BUDESONIDE - ბუდესონიდი ცხვირის სპრეი 100მკგ 10მლ

25,37 GEL
მარაგშია
SKU
68695_1245

ჩვენება: გამოიყენება სეზონური ალერგიული რინიტის, აგრეთვე პერინეალური (მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე) და ვაზომოტორული რინიტის სამკურნალოდ.

გამოყენება: 

ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზის აქტიური ნივთიერებაა ბუდესონიდი, რომელიც მიეკუთვნება გლუკოკორტიკოიდების ჯგუფის მედიკამენტებს და გამოიყენება ცხვირის ლორწოვანი გარსის (ცხვირის შიგნით) ანთების შესასუსტებლად.

 ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზა გამოიყენება სეზონური ალერგიული რინიტის ("თივისმიერი ცხელება"), აგრეთვე პერინეალური (მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე) და ვაზომოტორული რინიტის სამკურნალოდ.

რა უნდა ვიცოდეთ ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეი, სუსპენზიის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეი, სუსპენზია:

− თუ თქვენ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ბუდესონიდის ან ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).

 გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეი, სუსპენზიის გამოყენებისას:

− თუ თქვენ გაქვთ ან გქონდათ ტუბერკულოზი;

− თუ გაქვთ გენერალიზებული ან ქრონიკული სასუნთქი გზების ინფექციები;

− თუ აღგენიშნებათ ინფექციის ნიშნები ან სიმპტომები ნესტოებში;

− თუ ადრე გაქვთ ჩატარებული სისტემური სტეროიდული მკურნალობა.

აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ზემოხსენებული მდგომარეობა აღგენიშნებოდათ  წარსულში და აცნობეთ ექიმს, თუ ამჟამად გაქვთ რაიმე სხვა დაავადება.

 დაუკავშირდით ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.

ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეი, სუსპენზია დაგენიშნათ არსებული მდგომარეობის სამკურნალოდ. არ მიიღოთ ეს პრეპარატი სხვა მდგომარეობისას ექიმის რჩევის გარეშე.

მოერიდეთ ამ პრეპარატის თვალთან კონტაქტს. თუ პრეპარატი მოხვდა თვალში, დაუყოვნებლივ დაიბანეთ თვალები უხვი რაოდენობის წყლით.

 სხვა მედიკამენტები და ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეი, სუსპენზია:

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო დროს გაქვთ მიღებული სხვა სამკურნალო საშუალებები, მათ შორის სამკურნალო საშუალებები რეცეპტის გარეშე.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონის მოქმედება. ამიტომ თქვენი ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ, თუ იღებთ ამ სამკურნალო პრეპარატებს (მათ შორის ზოგიერთ აივ-ის სამკურნალო პრეპარატებს: რიტონავირი და კობიცისტატი).

 ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არსებობს აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ ეს წამალი ზიანს აყენებს დედას ან შვილს, ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებისას.

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

 ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

არ არის მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ ავტომობილის მართვაზე.

 ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეი, სუსპენზია შეიცავსუწყლო გლუკოზას და კალიუმის სორბატს (E-202).

 მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთ ინგრედიენტზე:

− ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი), რადგან ის შეიცავს კალიუმის სორბატს.

− ეს წამალი შეიცავს 2.4 მგ გლუკოზას, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული დიაბეტის მქონე პაციენტებში.

თუ ხართ სპორტსმენი, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს წამალი შეიცავს ბუდესონიდს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგი დოპინგის ტესტში.

 ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეი, სუსპენზიის გამოყენების წესი:

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად.

თქვენი ექიმი გეტყვით, რამდენი ხნით უნდა იმკურნალოთ ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეი, სუსპენზიით; არ მიიღოთ ეს პრეპარატი რეკომენდებულზე მეტი ხნით.

არ შეიძლება გაუზიაროთ აეროზოლის ქილა სხვა ადამიანებს ინფექციის გადადების რისკის გამო.

სეზონური და პერენიალური ალერგიული რინიტი, პერენიალური არაალერგიული რინიტი:

 მოზრდილები: ჩვეულებრივი შემტევი დოზა არის ორი შესხურება თითოეულ ნესტოში დილით. მისი მიღება ასევე შესაძლებელია თითო შესხურების სახით თითოეულ ნესტოში დილით და საღამოს.  სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ, ექიმს შეუძლია დოზის შემცირება.

თუ თქვენ გაქვთ სეზონური ალერგიული რინიტი ("თივისმიერი ცხელება"), ალერგიის სეზონის დაწყებამდე უნდა დაიწყოთ მკურნალობა ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზით. ეს წამალი დაუყოვნებლივ არ მცირებს სიმპტომების. სიმპტომების შემსუბუქების შესამჩნევად შესაძლოა დაგჭირდეთ ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზით მკურნალობა რამდენიმე დღის განმავლობაში (ზოგჯერ 2 კვირამდე).

ეს წამალი არ ამსუბუქებს თვალისმიერ ალერგიულ სიმპტომებს. თუ თვალში იგრძენით დისკომფორტი, თვალის სიმპტომების მოსახსნელად ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ კიდევ ერთი პრეპარატი.

თუ სიმპტომები არ შემცირდა 3 კვირის მკურნალობის შემდეგ, უნდა შეწყვიტოთ მედიკამენტის გამოყენება. გონივრულია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება.

პერენიალური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში როგორც კი მიიღწევა სიმპტომების შესაფერისი მართვა, დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს ყოველ 2-4 კვირაში, მოსალოდნელი კლინიკური ეფექტის შენარჩუნებამდე. სიმპტომების განმეორების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს საწყის დოზამდე და შემდეგ დარეგულირდეს იმ დოზამდე, რომლის დროსაც მიღწეულ იქნება სიმპტომების შესაფერისი მართვა.

 პრეპარატის სწორი გამოყენების ინსტრუქცია:

 პირველი შესხურების წინ:

− მოხსენით დამცავი თავსახური;

− შეანჯღრიეთ ბოთლი / აპლიკატორის ხელსაწყო;

− დააჭირეთ ღილაკს იმდენჯერ, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ შეივსოს ტუმბოს მექანიზმი, სწორად შესხურების მიზნით.

თუ მას ყოველდღიურად არ იყენებთ, ხელახლა გამოყენებამდე უნდა გაასხუროთ ჰაერში ერთხელ.

როგორ გამოიყენება. ყოველი გამოყენებისას:

− ნაზად მოიხოცეთ ცხვირი;

− მოხსენით დამცავი თავსახური;

− შეანჯღრიეთ ბოთლი / აპლიკატორის ხელსაწყო;

− შეიყვანეთ აპლიკატორი ერთ ნესტოში და დაიფარეთ მეორე ნესტო თითით;

− შეისუნთქეთ და დააჭირეთ ძლიერად ბოთლის ბაზისს. ისუნთქეთ პირით და გაიმეორეთ პროცესი;

− გაიმეორეთ იგივე პროცედურა მეორე ნესტოში;

გამოყენების შემდეგ კვლავ დაახურეთ დამცავი თავსახური.

გასუფთავება:

მიზანშეწონილია რეგულარულად გაწმინდოთ პლასტმასის თავი და ცხვირის აპლიკატორი ნელთბილ წყალში გარეცხვით. აცალეთ გაშრობა და დააბრუნეთ უკან ერთმანეთში სათანადოდ.

თუ ცხვირის აპლიკატორი დაბლოკილია, მოხსენით თავსახური, ამოიღეთ ცხვირის აპლიკატორი ფრთხილად ამოწევის გზით და რამდენიმე წუთის განმავლობაში ამოავლეთ ნელთბილ წყალში. გარეცხეთ ის ცივი წყლით, გაამშრალეთ და მოათავსეთ ისევ ბოთლში.

 თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეი, სუსპენზია:

მნიშვნელოვანია პრეპარატის გამოყენება ექიმის მიერ მითითებული დოზებით.  თქვენ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. მეტი ან ნაკლები დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სიმპტომების გაუარესება.

დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურს (ტელ: (+34) 91 5620420), მიუთითეთ მედიკამენტი და გამოყენებული დოზა.

თუ დაგავიწყდათ ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეი, სუსპენზიის გამოყენება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით. უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა დადგენილი წესით.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეი, სუსპენზიამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ზოგჯერ ცემინება, ქავილი და ცხვირის სიმშრალე შეიძლება განვითარდეს სპრეის გამოყენებისთანავე.

იშვიათად შეიძლება მოხდეს სისხლდენა ცხვირიდან, ცხვირის სიმშრალე და ყელის გაღიზიანება.

ძალიან იშიათად აღინიშნა ცხვირის ძგიდის პერფორაცია ცხვირის კორტიკოსტეროიდული საშუალებების გამოყენების შემდეგ.

შეიძლება მოხდეს მხედველობის დაბინდვა. მისი სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

თუ გამოვლინდა რომელიმე აღნიშნული გვერდით მოვლენა და თვლით, რომ ეს არის სერიოზული, ან თუ თქვენ გაქვთ რაიმე სხვა გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეი, სუსპენზიის შენახვის პირობები:

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას;

შეინახეთ არაუმეტეს 30°C- ზე;

შეინახეთ კონტეინერი გარე შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით;

არ გაყინოთ;

დაახურეთ დამცავი თავსახური ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეი, სუსპენზიის  გამოყენების შემდეგ;

არ გამოიყენოთ ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეი, სუსპენზია ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია მუყაოზე კოლოფზე EXP-ის შემდეგ; ვადის გასვლის თარიღი ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს;

არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.  კონტეინერები და მედიკამენტები, რომელიც აღარ გჭირდებათ მოათავსეთ აფთიაქში SUGRE პუნქტში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეი, სუსპენზია:

− აქტიური ნივთიერებაა ბუდესონიდი.

−სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): უწყლო გლუკოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა და  ნატრიუმის კარმელოზა, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ედეტატი, კალიუმის სორბატი (E-202), მარილმჟავა და გამოხდილი წყალი.

− ერთი შესხურება შეიცავს 100 მიკროგრამ ბუდესონიდს (2 მგ / მლ).

 როგორ გამოიყურება პროდუქტი და შეფუთვის შემცველობა:

ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეი, სუსპენზია არის თეთრი წყლოვანი სუსპენზია, მოთავსებული ყავისფერი შუშის კონტეინერში, რომელიც შეიცავს 10 მლ (200 დოზა) პროდუქტს და აღჭურვილია დოზირების ტუმბოთი და ცხვირის ადაპტერით.

 მარკეტინგის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:

სს ლაბორატორია ალდო-უნიონი (Laboratorio Aldo-Union S.L.)

ბარონესა დე მალდა, 73

08950, ესპლუგეს დე ლობრეგატი

ბარსელონა − ესპანეთი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy