Spasmolgon - სპაზმოლგონი 100 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 28,59 GEL რეგულარული ფასი 30,09 GEL
მარაგშია
SKU
83233_2632

ჩვენება: სანაღვლე, საშარდე გზების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კოლიკა. ქალის სასქესო სისტემის სპასტიური მდგომარეობა.

 სპასმოლგონი

შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:

მეტამიზოლი ნატრიუმის  BP -------------- 500 მგ

პიტოფენონის ჰიდროქლორიდი ----------- 5 მგ

ფენპივერინის ბრომიდი ------------------- 0,1 მგ
შემავსებლები -------------------------------- ს.მ.


ფარმაკოლოგიური მოქმედება: 

ანალგეზიური და სპაზმოლიზური მოქმედება.

მეტამიზოლი ნატრიუმი  ავლენს როგორც ანალგეზიურ ასევე სპაზმოლიზურ მოქმედებას. მოცემული სპაზმოლიზური მოქმედება გაძლიერებულია პაპავერინის ანალოგის, პიტოფენონის ჰიდროქლორიდის მიერ ასევე პარასიმპათოლიზური მოქმედების კომპონენტის, ფენპივერინიუმის ბრომიდის მიერ.

ჩვენება
სანაღვლე, საშარდე გზების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კოლიკა. ქალის სასქესო სისტემის სპასტიური მდგომარეობა.

დოზირება & გამოყენება:

მოცემული დოზები მიიღება დღეში სამჯერ:

მოზრდილები და მოზარდები 15 წლიდან: 1-2 ტაბლეტი

ბავშვები 7-14 წლის: ½ -1 ტაბლეტი

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად სითხის მიყოლებით.

უკუჩვენებები:

სპაზმოლგონი T & T არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში პირაზოლონის წარმოებულების მიმართ მომატებული მგრძნობელობით. იგი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის პორფირია,  თანდაყოლილი გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, ტაქიარითმია, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, წინამდებარე ჯრკვლის ჰიპერტროფია შარდის შეკავების ტენდენციით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მექანიკური ობსტრუქცია, მეგაკოლონი.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:

ბრონქული ასთმის ან ქრონიკული რესპირატორული ინფექციების დროს, პაციენტები სხვა ჰიპერმგრძნობიარე რეაქციების, ასევე არასამედიცინო საშუალებების მიმართ რეაქციების ისტორიით, მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფს, რომელთაც ტკივილგამაყუჩებელი ან ანტირევმატიული საშუალებების მიღებისას შესაძლებელია განუვითარდეთ შოკი (ტკივილგამაყუჩებლების აუტანლობა). მსგავსი წინასწარგანწყობა შესაძლებელია ასევე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ რეაქცია მცირე რეოდენობით გამოყენებული ალკოჰოლური სასმელების მიმართ ცემინების, ცრემლდენის და სახის ძლიერი გაწითლების სახით.

თუ სპაზმოლგონი T & T იწვევს რაიმე სახის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციას, პაციენტი გაფრთხილებულ უნდა იქნას პირაზოლონის შემცველი ნებისმიერი პრეპარატის შემდგომ არ გამოყენებაზე.

შესაძლოა განვითარდეს ანტიქოლინერგული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, მხედველობის აკომოდაციის დარღვევები, შარდვის გაძნელება და ყაბზობა.

თუ სპაზმოლგონი T & T-სთან ერთად ინიშნება ქინიდინი, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ანტიქოლინერგული ეფექტების გაძლიერებას.

სპაზმოლგონი T & T-ით თერაპიის დროს რეკომენდებულია ალკოჰოლზე უარის თქმა, რადგან არ შეიძლება გამოირიცხოს ურთიერთგავლენა.

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ სპაზმოლგონი T & T-ით, სისხლში შაქრის ენზიმატურმა განსაზღვრამ გლუკოზა-ოქსიდაზას მეთოდით, შესაძლოა აჩვენოს არასწორი დაბალი დონეები.

გვერდითი ეფექტები:  

გვერდითი ეფექტები შესაძლოა მოიცავდეს კანის, აგრეთვე თვალის, ცხვირის და ყელის ლორწოვანის გარსის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს. აგრეთვე შესაძლოა ადგილი ჰქნდეს გრანულოციტოპენიას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აგრანულოციტოზი და შოკი. ეს ყოველთვის არის სერიოზული.

აგრანულოციტოზის სიმპტომებს წარმოადგენს: მაღალი სიცხე, ციება, ყელის ტკივილი, დისფაგია, პირის, ცხვირის, ყელის და ანოგენიტალური მიდამოების ანთება. თუ აღნიშნულ მდგომარეობაზე იქნა ეჭვი მიტანილი უნდა შესრულდეს სისხლის ანალიზი და დაუყოვნებლივ შეწყდეს სპაზმოლგონი T & T-ის გამოყენება.

თუ ეჭვი დადასტურდა, საჭიროა შესაბამისი საპირისპირო ღინისძიებების გატარება დაუყოვნებლივ. შოკის სიმპტომებს (უფრო ხშირად პარენტერალურ გამოყენებასთან დაკავშირებით) წარმოადგენს ქავილი, ცივი ოფლი, თავბრუსხვევა, გაშეშება, გულისრევა, სახის გაწითლება ან გაფერმკრთალება და ქოშინი.

შოკის პირველივე ნიშნების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში მაღლა აწეული ფეხებით და სასუნთქი გზების ყველა პატენტირებული და სტანდარტული გადაუდებელი დახმარების ზომები უნდა გატარდეს ანაფილაქსური შოკის სამკურნალოდ.სხვა ალერგიულ რეაქციებს წარმოადგენს კანის რეაქციები, აგრეთვე თვალის, ცხვირის და ყელის ლორწოვანი გარსის რეაქციები.

ორსულობა & ლაქტაცია:

ორსულობის დროს უსაფრთხოება არ არის დადგენილი. მისი მოქმედების ხანგრძლივობის გამო სპაზმოლგონი T & T არ უნდა იქნას გამოყენებული  მშობიარობისას და გამოფხეკის მიზნით საშვილოსნოს ყელის გაფართოვებისთვის.

სპაზმოლგონი T & T უკუნაჩვენებია ორსულ ქალებში და მეძუძურ დედებში. ის გადადის დედის რძეში და შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვს.

ჭარბი დოზა:

დოზის გადაჭარბება ზოგადად არის იშვიათი, მაგრამ თუ ადგილი ჰქონდა დოზის გადაჭარბებას, ეს გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: გულისრევა, ღებინება, გულის წასვლა, თავბრუსხვევა, კომა, მიდრიაზი, ღვიძლის დაზიანება, თირკმლის დაზიანება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს სიმპტომური მკურნალობა

შენახვა: შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას. მოარიდეთ მზის სხივებს. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 10 x 10 ტაბლეტები

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

T & T PHARMA CARE

შპს ინდოეთის ფარმაცევტული პროდუქტები (The Pharmaceutical Products in India Ltd)

 

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy