კალცი მაგნიუმ პლიუსი თუთიით 100ტაბლეტი სოლგარი - Solgar
ჩვენება: კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
კალცი მაგნიუმ პლიუსი თუთიით 100ტაბლეტი სოლგარი - Solgar
3 ტაბლეტი შეიცავს:
კალციუმი 1000მგ ( კალციუმის კარბონატი, გლუკონატი, ციტრატი)
მაგნიუმი 400მგ (მაგნიუმის ოქსიდი, გლუკონატი, ციტრატი)
თუთია 15მგ (თუთიის გლუკონატი)
რატომ სოლგარის კალციუმი მაგნიუმი, თუთია?
სოლგარის ეს ფორმულა წარმოადგენს მაღალი ბიოშეღწევადობის და ათვისების მქონე
ხელატური ფორმის მინერალების ნაკრებს.
· კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის. იგი ასევე პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, რაც ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვლებსა და სისხლის ნაკადში. კალციუმი მონაწილეობს ნერვ -კუნთოვან გამტარობაში, კუნთის შეკუმშვის პროცესში და წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს.
· მაგნიუმს მკვეთრად განსაზღვრული როლი უჭირავს კალციუმის მეტაბოლიზმში. კალციუმის აბსორბცია ორგანიზმში ხორციელდება პარათირეოიდული ჰორმონის საშუალებით, რომელსაც გამოიმუშავებს პარათირეოიდული ჯირკვალი, ამ პროცესში მაგნიუმის ნორმალური დონის არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.
· თუთიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედების დაყოფის, დნმ-ის, რნმ-ის და კოლაგენის სინთეზის პროცესში. იგი აუცილებელია ორგანიზმის შეუფერხებელი ზრდისთვის და ორსულობის პერიოდში ნაყოფის სრულყოფილი განვითარებისათვის. თუთია და მაგნიუმი ძვლოვანი უჯრედების რეგენერაციისათვის აუცილებელ კო-ფაქტორებს წარმოადგენენ.
ჩვენება:
· კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
· სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
· ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდი;
· მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა;
· ორსულობა და ლაქტაცია;
· მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი;
· კარიესის პროფილაქტიკა;
· ხანდაზმული ასაკი;
· კოფეინის და თამბაქოს ჭარბი მოხმარება.
დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, ლიმონმჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (მღებავი ნივთიერება), მცენარეული სტეარინი.
არ შეიცავს: სახამებელს, წებოვანას, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს.
დოზირება:
მიიღება 3 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს. ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
გამოშვების ფორმა: 100 ტაბლეტი.
მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.
Units | 100 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account