Biflorac - ბიფლორაკი ბენე 20 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 23,79 GEL რეგულარული ფასი 25,05 GEL
მარაგშია
SKU
78714_3152

ჩვენება: საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ბიფლორაკი ბენე (Biflorac Bene)

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მაქსიმალური დაცვა

სიმბიოტური შემადგენლობა

ნელა გამოთავისუფლებადი კაფსულა

ნაწლავის ფლორა სერიოზულად შეიძლება დაზიანდეს ანტიბიოტიკური მკურნალობისა და მგზავრობის დროს ან როდესაც სხეულში იზრდება პათოგენების რაოდენობა. ნაწლავურ ინფექციებს შორისაა: დიარეა, შეკრულობა, მუცლის ტკივილი, პირღებინება, გულისრევა, მადის დაკარგვა და ა.შ.

ბიფლორაკ ბენე არის ინოვაციური სიმბიოტიკი, რომელიც შეიცავს პრობიოტიკური შტამების ფრთხილად შერჩეულ კომბინაციას  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სრულად დასაფარად.

5 მილიარდი სასარგებლო ბაქტერია

ლაქტობაცილა რამნოზუსი GG

ლაქტობაცილა აციდოფილი

ლაქტოკოკი ლაქტისი

ბიფიდობაქტერია ანიმალისი ქვესახეობა ლაქტისი BB-12

ბიფიდობაქტერია ლონგუმი

ლაქტობაცილები წარმოდგენილია წვრილ ნაწლავში, ბიფიდობაქტერიები კი მსხვილ ნაწლავსში, შესაბამისად, ბიფლორაკ ბენე ნაწლავის მთლიან ტრაქტს ფარავს.

კლინიკურად დადასტურებული ეფექტურობის მქონე პრობიოტიკური შტამები, რომლებიც ბიფლორაკ ბენეშია წარმოდგენილი, მასშტაბურ კლინიკურ ცდებში გამოცდილი, საგულდაგულოდ შესწავლილი, მაღალი ეფექტურობის მქონე პრობიოტიკებია.

ბიფლორაკ ბენეს ფორმულა შეიცავს პრებიოტიკ მოკლეჯაჭვიან ფრუქტოოლიგოსაქარიდს (FOS). მოკლეჯაჭვიანი ფრუქტოოლიგოსაქარიდი არ მუშავდება, იგი უცვლელად აღწევს ნაწლავში და ხელს უწყობს ლაქტობაცილებისა და ფიბიდობაქტერიების განვითარებას, თუმცა არა პათოგენური ბაქტერიების განვითარებას, შესაბამისად, პრობიოტიკური შტამების მოქმედება მკვეთრად უმჯობესდება. უფრო ზუსტად, მოკლეჯაჭვიანი ფრუქტოოლიგოსაქარიდები ხელს უწყობს ფეკალური ბიფიდობაქტერიების გამრავლებას და ამცირებს კუჭ-ნაწლავის დაავადებების რისკს.

ჩვენება: საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის დისკომფორტი, შებერილობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა და დიარეა. ნელა გამოთავისუფლებადი ბიფლორაკ ბენეს კაფსულები ხელს უწყობს ბაქტერიების გადასვლას კუჭის მჟავა გარემოდან ნაწლავებში, სადაც ბაქტერიები აქტიურდება.

შემადგენლობა: 1 კაფსულა

შემადგენლობა:
1 კაფსულა
ბიფიდობაქტერია ანიმალისი ქვესახეობა ლაქტისი BB-12
ლაქტობაცილა რამნოზუსი GG ბიფიდობაქტერია ლონგუმი

ლაქტობაცილა აციდოფილი

ლაქტოკოკი ლაქტისი

5 X 109 კწე*
FOS (ფრუქტოოლიგოსაქარიდი)
 
30 მგ.
 
ინულინი 30 მგ.

შემადგენლობა:    1 კაფსულა

*კწე - კოლონიის წარმომქმნელი ერთეული

მიღების წესი: 6-იდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 კაფსულა დღეში საკმაო ოდენობის სითხესთან ერთად. მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 1 კაფსულა დღეში ერთხელ ან ორჯერ საკმაო ოდენობის სითხესთან ერთად (დილას და საღამოს, დამოკიდებულია სიმპტომების სიმძაფრეზე). ბიფლორაკ ბენეს კაფსულები მიიღება ორალურად, ჭამის შემდეგ. მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობაა 7-14 დღე. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მაჩვენებლებზე და დაავადების ეტიოლოგიაზე. ბიფლორაკ ბენეს კაფსულების მიღება შესაძლებელია გაგრძელდეს მანამ, სანამ სიმპტომები სრულად გაქრება. თუ პაციენტი პარალელურად იღებს ანტიბიოტიკებს, ბიფლორაკ ბენეს კაფსულების მიღება რეკომენდირებულია ანტიბიოტიკის გამოყენებამდე 2-3 საათით ადრე ან გამოყენებიდან 2-3 საათის შემდეგ. სასურველია, მიღება გაგრძელდეს ანტიბიოტიკით მკურნალობის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში.

კომპონენტები: ბიფიდობაქტერია ანიმალისი ქვესახეობა ლაქტისი BB-12, ლაქტობაცილა რამნოზუსი GG, ბიფიდობაქტერია ლონგუმი, ლაქტობაცილა აციდოფილი, ლაქტოკოკი ლაქტისი, სიმინდის სახამებელი, მეთილცელულოზას ჰიდროქსიპროპილი, ფრუქტოოლიგოსაქარიდი (FOS), ინულინი, მოდიფიცირებული სიმინდის სახამებელი, Gellan Gum, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. მოარიდეთ ბავშვებს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე - 15°C-20°C. საკვები დანამატი.

შენახვის ვადა: ნახეთ შეფუთვაზე.

შეფუთვის რაოდენობა: 20 კაფსულა, 2 ბლისტერი/ყუთი

დამზადებულია ევროკავშირში

Deerland Probiotics & Enzymes A/S,

Bogbinderivej 6, 3390 Hundested, Denmark, for BENE Pharm

Beedstraße 54, 40468 Düsseldorf,

გერმანია

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy