Dermovate - დერმოვეიტი კრემი 0.05% 50გ

8,94 GEL
მარაგშია
SKU
82893_638

ჩვენებები: ფსორიაზი (ფოლაქისებრი გავრცელებული ფსორიაზის გარდა);ეგზემა ;წითელი ბრტყელი ლიქენი.

საერთაშორისო დასახელება - clobetasol
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - D07AD01

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - საშუალებები ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით; გლუკოკორტიკოიდული საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი 0.05%: ტუბი 50 გ
მალამო 0.05%: ტუბი 50 გ

კრემი: 1 გ
კლობეტაზოლის პროპიონატი ... 500 მკგ
მალამო:1 გ
კლობეტაზოლის პროპიონატი . . 500 მკგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს გარეგანი მოქმედების გლუკოკორტიკოიდულ საშუალებას, რომელიც ავლენს ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიულ მოქმედებას. ამცირებს შეშუპებას, ჰიპერემიას და გამოყენების ადგილას ქავილს.

ფარმაკოკინეტიკა:
ადგილობრივად ხმარებისას, განსაკუთრებით დაზიანებულ კანზე დამწოლი ნახვევის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია პრეპარატის შეწოვა გლუკოკორტიკოიდული სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარებით. ჰიდროკორტიზონთან შედარებით იგი პლაზმის ცილებს ნაკლებად უკავშირდება, თუმცა გააჩნია ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი. იგი მეტაბოლიზმს განიცდის ძირითადათ ღვიძლში, ნაწილობრივ კი – თირკმელების მეშვეობით. პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით

ჩვენებები:
- ფსორიაზი (ფოლაქისებრი გავრცელებული ფსორიაზის გარდა);
- ეგზემა (რეფრაქტერული ფორმა);
- წითელი ბრტყელი ლიქენი;
- დისკოიდური წითელი მგლურა;
- კანის სხვა დაავადებები, რომლებიც რეზისტენტულია შედარებით აქტიური გლუკოკორტიკოიდული საშუალებებით თერაპიის მიმართ.

მიღების წესები და დოზები:
მალამო ან კრემი თხელ ფენად დაიტანება დაზიანებულ უბანზე დღეში 1-2-ჯერ სასურველი ეფექტის მიღებამდე.
კანის შედარებით მძიმე ფორმის დაზიანებისას, განსაკუთრებით ჰიპერკერატოზის შემთხვევაში დერმოვეიტის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება შესაძლოა გავაძლიეროთ დამწოლი ნახვევის (ერთ ღამეში შესაძლებელია მივიღოთ სასურველი შედეგი) გამოყენებისას.
პრეპარატის მიღებიდან 2-4 კვირის შემდეგ სასურველი ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია დიაგნოზის დაზუსტების მიზნით.
პრეპარატი რეკომენდებულია ხანმოკლე მიღებისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ხანმოკლე ვადით პრეპარატის განმეორებითი მიღება. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია ხანგრძლივი ვადით მკურნალობა, რეკომენდებულია შედარებით სუსტად მოქმედი საშუალებების გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი რეაქციების მხრივ: ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობისას – კანზე ატროფიული ცვლილებები – სტრიები, კანის ზედაპირის გათხელება, სისხლძარღვების გაფართოება, პიგმენტაციის დარღვევა, ჰიპერტრიქოზი.
სისტემური რეაქციები: პრეპარატის ხანგრძლივი დროით და მაღალი დოზით გამოყენებისას განსაკუთრებით ბავშვებში მოსალოდნელია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება.

უკუჩვენება:
- ჩვეულებრივი გამონაყარი, ვარდისფერი ფერისმჭამელები;
- პერიორალური დერმატიტი;
- კანის პირველადი ვირუსული ინფექციური დაავადებები (მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა);
- კანის პირველადი ბაქტერიული ინფექციები;
- კანის პირველადი სოკოვანი ეტიოლოგიის დაზიანებები;
- 1 წლამდე ასაკის ბავშვებში დერმატოზები, დერმატიტისა და გაღიზიანების ჩათვლით, რომლებიც გამოწვეულია საფენებით.
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის თვალის ქუთუთოზე გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა იგი არ მოხვდეს თვალში.
ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა: ფსორიაზი, წითელი დისკოიდური მგლურა, ეგზემა, საჭიროა მხედველობაში მივიღოთ, რომ სახის კანზე, სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით აღინიშნება გამოხატული ატროფიული ცვლილებები.
ფსორიაზის მკურნალობისას პაციენტებში საჭიროა ყურადღება, რეციდივის პრევენციისათვის, ტოლერანტობის განვითარების, გავრცელებული პუსტულოზური ფსორიაზის და კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევით გამოწვეული ადგილობრივი და სისტემური რეაქციების გამო. დამწოლი ნახვევის მოხსნის შემდეგ აუცილებელია კანის გასუფთავება. ინფექციის არსებობისას საჭიროა დერმოვეიტის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის განვითარებისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას მოსალოდნელია ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა. იმ შემთხვევაში, როდესაც მოზრდილებში ერთკვირიანი დოზა არ აჭარბებს 50 გ, ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები ატარებენ დროებით ხასიათს და სტეროიდული თერაპიის კურსის შეწყვეტისთანავე ქრებიან. ეს ეხება ბავშვებში აღნიშნული პრეპარატებით მკურნალობას, რომლებიც იღებენ მას შემცირებული დოზით. დამწოლი ნახვევის გამოყენება ზრდის ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოიდული საშუალებების აბსორბციას. ჩვილ ბავშვებში საფენები ასრულებენ დამწოლი ნახვევის ფუნქციას.
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ჭარბი დოზირება:
მწვავე ფორმის ჭარბი დოზირების განვითარება ნაკლებადაა მოსალოდნელი. ქრონიკული ჭარბი დოზირების ან პრეპარატის არასწორი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკორტიციზმის ნიშნების განვითარება, რაც მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის აღწერილი

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა _ 2 წელი.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy