Herbodent Premium - ჰერბოდენტი პრემიუმი კბილის პასტა 50მლ.
ჰერბოდენტი პრემიუმი კბილის პასტა 50მლ, დამზადებულია 21 სახის ინდური მცენარის ექსტრაქტზე , არ შეიცავს სინთეზურ ფტორს
ჰერბოდენტი პრემიუმი
უნიკალური, აიურვედული, 21 სახის ინდური მცენარის ექსტრაქტებზე დამზადებული კბილის პასტა. დამზადებულია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის WHO-ს სტანდარტების სრული დაცვით, მინიჭებული აქვს GMP სერტიფიკატი. Herbodent-ის ბუნებრივი კომპონენტები განაპირობებენ პირის ღრუს სანაციას. არ შეიცავს სინთეზურ ფტორს, ქიმიურ დანამატებს, ხელოვნურ არომატიზატორებს, ცარცის ფხვნილს და ჟელატინს. Herbodent-ის მცენარეული კომპონენტები გამოირჩევა კონცენტრაციის მაღალი ხარისხით და სრულად ხდება მათი შეღწევადობა პირის ღრუს ლორწოვან გარსში. Herbodent-ი აგაცილებთ თავიდან პირის ღრუს ინფექციებს, იცავს კბილებს კარიესისგან, ებრძვის გინგივიტს, სტომატიტს და პაროდონტიტს, აქრობს კბილების მომატებულ მგრძნობელობას-(ჰიპერესთეზია) და უსიამოვნო სუნს პირის ღრუში, გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და ანტიმიკოზური მოქმედება, გამოიყენეთ ორჯერ დღეში განუსაზღვრელი ვადით, Herbodent-ის ხანგრძლივი გამოყენება პირის ღრუში ქმნის ბუნებრივი სავლების ეფექტს, იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, დაიცავით თქვენი და თქვენი შვილების (ბავშვებში გამოიყენება 2-ი წლიდან) პირის ღრუ და კბილები გარემო ინფექციებისაგან. დაიტანება მცირე რაოდენობით კბილის ჯაგრისზე (1/5)
ძირითადი მოქმედი კომპონენტები:
• აშვონი იგივე ინდური (Carum copticum) - ასუფთავებს პირის ღრუს, გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება.
• ფლუორიტი (Vaikhanta bhasma) - შეიცავს კალციუმისა და ფტორის ნაერთს-კარიესის პროფილაქტიკა.
• ინდური აზადირახტა (azadiraxta indice) - ახასიათებს ანტისეპტიკური და ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) მოქმედება.
• ქსანტოქსილი (Xsanthoxsilum alatum) - გამოიყენება სისხლმდენი ღრძილების დროს და მომატებული მგრძნობელობისას (ჰიპერესთეზია).
• ბროწეული (Punika granatum) - გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება.
• არაბული აკაცია (acacia Arabica) - გამოიყენება პირის ღრუს წყლულოვანი დაავადებებისას.
• ტრიფალა (Triphala) - შეიცავს (Emblica officinalis,Terminalia chebula,Terminalia bellirica) - ახასიათებს სისხლდენის შემაჩერებელი და წყლულების საწინაღმდეგო მოქმედება.
• ჩინური კვიპაროსი (Vitex negundo) - ახასიათებს ტკივიგამაყუჩებელი მოქმედება.
• მჟავე ემბელია (Embelia ribes) - ახასიათებს ანტიბაქტერიული, ნაწლავის ჩხირის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
კბილის ჯაგრისზე დაიტანება მცირე რაოდენობით. გააჩნია ბუნებრივი მათეთრებელი მოქმედება.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account