Budesonida - ბუდესონიდი სუსპენზია 0.25მგ/მლ 2მლ 20 ნებულა

25,60 GEL
მარაგშია
SKU
86096_1319

ჩვენება: გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ,ცრუ კრუპის ძალიან მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ. (ყელის დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება).

ბუდესონიდი ალდო-იუნიონი 0,25 მგ/მლ სუსპენზია

ნებულაიზერით ინჰალაციისთვის

ბუდესონიდი

მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ანოტაცია, რადგანაც შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ანოტაცია, რადგანაც შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

- რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

- ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის და არ გადასცეთ სხვა პირს, იმ შემთხვევაშიც კი თუ იგივე სიმპტომები აქვს რაც თქვენ, ამან შესაძლოა ავნოს მას.

- რაიმე სახის გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ნახსენები არ არის წინამდებარე ანოტაციაში, იხილეთ პუნქტი 4.

 

ანოტაციის შინაარსი:

1. რა არის ბუდესონიდი ალდო-იუნიონი და რისთვის გამოიყენება.

2. რა უნდა ვიცოდეთ ბუდესონიდი ალდო-იუნიონის მიღებამდე.

3. როგორ მივიღოთ ბუდესონიდი ალდო-იუნიონი.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.

5. როგორ შევინახოთ ბუდესონიდი ალდო-იუნიონი.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

1. რა არის ბუდესონიდი ალდო-იუნიონი და რისთვის გამოიყენება.

ბუდესონიდი მიეკუთვნება სტეროიდული ნაერთების ჯგუფს, რომელსაც უწოდებენ გლუკოკორტიკოიდების ჯგუფის მედიკამენტებს და რომელიც გამოიყენება ფილტვებში ანთებითი რეაქციების (ანთება) შესამცირებლად ან პრევენციისთვის.

ეს მედიკამენტი გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ. ინიშნება პაციენტებში რომლებმაც უშედეგოდ იმკურნალეს ან სხვა სახის ინჰალატორები, როგორიცაა ინჰალატორები შესასხურებელი მოწყობილობით ან ინჰალატორები, რომლებიც შეიცავენ ნივთიერებას ფხვნილის სახით, არ აღმოჩნდა ეფექტური.

ეს მედიკამენტი ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საავადმყოფოებში ცრუ კრუპის ძალიან მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ. (ყელის დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება).

2 . რა უნდა ვიცოდეთ ბუდესონიდის მიღებამდე.

არ მიიღოთ ბუდესონიდი:

თუ ალერგიული ხართ ბუდესონიდის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ბუდესონიდის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის შემთხვევაში:

  • თუ გაქვთ ან გქონდათ ტუბერკულოზი;
  • თუ გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის დაავადება ან პრობლემები;
  • თუ გაქვთ სოკოვანი ინფექცია, ვირუსი ან სასუნთქი გზების სხვა ინფექცია, მაგალითად სურდო ან ფილტვების ინფექცია.

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნათ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა სახის დარღვევა.

იმ შემთხვევაში თუ კორტიკოსტეროიდული ტაბლეტებიდან (როგორიცაა პრედნიზოლონი) ნებულაიზერით ინჰალაციისთვის ბუდესონიდზე გადადიხართ, შესაძლებელია ზოგადად თავს ცუდად გრძნობდეთ ცვლილებების პერიოდში. ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს სიმპტომები, რომლებიც ალაგებული იყო კორტიკოსტეროიდების ტაბლეტებით მკურნალობისას, როგორიცაა ალერგიული რინიტი (ქავილი, გაჭედვა ცხვირში ან სურდო), ეგზემა (კანის გამოშრობა, კანის ქავილი), კუნთების და სახსრების ტკივილი. ასეთ შემთხვევაში უნდა აცნობოთ ექიმს.

ბუდესონიდის სუსპენზია არ არის გათვალისწინებული სუნთქვის გაძნელების მწვავე შეტევების სამკურნალოდ. ქოშინის (სუნთქვის გაძნელება) უეცარი შეტევისას მკურნალობა უნდა მოხდეს სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატატორით.

თუ ნებულაიზერით ინჰალაციისთვის ბუდესონიდის სუსპენზიის გამოყენების შემდეგ გამოვლინდა ხიხინი და/ან ქოშინი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ბუდესონიდის ნებულაიზერის საინჰალაციო სუსპენზიის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

პირის ღრუს კანდიდოზის (თეთრი ლაქების პირში და ენაზე) რისკის შესამცირებლად, ნებულაიზერით ინჰალაციისთვის ბუდესონიდის სუსპენზიის გამოყენების შემდეგ წყლით გამოირეცხეთ პირი (გადმოაფურთხეთ წყალი, არ გადაყლაპოთ) და გაიხეხეთ კბილები. კანიდოზის გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს.

ბავშვები და მოზარდები

იშვიათ შემთხვევებში ბუდესონიდით ხანგრძლივმა მკურნალობამ შესაძლებელია შეანელოს ბავშვების და მოზარდების ნორმალური ზრდა. თუ თქვენი შვილი დიდი ხნის განმავლობაში იღებს ამ მედიკამენტს, თქვენმა ექიმმა მუდმივად უნდა აკონტროლოს მისი სიმაღლე.

ბუდესონიდი არის სტეროიდი. უნდა იცოდეთ, რომ ამ მედიკამენტის მიღების შედეგად შესაძლებელია დადებითი შედეგი აჩვენოს დოპინგ-კონტროლის ტესტებში. თუ ასეთი ტესტის გაკეთებას აპირებთ აცნობეთ თქვენს ექიმს.

ბუდესონიდის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომლებსაც შესაძლებელია ურთიერთქმედება ჰქონდეს ამ პროდუქტთან:

  • სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი;
  • აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა რიტონავირი ან საქვინავირი;
  • ანტიბიოტიკები ერითრომიცინი და კლარითრომიცინი;
  • სუნთქვის გასაუმჯობესებელი სხვა მედიკამენტები;
  • ესტროგენები და სტეროიდული კონტრაცეპტივები.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან უახლოეს წარსულში იღებდით სხვა ნებისმერ მედიკამენტს.

ორსულობა და ლაქტაცია 

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში დაორსულდებით, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

საინჰალაციო ბუდესონიდი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

3. როგორ მივიღოთ ბუდესონიდი ალდო-იუნიონი.

ზედმიწევნით დაიცავით მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით თქვენი ექიმის მიერ მოცემული მითითებები. რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში ისევ მიმართეთ ექიმს.

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის დოზას ასთმის სიმძიმიდან გამომდინარე.

ასთმა

შესაძლებელია შეამჩნიოთ, რომ ასთმა მკურნალობას დაექვემდებარა 3 დღის შემდეგ, თუმცა სრული ეფექტის მისაღწევად 2-4 კვირაა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ მედიკამენტის მიღება ექიმის დანიშნულებით, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ.

მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით) და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები:

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 0,5-2 მგ ბუდესონიდს დღეში. ეს რაოდენობა როგორც წესი მიიღება ორ დოზად, თუმცა თუ თქვენი ასთმა სტაბილურია და არ არის მძიმე, ექიმმა შესაძლებელია გირჩიოთ მისი მიღება დღეში ერთხელ. თქვენი ექიმი გეტყვით როგორ და როდის უნდა მიიღოთ მედიკამენტი და ყოველთვის უნდა დაიცვათ მისი მითითებები.

ბავშვები 6 თვიდან 11 წლამდე:

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 0,25-1,0 მგ ბუდესონიდს დღეში. თქვენი ექიმი გირჩევთ, როდის უნდა მიიღოს ბავშვმა მედიკამენტი, როგორც წესი ინიშნება დღეში ორჯერ. თუმცა, თუ თქვენი ასთმა სტაბილურია და არ არის მძიმე, ექიმმა შესაძლებელია გირჩიოთ მედიკამენტის მიღება დღეში ერთხელ.

ცრუ კრუპი:

ცრუ კრუპის მქონე ჩვილებსა და ბავშვებში ჩვეულებრივი დოზაა 2 მგ. მისი მიღება შესაძლებელია ერთდროულად ან 30 წუთის ინტერვალში ორ 1მგ დოზით. მედიკამენტის მიღება შესაძლებელია 12 საათში ერთხელ, ვიდრე გაუმჯობესება არ შეიმჩნევა, მაქსიმუმ 36 საათის განმავლობაში.

მიღების წესი

მედიკამენტი მიღებულ უნდა იქნას ნებულაიზერთან ერთად. ორთქლი, რომელიც წარმოიქმნება, შესუნთქული უნდა იყოს პირის ღრუს ან ნიღბის მეშვეობით. ამ მედიკამენტთან არ უნდა იქნას გამოყენებული ულტრაბგერითი ნებულაიზერები.

მედიკამენტის მისაღებად უნდა შეასრულოთ შემდეგი პროცედურები:

1. ამოიღეთ ერთი ამპულა ზოლიდან, დანარჩენი დატოვეთ პაკეტში (იხ. დიაგრამა 1).

2. ნაზად შეანჯღრიეთ ამპულა.

3. გახსენით ამპულის ზედა ნაწილის მოძრაობით (იხ. დიაგრამა 2).

4. მყარად მოათავსეთ ღია ბოლო ნებულაიზერის რეზერვუარში და ფრთხილად დააწექით. გამოცვალეთ ნებულაიზერის რეზერვუარის ბოლო.

ფრთხილად ამოიღეთ ცარიელი ამპულა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

5. შეუერთეთ რეზერვუარის ერთი ბოლო მუნდშტუკს ან ნიღაბს, ხოლო მეორე ბოლო ჰაერის ტუმბოს.

6. ფრთხილად შეანჯღრიეთ რეზერვუარი კიდევ ერთხელ და დაიწყეთ ორთქლის შესუნთქვა. ნებულაიზაციის დროს სუსპენზიის ორთქლი ისუნთქეთ ღრმა და ნელი გზით.

7. როდესაც მუნდშტუკიდან ან ნიღაბიდან ორთქლი აღარ გამოვა, მედიკამენტის მიღება დასრულებულია.

8. დასრულების შემდეგ პირი წყლით გამოირეცხეთ (წყალი არ გადაყლაპოთ) და გაიხეხეთ კბილები. თუ ნიღაბი გამოიყენეთ კარგად დაიბანეთ სახე. მნიშვნელოვანია ამის გაკეთება, რადგანაც ამცირებს მედიკამენტთან დაკავშირებული ზოგიერთი გვერდითი მოვლენის გამოვლენის რისკს.

9. ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად უნდა გარეცხოთ ნებულაიზერი. გარეცხეთ ნებულაიზერის რეზერვუარი და მუნდშტუკი ან ნიღაბი თბილ წყალში რბილი სარეცხი საშუალებით, მწარმოებლის მითითებების შესაბამისად. ნებულაიზერი კარგად უნდა იყოს გარეცხილი და გამშრალებული რეზერვუარის კომპრესორთან ან ჰაერის გასასვლელთან შეერთებისას.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დაიცვათ მწარმოებლის მითითებები, რომლებიც მოყვება ნებულაიზერს. თუ მითითებები არ არის მოცემული ნებულაიზერის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმმა ასევე შესაძლებელია მოგცეთ შემდეგი დანიშნულება:

  • თქვენმა ექიმმა შესაძლებელია ასევე განიხილოს მკურნალობაში პერორალური სტეროიდების ჩართვა კრიტიკულ პერიოდებში (მაგალითად თუ გაქვთ ინფექცია), ოპერაციამდე, ან თუ დიდი ხნის განმავლობაში იღებდით ინჰალაციის სტეროიდების მაღალ დოზას.
  • თუ იღებდით პეორალურ სტეროიდებს ასთმის სამკურნალოდ, ექიმი შეამცირებს მისაღებ რაოდენობას როგორც კი დაიწყებთ ბუდესონიდის ნებულაიზერის სუსპენზიის გამოყენებას. ამ მიზეზით შესაძლებელია გამოვლინდეს ზოგიერთი სიმპტომი, როგორიცაა ცხვირში გაჭედვა ან გამონადენი ცხვირიდან, ენერგიის ნაკლებობა, დეპრესია, ეგზემა და კუნთების ან სახსრების ტკივილი. თუ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი გაგრძელდება და ძალიან შემაწუხებელია, უნდა მიმართოთ ექიმს.
  • ექიმმა შესაძლებელია გირჩიოთ ამ მედიკამენტის შერევა სხვა სუსპენზიებთან, რომლებიც შეიცავენ სხვა აქტიურ ნივთიერებებს და მოქმედებენ სასუნთქ სისტემაზე, მაგალითად როგორიცაა სალბუტამოლი, ტერბუტალინი, ნატრიუმის კრომოგლიკატი და იპრატროპიუმის ბრომიდი. ასეთ შემთხვევაში ზედმიწევნით დაიცავით მითითებები. ექიმის დანიშნულების გარეშე არაფერს შეურიოთ ეს მედიკამენტი.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ბუდესონიდი ალდო-იუნიონი.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ დაგავიწყდეთ, რომ იქონიოთ კონტეინერი და დარჩენილი ფლაკონები. მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ მწარმოებლის მიერ ეტიკეტზე მითითებული დოზა ან ექიმის მიერ რეკომენდებული დოზა. ექიმთან შეუთანხმებლად არ გაზარდოთ ან არ შეამციროთ დოზა.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიის სამსახურის საინფორმაციო განყოფილებას, 

თუ დაგავიწყდათ ბუდესონიდი ალდო-იუნიონის მიღება.

გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ არ მიიღოთ ორმაგი დოზა, ჩვეულებრივად მიიღეთ შემდეგი დოზა.

მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტს, შესაძლებელია ამ მედიკამენტსაც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ისინი ყოველთვის ყველასთან არ ვლინდება.

ნებისმიერ მედიკამენტმა შეიძლება რომ გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, თუმცა სერიოზული ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ უეცრად გამოვლინდება ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით ვრცელდება მთელ სხეულზე).

ბუდესონიდის მსგავსმა საინჰალაციო მედიკამენტებმა იშვიათად შესაძლებელია გამოიწვიოს ხიხინი და/ან ქოშინი. მსგავს შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მედიკამენტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

გამოვლენილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს:

კუნთების ტკივილი და/ან პირის ღრუს გაღიზიანება (მათ შორის სტომატიტი ან წყლულები პირის ღრუში), ხმის ჩახლეჩა, ყელის გაღიზიანება, ყლაპვის გაძნელება და ხველა.

ნაკლებად ხშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 1000-დან 1 ადამიანს:

კატარაქტა (თვალის ბროლის შემღვრევა), დეპრესია ან შფოთვის შეგრძნება, კუნთების სპაზმი, ტრემორი, მხედველობის დაბინდვა.

იშვიათი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს:

კანის რეაქციები*, მათ შორის ქავილი, გამონაყარი, სისხლჩაქცევები, ანთება, სიწითლე და/ან კანის შეშუპება, ზრდის შეფერხება ბავშვებში და მოზარდებში, ჰიპერმგრძნობელობა* (ალერგია მედიკამენტის მიმართ) და ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების კუნთების შეკუმშვა, რაც იწვევს ხიხინს). ხმის პრობლემები.

შეიძლება აღინიშნოს თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგია (თირკმლის გვერდით მდებარე პატარა ჯირკვალი). თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიის ძირითადი სიმპტომებია თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა და ღებინება, წონის დაკლება, კუჭის ტკივილი და მადის დაკარგვა.

მოუსვენრობა, ნერვიულობა, ზედმეტად აღგზნებადობა ან გაღიზიანება (ეს გვერდითი მოვლენა უფრო ხშირად ვლინდება ბავშვებში).

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10.000-დან 1ადამიანს:

ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება (ძვლის გათხელება).

უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემები შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა.

გლაუკომა (შიდა თვალის წნევის მატება), აგრესიულობა, მოტორული აქტივობის ზრდა (მშვიდად ყოფნის გაძნელება), ძილის დარღვევა.

ინფორმაციის მიწოდება გვერდითიმოვლენების შესახებ.

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც წინამდებარე ანოტაციაში არ არის მოცემული.გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის გავრცელებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ შევინახოთ ბუდესონიდი ალდო-იუნიონი.

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ამპულები თავის ალუმინის გარსაცმში და თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას.

ამპულის გახსნის შემდეგ, ის უნდა იქნას გამოყენებული მაქსიმუმ 12 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ, ნებისმიერი გამოუყენებელი რაოდენობა უნდა განადგურდეს.

გარსაცმის გახსნის შემდეგ, ამპულის შენახვა შესაძლებელია 3 თვემდე (რეკომენდირებულია გარსაცმზე დააწეროთ გახსნის თარიღი, რათა შეძლოთ მისი გახსენება).

მედიკამენტები არ უნდა ჩააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ მიიტანეთ აფთიაქის Punto SIGRE პუნქტში, დაეჭვების შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

ბუდესონიდი ალდო-იუნიონისშემადგენლობა

- აქტიური ნივთიერება არის ბუდესონიდი.

- სხვა კომპონენტებია: დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 80, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი და გამოხდილი წყალი.

ბუდესონიდი ალდო-იუნიონი 0,25 მგ/მლ სუსპენზია ნებულაიზერით ინჰალაციისთვის შეიცავს 0.5 მგ ბუდესონიდს (0.25 მგ/მლ), როგორც აქტიურ ნივთიერებას თითოეულ 2 მლ ფლაკონში.

თითოეული ინჰალაცია შეიცავს 200 მიკროგრამს ბუდესონიდს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ბუდესონიდი ალდო-იუნიონის ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი

ბუდესონიდი ალდო-იუნიონიწარმოდგენილია პლასტმასი 2 მლ ამპულით თეთრი ან მოთეთრო სუსპენზიით (შესასუნთქად გადაიქცევა ორთლად).

ამპულები წარმოდგენილია 4, 5, 8, 10 ან 12 ამპულის ზოლებად, ალუმინის პაკეტში, რომელიც თავის მხრივ შეფუთულია მუყაოს პაკეტებში. ხელმისაწვდომია შეფუთვა, რომელიც შეიცავს 5, 20, 24, 40 (2 x 20) ან 60 ა;პულას. შესაძლებელია ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy