Zensonid - ზენსონიდი საინჰალაციო 0.5მგ/2მლ 2მლ 10
ჩვენება: გამოყენება შეიძლება ფილტვებში ანთებითი რეაქციების შესამცირებლად ან პრევენციისთვიის, ასთმის სამკურნალოდ, საავადმყოფოებში ფსევდოკრუპის დროს.
ზენსონიდი
ბუდესონიდი 0.25 მგ/მლ
რა არის ზენსონიდი და რისთვის გამოიყენება
ბუდესონიდი იეკუთვნება გლუკოკორტიკოიდების სახელით ცნობილი სტეროიდების ჯგუფს, რომლის გამოყენება შეიძლება ფილტვებში ანთებითი რეაქციების (ანთების) შესამცირებლად ან პრევენციისთვიის. თქვენი პრეპარატი გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ. გამოიყენება პაციენტებში, როდესაც სხვა სახის ინჰალატორები, როგორიცაა პრესურიზებული ინჰალატორი ან მშრალი ფხვნილის შემცველი ინჰალატორი არადამაკმაყოფილებელი და შეუსაბამოა. ეს პრეპარატი შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს საავადმყოფოებში ფსევდოკრუპის (ყელის დაავადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება) ძალიან სერიოზული შემთხვევების სამკურნალოდ.
რა უნდა იცოდეთ ზენსონიდის გამოყენების წინ
არ გამოიყენოთ ბუდესონიდის ნებულაიზერის სუსპენზია:
თუ გაქვთ ალერგია ბუდესონიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა პრეპარატის მიმართ (იხილეთ თავი 6).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
ზენსონიდის გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა:
თუ გაქვთ ან გქონდათ ტუბერკულოზი
თუ გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის დაავადება ან ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები
თუ გაქვთ სასუნთქი გზების სოკოვანი, ვირუსული ან სხვა ინფექცია, მაგ. გაციება ან გულის ინფექცია.
დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ განვითარდა მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.
თუ კორტიკოსტეროიდული ტაბლეტებიდან (როგორიცაა პრედნიზოლონი) გადადიხართ ბუდესონიდის ნებულაიზერის სუსპენზიის გამოყენებაზე, გადასვლის დროს შეიძლება იგრძნოთ ზოგადი შეუძლოდ ყოფნა. ასევე შეიძლება აღინიშნოს სიმპტომები, რომლებიც დათრგუნული იყო კორტიკოსტეროიული ტაბლეტების მიერ, როგორიცაა ალერგიული რინიტი, (ცხვირის ქავილი, გაჭედვა ან სურდო), ეგზემა (კანის სმშრალე, ქავილი), კუნთების და სახსრების ტკივილი. თუ აღინიშნა ეს სიმპტომები, მიმართეთ თქვენს ექიმს. ზენსონიდი შესაფერისი არ არის ქოშინის მწვავე შეტევების დროს გამოსაყენებლად. ქოშინის უეცარი შეტევის მკურნალობა უნდა მოხდეს ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორით.
თუ განვითარდა მძიმე სუნთქვა და/ან ქოშინი ბუდესონიდის ნებულაიზერის სუსპენზიის გამოყენების შემდეგ მალევე, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ზენსონიდის გამოყენება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
კანდიდოზური სტომატიტის (ენაზე ან პირის ღრუში თეთრი ლაქები) განვითარების რისკის შესამცირებლად, ბუდესონიდის ნებულაიზერის სუსპენზიის გამოყენების შემდეგ პირი გამოივლეთ წყლით (წყალი გადმოაფურთხეთ - არ გადაყლაპოთ) და გაიხეხეთ კბილები. უთხარით თქვენს ექიმს, თუ განვითარდა სტომატიტი.
ბავშვები და მოზარდები
იშვიათ შემთხვევებში, გრძელვადიანმა მკურნალობამ ბუდესონიდით შეიძლება შეანელოს ბავშვებისა და მოზარდების ნორმალური ზრდა. თუ თქვენი ბავშვი ამ პრეპარატს იყენებს ხანგრძლივად, როგორც წესი, ექიმმა შეიძლება მოისურვოს მისი სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი.
ბუდესონიდი არის სტეროიდი. უნდა იცოდეთ, რომ ამ პრეპარატის გამოყენების გამო შეიძლება ვერ გაიაროთ ანტიდოპინგის ტესტი. თუ გაქვთ რაიმე წუხილი, განიხილეთ ეს საკითხი თქვენს ექიმთან.
სხვა პრეპარატები და ზენსონიდი
უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი. ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს ზენსონიდის ეფექტები:
სოკოვანი ინფექციის სამკურნალო პრეპარატი, როგორიცაა კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი
აივ სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი: რიტონავირი, საქვინავირი, კობიცისტატი
ანტიბიოტიკური პრეპარატები, ერითრომიცინი და კლარითრომიცინი
სხვა პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებენ სუნთქვას
ესტროგენები და კონტრაცეპტიული სტეროიდები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატი მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ამ პრეპარატის მიღების პერიოდში დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ავტომობილების და მექანიზმების მართვა
ინჰალირებული ბუდესონოდი გავლენას არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენს ახდენს ავტომობილების და მექანიზმების მართვის უნარზე.
როგორ გამოიყენება ზენსონიდი
ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის მითითების შესაბამისად. რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს, სწორი დოზის შესახებ, რომელიც დამოკიდებული იქნება, თუ რამდენად მძიმე ხარისხის ასთმა გაქვთ.
ასთმა
შეიძლება შენიშნოთ, რომ ასთმა უმჯობესდება 3 დღეში, თუმცა სრული ეფექტის მისაღწევად საჭიროა 2-4 კვირა. მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი მიიღოთ ექიმის მითითების შესაბამისად, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ.
მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით) და მოზარდები 12 წლის და ზემოთ: ჩვეულებრივი დოზა არის 0.5-2.0 მგ ბუდესონიდი დღეში. ეს დოზა, როგორც წესი, მიიღება ცალ-ცალკე ორ მიღებაზე დღის განმავლობაში, თუმცა, თუ ასთმა სტაბილურია და არა მძიმე, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ამ პრეპარატის დღეში ერთხელ მიღება. ექიმი გეტყვით, თუ როგორ და როდის არის საუკეთესო პრეპარატის მიღება და ყოველთვის დაიცავით მისი რჩევები.
ჩვილები და ბავშვები (6 თვიდან 11 წლამდე ასაკის): ჩვეულებრივი დოზა არის 0.25-1.0 მლ ბუდესონიდი დღეში. ექიმი მოგცემთ რჩევას, თუ როგორ უნდა მიიღოს თქვენმა ბავშვმა ეს პრეპარატი, მაგრამ, როგორც წესი, ეს იქნება ცალ-ცალკე 2 მიღებაზე მიღება დღის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, თუ ბავშვის ასთმა სტაბილურია და არა მძიმე, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ ბავშვმა ეს პრეპარატი დღეში ერთხელ მიიღოს.
ფსევდოკრუპი: ჩვეულებრივი დოზა ჩვილებისა და ბავშვებისათვის ფსევდოკრუპით არის 2 მგ. ეს დოზა მიიღება ერთ დოზად ან ორ დოზად 1 მგ დოზებით 30 წუთის ინტერვალით. მკურნალობა შეიძლება განმეორებით ჩატარდეს ყოველ 12 საათში აუცილებლობი მიხედვით, ვიდრე არ აღინიშნება გაუმჯობესება, მაქსიმუმ 36 საათის განმავლობაში.
გამოყენების ინსტრუქცია: ეს პრეპარატი უნდა გამოიყენოთ ჯეტ ნებულაიზერით. ულტრაბგერითი ნებულაიზერების გამოყენება ამ პრეპარატთან არ შეიძლება. ამ პრეპარატის მისაღებად მიყევით შემდეგ ეტაპებს:
ფირფიტიდან ამოიღეთ ერთი ამპულა, დანარჩენი დატოვეთ ფოლგიან პაკეტში
ნაზად შეანჯღრიეთ ამპულა
გახსენით ამპულა მისი თავის დატრიალებით. ამპულიდან სითხე მთლიანად გადაიტანეთ ნებულაიზერის ჭიქაში. დადგით ნებულაიზერის ჭიქის თავი და ცარიელი ამპულა ფრთხილად გადააგდეთ.
ჭიქის ერთი ბოლო მიამაგრეთ სატუცარზე ან სახის ნიღაბზე, ხოლო მეორე ჰაერის ტუმბოზე.
ნაზად შეანჯღრიეთ ჭიქა კიდევ ერთხელ, შემდეგ ჩართეთ ნებულაიზერი. შეისუნთქეთ „ორთქლი“ მშვიდად და ღრმად სატუჩარის ან სახის ნიღბის მეშვეობით. როდესაც სატუჩარიდან ან სახის ნიღბიდან ორთქლი აღარ გამოვა, მკურნალობა დასრულებულია.
პირი გამოივლეთ წყლით (წყალი გადმოაფურთხეთ - არ გადაყლაპოთ) და გაიხეხეთ კბილები. თუ გამოიყენეთ სახის ნიღაბი, სახეც უნდა დაიბანოთ კარგად. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შემცირდეს ამ პრეპარატთან დაკავშირებით ზოგიერთი გვერდითი ეფექტის რისკი.
ნებულაიზერი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გასუფთავდეს. გარეცხეთ ნებულაიზერის კონტეინერი და სატუჩარი ან სახის ნიღაბი თბილ წყალში მსუბუქი სარეცხი საშუალებით მწარმოებლის ინსტრუქციების შესაბამისად. ნებულაიზერი კარგად უნდა გაავლოთ და გააშროთ.
ყოველთვის დაიცავით მწარმოებლის ინსტრუქციები, რომლებიც თან ახლავს ნებულაიზერს. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ნებულაიზერის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმმა შეიძლება განიხილოს მკურნალობში სტეროიდული ტაბლეტების დამატება
თუ ასთმის გამო იღებთ სტეროიდულ ტაბლეტებს, ექიმმა შეიძლება შეამციროს ტაბლეტების რაოდენობა, რომლებსაც იღებთ მას შემდეგ, რაც დაიწყებთ ბუდესონიდის ნებულაიზერის სუსპენზიის გამოყენებას. ამის შედეგად შეიძლება აღინიშნოს ზოგიერთი სიმპტომი, მათ შორის ცხვირის გაჭედვა ან სურდო, ენერგიის ნაკლებობა, დეპრესია, ეგზემა (კანის გამონაყარის სახეობა) და სახსრების და/ან კუნთების ტკივილი. თუ რომელიმე ეს სიმპტომი გაწუხებთ ან გრძელდება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ექიმმა შეიძლება გთხოვოთ ამ პრეპარატის შერევა ისეთ ხსნარებთან, რომლებიც შეიცავენ სხვა აქტიურ სუბსტანციებს, რომლებიც მოქმედებენ სუნთქვის სისტემაზე, როგორიცაა სალბუტამოლი, ტერბუტალინი, ნატრიუმის კრომოგლიკატი და იპრატრონიუმის ბრომიდი. თუ ეს ასე იქნება, ზედმიწევნით დაიცავით ინსტრუქციები.
თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი ზენსონიდი, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თან იქონიეთ შეფუთვა და დარჩენილი ამპულები.
თუ დაგავიწყდათ ზენსონიდის გამოყენება
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგ დოზა. უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა დროულად.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა ადამიანში.
ყველა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, თუმცა, სერიოზული ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია. დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს, თუ განვითარდა უეცარი ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით მთელს ტანზე).
იშვიათად, ინჰალირებულმა პრეპარატებმა, როგორიცაა ბუდესონიდი, შეიძლება გამოიწვიოს მწვავე მძიმე სუნთქვა და/ან ქოშინი. თუ ეს სიმპტომები განითარდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში. პირის ღრუშის წყლულები და/ან გაღიზიანება (კანდიდოზური სტომატიტის ჩათვლით), ხმის ჩახლეჩა, ყელის გაღიზიანება, ყლაპვის გაძნელება და ხველა.
არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში. კატარაქტები (თვალის ლინზების დამუქება), დეპრესია და შფოთვის შეგრძნება, კუნთების სპაზმები, კანკალი, მხედველობის დაბინდვა.
იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანში. კანის რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, სისხლნაჟღენთები, ანთება, კანის სიწითლე და/ან კანზე გამონაყარი, შეშუპება, ზრდის შენელება ბავშვებსა და მოზარდებში, ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია პრეპარატის მიმართ) და ბრონქოსპაზმი (კუნთების შევიწროვება სასუნთქ გზებში, რაც იწვევს მძიმედ სუნთქვას).
ხმის პრობლემები. შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია, რომლის ძირითადი სიმპტომებია თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, წონაში კლება, კუჭის ტკივილი და მადის დაკარგვა. მოუსვენრობა, ნერვოზულობა, ძლიერი აგზნებადობა ან გაღიზიანებადობა (ამ ეფექტების განვითარება უფრო მეტად მოსალოდნელია ბავშვებში).
ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანში. ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება (ძვლების გათხელება).
ცნობილი არ არის: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით. გლაუკომა (თვალში წნევის მომატება), აგრესია, მოტორული აქტივობის მომატება (უძრაობის გაძნელება), ძილის პრობლემები.
გვერდითი ეფექტების ინფორმირება
თუ განვითარდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
როგორ ინახება ზენსონიდი
ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში, გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 300C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ზენსონიდი
ზენსონიდი შეიცავს 0.5 მგ ბუდესონიდს (0.25 მგ/მლ) აქტიური სუბსტანციის სახით ყოველ 2 მლ ამპულაში.
სხვა ინგრედიენტებია დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 80, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი და საინექციო წყალი.
ზენსონიდის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ამპულა 2 მლ ნებულაიზერის სუსპენზიის შემცველობით.
5 პლასტიკის ამპულა ალუმინის პარკში. კოლოფში 10, 20, 50 პლასტიკის ამპულა.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
Rich Pharma LP., გაერთიანებული სამეფო
სამიტ ჰაუსი, 4-5 მიტჩელ სტრიტი, ედინბურგი, EH67BD
გაერთიანებული სამეფო
მწარმოებელი
HA NOI CPC1 PHARMACEUTICAL JOINT STOCK COMPANY
ქარხნის მისამართი: ჰა ბინჰ პჰუონგის ინდუსტრიული ზონა, ტჰუონგ ტინის ოლქი, ქალაქი ჰანოი, ვიეტნამი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account