Solgar - სოლგარი L-კარნიტინი 500მგ 60 ტაბლეტი
სოლგარი
L -კარნიტინი
L-კარნიტინს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ორგანიზმის ლიპიდური ცვლის ნორმალიზებაში და ჭარბწონიანობასთან ბრძოლაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ თავად L-კარნიტინი არ წარმოადგენს ცხიმისმწველს და ის უშუალოდ ამ პროცესში არ მონაწილეობს. ცხიმის წვა ხდება კუნთოვანი უჯრედების მიტოქონდრიებში გარკვეული ფიზიკური დატვირთვების შესრულების დროს. L-კარნიტინის საშუალებით კი ხდება ცხიმოვანი მჟავების მოლეკულების ტრანსპორტირება მიტოქონდრიებამდე, სადაც ხდება მათი წვა და ენერგიის გამოთავისუფლება.
L-კარნიტინი სინთეზირდება ღვიძლში და თირკმელებში, საიდანაც ხდება მისი ტრანსპორტირება სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში. L-კარნიტინის სინთეზი მიმდინარეობს С, В3, В6, В9, В12, რკინის, ლიზინის, მეთიონინის და ზოგიერთი ენზიმების მონაწილეობით.
რატომ სოლგარის L-კარნიტინი ?
სოლგარის L-კარნიტინი -500მგ, დიპეპტიდია, რომელიც შედგება ესენციური ამინომჟავების L- მეთიონინისა და L- ლიზინისაგან. იგი წარმოადგენს L- კარნიტინის თავისუფალ ფორმას, რომელიც გამოირჩევა სრული აბსორბციით და ასიმილაციით. სოლგარის L-კარნიტინის სპეციალური ფორმულა განსაზღვრავს მის გამორჩეულ თვისებებს:
- ცხიმს გარდაქმნის ორგანიზმისთვის სასარგებლო ენერგიად
- წვავს ცხიმებს ფიზიკური აქტივობის გარეშეც;
- ასტიმულირებს ტვინის მუშაობას და ამაღლებს ნერვული უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას;
- უნარი აქვს ადვილად და ეფექტურად გადალახოს ჰემატოენცეფალური ბარიერი;
- ასტიმულირებს ნეირომედიატორის, აცეტილქოლინის გამომუშავებას, რაც განაპირობებს მეხსიერების, კონცენტრაციის, აღქმის უნარის და აზროვნების გაუმჯობესებას, აფერხებს ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას და განაპირობებს თავის ტვინის ფუნქციათა ოპტიმიზირებას;
- ანტიოქსიდანტური ზემოქმედებით ხელს უწყობს უჯრედული მემბრანის სტაბილიზაციას და აძლიერებს თავის ტვინის უჯრედებში ენერგიის წარმოქმნას;
- აჩქარებს აღდგენით პროცესებს;
- მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას;
- აქტიურად მონაწილეობს წონის კორექციაში;
L-კარნიტინის გამოყენება:
- გაცხიმოვნება;
- გულის, ღვიძლის და თირკმელების მუშაობაში გადახრა ნორმიდან;
- ზრდის შეფერხება ბავშვებში;
- უმადობა;
- ვეგეტარიანელობა;
- ათეროსკლეროზი;
- ხანდაზმული ასაკი;
- სპორტი და სამოყვარულო ფიზიკური აქტივობა;
შემადგენლობა: L-კარნიტინი 500მგ
დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული სტეარინის მჟავა, კალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, სილიკოგელი, მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი.
არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს
დოზირება: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში კვებებს შორის.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.
გამოშვების ფორმა: 60 ტაბლეტი
მწარმოებელი: სოლგარი აშშ
რაოდენობა | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account