Zinco Kids - ცინკო კიდსი სიროფი 100მლ
ჩვენებები: ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით.
ZINKO KIDS
ცინკო კიდსი
შემადგენლობა: სიროფის 5 მლ. შეიცავს თუთიის სულფატს 10 მგ.
ფარმაკოლოგიური დახასიათება: თუთია შედის 300-მდე ფერმენტის შემადგენლობაში; მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში; ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან; ცინკი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისთვის, კანის ჰიდრატაციისთვის, გემოვნებისა და ყნოსვის ჩამოყალიბებისთვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და UNICEF-ის რეკომენდაციით აუცილებელია თუთიის ჩართვა მწვავე დიარეის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით კი 6 თვემდე, რათა თავიდან იქნას აცილებული დიარეის შემდეგი ეპიზოდები. თუთია ხელს უწყობს გონადოტროპინების გამოთავისუფლებას, სასქესო სისტემის ნორმალურ განვითარებას; ცინკის დეფიციტი ხშირად დაკავშირებულია მამაკაცთა უნაყოფობასთან. ცინკი ძლიერი ანტიოქსიდანტია; აუცილებელია ღამის მხედველობის ჩამოყალიბებისთვის; მონაწილეობს ჰემოგლობინში შემავალი ჰემის ბიოსინთეზში.
ჩვენებები:
•ახანგრძლივებული დიარეა
• ელექტროლიტების გაძლიერებული დანაკარგი ფეკალურ მასებთან ერთად (მალაბსორბციის სინდრომი, ნაწლავის ანთებით დაავადებები)
• თუთია-დეფიციტური მდგომარეობა (აკროდერმატიტი)
• ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით
• სქესობრივი განვითარების შეფერხება (მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბების დაგვიანება პუბერტულ პერიოდში)
• დაავადებისშემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი.
დოზირება და მიღების წესი: ცინკო კიდსი მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ.
დიარეა:
0-6 თვე: 5 მლ. დღეში (10 მგ. სუფთა თუთია);
6 თვე – 3 წელი: 10 მლ. დღეში (20 მგ. სუფთა თუთია);
3 – 12 წელი: 15 მლ. დღეში (30 მგ. სუფთა თუთია);
12 წლის ზევით: 20 მლ. დღეში (40 მგ. სუფთა თუთია); დღიური დოზა იყოფა 2 მიღებაზე. მკურნალობის კურსი არანაკლებ 14 დღის.
თუთიის დეფიციტის სხვა ჩვენებები:
ბავშვები 10 კგ.-ზე ნაკლები წონით: 10 მლ. დღეში (20 მგ. თუთია) – გაყოფილი 2 მიღებაზე;
ბავშვები 10-30კგ: 10 მლ. (20 მგ. თუთია) – 1-3 ჯერ დღეში;
ბავშვები 30 კგ.-ზე ზევით და მოზრდილები: 20 მლ. (40 მგ. თუთია) - 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი, დაავადებიდან გამომიდინარე.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ, რომლებიც მაშინვე იხსნება, თუ პრეპარატს პაციენტი მიიღებს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
წინააღმდეგჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა.
შენახვის წესი: ინახება 25 °C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 100 მლ სიროფი
მწარმოებელი:
NATURAL PHARMA KOZETIK,PAZARLAMA IC DIS TICARED LTD.STI თურქეთი
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account