Solgar - სოლგარი Ca ციტრატი + ვიტამინი D3 120 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 57,72 GEL რეგულარული ფასი 115,45 GEL
მარაგშია
SKU
76310_2153

ჩვენება:კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

კალციუმის ციტრატი D3 ვიტამინით

კალციუმის ციტრატი, კალციუმის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ჩამონათვალში ყველაზე ძვირად ღირებულ ფორმას წარმოადგენს. კალციუმის ციტრატს ორგანიზმი ყველაზე უკეთ ითვისებს. მხოლდ ციტრატს გააჩნია შეწოვის უნარი, როდესაც დაქვეითებულია კუჭის წვენის მჟავიანობა. ზოგადად, კალციუმის ნებისმიერი ფორმის მაქსიმალური ბიოშეღწევადობისთვის, უმჯობესია ერთჯერადად მისაღები დოზა არ აღემატებოდეს 500მგ-ს.
ორგანიზმში არსებული კალციუმის თითქმის 99% თავმოყრილია ძვლებსა და კბილებში. იგი D3-თან ერთად უზრუნველყოფს ნებისმიერ ასაკში  ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობის შეინარჩუნებას. კალციუმი  პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, რაც ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვლებსა და სისხლის ნაკადში. კალციუმი ახდენს ენერგეტიკული ცვლისა და ნეიროტრანსმისიის ნორმალიზებას, ასევე წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს.
D3 ვიტამინი უზრუნველყოფს ორგანიზმში კალციუმის აბსორბციას და უტილიზაციას. მისი ნაკლებობა იწვევს ძვლის მინერალიზაციის შემცირებას (ოსტეოპოროზი), ძვლის მოტეხილობას. D3 უზრუნველყოფს  ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. კალციუმი და D3 ვიტამინი  ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშვების გაზრდას, რომელიც არის ძვლის ძლიერი რეზორბციის სტიმულატორი (ძვლებიდან კალციუმის გამოდევნა).
ძვლოვანი სისტემა
კალციუმი არის ძვლის შემადგენელი აუცილებელი კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს მის სიმტკიცეს.
კალციუმი ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას, რომელიც უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილში.
კალციუმი D3-თან ერთად ხელს უწყობს ქალბატონებში პოსტმენოპაუზის დროს მინერალების დონის შენარჩუნებას და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში კალციუმის დეფიციტი იწვევს რაქიტის და ოსტეომალაციის განვითარებას.

კუნთოვანი და ნერვული სისტემა
კალციუმი ხელს უწყობს ენერგეტიკულ ცვლას ორგანიზმში
მონაწილეობს ნერვ -კუნთოვან გამტარობასა და კუნთის შეკუმშვის  პროცესში
დეფიციტი იწვევს კუნთების სპაზმს, რაც ქვედა კიდურების კრამპით ვლინდება 

ჩვენება: 
•    კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
•    სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
•    ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდი;
•    მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა;
•    ორსულობა და ლაქტაცია;
•    მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი;
•    კარიესის პროფილაქტიკა;
•    ხანდაზმული ასაკი;
•    კოფეინის  და თამბაქოს ჭარბი მოხმარება
4 ტაბლეტი შეიცავს: 
D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) – 600სე
კალციუმი (კალციუმის ციტრატი) – 1000მგ (1გ)
დამატებითი ინგრედიენტები:  მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, სილიციუმი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (მღებავი ნივთიერება).
არ შეიცავს:  გლუტეის, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს, მღებავ ნივთიერებებს და კონსერვანტებს.
დოზირება: მიიღება 4 ტაბლეტი დღეში საკვებთან ერთად, შესაძლებელია გადანაწილდეს დღის განმავლობაში.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.
გამოშვების ფორმა:  60 ტაბლეტი.
მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა120
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy