Exoderil - ექსოდერილი 1% კრემი 30გ

14,00 GEL
მარაგშია
SKU
87355_3190

ჩვენება:კანის ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექციები,სოკოები  თითების შორის,ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები. 

EXODERIL® 1 %-იანი კრემი  

გამოიყენება კანზე წასმის გზით. 

• აქტიური ნივთიერება: ყოველი 1 გრ. კრემი შეიცავს 10 მგ. ნაფტიფინის ჰიდროქლორიდს 

• დამხმარე ნივთიერებ(ებ)ი: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი, სორბიტან სტეარატი, ცეტილ პალმიტატი, ცეტილის სპირტი, სტეარილური სპირტი, პოლიეთილენ გლიკოლ-60-სორბიტან სტეარატი, იზოპროპილ მირისტატი, გამოხდილი  წყალი. 

ამ პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოხმარების ინსტრუქცია, ვინაიდან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.  

·     შეინახეთ წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია. შემდგომში შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა. 

·     დამატებითი კითხვების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

·     ვინაიდან წინამდებარე პრეპარატი პირადად თქვენთვის არის გამოწერილი, სხვა პირებისთვის მისი მიცემა დაუშვებელია. 

·     წინამდებარე პრეპარატის მოხმარებისას ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვის დროს, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღების შესახებ. 

·     დაიცავით წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში აღნიშნული წესები. ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება ან შემცირება დაუშვებელია.  
 წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში მოცემულია ქვემოთ აღნიშნული სათაურები: 

1. რას წარმოადგენს EXODERIL და რისთვის გამოიყენება? 

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება EXODERIL-ის მოხმარების დაწყებამდე? 

3. როგორ უნდა მოიხმაროთ EXODERIL?  

4. რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას? 

5. EXODERIL-ის შენახვის წესები. 

 

1. რას წარმოადგენს EXODERIL და რისთვის გამოიყენება? 

EXODERIL შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სახელად ნაჰიფინს და გამოიყენება სოკოვანი ინფექციების გარე მოხმარებისათვის. EXODERIL ეფექტურია კანის სოკოების, საფუარის სოკოების, ობის სოკოების და სხვა სოკოების წინააღმდეგ. EXODERtL ასევე ეფექტურია მრავალი სხვადასხვა ბაქტერიის წინააღმდეგ, რომლებიც ხშირად გვხვდება სოკოვანი ინფექციების დროს. EXODERtL-ის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი სწრაფად ამცირებს ანთების სიმპტომებს და განსაკუთრებით ქავილს. 

EXODERIL წარმოადგეს 15 და 30 გრამიან ტუბებში მოთავსებულ კრემს. 

EXODERIL გამოიყენება კანის შემდეგი ადგილობრივი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ: 

·       კანის ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექციები (გამოჩენილი, როგორც სიწითლე, ქავილი და შეშუპება, ან ქავილი ბუშტუკები). 

·       სოკოები  თითების შორის. 

·       ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები. 

·       კანის Candida ინფექციები (Candida-ს სახეობებით გამოწვეული სოკოვანი ინფექცია). 

·       Pityriasis versicolor  (დაავადება კანის ზედაპირზე, სოკოების მკვეთრი გამომუშავებით გამოწვეული კანის გავრცელებული დაავადება).  

·       გამოიყენება კანის ანთებითი სოკოების სამკურნალოდ (ქავილით ან მის გარეშე). 

2. EXODERIL-ის მოხმარებამდე დასაცავი წესები: 

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში EXODERIL-ის მოხმარება დაუშვებელია: 

ნაფუფინი, პროპილენგლიკოლი ან პრეპარატის შემცველობაში არსებული სხვა ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. 

ქვემოაღნიშნულ შემთხვევებში EXODERIL-ის მიღების დროს უნდა გამოიჩინოთ ყურადღება: 

განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისთვის. მოერიდეთ თვალში მოხვედრას. 

თქვენი დაავადების სიმპტომების არ გაუმჯობესების და სასურველი ეფექტის მიუღებლობის შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს. 

თუ ეს გაფრთხილებები წარსულშიც ძალაში იყო თქვენთვის, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. 

EXODERIL-ის საკვებ-სასმელთან ერთად მიღება: 

ვინაიდან ეს პრეპარატი გამოიყენება კანზე შეზელვის გზით, საკვებ-სასმელებთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.   

ფეხმძიმობა 

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

თუ თქვენ ხართ ფეხმძიმედ, ექიმის დანიშნულების გარეშე EXODERIL-ის მოხმარება დაუშვებელია. 

თუ ამ პრეპარატის მიღების დროს შეიტყობთ ფეხმძიმობას, რჩევისათვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

ძუძუთი კვება 

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს,  ექიმის დანიშნულების გარეშე EXODERIL-ის მოხმარება დაუშვებელია. 

მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარება 

არანაირ გავლენას არ ახდენს მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარების უნარიანობაზე. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია EXODERIL-ის შემცველობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ: 

ამ პრეპარატის შემცველობაში არსებულმა სტეარილის სპირტმა და ცეტილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქციები (კონტაქტური დერმატიტის მაგვარი). 

EXODERIL ბენზილის სპირტს, ამიტომ, მის მოხმარებასთან დკაავშრიებით რაიმე გაფრთხილება არ არის საჭირო.  

სხვა პრეპარატებთან ერთად მოხმარება 

EXODERIL-ის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული. 

ამჟამად რეცეპტით გამოწერილი ან არ გამოწერილი ნებისმიერი პრეპარატის მოხმარების ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

3. EXODERIL-ის მოხმარების წესი: 

ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის / მოხმარების სიხშირის შესახებ 

EXODERIL უნდა გამოიყენოთ თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

თქვენი მკურნალი ექიმის მიერ რაიმე განსხვავებული დოზის არ გამოწერის შემთხვევაში, EXODERIL უნდა გამოიყენოთ დღეში ერთხელ, სასურველია საღამოს საათებში დაავადებულ ადგილებზე შესხურების გზით. 

EXODERIL უნდა წაისვათ დაავადებულ კანზე თხელ ფენად, სასურველია საღამოს საათებში. ყოველ ჯერზე უნდა წაისვათ მთელ კანზე და კანის ირგვლივ დაახლოებით 2 სანტიმეტრიანი დიამეტრით.  პრეპარატის წასმის შემდეგ, მთელი ღამით კანის ნაკეცების შორის უნდა დაიდოთ მარლი. 

ფრჩხილების ინფექციების დროს, შეძლებისდაგვარად ფრჩხილები უნდა ღრმად მოიჭრათ. EXODERIL უნდა გამოიყენოთ დღეში ერთხელ და შეიზილოთ ფრჩხილებში.

მკურნალობის ეფექტურობისათვის, აუცილებელია EXODERIL-ის ხანგრძლივად მოხმარება. დაავადების გამეორების თავიდან ასაცილებლად, დაავადების ნიშნების წარმოქმნიდან სულ მცირე ორი9 კვირის შემდეგ საჭიროა პრეპარატის მოხმარების გაგრძელება. 

სოკოვანი ინფექციების მკურნალობისას გაითვალისწინეთ შემდეგი: 

·       ტანსაცმელი ყოველდღიურად უნდა შეიცვალოს, რადგან სოკოვანი ინფექციების გამომწვევი ორგანიზმები აღწევს თქვენს ტანსაცმელში. 

·       დაინფიცირებული კანი უნდა იყოს მშრალი. მოერიდეთ მჭიდრო და ჰერმეტული ტანსაცმლის ტარებას (როგორიცაა მჭიდრო ფეხსაცმელში სინთეტიკური წინდები). 

·       ბანაობის შემდეგ გაიმშრალეთ დაინფიცირებული ადგილი და ყოველდღიურად შეცვალეთ გამოყენებული პირსახოცი. 

·       ფეხებზე სოკოვანი ინფექცის არსბეობის შემთხვევაში, მოერიდეთ ფეხშიშველი სიარულს სახლში, აუზში ან სასტუმროში სხვა პირების დაინფიცირების და ინფექციის განმეორების თავიდან ასაცილებლად. 

·        სოკოვანი ინფექციის მთლიანად განკურნებამდე მოერიდეთ საუნაში ან ორთქლიან აბაზანაში შესვლას. 

მოხმარების ხერხი და მეთოდი: 

ეს პრეპარატი გამოიყენება კანზე ან ფრჩხილებზე წასმის გზით. 

წასმამდე დაიბანეთ თბილი წყლით დაავადებული კანი ან ფრჩხილები და კარგად გაიმშრალეთ. 

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:   

ბავშვობისათვის მოხმარება:    

ბავშვებზე პრეპარატის გავლენასთან დაკავშირებით კვლევები დღემდე არ იქნა ჩატარებული. 

ხანდაზმული პირებისათვის მოხმარება: 

ხანდაზმული პირების მიერ მოხმარების შემთხვევები არ არის შესწავლილი. 

მოხმარების განსაკუთრებული შემთხვევები: 

თირკმელების უკმარისობა / ღვიძლის უკმარისობა: 

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების მიერ მოხმარების შემთხვევები არ არის შესწავლილი. 

თუ თქვენ შეამჩნევთ EXODERIL-ის ძალიან ძლიერ ან სუსტ ეფექტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

თუ თქვენ ღებულობთ EXODERIL-ს საჭიროზე დიდი დოზით: 

თუ თქვენ ღებულობთ EXODERIL-ს საჭიროზე დიდი დოზით, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

თუ თქვენ დაგავიწყდათ EXODERIL-ის მიღება: 

დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია. 

EXODERIL-ის მოხმარების დასრულების შემდეგ მოსალოდნელი ჩვენებები: 

მკურნალობის დასრულებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. 

4. როგორია მოსალოდნელი გვერდითი ჩვენებები?  

ისევე, როგორც ყველა წამალი, EXODERIL-ის შემცველობაში არსებული ნივთიერებების მიმართ ზოგიერთ პაციენტებს შეიძლება წარმოექმნათ გარკვეული გვერდითი ჩვენებები. 

არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგნაირად მათი გაჩენის სიხშირის მიხედვით:

ძალიან გავრცელებული ( ≥ 1/10); გავრცელებული (≥ 1/100-დან < 1/10-მდე); არ გავრცელებული (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე); იშვიათი (≥ 1/10000-დან < 1/1.000-მდე);  ძალიან იშვიათი (< 1/10.000); უცნობი (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით). 

უცნობი (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით): 

·       კანზე წვის და სიმშრალის შეგრძნება. 

·       კანის სიწითლე და ქავილი. 

·       კანში ჩხვლეტა. 

·       კანის მგრძნობელობა. 

ამიტომ, პრეპარატის მოხმარების შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევებში. გვერდითი ჩვენებების ქრება მკურნალობის დასრულების შემდეგ. 

გვერდითი ჩვენებების მოხსენება: 

წინამდებარე ინსტრუქციაში გათვალისწინებული გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.  წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებების შესახებ  შეტყობინების დატოვების შემდეგ, თქვენ მოგეწოდებათ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს მიერ მოხმარებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ. 

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

5. EXODERIL-ის შენახვა: 

შეინახეთ EXODERIL ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში. 

შეინახეთ პრეპარატი 250C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში. 

დაზიანებული პროდუქტის და/ან შეფუთვის მქონე EXODERIL-ის მოხმარება არ არის რეკომენდირებული. 

პრეპარატი მოხმარებული უნდა იქნეს მოხმარების საბოლოო თარიღის შესაბამისად. 

შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ EXODERIL-ის  მოხმარება დაუშვებელია. 

ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატების ნაგავში ჩაგდება არ არის რეკომენდირებული! გადაეცით პრეპარატები გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy