Exoderil - ექსოდერილი 1% სპრეი 20მლ

11,72 GEL
მარაგშია
SKU
87350_3190

ჩვენება:ფეხების, განსაკუთრებით, თითების შორის არსებული ადგილების, ფეხის გულების და ფრჩხილებში წარმოქმნილი სოკოვანი ინფექციების დროს კანზე შესხურების გზით.

EXODERIL® 1 %-იანი სპრეის ხსნარი  

გამოიყენება კანზე შესხურების გზით. 

• აქტიური ნივთიერება: ყოველი 1 მლ სპრეის ხსნარი შეიცავს 10 მგ. ნაფტიფინის ჰიდროქლორიდს.

• დამხმარე ნივთიერებ(ებ)ი: პროპილენგლიკოლი, ეთანოლი, გამოხდილი წყალი.  

ამ პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოხმარების ინსტრუქცია, ვინაიდან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.  

·     შეინახეთ წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია. შემდგომში შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა. 

·     დამატებითი კითხვების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

·     ვინაიდან წინამდებარე პრეპარატი პირადად თქვენთვის არის გამოწერილი, სხვა პირებისთვის მისი მიცემა დაუშვებელია. 

·     წინამდებარე პრეპარატის მოხმარებისას ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვის დროს, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღების შესახებ. 

·     დაიცავით წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში აღნიშნული წესები. ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება ან შემცირება დაუშვებელია.  
 წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში მოცემულია ქვემოთ აღნიშნული სათაურები: 

1. რას წარმოადგენს EXODERIL და რისთვის გამოიყენება?  

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება EXODERIL-ის მოხმარების დაწყებამდე? 

3. როგორ უნდა მოიხმაროთ EXODERIL?  

4. რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას? 

5. EXODERIL-ის შენახვის წესები. 


1. რას წარმოადგენს EXODERIL და რისთვის გამოიყენება? 

EXODERIL შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სახელად ნაჰიფინს და გამოიყენება სოკოვანი ინფექციების გარე მოხმარებისათვის. EXODERIL გავლენას ახდენს კანის სოკოებზე, საფუარის სოკოებზე, ობის და სხვა სოკოებზე. ამავდროულად, 

- აჩვენებს კონტრაქტიურობას. EXODERIL ასევე გავლენას ახდენს სწრაფად წარმოქმნილ სხვადასხვა სახის ბაქტერიებზე სოკოვანი ინფექციების დროს. 

EXODERIL სპრეი წარმოდგენილია 20 მლ.-იან შეფუთვაში. 

გამოიყენება ფეხების, განსაკუთრებით, თითების შორის არსებული ადგილების, ფეხის გულების (სიწითლის, კანის აქერცვლის და შეშუპების ან ქავილის) და ფრჩხილებში წარმოქმნილი სოკოვანი ინფექციების დროს კანზე შესხურების გზით. 

2. EXODERIL-ის მოხმარებამდე დასაცავი წესები: 

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში EXODERIL-ის მოხმარება დაუშვებელია: 

ნაფუფინი, პროპილენგლიკოლი ან პრეპარატის შემცველობაში არსებული სხვა ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. 

ქვემოაღნიშნულ შემთხვევებში EXODERIL-ის მიღების დროს უნდა გამოიჩინოთ ყურადღება:  

განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისთვის. მოერიდეთ თვალში მოხვედრას და ღია ჭრილობებზე წასმას. 

თქვენი დაავადების სიმპტომების არ გაუმჯობესების და სასურველი ეფექტის მიუღებლობის შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს. 

თუ ეს გაფრთხილებები წარსულშიც ძალაში იყო თქვენთვის, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. 

EXODERIL-ის საკვებ-სასმელთან ერთად მიღება: 

ვინაიდან ეს პრეპარატი გამოიყენება კანზე შეზელვის გზით, საკვებ-სასმელებთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.   

ფეხმძიმობა 

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

თუ თქვენ ხართ ფეხმძიმედ, ექიმის დანიშნულების გარეშე EXODERIL-ის მოხმარება დაუშვებელია. 

თუ ამ პრეპარატის მიღების დროს შეიტყობთ ფეხმძიმობას, რჩევისათვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

ძუძუთი კვება 

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს,  ექიმის დანიშნულების გარეშე EXODERIL-ის მოხმარება დაუშვებელია. 

მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარება 

არანაირ გავლენას არ ახდენს მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარების უნარიანობაზე. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია EXODERIL-ის შემცველობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ: 

EXODERIL-ის შემცველობაში არსებულმა პროპილენ გლიკოლმა მასში შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 

ვინაიდან EXODERIL შეიცავს ეთანოლს, მოერიდეთ მისი თვალში მოხვედრას და ღია ჭრილობებზე მისი წასმას. ეთანოლმა შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა ტკივილებით.  

სხვა პრეპარატებთან ერთად მოხმარება 

EXODERIL-ის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული. 

ამჟამად რეცეპტით გამოწერილი ან არ გამოწერილი ნებისმიერი პრეპარატის მოხმარების ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

3. EXODERIL-ის მოხმარების წესი: 

ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის / მოხმარების სიხშირის შესახებ 

ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

თქვენი მკურნალი ექიმის მიერ რაიმე განსხვავებული დოზის არ გამოწერის შემთხვევაში, EXODERIL უნდა გამოიყენოთ დღეში ერთხელ, სასურველია საღამოს საათებში დაავადებულ ადგილებზე შესხურების გზით. 

ის უნდა წაისვათ ისე, რომ გავრცელდეს დაავადებული კანის ირგვლივ დაახლოებით 2 სანტიმეტრიანი დიამეტრით. 

ქავილის მაგვარი სიმპტომების რეციდივის თავიდან ასაცილებლად, პრეპარატის მოხმარება უნდა გაგრძელდეს კიდევ 1-2 კვირის განმავლობაში დაავადების ყველა სიმპტომის გაქრობის შემდე. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სოკოვანი ინფექციის ტიპზე, ინფექციის ლოკალიზაციასა და სიმძიმეზე. 

სოკოვანი ინფექციების მკურნალობისას გაითვალისწინეთ შემდეგი: 

·       ტანსაცმელი ყოველდღიურად უნდა შეიცვალოს, რადგან სოკოვანი ინფექციების გამომწვევი ორგანიზმები აღწევს თქვენს ტანსაცმელში. 

·       დაინფიცირებული კანი უნდა იყოს მშრალი. მოერიდეთ მჭიდრო და ჰერმეტული ტანსაცმლის ტარებას (როგორიცაამჭიდრო ფეხსაცმლში სინთეტიკური წინდები). 

·       ბანაობის შემდეგ გაიმშრალეთ დაინფიცირებული ადგილი და ყოველდღიურად შეცვალეთ გამოყენებული პირსახოცი. 

·       ფეხებზე სოკოვანი ინფექცის არსბეობის შემთხვევაში, მოერიდეთ ფეხშიშველი სიარულს სახლში, აუზში ან სასტუმროში სხვა პირების დაინფიცირების და ინფექციის განმეორების თავიდან ასაცილებლად. 

·        სოკოვანი ინფექციის მთლიანად განკურნებამდე მოერიდეთ საუნაში ან ორთქლიან აბაზანაში შესვლას. 

მოხმარების ხერხი და მეთოდი: 

ეს პრეპარატი გამოიყენება კანზე ან ფრჩხილებზე შესხურების გზით. 

შესხურებამდე დაიბანეთ თბილი წყლით დაავადებული კანი ან ფრჩხილები და კარგად გაიმშრალეთ. 

შეფუთვის პირველად გახსნის შემდეგ, წამლის კარგად შესასხურებლად, საჭიროა ტუმბოს რამდენჯერმე ხელის დაჭერა. ვინაიდან განსაკუთრებული დიზაინის წყალობით ტუმბო მუშაობს ფლაკონის ყველანაირ პოზიციაში ყოფნის დროს,  შესაძლებელია სხეულის ნაკეცებში ჩასახლებული ინფექციების მიღწევა.  

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:   

ბავშვობისათვის მოხმარება:    

ბავშვებზე პრეპარატის გავლენასთან დაკავშირებით კვლევები დღემდე არ იქნა ჩატარებული. 

ხანდაზმული პირებისათვის მოხმარება: 

ხანდაზმული პირების მიერ მოხმარების შემთხვევები არ არის შესწავლილი. 

მოხმარების განსაკუთრებული შემთხვევები: 

თირკმელების უკმარისობა / ღვიძლის უკმარისობა: 

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების მიერ მოხმარების შემთხვევები არ არის შესწავლილი. 

თუ თქვენ შეამჩნევთ EXODERIL-ის ძალიან ძლიერ ან სუსტ ეფექტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

თუ თქვენ ღებულობთ EXODERIL-ს საჭიროზე დიდი დოზით: 

თუ თქვენ ღებულობთ EXODERIL -ს საჭიროზე დიდი დოზით, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

თუ თქვენ დაგავიწყდათ EXODERIL-ის მიღება: 

დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია. 

EXODERIL-ის მოხმარების დასრულების შემდეგ მოსალოდნელი ჩვენებები: 

მკურნალობის დასრულებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. 

4. როგორია მოსალოდნელი გვერდითი ჩვენებები?  

ისევე, როგორც ყველა წამალი, EXODERIL-ის შემცველობაში არსებული ნივთიერებების მიმართ ზოგიერთ პაციენტებს შეიძლება წარმოექმნათ გარკვეული გვერდითი ჩვენებები. 

არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგნაირად მათი გაჩენის სიხშირის მიხედვით:

ძალიან გავრცელებული ( ≥ 1/10); გავრცელებული (≥ 1/100-დან < 1/10-მდე); არ გავრცელებული (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე); იშვიათი (≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე);  ძალიან იშვიათი (< 1/10000); უცნობი (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით). 

·       სიმშრალის შეგრძნება,

·       ადგილობრივი გაღიზიანების სიმპტომები, როგორიცაა სიწითლე და წვა. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ გვერდითი ჩვენებების სიხშირე უცნობია, მკურნალობა უნდა შეწყდეს მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში. გვერდითი ჩვენებების ქრება მკურნალობის დასრულების შემდეგ. 

გვერდითი ჩვენებების მოხსენება: 

წინამდებარე ინსტრუქციაში გათვალისწინებული გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებების შესახებ  შეტყობინების დატოვების შემდეგ, თქვენ მოგეწოდებათ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს მიერ მოხმარებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ. 

5. EXODERIL-ის შენახვა: 

შეინახეთ EXODERIL ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში. 

შეინახეთ პრეპარატი 250C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში. 

დაზიანებული პროდუქტის და/ან შეფუთვის მქონე EXODERIL-ის მოხმარება არ არის რეკომენდირებული. 

პრეპარატი მოხმარებული უნდა იქნეს მოხმარების საბოლოო თარიღის შესაბამისად. 

შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ EXODERIL-ის  მოხმარება დაუშვებელია. 

ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატების ნაგავში ჩაგდება არ არის რეკომენდირებული! გადაეცით პრეპარატები გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს. 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy