Avelox - აველოქსი 400მგ 5 ტაბლეტი

54,49 GEL
მარაგშია
SKU
83023_22

ჩვენებები: მწვავე სინუსიტი, პნევმონია, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექცია

აველოქსი 400მგ #5ტ
(Moxifloxacin)

ფორმა, შეფუთვა:
-ბაცი ვარდისფერი მოგრძო, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტი. ცალ მხარეს  ამოტვიფრული აქვს "BAYER", მეორე მხარეს - "М400". გადანატეხში ჩანს ერთგვაროვანი, მომწვანო ელფერის მქონე მოთეთრო-მოყვითალო მასა, რომელიც გარშემორტყმულია ვარდისფერი გარსით. 1 ტაბლეტი შეიცავს 400 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს ხუთტაბლეტიანი 1 ბლისტერი, ხუთტაბლეტიანი 2 ბლისტერი ან შვიდტაბლეტიანი 1 ბლისტერი.

-გამჭვირვალე, მომწვანო-მოყვითალო საინფუზიო ხსნარი. ერთი ფლაკონი შეიცავს 400 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 250 მლ-იანი მინის ფლაკონი ან ფოლგით ლამინირებული 12 პოლიეთილენის პაკეტი (250-250 მლ).

შემადგენლობა:
მოქსიფლოქსაცინი (Moxifloxacin)

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფთორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ბაქტერიული ტოპოიზომერაზა-II-ისა და ტოპოიზომერაზა-IV-ის ინჰიბირებით, რაც იწვევს მიკრობული უჯრედების დნმ-ს) სინთეზის რღვევას. ინ ვიტრო პრეპარატი აქტიურია ფართო სპექტრის გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების, მიკოპლაზმის, ქლამიდიის, ურეაპლაზმის, ლეგიონელასა და ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ. ეფექტურია ბეტა-ლაქტამინებისა და მაკროლიდური ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების მიმართ.

აველოქსისადმი მგრძნობიარე გრამდადებითი აერობული ბაქტერიებია:
Streptococcus pneumoniae (მათ შორის - პენიცილინისა და მაკროლიდებისადმი გამძლე შტამები), Streptococcus pyogenes (A ჯგუფის), Streptococcus milled, Streptococcus mitis, Streptococcus agalactiae, Streptococcus dysgalactiae, Staphylococcus aureus (მათ შორის - მეტიცილინგამძლე შტამები), Staphylococcus cohnii, Staphylococcus epidermidis (მათ შორის - მეტიცილინგამძლე შტამები), Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus simulans, Corynebacterium diphtheriae.

აველოქსისადმი მგრძნობიარე გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიებია:
Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella pneumoniae, Moraxella catarrhalis, Escherichia coli, Enterobacter cloacae, Bordetella pertussis, Klebsiella oxytoca, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter intermedius, Enterobacter sakazaki, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morganella morganii, Providencia rettgeri, Providencia stuartii.

აველოქსისადმი მგრძნობიარე ანაერობული ბაქტერიებია:
Bacteroides distasonis, Bacteroides eggerthii, Bacteroides fragilis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides uniformis, Fusobacterium spp., Porphyromonas spp. (მათ შორის - Porphyromonas anaerobius, Porphyromonas asaccharolyticus, Porphyromonas magnus), Prevotella spp., Propionibacterium spp., Clostridium perfringens, Clostridium ramosum; ასევე - Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Legionella pneumophila, Coxiella burnettii.
მოქსიფლოქსაცინი ნაკლებად აქტიურია Pseudomonas aeruginosa-ს, Pseudomonas fluorescens-ის, Burkholderia cepacia-ს, Stenotrophomonas maltophilia-ს მიმართ. მექანიზმი, რომელიც იწვევს პენიცილინის, ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდების, მაკროლიდებისა და ტეტრაციკლინის მიმართ გამძლეობის ჩამოყალიბებას, მოქსიფლოქსაცინის ანტიბაქტერიულ აქტიურობაზე არ მოქმედებს. ამ ჯგუფის ანტიბაქტერიულ პრეპარატებსა და მოქსიფლოქსაცინს შორის ჯვარედინი გამძლეობის ჩამოყალიბება არ შეინიშნება (ან მეტად უმნიშვნელოა). მოქსიფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობა ყალიბდება ნელ-ნელა, მრავალჯერადი მუტაციის გზით. შესაძლებელია ქინოლებისადმი ჯვარედინი გამძლეობის ჩამოყალიბება.

ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: მოქსიფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად ადსორბირდება. 400 მგ მოქსიფლოქსაცინის ერთჯერადი მიღების შემთხვევაში სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია (3,1 მგ/ლ) მიიღწევა 0,5-4 საათის შემდეგ. საკვებთან ერთად მიღების შემთხვევაში ეს დრო უმნიშვნელოდ (2 საათით) იმატებს, ხოლო მაქსიმალური კონცენტრაცია უმნიშვნელოდ (დაახლოებით 16%-ით) იკლებს, ამასთანავე, ადსორბციის ხანგრძლივობა არ იცვლება. ამ მონაცემებს კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ პრეპარატის მიღება ნებადართულია საკვებთან ერთად. აბსოლუტური ბიომისაწვდომობა დაახლოებით 91%-ს უტოლდება.

გადანაწილება: 10 დღის განმავლობაში ერთჯერადად 50-1200 მგ ან 600 მგ/დღ დოზით მიღების ფონზე მოქსიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია. მოქსიფლოქსაცინი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებსა და ორგანოებში და დაახლოებით 45%-ით უკავშირდება სისხლის ცილებს (უმთავრესად - ალბუმინებს). VD შეადგენს დაახლოებით 2ლ/კგ-ს. პრეპარატის კონცენტრაცია მაღალია (პლაზმაზე მაღალია) ფილტვის ქსოვილში (მათ შორის - ალვეოლურ მაკროფაგებში), ბრონქებისა და ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსში, რბილ ქსოვილებში, კანში, კანქვეშა სტრუქტურებში, ანთების კერებში. ინტერსტიციულ სითხეებსა და ნერწყვში პრეპარატი ნაწილდება თავისუფალი, ცილასთან შეუკავშირებელი სახით. მისი კონცენტრაცია აქაც უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში.

მეტაბოლიზმი: პრეპარატი ბიოტრანსფორმირდება არააქტიურ სულფონაერთებად და გლუკურონიდებად.

გამოყოფა: აველოქსი გმოიყოფა შარდსა და განავალთან ერთად, როგორც უცვლელი, ისე მეტაბოლიტების სახით. ერთჯერადი დოზის (400 მგ) დაახლოებით 19% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად, დაახლოებით 25% - განავალთან ერთად. ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 12 საათს. 400 მგ-იანი დოზით მიღების შემთხვევაში საშუალო კლირენსი შეადგენს 179-24 მლ/წთ-ს.

ჩვენება:
-პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ზრდასრულებში;
-მწვავე სინუსიტი;
-პნევმონია (მათ შორის - გამოწვეული პენიცილინის, II თაობის ცეფალოსპორინების, მაკროლიდების, ტეტრაციკლინის, ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლის ჯგუფის ორი ან მეტი ანტიბიოტიკის მიმართ გამძლე მიკროორგანიზმებით);
-ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
-კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექცია;
-კანისა და კანქვეშა სტრუქტურების გართულებული ინფექცია (მათ შორის - ინფიცირებული დიაბეტური ტერფი).

დოზირებისა და მიღების რეჟიმი:
ინიშნება 400 მგ დღეში ერთხელ პერორალურად ან ვენაში. როგორც შინაგანი მიღების, ისე ვენაში გადასხმის დროს მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის სიმძიმისა და კლინიკური ეფექტის მიხედვით და შეესაბამება: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებისას - 5 დღეს; პნევმონიის დროს (საფეხურებრივი თერაპიის საერთო ხანგრძლივობა) - თავდაპირველად 7-14 დღეს ვენაში, შემდეგ რამდენიმე დღეს პერორალურად ან 10 დღეს მხოლოდ პერორალურად; მწვავე სინუსიტის, კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციის შემთხვევაში - 7 დღეს; კანისა და კანქვეშა ქსოვილების გართულებული ინფექციის შემთხვევაში (საფეხურებრივი თერაპიის საერთო ხანგრძლივობა) - ჯერ ვენაში, შემდეგ პერორალურად 7-21 დღეს. აველოქსის ვენაში შეყვანით მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს 14 დღე, პერორალურად - 21 დღე. ხანდაზმულ, ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევის მქონე, თირკმლის ფუნქციადარღვეულ, მუდმივ ჰემოდიალიზსა და ხანგრძლივ ამბულატორიულ პერიტონეულ დიალიზზე მყოფ პაციენტებს დოზირების რეჟიმის შეცვლა არ სჭირდებათ. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს (დაღეჭვა არ შეიძლება) ცოტაოდენი წყლის მიყოლებით, კვებისგან დამოუკიდებლად. ინფუზიური ხსნარი შეყვანილ უნდა იქნეს ვენაში ნელა, 60 წუთის განმავლობაში. პრეპარატის შეყვანა შესაძლებელია როგორც განზავებული, ისე განუზავებელი სახით.

აველოქსის ხსნარი თავსებადია:
საინექციო წყალთან, 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდთან, 1%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან, 5%-იან, 10%-იან, 40%-იან  დექსტროზის ხსნართან, 20%-იან ქსილიტის ხსნართან, რინგერის ხსნართან, რინგერ-ლაქტატის ხსნართან, 10%-იან ამინოფუზინის ხსნართან, იონოსტერილის ხსნართან. შეიძლება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:
-გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მოსალოდნელია QT ინტერვალის გახანგრძლივება, ჰიპოკალემია, ტაქიკარდია;
-კუჭ-ნაწლავის მხრივ - გულისრევა, დიარეა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი;
-ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ - თავბრუხვევა, თავის ტკივილი, უძილობა ან ძილიანობა, შფოთვა, ტრემორი, პარესთეზია, ფსიქომოტორული აქტივობის მატება;
-სისხლმბადი სისტემის მხრივ - ანემია, ლეიკოზი, თრომბოციტოზი, ტრომბოციტოპენია, ეოზინოფილია;
-ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ - ართრალგია, მიალგია, კრუნჩხვა;
-გრძნობათა ორგანოების მხრივ - გემოვნების შეცვლა, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია, ყურებში ხმაური, ყნოსვის დარღვევა;
-სასუნთქი სისტემის მხრივ - ქოშინი, ასთმური მდგომარეობა;
-ნივთიერებათა ცვლის მხრივ - ჰიპერჰიდროზი,  დეჰიდრატაცია,  ჰიპერლიპიდემია;
-შარდსასქესო სისტემის მხრივ - დეჰიდრატაციის შედეგად თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს თირკმლის დაზიანება, განსაკუთრებით - თირკმლის პათოლოგიის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში;
-ალერგიული რეაქცია (იშვიათია) - ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი, (ძალიან იშვიათია) ანაფილაქსიური შოკი, შეშუპება.

უკუჩვენებანი:
-ორსულობა;
-ლაქტაცია;
-18 წლამდე ასაკი;
-მოქსიფლოქსაცინისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

განსაკუთრებული მითითებები:
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ აველოქსის დანიშვნისას იზრდება კრუნჩხვის განვითარების რისკი, ამიტომ იგი დიდი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ პაციენტებს, რომელთაც აქვთ (ან შესაძლოა ჰქონდეთ) კრუნჩხვებით მიმდინარე ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები. ღვიძლის ფუნქციის ძლიერი დარღვევის შემთხვევაში მოქსიფლოქსაცინის გავლენის შესახებ საკმარისი კლინიკური მონაცემის არარსებობის გამო პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის. აველოქსი ასევე არ არის რეკომენდებული QT ინტერვალის გახანგრძლივების, ჰიპოკალემიის, ბრადიკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე იშემიის დროს, ასევე - QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ, Iა და III კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან ერთად. ანტიბიოტიკების მიღება უკავშირდება ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარებას, ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული აველოქსით მკურნალობის ფონზე დიარეის აღმოცენების შემთხვევაში. ამ დროს აუცილებელია პრეპარატის მოხსნა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. პრეპარატის პირველად მიღების შემთხვევაში არსებობს ჰიპერმგრძნობელობისა და ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების ალბათობა. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში ექიმი. იშვიათად მოსალოდნელია ანაფილაქსიური რეაქციის პროგრესირება ანაფილაქსიურ შოკამდე. ამ შემთხვევაში პრეპარატის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები.
ქინოლების გამოყენების დროს აღინიშნება ფოტოსენსიბილიზაციის რეაქცია, თუმცა აველოქსის კლინიკური კვლევისა თუ პრაქტიკაში გამოყენებისას ფოტოსენსიბილიზაციის არც ერთი შემთხვევა არ აღრიცხულა. მიუხედავად ამისა, პრეპარატის მიღების პერიოდში პაციენტი უნდა მოერიდოს მზის სხივებსა და ულტრაიისფერ გამოსხივებას. ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მოქსიფლოქსაცინი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს ცნს-ის მხრივ, მანქანის, საზოგადოდ მოძრავი მექანიზმების მართვის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, პრეპარატის მიღებაზე პაციენტის რეაქციის საფუძველზე.

ჰიპერდოზირება:
ერთჯერადად 1200 მგ-ისა და 10 დღის განმავლობაში 600 მგ აველოქსის მიღების შემთხვევაში გვერდითი ეფექტი არ აღინიშნება. ზედოზირების შემთხვევაში, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეკგ მონიტორინგის პარალელურად ტარდება სიმპტომური მკურნალობა. აქტივირებული ნახშირის მიღება მიზანშეწონილია მხოლოდ მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტებით ზედოზირების შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აველოქსთან ერთად ანტაციდების, მინერალებისა და ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების მიღებამ შესაძლოა დაარღვიოს მოქსიფლოქსაცინის შეწოვა და შეამციროს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაცია. ამიტომ ანტაციდების, ასევე - კალციუმის, მაგნიუმის, ალუმინის, რკინის შემცველი ანტივირუსული პრეპარატების მიღება ნებადართულია აველოქსის მიღებამდე მინიმუმ 4 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ. რანიტიდინი ერთჯერადი მიღების შემთხვევაში უნიშვნელოდ ცვლის მოქსიფლოქსაცინის შეწოვას. Iა (ქინიდინი, პროკაინამიდი) და III (ამიოდარონი, სოტალოლი) კლასის ანტიარითმიულ და QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან (ციზაპრიდი, ერითრომიცინი, ანტიფსიქოზური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები) ერთად აველოქსის გამოყენებამ შესაძლოა QT ინტერვალის გახანგრძლივება გამოიწვიოს. 400 მგ აველოქსისა და გააქტიურებული ნახშირის ერთდროული გამოყენებისას ადსორბციის შენელების ხარჯზე პრეპარატის ბიოშეღწევადობა 80%-ზე მეტად მცირდება.

მოქსიფლოქსაცინის ინფუზიური ხსნარი შეუთავსებელია:
ნატრიუმის ქლორიდის 10%-იან ხსნართან, ნატრიუმის ქლორიდის 20%-იან ხსნართან, ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 4,2%-იან ხსნართან, ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 8,4%-იან ხსნართან.

შენახვის პირობები და ვადა:
აველოქსი (ტაბლეტები, საინფუზიო ხსნარი) უნდა ინახებოდეს ბავშვისთვის მიუწვდომელ, მშრალ, ბნელ ადგილას 8-დან 25 0C-მდე ტემპერატურაზე (ხსნარის გაყინვა არ შეიძლება). ვარგისია 5 წელი. გამხსნელში გახსნის შემდეგ აველოქსი ვარგისია 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. მაცივარში შენახვა არ შეიძლება.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა5
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy