Oftan-Dexa - ოფთან დექსა თვალის წვეთები 1მგ/მლ 5მლ
ჩვენება:ამცირებს ანთების და ალერგიის სიმპტომებს და ხსნის ტკივილს თვალში.
Oftan® Dexa (ოფთან დექსა) 1 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი
dexamethasonum (დექსამეტაზონი)
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• შეინახეთ ეს ინსტრუქცია, რადგან მოგვიანებით შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
• თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს წამალი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვებს. მას შეუძლია ზიანის მიყენება მაშინაც კი, თუ ამ ადამიანებს დაავადების ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ გაქვთ.
• თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოხსენიებული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
ამ ინსტრუქციიდან შეგიძლიათ გაიგოთ
1. რა არის ოფთან დექსა და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა ვიცოდეთ ოფთან დექსას გამოყენებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ ოფთან დექსა
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ ოფთან დექსა
6. კოლოფის შინაარსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის ოფთან დექსა და რისთვის გამოიყენება
ოფთან დექსა თვალის წვეთები შეიცავს დექსამეტაზონს. ის, კორტიზონის მსგავსად, ამცირებს ანთების და ალერგიის სიმპტომებს და ხსნის ტკივილს თვალში. ოფთან დექსა თვალის წვეთები გამოიყენება თვალის არაჩირქოვანი ანთების სამკურნალოდ (როგორიცაა ალერგია და ირიტი). თვალის წვეთების გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე თვალის ტრავმული დაზიანებისას და თვალის ოპერაციების შემდეგ.
2. რა უნდა იცოდეთ ოფთან დექსას გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ოფთან დექსა შემდეგ შემთხვევებში:
· თუ ალერგიული ხართ დექსამეტაზონზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა კომპონენტზე (ნახსენები მე-6 პუნქტში);
· თუ გაქვთ თვალის ტუბერკულოზი, ვირუსული ან სოკოვანი ინფექცია;
· თუ გაქვთ რქოვანას დაზიანება;
· თუ გაქვთ თვალების ჩირქოვანი ანთება და ერთდროულად არ იყენებთ ანტიბაქტერიულ საშუალებებს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ოფთან დექსას გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გაწუხებთ მხედველობის დაბინდვა ან სხვა პრობლემები, მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ თვალის ჩირქოვანი ანთება, გამოიყენეთ მხოლოდ ანტიინფექციურ საშუალებებთან ერთად. მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ წონაში მატება და შეშუპება წელისა და სახის მიდამოებში, რადგან ეს, ჩვეულებრივ, კუშინგის სინდრომის პირველი ნიშნებია. თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა შეიძლება განვითარდეს ოფთან დექსათი ხანგრძლივი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. სანამ დამოუკიდებლად შეწყვეტთ მკურნალობას, გაესაუბრეთ ექიმს. ეს რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში და პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ რიტონავირის ან კობიცისტატის წამლებით.
სხვა მედიკამენტები და ოფთან დექსა
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ.
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რიტონავირს ან კობიცისტატს, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს დექსამეტაზონის რაოდენობა სისხლში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და ტექნიკის მომსახურება
ოფთან დექსა თვალის წვეთები არ მოქმედებს ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.
ოფთან დექსა შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და ბორს
თვალის წვეთები ოფთან დექსა შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს,როგორც კონსერვანტს.ეს წამალი შეიცავს დაახლოებით 0,001 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს წვეთში, რაც უდრის 0,04 მგ/მლ.
რბილ კონტაქტურ ლინზებს შეუძლია შთანთქას ბენზალკონიუმის ქლორიდი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. ამ მედიკამენტის გამოყენებამდე უნდა მოიხსნათ კონტაქტური ლინზები და ჩაისვათ უკან 15 წუთის შემდეგ.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ გაქვთ მშრალი თვალები ან რქოვანას დაზიანება (თვალის წინა ფენა). თუ თქვენ გაქვთ უჩვეულო შეგრძნებები თვალებში, ჩხვლეტა ან ტკივილი თვალებში ამ წამლის გამოყენების შემდეგ, მიმართეთ ექიმს.
გაღიზიანებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ადჰეზირებაზე ბავშვებში.
არ გამოიყენოთ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 22 წვეთზე მეტი დოზით დღეში, რადგან წამალი შეიცავს ბორს და შეიძლება მომავალში გამოიწვიოს ფერტილური პრობლემები.
3. როგორ გამოვიყენოთ ოფთან დექსა
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული დოზა დასაწყისში არის 1-2 წვეთი თვალში (თვალებში) საათში ერთხელ, შემდეგ 4-6-ჯერ დღეში. ოფთან დექსა სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, იხილეთ ნაწილი 2, „ოფთან დექსა შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და ბორს“.
მომხმარებლის სახელმძღვანელო
წვეთების ჩაწვეთებამდე:
1. დაიბანეთ ხელები.
2. დაიკავეთ თქვენთვის მოსახერხებელი პოზიცია (დაჯექით, დაწექით ზურგზე, დადექით სარკის წინ).
წვეთების გამოყენება:
1. გახსენით ბოთლი. ბოთლის შიგთავსის დაბინძურების
თავიდან ასაცილებლად, არ შეეხოთ მიმდებარე საგნებს ბოთლის საწვეთურით.
2. თავი უკან გადახარეთ და ბოთლი თვალთან ახლოს მიიტანეთ.
3. ქვედა ქუთუთო ჩამოწიეთ და მაღლა აიხედეთ.
ნაზად მოუჭირეთ ბოთლს და ჩაისხით წვეთი თვალში.
4. დახუჭეთ თვალი და საჩვენებელი თითით დააჭირეთ
თვალის შიდა კუთხეს 1 წუთის განმავლობაში.
ეს ხელს უშლის თვალის წვეთების სწრაფ გაჟონვას
თვალიდან არხის გავლით ცხვირის ღრუში.
შემდეგ დახურეთ ბოთლი.
თუ საჭიროა ერთზე მეტი წამლის ჩაწვეთება იმავე თვალში, დაელოდეთ 10-15 წუთს ბოლო წვეთების ჩაწვეთებიდან.
თუ იყენებთ თვალის წვეთებს და თვალის მალამოს, გამოიყენეთ მალამო ბოლოს.
თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ ოფთან დექსას, ვიდრე საჭიროა
დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად.
თუ დაგავიწყდათ ოფთან დექსას მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ოფთან დექსას მიღებას
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
წვეთების ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია დროებითი ჩახშობის შეგრძნება.
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს თვალშიდა წნევა. თვალის წვეთების გამოყენებისას ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება მოხდეს რქოვანას დაწყლულება და დაბინდვა. წამლის მიღების შემდეგ ასევე შესაძლებელია გუგების გაფართოება, თვალის ინფექციები და რქოვანას ანთება.
სიხშირე უცნობია (სიხშირე შეუძლებელია განისაზღვროს არსებული მონაცემების მიხედვით)
ჰორმონალური დარღვევები: სხეულზე თმის გადაჭარბებული ზრდა (განსაკუთრებით ქალებში), კუნთების სისუსტე და ატროფია, მეწამული სტრიები კანზე, მაღალი არტერიული წნევა, არარეგულარული ან გამოტოვებული მენსტრუაცია, ცილის და კალციუმის დონის ცვლილებები, ბავშვებში და მოზარდებში ზრდის შენელება, წონაში მატება და შეშუპება წელისა და სახის მიდამოებში (ე.წ. "კუშინგის სინდრომი") (იხ. ნაწილი 2, "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები").
ბუნდოვანი ხედვა.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში, ან თუ რომელიმე აღნიშნული გვერდითი მოვლენა თქვენთვის მძიმეა, გთხოვთ, აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში
თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. როგორ შეინახოთ ოფთან დექსა
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ მაცივარში (2°C-8°C).
შეინახეთ ბოთლი გარე მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბოთლზე "EXP"-ის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
გამოიყენეთ გახსნილი ბოთლი 28 დღის განმავლობაში.
პირველი გახსნის შემდეგ ბოთლის შენახვა შესაძლებელია 25 °C-მდე ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ.
ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. კოლოფის შინაარსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ოფთან დექსა
- აქტიური ნივთიერებაა 1,32 მგ/მლ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი, რაც შეესაბამება 1 მგ/მლ დექსამეტაზონს.
- სხვა ინგრედიენტებია ბენზალკონიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, ბორაქსი, ნატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი. ასევე იხილეთ ნაწილი „ოფთან დექსა შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და ბორს“ მე-2 პუნქტში.
ოფთან დექსას გარეგნობა და შეფუთვის შიგთავსი
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
პლასტმასის ბოთლები საწვეთურით.
შეფუთვის მოცულობა: 5 მლ.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account