Analgin Max - ანალგინი მაქსი 1000მგ 20 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 15,98 GEL რეგულარული ფასი 21,85 GEL
მარაგშია
SKU
86226_1370

ჩვენება:გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი და ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ანალგინ მაქსი1000 მგ შუშხუნა ფხვნილი

Analgin Max 1000 mg effervescent powder 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება 1 პაკეტში: მეტამიზოლ ნატრიუმი ((metamizole sodium) 1000 მგ.

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): საქაროზა, ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის კარბონატი უწყლო,  მაგნიუმის ციტრატი უწყლო, ნატრიუმის ციკლამატი (E952), ნატრიუმის საქარინი (E954), სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ლიმონის არომატი (არომატული ნივთიერებების და მალტოდექსტრინის ნაზავი).

აღწერა

თეთრი ან თითქმის თეთრი შუშხუნა ფხვნილი ლიმონის სუნით.

გამოყენება

ანალგინ მაქსი შეიცავს მეტამიზოლს, რომელსაც გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი და ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენება

ანალგინ მაქსი გამოიყენება:

- სხვადასხვა წარმოშობისა და ინტენსივობის ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისთვის, მათ შორისაა, თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია, სახსრებისა და კუნთების ტკივილი და ანთება, ართრიტი (სახსრების ანთებითი დაავადებები), ნევრალგია (ტკივილი ნერვის დაზიანების დროს);  პოსტტრავმული და პოსტოპერაციული ტკივილი; თირკმელებისა და სანაღვლე გზების სპაზმური ტკივილი, როდესაც სხვა საშუალებები არაეფექტურია ან უკუნაჩვენებია:

- სხეულის მაღალი ტემპერატურის სწრაფი დაწევისთვის, როცა სხვა მედიკამენტები არ მოქმედებს, ან როდესაც ისინი უკუნაჩვენებია.

თუ პაციენტი მედიკამენტის გამოყენების შემთხვევაში 3-5 დღის შემდეგ თავს უკეთესად არ გრძნობს ან  მდგომარეობა უარესდება, დახმარებისთვის უნდა მიმართოს ექიმს.

უკუჩვენებები

ანალგინ მაქსი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

-  ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მეტამიზოლის მიმართ ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ზემოთ);

- ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პირაზოლონების ჯგუფის სხვა მედიკამენტების მიმართ;

- ალერგია ასპირინის ან  ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მიმართ;

- რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის და ცხვირის ღრუს ანთება), ჭინჭრის ციება, ასთმა;

- სისხლმბადი სისტემის დაავადებები;

- ძვლის ტვინის დაავადებები;

- პორფირია (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, ასოცირებული ჰემოგლობინის წარმოქმნის დარღვევასთან);

- გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი;

- ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ანალგინ მაქსის მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ღვიძლის პრობლემები

ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ მეტამიზოლს,  მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე აღსანიშნავი იყო ღვიძლის ანთება სიმპტომების განვითარებით.

ანალგინ მაქსის გამოყენება უნდა შეწყდეს  და მოხდეს ექიმთან კონსულტაცია, თუ ადგილი აქვს ღვიძლის პრობლემების სიმპტომებს, როგორიცაა გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, თხიერი განავალი, კანის ან თვალის თეთრი გარსის  გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში. რეკომენდებულია ექიმის მიერ ღვიძლის ფუნქციის კონტროლი.

ანალგინ მაქსის მიღება არ შეიძლება, თუ პაციენტი ადრე იღებდა  მეტამიზოლის შემცველ წამალს ან ღვიძლის პრობლემების ქონის შემთხვევაში.

კანის სერიოზული რეაქციები

მეტამიზოლით მკურნალობასთან დაკავშირებით აღნიშნული იყო კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილია და სისტემური სიმპტომები (DRESS). მედიკამენტთან დაკავშირებული კანის სერიოზული რეაქციების რომელიმე სიმპტომის შემთხვევაში, საჭიროა მეტამიზოლის გამოყენების შეწყვეტა და ექიმის დახმარებისათვის დაუყოვნებლივ მიმართვა.

კანის მწვავე რეაქციის ოდესმე გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა არასოდეს არ უნდა სცადოს ანალგინ მაქსით მკურნალობის განახლება.

განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო ანალგინ მაქსის გამოყენებისას

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს (წყლული, სისხლდენა, პერფორაცია);

- თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში;

- არტერიული ჰიპერტენზიის დროს;

- სითხის შეკავებისა და შეშუპების დროს;

- ღვიძლის უკმარისობისას;

- ინფექციური დაავადების დროს;

- ქლორპრომაზინთან ერთდროული გამოყენებისას.

გრძელვადიანი გამოყენებისას საჭიროა  სისხლის სურათის და  ლეიკოციტების  დიფერენციალური რაოდენობის კონტროლი. მეტამიზოლის მიღებისას შეიძლება შარდი გაწითლდეს.

ბავშვები და მოზარდები

ანალგინ მაქსის წამლის  ფორმა (შუშხუნა ფხვნილი) შესაფერისი არ არის  15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, იმის გამო, რომ მისი ზუსტი დოზირება შეუძლებელია.

სხვა მედიკამენტები და ანალგინ მაქსი

რეკომენდებულია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება, თუ პაციენტი იყენებს, ახლახანს იყენებდა ან შესაძლოა გამოიყენოს სხვა,  მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები.

- ანალგინ მაქსს შეუძლია შეამციროს არტერიული წნევის დამაქვეითებელი (აგფ ინჰიბიტორების) წამლების ეფექტი;

- ანალგინ მაქსმა შეიძლება გაზარდოს ლითიუმის პლაზმური კონცენტრაცია  და გამოიწვიოს ტოქსიკურობის ზრდა;

- კუმარინულ ანტიკოაგულანტებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს  სისხლის შედედების დროის გაზრდა.

- ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ორალური კონტრაცეპტივები და ალოპურინოლი, აძლიერებს მეტამიზოლის მოქმედებას, ვინაიდან ანელებენ მის მეტაბოლიზმს;

- ქლორამფენიკოლთან და  სხვა მიელოტოქსიკურ პროდუქტებთან ერთად მიღებისას არსებობს ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითების რისკი;

- ბუპროპიონი, დეპრესიის  სამკურნალო საშუალება  ან როგორც დამხმარე  საშუალება თამბაქოს მოწევის შესაჩერებლად;

- ეფავირენცი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ/ინფექციის სამკურნალოდ.

- მეტადონი,  აკრძალულ ნივთიერებებზე დამოკიდებულის სამკურნალო საშუალება (ანუ ნარკოტიკული ოპიოიდი);

- ვალპროატი, ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის სამკურნალო საშუალება;

- ტაკროლიმუსი,   ორგანოგადანერგილ პაციენტებში ორგანოს მოცილების პრევენციისთვის გამოყენებული პრეპარატი;

- სერტრალინი, დეპრესიის სამკურნალო საშუალება.

ანალგინ მაქსი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ამ წამლის მიღებისას ალკოჰოლის დალევა თავიდან უნდა იქნას  არიდებული.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

ორსულობა

 ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში  მეტამიზოლის გამოყენების შესახებ  მონაცემები შეზღუდულია, თუმცა დადასტურებული არ არის ემბრიონზე მავნე ეფექტი. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის  სხვა ვარიანტები არ არის, შესაძლებელია მეტამიზოლის ერთჯერადი დოზის გამოყენება პირველ და მეორე ტრიმესტრში, ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის და მეტამიზოლის გამოყენების სარგებელისა და რისკების ფრთხილად შეფასების შემდეგ. თუმცა, ზოგადად, მეტამიზოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის  პირველ და მეორე ტრიმესტრში. ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში, ანალგინ მაქსის მიღება არ შეიძლება დედისა და ბავშვისთვის გართულებების გაზრდილი რისკის გამო (სისხლდენა, ეგრეთ წოდებული ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვა დაბადებამდე, რომელიც  ბუნებრივად იხურება მხოლოდ დაბადების შემდეგ).

ძუძუთი კვება

მეტამიზოლის დაშლის პროდუქტები მნიშვნელოვანი რაოდენობით გადადის დედის რძეში და გამორიცხული არ არის რისკი ბავშვისთვის. ამიტომ,  ძუძუთი კვების დროს მეძუძური უნდა მოერიდოს  მეტამიზოლის მრავალჯერად გამოყენებას. დედის მიერ  მეტამიზოლის ერთჯერადი მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია მოხდეს დედის რძის შეგროვება და გადაღვრა დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.

მანქანებისა  და მექანიზმების მართვა  

ანალგინ მაქსმა შესაძლოა იმოქმედოს მანქანის ან მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ანალგინ მაქსის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

ეს წამალი შეიცავს ერთ პაკეტში (ერთჯერად დოზაში):

- 1068 მგ შაქარს, რაც უნდა გაითვალისწინონ  შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა.

- 5,8 მმოლ (135 მგ) ნატრიუმს. ეს უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია საკვებში ნატრიუმის  დონის კონტროლი.

ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში, პროდუქტის მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

მიღების წესი

წამლის მიღება უნდა მოხდეს ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად.

დოზირება დამოკიდებულია ტკივილის ინტენსივობაზე ან ტემპერატურის მატებაზე და ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე ანალგინ მაქსის მიმართ. რეკომენდებულია ყველაზე დაბალი  დოზის შერჩევა, რომელიც საჭიროა ტკივილისა და ცხელების კონტროლისთვის.

მოზრდილებისა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზა:

15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებმა და მოზრდილებმა (53 კგ-ზე მეტი წონით) შეიძლება  მიიღონ 1 პაკეტი ერთჯერადი დოზის სახით დღეში ოთხჯერ. მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილების და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის - 4 პაკეტი შუშხუნა ფხვნილი (შეესაბამება 4000 მგ-ს).

ბავშვებსა და მოზარდებში გამოიყენება

ანალგინ მაქსი რეკომენდებული არ არის 15 წლამდე მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის, იმის გამო, რომ ისინი საჭიროებენ აქტიური ნივთიერების ნაკლები შემცველობის წამლის ფორმებს.

ხანდაზმული ასაკის ზოგადი სუსტი ჯანმრთელობის/თირკმლის დარღევვების მქონე პაციენტები

ხანდაზმული ასაკის ზოგადი სუსტი ჯანმრთელობის/თირკმლის ფუნქციური დარღვევების მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს, ვინაიდან ასეთ პაციენტებში მეტამიზოლის დაშლის პროდუქტების  გამოყოფა შენელებულია.

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

იმის გამო, რომ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში გამოყოფის მაჩვენებელი შემცირებულია, თავიდან უნდა იქნას აცილებული მაღალი დოზების მრავლობითი მიღება. დოზის შემცირება საჭირო არ არის  მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისას. ხანგრძლივი გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

მიღების გზა  და ხანგრძლივობა

პროდუქტის მიღება შესაძლებელია საკვების მიღების დროის გათვალისწინების გარეშე. ერთი პაკეტის  შიგთავსს ათავსებენ საკმარისი მოცულობის წყლიან (150 მლ) ჭიქაში,   2 წუთიანი დაყოვნება უზრუნველყოფს  ერთგვაროვანი ხსნარი მიიღებას, რომელიც გამოიყენება პერორალურად. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპზე და სიმძიმეზე. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ექიმი აკონტროლებს სისხლის სურათს.

იმ შემთხვევაში, თუ წამალი ექიმის მიერ არ არის დანიშნული, არ უნდა იქნას მიღებული ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით 5 დღეზე მეტი, ხოლო ტემპერატურის შესამცირებლად - 3 დღეზე მეტი ხნით.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას.

დოზის გამოტოვება

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა წამლის მსგავსად, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ის ყველას არ უვლინდება.

ანალგინ მაქსის გამოყენება უნდა შეწყდეს  და მოხდეს ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია რომელიმე შემდეგი სიმპტომის შემთხვევაში: გულისრევა ან ღებინება, ცხელება,  დაღლილობის  შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალის თეთრი ნაწილის გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი კუჭის ზედა ნაწილში.  ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები.

ქვემოთ მითითებული სიხშირე შესააბამება გვერდითი რეაქციების შესახებ მიღებული შეტყობინებების სიხშირეს.

არახშირი (100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

• ქავილი, გამონაყარი კანზე (იისფერი და მუქი წითელი გამონაყარი, ზოგჯერ თან ახლავს ბუშტუკების გაჩენა);

• არტერიული წნევის დაქვეითება, ხშირია აჩქარებული პულსის გამოვლინება, სიფერმკრთალე, ოფლიანობა, კანკალი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ცნობიერების დაკარგვა.  არტერიული წნევის მნიშვნელოვანი ვარდნის რისკი იზრდება ძალიან მაღალ ტემპერატურაზე.

იშვიათი (გამოვლენილია 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

• კანზე გამონაყარი, მძიმე ალერგიული რეაქციები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს შეშუპებით  სახის, ენის ან ხორხის არეში,  ჰაერის უკმარისობით და ხრინწიანი სუნთქვით,  არტერიული წნევის დაქვეითებით;

• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის ალბათობას, კანისა და ლორწოვან გარსებში წერტილოვანი სისხლჩაქცევები, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიფერმკრთალე, სისუსტე ან ქოშინი;

• ხველა მაღალი დოზების მიღების შემდეგ.

ძალიან იშვიათი (10000-დან მინიმუმ 1 პაციენტში)

• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება და ამასთან დაკავშირებით, ინფექციების მიმართ მდგრადობის შემცირება;

• თრომბოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს;

• კანის სერიოზული დაზიანება და რეაქციები, მაგალითად, გამონაყრის გაჩენა კანის თმიან ნაწილზე, ხელებზე, წვივებზე და ტერფებზე, იშვიათად ტუჩებზე, სახეზე და სასქესო ორგანოებზე;

• ასთმური შეტევა (ჰაერის ნაკლებობა და სტვენა გულ-მკერდის არეში);

• თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ცილების გაჩენა შარდში, გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება;

• სისხლში ბილირუბინის დონის მომატება.

უცნობი სიხშირით (ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, ვერ გაკეთდება შეფასება)

• გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა;

• თავბრუხვევა;

• გულის პულსის  გახშირება, კანის სისხლჩაქცევები თითებზე, ცხვირზე, ტუჩების ირგვლივ, ლორწოვან გარსებზე; სიყვითლე.

• ღვიძლის ანთება, კანისა და   თვალების თეთრი ნაწილის გაყვითლება, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება  სისხლში.

კანის სერიოზული რეაქციები

მეტამიზოლის გამოყენება უნდა შეწყდეს და მოხდეს სამედიცინო დახმარებისათვის დაუყოვნებლივ მიმართვა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზულ გვერდითი რეაქციის შემჩნევის შემთხვევაში:

- წითელი, ბრტყელი, სამიზნის ფორმის ან მრგვალი ლაქები სხეულზე, ხშირად ცენტრალურად განლაგებული ბუშტუკებით, გათეთრებული კანი, წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებზე.

კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

-  ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და შეშუპებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).

ანალგინ მაქსის მაღალი დოზების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს  ძილიანობა, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, რაც უარყოფითად მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე და  იწვევს რეაქციების დარღვევას მოულოდნელ სიტუაციებში.

თუ წამლის რომელიმე გვერდითი რეაქცია ხდება სერიოზული, ან გამოვლინდა სხვა რეაქციები, რომლებიც ზემოთ  არ არის აღნიშნული, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

წამლის მიმართ  რაიმე არასასურველი რეაქციის გამოგივლენის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შორის, ყველა იმ შესაძლო გვერდითი მოვლენის შესახებ, რომლებიც ზემოთ აღნიშნული არ არის.

 გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, შესაძლებელია წვლილის შეტანა პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

შენახვის წესი

ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე,  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

არ გამოიყენოთ ეს წამალი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს. 

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან  საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ  ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს წამლების გადაგდება, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები  ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვა

პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი 3გ,

ქაღალდის/ალუმინის/  პოლიეთილენის პაკეტში.

ერთი შეფუთვა შეიცავს 6, 10 ან 20 პაკეტს.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy