამოწვეული. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ეს მდგომარეობა.

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (HLH)

არსებობს ცნობები იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული იმუნური სისტემის რეაქციის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლამოტრიჯინი აურობინდოს. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ლამოტრიჯინი აურობინდოს მიღებისას გაგიჩნდებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი: ცხელება, გამონაყარი, ნევროლოგიური სიმპტომები (მაგ. კანკალი ან ტრემორი, დაბნეულობა, თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პოტენციურად სერიოზულ რეაქციებზე

ადამიანების მცირე რაოდენობას, რომლებიც იღებენ ლამოტრიჯინი აურობინდოს, აღენიშნება ალერგიული რეაქცია ან პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში კანის რეაქცია, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ პრობლემებად, თუ ისინი არ განიკურნება. ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SIS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და წამალზე რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). თქვენ უნდა იცოდეთ სიმპტომები, რომელთა გაჩენასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ლამოტრიჯინი აურობინდოს მიღებისას.

· წაიკითხეთ ამ სიმპტომების აღწერა ამ ფურცელ-ჩანართის ნაწილი 4-ის „პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები: დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს“ ქვეშ

საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან სუიციდური ფიქრები

ანტიეპილეფსიური საშუალებები გამოიყენება რამდენიმე მდგომარეობის სამკურნალოდ, მათ შორის ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობისთვის. ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს ზოგჯერ შეიძლება ჰქონდეთ თვითდაზიანებასა და თვითმკვლელობაზე ფიქრები. თუ თქვენ გაქვთ ბიპოლარული აშლილობა, შეიძლება უფრო მეტად იფიქროთ ასე:

·  მკურნალობის პირველად დაწყებისას

· თუ აქამდეც გქონიათ ფიქრები საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების და თვითმკვლელობის შესახებ

· თუ ხართ 25 წელს ქვემოთ ასაკში.

თუ თქვენ გაქვთ შემაშფოთებელი აზრები ან განცდები, ან თუ შეამჩნევთ, რომ გრძნობთ თავს უარესად ან გივითარდებათ ახალი სიმპტომები ლამოტრიჯინი აურობინდოს მიღებისას:

· დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს დახმარებისთვის.

შეიძლება დაგეხმაროთ, თუ ეტყვით ოჯახის წევრს, მომვლელს ან ახლო მეგობარს, რომ შეიძლება დაგეწყოთ დეპრესია ან ხასიათის მნიშვნელოვანი ცვლილებები და სთხოვოთ მათ წაიკითხონ ეს ფურცელ-ჩანართი. თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ მათ გითხრათ, ამჩნევენ თუ არა თქვენს დეპრესიას ან  ქცევაში სხვა ცვლილებებს.

იმ ადამიანთა მცირე რაოდენობას, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური საშუალებებით, როგორიცაა ლამოტრიჯინი აურობინდო, ასევე გაუჩნდათ აზრები თვითდაზიანებასა და თვითმკვლელობაზე. ნებისმიერ დროს ასეთი აზრების გაჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ იღებთ ლამოტრიჯინი აურობინდოს ეპილეფსიისთვის

ლამოტრიჯინი აურობინდოს მიღებისას ზოგიერთი ტიპის ეპილეფსიის დროს კრუნჩხვები შეიძლება ხანდახან გაუარესდეს ან მოხდეს უფრო ხშირად. ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება გამოსცადოს ძლიერი კრუნჩხვები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. თუ თქვენი კრუნჩხვები უფრო გახშირდა, ან თუ განიცდით ძლიერ კრუნჩხვას ლამოტრიჯინი აურობინდოს მიღებისას:

· დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ლამოტრიჯინი აურობინდოს მიღება 18 წლამდე ასაკის პირებში ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ დაუშვებელია. დეპრესიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების სამკურნალო მედიკამენტები ზრდის სუიციდური აზრებისა და ქცევის რისკს 18 წლამდე ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში.

ლამოტრიჯინი აურობინდო და სხვა სამკურნალო საშუალებები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ბოლო დროს ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე მედიკამენტი - მცენარეული საშუალებებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მიღებული მედიკამენტების ჩათვლით.

თქვენმა ექიმმა უნდა იცოდეს, იღებთ თუ არა სხვა მედიკამენტებს ეპილეფსიის ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ. ეს ლამოტრიჯინი აურობინდოს სწორი დოზის მიღებისთვისაა. ეს მედიკამენტები მოიცავს: .

·  ოქსკარბაზეპინი, ფელბამატი, გაბაპენტინი, ლევეტირაცეტამი, პრეგაბალინი, ტოპირამატი ან ზონისამიდი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ 

·  ლითიუმი, ოლანზაპინი ან არიპიპრაზოლი, გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ.

·  ბუპროპიონი, რომელიც გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ ან მოწევის შესაჩერე
    აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ რომელიმე მათგანს.

ზოგიერთი მედიკამენტი ურთიერთქმედებს ლამოტრიჯინი აურობინდოსთან ან ზრდის გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობას. ესენი მოიცავს:

·   ვალპროატი, გამოიყენება ეპილეფსიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ 

·   კარბამაზეპინი, გამოიყენება ეპილეფსიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ

·   ფენიტოინი, პრიმიდონი ან ფენობარბიტონი, გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ

·    რისპერიდონი, გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ

·    რიფამპიცინი, რომელიც არის ანტიბიოტიკი

·   მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ინფექციის სამკურნალოდ (ლოპინავირის და რიტონავირის ან ატაზანავირის და რიტონავირის კომბინაცია)

· ჰორმონალური კონტრაცეპტივები, როგორიცაა აბი (იხ. ქვემოთ).

 აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ რომელიმე მათგანს, ან თუ დაიწყებთ ან შეწყვეტთ მათ გამოყენებას.

ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს (როგორიცაა "the pill") შეიძლება გავლენა ჰქონდეს ლამოტრიჯინი აურობინდოს მოქმედებაზე

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ გამოიყენოთ გარკვეული ტიპის ჰორმონალური კონტრაცეპტივები, ან კონტრაცეფციის სხვა მეთოდი, როგორიცაა პრეზერვატივი, ყელის ჩაჩი ან სპირალი. თუ თქვენ იყენებთ ჰორმონალურ კონტრაცეპტივს, როგორიცაა ტაბლეტები, ექიმმა შეიძლება აიღოს თქვენი სისხლის ნიმუშები ლამოტრიჯინი აურობინდოს დონის შესამოწმებლად. თუ იყენებთ ჰორმონალურ კონტრაცეპტივს, ან თუ გეგმავთ მისი გამოყენების დაწყებას:

აცნობეთ თქვენს ექიმს, ის დაგეხმარებათ თქვენთვის შესაფერისი კონტრაცეპტივის შერჩევაში.

ლამოტრიჯინი აურობინდოს ასევე შეიძლება გავლენა ჰქონდეს ჰორმონალური კონტრაცეპტივების მუშაობაზე, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ნაკლებად ეფექტურს გახდის. თუ იყენებთ ჰორმონალურ კონტრაცეპტივს და შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას თქვენს მენსტრუაციაში, როგორიცაა სისხლდენა ან ლაქები პერიოდებს შორის:

 აცნობეთ თქვენს ექიმს, ეს შეიძლება ნიშანი იყოს იმისა, რომ ლამოტრიჯინი აურობინდოს გავლენა აქვს თქვენი კონტრაცეპტივების მუშაობაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე. 

·   არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გაქვთ ეპილეფსია.

·  ორსულობამ შეიძლება შეცვალოს ლამოტრიჯინი აურობინდოს ეფექტურობა, ამიტომ შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზი და ლამოტრიჯინი აურობინდოს თქვენი დოზის კორექტირება.

· შეიძლება თანდაყოლილი დეფექტების მცირედ რისკის ზრდა, მათ შორის ტუჩის ან სასის ნაპრალის, ლამოტრიჯინი აურობინდოს ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. 

· ექიმმა შეიძლება დამატებით ფოლიუმის მჟავის მიღება გირჩიოთ, თუ გეგმავთ დაორსულებას და სანამ ორსულად ხართ.

 თუ ხართ მეძუძური ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ლამოტრიჯინი აურობინდოს აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში და შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ბავშვზე. თქვენი ექიმი განიხილავს ძუძუთი კვების რისკებსა და სარგებელს ლამოტრიჯინი აურობინდოს მიღებისას და დროდადრო შეამოწმებს თქვენს შვილს, აქვს თუ არა ძილიანობა, გამონაყარი ან წონის სუსტი მატება, თუ გადაწყვეტთ ძუძუთი კვებას. აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს თქვენს პატარაში.

მანქანის მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა

ლამოტრიჯინი აურობინდომ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ხედვის გაორება.

არ მართოთ მანქანა ან გამოიყენოთ სხვა მექანიზმები თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ არ ზემოქმედებს თქვენზე.

ეპილეფსიის ქონის შემთხვევაში, ესაუბრეთ თქვენს ექიმს მანქანის მართვასა და სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე. 

ლამოტრიჯინი აურობინდო შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ლამოტრიჯინი აურობინდო 100 მგ შეიცავს დაისის ყვითელ ალუმინის ლაქს, რომელმაც შესაძლოა ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. 

ლამოტრიჯინი აურობინფო შეიცავს ნატრიუმს

ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ არსებითად "ნატრიუმის გარეშე".

როგორ გამოვიყენოთ ლამოტრიჯინი აურობინდო

 ეს მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, შეეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რამდენი ლამოტრიჯინი აურობინდო უნდა გამოიყენოთ

შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს თქვენთვის ეფექტური ლამოტრიჯინი აურობინდოს დოზის პოვნას. რა დოზას მიიღებთ დამოკიდებული იქნება:

·   თქვენს ასაკზე

·   იღებთ თუ არა ლამოტრიჯინი აურობინდოს სხვა მედიკამენტებთან ერთად

·   გაქვთ თუ არა თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები

თქვენი ექიმი დასაწყისისთვის დანიშნავს დაბალ დოზას და თანდათან გაზრდის მას რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ არ მიაღწევთ თქვენზე მორგებულ დოზას (ე.წ. ეფექტური დოზა). არასოდეს მიიღოთ ლამოტრიჯინი აურობინდო იმაზე მეტი დოზა, ვიდრე ექიმმა გირჩიათ.

ლამოტრიჯინი აურობინდოს რეკომენდებული ეფექტური დოზა მოზრდილებისა და 13 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში არის 100 მგ-დან 400 მგ-მდე ყოველ დღე.

2-დან 12 წლამდე ბავშვებში, ეფექტური დოზა დამოკიდებულია მათ სხეულის მასაზე - ჩვეულებრივ, ეს 1 მგ-დან 15 მგ-მდე შუალედშია ბავშვის წონის თითოეულ კილოგრამზე, მაქსიმუმი შემანარჩუნებელი დოზა 200 მგ-ით ყოველ დღე.

ლამოტრიჯინი აურობინდო არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

როგორ მიიღოთ ლამოტრიჯინი აურობინდოს თქვენი დოზა

მიიღეთ ლამოტრიჯინი აურობინდოს თქვენი დოზა დღეში ერთხელ ან ორჯერ, როგორც თქვენი ექიმი გირჩევთ. მისი მიღება შეიძლება საკვებთან ან საკვების გარეშე.

თქვენმა ექიმმა შესაძლოა ასევე გირჩიოთ სხვა მედიკამენტების მიღების დაწყება ან შეწყვეტა, იმის მიხედვით თუ რა მდგომარეობაზე მკურნალობთ და როგორ რეაგირებთ მკურნალობაზე.

  გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად. თუ მათი განახევრება გჭირდებათ (25 და 100 მგ სიძლიერის დოზის გასანახევრებლად ან 25,100 და 200 მგ სიძლიერის გადაყლაპვის გასაადვილებლად), გადაყლაპეთ ნახევარი ტაბლეტი მთლიანად. დაიმახსოვრეთ, არ დაღეჭოთ ან გაჭყლიტოთ ისინი. დიაგრამები იხილეთ ქვემოთ.

· ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულების სრული დოზა. არასდროს მიიღოთ ტაბლეტის მხოლოდ ნაწილი.

როგორ გავყოთ ტაბლეტი (25, 100 და 200მგ მხოლოდ)

გამოიყენეთ ტაბლეტის საჭრელი ტაბლეტების განახევრებისთვის. ალტერნატიულად, გასახლეჩი ხაზის მხრით ზემოთ, დაიჭირეთ ტაბლეტის ორივე ზედა და ქვედა მხარეები, გასახლეჩი ხაზის ნებისმიერი მიმართულებით დაჭერისას, ორივე ხელის ცერა და საჩვენებელი თითით [ნახ. A) ქვემოთ და გასახლეჩი ხაზიდან მოშორებით დაჭერით გაანახევრეთ ტაბლეტი ისე, რომ ტაბლეტი გაიხსნას გასახლეჩი ხაზის მხარეს [ნახ. B]. არ დააჭიროთ ტაბლეტის მხარზე (ბოლოზე), გასახლეჩი ხაზის ნებისმიერ მხარეს (ნახ. C), განახევრებისას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაბლეტის დაშლა.

საჭიროზე მეტი ლამოტრიჯინი აურობინდოს მიღების შემთხვევაში

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრს. თუ შესაძლებელია, აჩვენეთ მათ ლამოტრიჯინი აურობინდოს შეფუთვა.

თუ მიიღეთ ძალიან ბევრი ლამოტრიჯინი აურობინდო, სერიოზული გვერდითი მოვლენების გამოვლენა მეტად სავარაუდოა, ისინი შეიძლება ფატალური იყოს.

ლამოტრიჯინი აურობინდოს ჭარბი დოზით მიმღებ ადამიანს, შეიძლება ჰქონდეს შემდეგი სიმპტომები:

·  თვალის სწრაფი, უკონტროლო მოძრაობები (ნისტაგმი)

· მოუქნელობა და კოორდინაციის ნაკლებობა, რაც გავლენას ახდენს მათ წონასწორობაზე (ატაქსია)

·  გულის რითმის ცვლილებები (ჩვეულებრივ ეკგ-ზე გამოვლენილი)

·  გონების დაკარგვა, გულყრა (კრუნჩხვები) ან კომა.

თუ დაგავიწყდათ ლამოტრიჯინი აურობინდოს ცალკეული დოზის მიღება

არ მიიღოთ დამატებითი ტაბლეტები გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. უბრალოდ მიიღეთ თქვენი შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

თუ დაგავიწყდათ ლამოტრიჯინი აურობინდოს რამდენიმე დოზის მიღება

    ჰკითხეთ თქვენს ექიმს რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყოთ მისი ხელახლა მიღება.  მნიშვნელოვანია ამის გაკეთება. 

არ შეწყვიტოთ ლამოტრიჯინი აურობინდოს მიღება რჩევის გარეშე.

ლამოტრიჯინი აურობინდო უნდა იქნას მიღებული თქვენი ექიმის რეკომენდებული ხანგრძლივობით. არ შეწყვიტოთ მისი მიღება თუ ამას ექიმი არ გეტყვით.

თუ იღებთ ლამოტრიჯინი აურობინდოს ეპილეფსიისთვის

ლამოტრიჯინი აურობინდოს მიღების შესაწყვეტად მნიშვნელოვანია დოზის შემცირება თანდათანობით, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. თუ უეცრად შეწყვეტთ ლამოტრიჯინი აურობინდოს მიღებას, შესაძლოა თქვენი ეპილეფსია დაბრუნდეს ან გაუარესდეს.

თუ იღებთ ლამოტრიჯინი აურობინდოს ბიპოლარული აშლილობისთვის

ლამოტრიჯინი აურობინდოს შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს მუშაობისთვის, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაშინვე უკეთ იგრძნოთ თავი. თუ შეწყვეტთ ლამოტრიჯინი აურობინდოს მიღებას, თქვენი დოზის თანდათანობით შემცირება არ დაგჭირდებათ. მაგრამ ჯერ მაინც უნდა მიმართოთ ექიმს, თუ გსურთ შეწყვიტოთ ლამოტრიჯინი აურობინდოს მიღება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამედიცინო საშალება, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველაში. 

პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები: დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს

ადამიანების მცირე რაოდენობას, რომლებიც იღებენ ლამოტრიჯინი აურობინდოს, აღენიშნება ალერგიული რეაქცია ან პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში კანის რეაქცია, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ პრობლემებად, თუ ისინი არ განიკურნება.

ამ სიმპტომების გამოვლენის ალბათობა ლამოტრიჯინი აურობინდოთ მკურნალობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში უფრო დიდია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საწყისი დოზა ძალიან მაღალია, ან თუ დოზა გაიზარდა ძალიან სწრაფად, ან თუ ლამოტრიჯინი აურობინდო მიიღება სხვა მედიკამენტთან ერთად, სახელწოდებით ვალპროატი. ზოგიერთი სიმპტომი უფრო ხშირია ბავშვებში, ამიტომ მშობლები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ მათზე.

ამ რეაქციების სიმპტომები მოიცავს:

·   კანის გამონაყარი ან სიწითლე, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისთვის საშიშ რეაქციებში, მათ შორის ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის ძლიერი აქერცვლა ( სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი – ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან გახანგრძლივებული გამონაყარი ღვიძლის, სისხლის და სხეულის სხვა ორგანოების ჩართულობით (წამლის რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან, რომელიც ასევე ცნობილია როგორც DRESS ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი)

·წყლულები პირში, ყელში, ცხვირში ან სასქესო ორგანოებში

·პირის ტკივილი ან წითელი ან შეშუპებული თვალები (კონიუნქტივიტი)

·მაღალი ტემპერატურა (ცხელება), გრიპის მსგავსი სიმპტომები ან ძილიანობა

·სახის გარშემო შეშუპება ან კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება

·მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევა, ან თითების გალურჯება

·ყელის ტკივილი, ან ჩვეულებრივზე მეტი ინფექცია (როგორიცაა გაციება).

·ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რომელიც ჩანს სისხლის ანალიზში

·სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილების) ტიპის ზრდა

· გაფართოებული ლიმფური კვანძები

· სხეულის ორგანოების ჩართვა ღვიძლისა და თირკმელების ჩათვლით.
ხშირ შემთხვევაში, ეს სიმპტომები ნაკლებად სერიოზული გვერდითი ეფექტების ნიშნები იქნება. მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ისინი პოტენციურად საშიშია სიცოცხლისთვის და შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ პრობლემებად, როგორიცაა ორგანოების უკმარისობა, თუ ისინი არ განიკურნა. თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს:

   დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენს ღვიძლზე, თირკმელებზე ან სისხლზე ტესტების ჩატარება და შეიძლება გითხრათ, რომ შეწყვიტოთ ლამოტრიჯინი აურობინდოს მიღება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, თქვენი ექიმი აგიკრძალავთ ლამოტრიჯინი აურობინდოს გამოყენებას.

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

·                 თავის ტკივილი

·                 კანზე გამონაყარი

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-მდე ადამიანში):

·                 აგრესია და გაღიზიანება

·                 ძილიანობა და მოთენთლობა

·                 თავბრუსხვევა

·                 კანკალი ან ტრემორი

·                 უძილობა (ინსომნია)

·                 აჟიტირება

·                 დიარეა

·                 პირის სიმშრალე

·                 ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა) ან ავადმყოფობა (ღებინება)

·                 დაღლილობა

·                 ტკივილი ზურგის ან სახსრების, ან სხვა ადგილებში.

არახშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100- დან 1-მდე ადამიანში):

·                 მოუქნელობა და კოორდინაციის ნაკლებობა (ატაქსია)

·                 ხედვის გაორმაგება ან მხედველობის დაბინდვა

·                 უჩვეულო თმის ცვენა ან გათხელება (ალოპეცია).

·                 კანზე გამონაყარი ან მზის დამწვრობა მზეზე ან ხელოვნური სინათლის ზემოქმედების შემდეგ (ფოტომგრძნობელობა)

იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანში):

·                 სიცოცხლისთვის საშიში კანის რეაქცია (სტივენს-ჯონსონის სინდრომი): (ასევე იხილეთ ინფორმაცია ამ ნაწილის დასაწყისში).

·                 სიმპტომების ჯგუფი ერთად, მათ შორის:

·                 ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, კისრის დაჭიმულობა და სინათლისადმი ექსტრემალური მგრძნობელობა.

·                 ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მემბრანების ანთებით, რომლებიც ფარავს თავის ტვინს და ზურგის ტვინს

·                 (მენინგიტი). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, თუმცა თუ სიმპტომები გაგრძელდება ან გაუარესდება მიმართეთ ექიმს.

·                 თვალის სწრაფი, უკონტროლო მოძრაობები (ნისტაგმი) თვალების ქავილი, გამონადენი და ქუთუთოების გამოშრობა (კონიუნქტივიტი).

·                 Itcjy eyes, with discharge and crusty eyelids (conjunctivitis).

ძალიან იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანში):

·                 სიცოცხლისთვის საშიში კანის რეაქცია (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი): (ასევე იხილეთ ინფორმაცია  ნაწილი 4-ის დასაწყისში).

·                 წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS): (ასევე იხილეთ ინფორმაცია  ნაწილი 4-ის დასაწყისში).

·                 მაღალი ტემპერატურა (ცხელება): (ასევე იხილეთ ინფორმაცია  ნაწილი 4-ის დასაწყისში).

·                 სახის ირგვლივ შეშუპება (ედემა) ან კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება (ლიმფადენოპათია): (ასევე იხილეთ ინფორმაცია  ნაწილი 4-ის დასაწყისში).

·                  ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, რომლებიც გამოჩნდება სისხლის ანალიზში, ან ღვიძლის უკმარისობა: (ასევე იხილეთ ინფორმაცია  ნაწილი 4-ის დასაწყისში).

·                  სისხლის შედედების სერიოზული დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევა (დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია): (ასევე იხილეთ ინფორმაცია  ნაწილი 4-ის დასაწყისში).

·                 ცვლილებები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში - მათ შორის სისხლის წითელი უჯრედების შემცირებული რაოდენობა (ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებული რაოდენობა (ლეიკოპენია, ნეიტროპენია აგრანულოციტოზი), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), ყველა ამ ტიპის უჯრედების შემცირებული რაოდენობა ( პანციტოპენია) და ძვლის ტვინის დარღვევა, რომელსაც აპლასტიკური ანემია ეწოდება

·                 ჰალუცინაციები („დანახვა „ან“ იმის მოსმენა, რაც სინამდვილეში არ არის)

·                 დაბნეულობა

·                 „რხევის“ ან არასტაბილურობის შეგრძნება გადაადგილებისას

·                 სხეულის უკონტროლო მოძრაობები (ტიკები), კუნთების უკონტროლო სპაზმები, რომლებიც გავლენას ახდენენ თვალებზე, თავსა და ტანზე (ქორეოათეტოზი) ან სხეულის სხვა უჩვეულო მოძრაობები, როგორიცაა რხევა, კანკალი ან გაშეშება.

·                 ადამიანებში, რომლებსაც უკვე აქვთ ეპილეფსია, კრუნჩხვების სიხშირის ზრდა

·                 ადამიანებში, რომლებსაც უკვე აქვთ პარკინსონის დაავადება, სიმპტომების გაუარესება.

·                 ლუპუსის მსგავსი რეაქცია (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: ზურგის ან სახსრების ტკივილს, რომელსაც ზოგჯერ შეიძლება თან ახლდეს ცხელება და/ან ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესება).

·                 ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (HLH) (იხილეთ ნაწილი 2 რა უნდა იცოდეთ ლამოტრიჯინი აურობინდოს გამოყენებამდე).

სხვა გვერდითი მოვლენები

სხვა გვერდითი მოვლენები ძალიან მცირე რაოდენობის პაციენტებში გამოვლინდა, თუმცა მათი ზუსტი სიხშირე არ არის ცნობილი:

·                 არსებობს ცნობები ძვლის დარღვევების შესახებ, მათ შორის ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი (ძვლის გათხელება) და მოტეხილობები. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ხანგრძლივ ანტიეპილეფსიურ მედიკამენტებს, გაქვთ ოსტეოპოროზის ისტორია ან იღებთ სტეროიდებს.

·                 კოშმარები

·                 იმუნიტეტის დაქვეითება სისხლში ანტისხეულების სახელად იმუნოგლობულინების დაბალი დონის გამო, რომლებიც ხელს უწყობენ ინფექციისგან დაცვას.

·                 იმუნიტეტის დაქვეითება სისხლში იმუნოგლობულინების წოდებული ანტისხეულების დაბალი დონის გამო, რაც ხელს უწყობს ინფექციისგან დაცვას.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ გვერდითი მოვლენები სამკურნალო საშუალებისგან, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც აღწერილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ წვლილს შეიტანთ ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.

5. როგორ ინახება ლამოტრიჯინი აურობინდო

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. 

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვაზე/ბოთლის იარლიყზე მოცემული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ამ სამედიცინო პროდუქტს არ სჭირდება განსაკუთრებული შენახვის პირობები. 

არ გადააგდოთ სამედიცინო პროდუქტი კანალიზაციაში ან ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ განკარგოთ სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ლამოტრიჯინი აურობინდო 

-  აქტიური ნივთიერება არის ლამოტრიჯინი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ლამოტრიჯინს.
- სხვა ინგრედიენტებია მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ინდიგო კარმინის ალუმინის ლეიქი (E132) (მხოლოდ 200 მგ-ისთვის), დაისის ფერი ყვითელი ალუმინის ლეიქი (E110) (მხოლოდ 100 მგ), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი (K30).

როგორ გამოიყურება ლამოტრიჯინი აურობინდო და რას შეიცავს შეფუთვა

ტაბლეტი

ლამოტრიჯინი აურობინდოს 25 მგ ტაბლეტები არის თეთრიდან მოთეთრო შეფერილობის, ფარის ფორმის შემოუგარსავ ტაბლეტები ერთ მხარეს გამოსახული "D" და "93" -ით და მეორე მხარეს გასახლეჩი ხაზით. ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

გასახლეჩი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ყლაპვის გასაადვილებლად გატეხვისთვის და არა თანაბარ დოზებად დაყოფისთვის.

ლამოტრიჯინი აურობინდოს ტაბლეტები ხელმისაწვდომია:

-                 გამჭვირვალე პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერები

შეფუთვის ზომებია: 1, 7, 10, 14, 20, 21, 28, 30, 40, 42, 46, 50, 56, 60, 90, 98, 100, 200, 250, 500 ტაბლეტები.

-                 HDPE ბოთლები პოლიპროპილენის თავსახურით და ბამბის ხვეულით

შეფუთვის ზომებია: 60, 90, 100, 250, 500, 1000 ტაბლეტები. 

შესაძლოა ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა56
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy