Analgin - ანალგინი 50% 2მლ 10 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 11,88 GEL რეგულარული ფასი 16,50 GEL
მარაგშია
SKU
73277_68

ჩვენებები: სხვადასხვა წარმოშობის და ლოკალიზაციის ტკივილის სინდრომი; ცხელება გრიპის, მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს; თირკმლისა და ღვიძლის კოლიკა 

ანალგინის ხსნარი 50%

Solution Analgin 50%

ანალგინის 50% ხსნარი საინექციო

Solutio Analgini  50%  pro injectionibus  

გენერიული დასახელება: Metamizole sodium

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ATC - კოდი: N02BB02

ფორმა: საინექციო ხსნარი ამპულებში.

შემადგენლობა:
ყოველი მლ პრეპარატი შეიცავს 500 მგ ანალგინს.
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
პრეპარატს გააჩნია გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი დაკავშირებულია ტკივილის რეაქციის გამომწვევი ანთების ენდოგენური მედიატორების (ციტოკინები, ბრადიკინინები, პროსტაგლანდინები და სხვა) ბიოსინთეზის დათრგუნვასთან. პრეპარატი აბრკოლებს ტკივილის იმპულსების გატარებას ნერვული ბოჭკოების მიერ და ზრდის აღგზნების ზღურბლს თალამუსის დონეზე. სიცხის დამწევი მოქმედების მექანიზმი ძირითადად განპირობებულია ბაქტერიების ენდოტოქსინების გამოყოფის შეზღუდვით.

ფარმაკოკინეტიკა:
კუნთში შეყვანისას სწარაფად და სრულად შეიწოვება სისხლში. ღვიძლში განიცდის დაჟანგვით დეზამინირებას. ბავშვებში დეზამინირების პროცესები მიმდინარეობს უფრო ნელა ვიდრე მოზრდილებში. ბავშვებში ხშირი შეყვანისას (დღეღამეში 4- ჯერზე უფრო მეტი) შესაძლებელია პრეპარატის კუმულაცია და ინტოქსიკაცია.
სისხლში პრეპარატი აღინიშნება მხოლოდ მეტაბოლიტების სახით. ანალგინი და მისი მეტაბოლიტები სუსტად უკავშირდებიან პლაზმის ცილებს, სწრაფად და თანაბრად ნაწილდებიან ქსოვილებში. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პარენტერალური შეყვანიდან 1-1,5 სთ შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 7 სთ. მეტაბოლიტები მთლიანად გამოიყოფა შარდთან ერთად, შეყვანილი დოზის 71% გამოიყოფა 0-24 სთ პერიოდში, ხოლო დანარჩენი 18% 24-48 სთ პერიოდში.

ჩვენებები:
სხვადასხვა წარმოშობის ტკივილები (თავის ტკივილი, ნევრალგია, რადიკულიტები, მიოზიტები), ციებცხელება, გრიპი, რევმატიზმი, ქორეა.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში შეჰყავთ კუნთში (ან ინტრავენურად ძლიერი ტკივილის დროს), 1-2 მლ პრეპარატი 2-3-ჯერ დღეღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 6 მლ (3 გრ ანალგინი).
ბავშვებში შეჰყავთ კუნთში ერთჯერადი დოზით 0,1-0,2 მლ პრეპარატი (50-100 მგ ანალგინი) სხეულის 10 კგ მასაზე, 1-2 ჯერ დღეღამეში.

უკუჩვენებები:
პრეპარატისადმი ინდივიდუალური მგრძნობიელობა (ალერგიული რეაქციები, ბრონქოსპაზმი), აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰეპატოპორფირია, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების დეკომპენსირებული უკმარისობები.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რექციები: ბრონქოსპაზმი, კანზე გამონაყარი, კვინკეს შეშუპება, იშვიათად ანაფილაქსიური შოკი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
კოდეინთან ერთდროული მოხმარებისას იზრდება პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ბარბიტურატებთან ერთდროული მოხმარებისას ეფექტი არასტაბილურია - შესაძლებელია მოქმედების გაძლიერება ან შესუსტება. მერკაზოლილთან ერთდროული მიღებისას იზრდება ლეიკოპენიის ალბათობა. ანალგინი აძლიერებს პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების მოქმედებას.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატს ღებულობენ განსაკუთრებული სიფრთხილით.

სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატს ნიშნავენ სიფრთხილით, განსაკუთრებით 9 წლის ასაკამდე ბავშვებში. პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი. ორსულებში (განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში და ორსულობის უკანასკნელი 6 კვირის განმავლობაში) პრეპარატის მიღება უნდა იყოს შეზღუდული.
პრეპარატის მიღება არ მოქმედებს ავტომანქანის მართვაზე და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობაზე.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ჰიპოთერმია, გამოხატული ჰიპოტენზია, გულისცემა, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, შფოთვა, კრუნჩხვები, შესაძლებელია მწვავე აგრანულოციტოზის, ჰემორაგიული სინდრომის, თირკმლის ან ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარება. მკურნალობა: სიმპტომური თერაპია მიმართული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების შენარჩუნებაზე.

შენახვის პირობები: სინათლისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი.

გამოშვების ფორმა: 2 მლ პრეპარატი ამპულაში. 10 ამპულა კოლოფში.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy