Solgar - სოლგარი Ca 600 + ვიტამინი D3 120 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 46,41 GEL რეგულარული ფასი 92,82 GEL
მარაგშია
SKU
76309_2153

ჩვენება:ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდი.

კალციუმი “600” D3 ვიტამინით (ხამანწკის მარჯნიდან მიღებული)

2 ტაბლეტი შეიცავს: 

კალციუმი (ხამანწკის მარჯნიდან მიღებული კალციუმის კარბონატი) – 1200მგ 

D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) – 600სე

ნატრიუმი - 15მგ

კალციუმი

ორგანიზმში არსებული კალციუმის თითქმის 99% თავმოყრილია ძვლებსა და კბილებში. იგი D3-თან ერთად უზრუნველყოფს ნებისმიერ ასაკში  ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. კალციუმი  პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, რაც ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვლებსა და სისხლის ნაკადში. კალციუმი ახდენს ენერგეტიკული ცვლისა და ნეიროტრანსმისიის ნორმალიზებას, ასევე წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს. კალციუმი ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას, რომელიც უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილში. კალციუმი D3-თან ერთად ხელს უწყობს ქალბატონებში პოსტმენოპაუზის დროს მინერალური ბალანსის შენარჩუნებას და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.  კალციუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების სპაზმს, რაც ქვედა კიდურების კრამპით ვლინდება. მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დეფიციტის დროს კი ვითარდება რაქიტი და ოსტეომალაცია.

D3 ვიტამინი

 D3 ვიტამინი უზრუნველყოფს ორგანიზმში კალციუმის შეწოვას და ათვისებას. მისი ნაკლებობა იწვევს ძვლის მინერალიზაციის შემცირებას (ოსტეოპოროზი), ძვლის მოტეხილობას. D3 უზრუნველყოფს  ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. კალციუმი და D3 ვიტამინი  ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის ჰიპერსეკრეციას და ძვლის  რეზორბციას  (ძვლებიდან კალციუმის გამოდევნა).

ჩვენება:

·        კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა

·        სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;

·        სისტემური დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;

·        ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდი;

·        მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა;

·        ორსულობა და ლაქტაცია;

·        მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი;

·        კარიესის პროფილაქტიკა;

·        ხანდაზმული ასაკი;

·        კოფეინის  და თამბაქოს ჭარბი მოხმარება

დამატებითი ინგრედიენტები:  მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული გლიცერინი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი.

არ შეიცავს:  გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს.

დოზირება:  მიიღება 2 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვებთან ერთად 

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.

გამოშვების ფორმა:  120 ტაბლეტი.

მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა120
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy