Paidofebril - პაიდოფებრილი სუსპენზია 20მგ/მლ 200მლ
ჩვენება: მსუბუქი, უმნიშვნელო ტკივილისას; მაღალი ტემპერატურის დროს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: იბუპროფენი.
სუსპენზიის ყოველი მლ. შეიცავს 20 მგ იბუპროფენს.
დამხმარე ნივთიერებები (გამხსნელები): გლიცერინი (E-422), მალტიტოლის სიროფი (E-965), მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ციტრატი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ბენზოატი (E-211), ნატრიუმის სახარინი, ფორთოხლის ესენცია და გაფილტრული წყალი.
გამოყენება
პაიდოფებრილი შეიცავს იბუპროფენს და მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების ჯგუფს (ასამ).
მედიკამენტი გამოიყენება:
- მსუბუქი, უმნიშვნელო ტკივილისას;
- მაღალი ტემპერატურის დროს;
- იუვენილური რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ.
უკუჩვენებები
- იბუპროფენის, ან მედიკამენტის შემადგენლობაში მყოფი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია;
- თუ ჰქონდა ასთმური ტიპის ალერგიული რეაქციები, რინიტი ან ჭინჭრის ციება გამოწვეული ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების ჯგუფის პრეპარატების მიმართ;
- თუ ჰქონდა სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან ან საჭმლის მომნელებელი აპარატის პერფორაცია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების მიღების დროს;
- თუ ჰქონდა წყლული ან სისხლდენა კუჭიდან და ნაწლავიდან;
- სისხლის ღებინება;
- კუპრისებრი განავალი ან სისხლნარევი დიარეა;
- გართულებული წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება;
- ღვიძლის ან თირკმლების მძიმე დაავადება;
- სისხლის კოაგულაციის დარღვევა ან ანტიკოაგულანტებით (სისხლის გამათხელები პრეპარატები) მკურნალობა. იმ შემთხვევაში თუ საჭიროა მედიკამენტის მიღების პარალელურად ანტიკოაგულანტების მიღება, ექიმმა უნდა განახორციელოს სისხლის კოაგულაციის შემოწმება;
- გულის მწვავე უკმარისობა ;
- ორსულობის მესამე ტრიმესტრი.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტი მიღებული იქნას მცირე დოზით, რომელიც შეამსუბუქებს/გააკონტროლებს ტკივილს და არ უნდა იქნას მიღებული სიმპტომების გასაკონტროლებლად საჭიროზე მეტ ხანს.
პაიდოფებრილის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ:
- ედემის (სითხის შეკავების) შემთხვევაში.
- ღვიძლის ან თირკმელების დაავადებების შემთხვევაში;
- თუ გადატანილი გაქვთ რაიმე სახის გულის პრობლემები ან გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა;
- ბრონქული ასთმის ან რაიმე ალერგიული დაავადების შემთხვევაში;
- თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების რაიმე დაავადება, ხართ 60 წელს გადაცილებული და გჭირდებათ ამ პრეპარატის ხანგრძლივი დროით მიღება (1 -დან 2 კვირამდე), შესაძლოა საჭირო გახდეს ექიმის რეგულარული კონტროლი. ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის გამოყენების ფორმას;
- დეჰიდრატაციის სიმპტომებისას, მაგ. დიარეა ან ღებინება, რეკომენდებულია დიდი ოდენობით სითხეების მიღება და ექიმთან კონსულტაცია, რადგანაც იბუპროფენი ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა გახდეს დეჰიდრატაციის გამო თირკმლის უკმარისობის გამომწვევი მიზეზი;
- კრონის დაავადებისას (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნაწლავს და იწვევს ანთებას, რომელიც ძირითადად სისხლნარევი დიარეით ან წყლულოვანი კოლიტით არის გამოხატული). პაიდოფებრილის მსგავსი მედიკამენტები ხშირ შემთხვევაში იწვევენ ამ პათოლოგიების გართულებებს;
- დიურეტიკებით (შარდმდენი მედიკამენტები) მკურნალობისას ექიმმა უნდა გააკონტროლოს თირკმლის ფუნქციონირება;
- სისტემური ერითემული ლუპუსისას (ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას და სხვადსხვა სასიცოცხლო ორგანოს, ნერვულ სისტემას, სისხლძარღვებს, კანს და კიდურებს), რადგანაც შესაძლოა განვითარდეს ასეპტიკური მენინგიტი (თავისა და ზურგის ტვინის დამცავი მემბრანების - მენინგების ანთება, გამოწვეული არ არის ბაქტერიებით).
- მწვავე გარდამავალი პორფირიის დროს (მეტაბოლური დაავადება, რომელიც აზიანებს სისხლს და შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შარდის წითლად შეფერადება, სისხლის შერევა შარდში და ღვიძლის დაავადება);
- თუ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ აღინიშნება თავის ტკივილები, არ მიიღოთ მედიკამენტის მაღალი დოზები;
- ეს მედიკამენტი შესაძლოა გახდეს ალერგიული რეაქციების გამომწვევი;
- სერიოზული ქირურგიული ჩარევის პოსტოპერაციულ პერიოდში იბუპროფენის მიღებისას საჭიროა ექიმის მკაცრი კონტროლი;
- რეკომენდირებული არ არის ამ მედიკამენტის მიღება ჩუტყვავილას დროს.
კარდიოვასკულარული მოვლენები
პაიდოფებრილის მსგავსი მედიკამენტები ასოცირდება გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ტვინის ინფარქტის გამოწვევის მცირეოდენ რისკთან, რაც განსაკუთრებით იზრდება მათი დიდი დოზებით გამოყენების ან ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას და არც მკურნალობის პერიოდს.
თუ გაწუხებთ გულისა და თავის ტვინის პრობლემები, ან ფიქრობთ რომ გაქვთ მიდრეკილება ასეთი პათოლოგიების მიმართ (მაგ. მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, ხართ მწეველი), კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე ამ ტიპის მედიკამენტები შესაძლოა გახდეს სითხის შეკავების გამომწვევი მიზეზი, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ გულის უკმარისობა და მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია).
გაფრთხილება ორსულობის პერიოდში და ქალის ფერტილურ/ნაყოფიერ ასაკში
იმის გამო, რომ პაიდოფებრილის ტიპის მედიკამენტების მიღება ასოცირდება კონგენიტური პათოლოგიებისა და აბორტების გამოწვევის რისკის ზრდასთან, პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებული არ არის ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, გარდა მისი მიღების აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში მისი მიღების დოზა და ხანგრძლივობა მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში იბუპროფენის მიღება უკუნაჩვენებია.
ფერტილურ/ნაყოფიერ ასაკში მყოფმა პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტები იწვევენ ჩასახვის ალბათობის დაქვეითებას.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
თუ იყენებთ, ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რაიმე სხვა მედიკამენტი, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება პაიდოფებრილთან ერთად ქვემოთ აღნიშნული მედიკამენტების მიღება:
- ასპირინის მსგავსი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები;
- ანტიაგრეგანტები (მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლიან თრომბის და კოაგულების წარმოქმნას სისხლძარღვებში), მაგ. ტიკლოპიდინი;
- ანტიკოაგულანტები (მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად და კოაგულების წარმოქმნის პრევენციისათვის), მაგ. ვარფარინი;
- სელექტიური ინჰიბიტორები სეროტონინის შესანარჩუნებლად (გამოიყენება დეპრესიის დროს);
- ლითიუმის პრეპარატები. დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ;
- მეტოტრექსატი (კიბოსა და ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ). დოზის განსაზღვრა ხდება ექიმის მიერ;
- მიფეპრისტონი (აბორტების ინდუქტორი);
- დიგოქსინი და კარდიოტონური გლიკოზიდები (გამოიყენება გულის დაავადებათა სამკურნალოდ);
- ფენიტოინის მსგავსი ჰიდანტოინები (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);
- სულფანილამიდები, როგორიცაა სულფამეტოქსაზოლი და კოტრიმოქსაზოლი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);
- კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა კორტიზონი და პრედნიზოლონი;
- დიურეტიკები (მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება შარდის გამოყოფის გასაზრდელად);
- პენტოქსიფილინი (გამოიყენება გარდამავალი კოჭლობის სამკურნალოდ);
- პრობენესიდი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ და პენიცილინთან ერთად ინფექციების სამკურნალოდ);
- ქინოლონის ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებები, როგორიცაა ნორფლოქსაცინი;
- სულფინპირაზონი (პოდაგრის სამკურნალოდ);
- სულფონილური საშუალებები, როგორიცაა ტოლბუტამიდი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ);
- ტაკლორიმუსი ან ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოების გადანერგვისას);
- ზიდოვუდინი (შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი);
- ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (მაღალი არტერიული საწინააღმდეგო წნევის საშუალებები);
- თრომბოლიზური საშუალებები (თრომბების დამშლელი საშუალებები);
- ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნეომიცინი;
- მცენარეული ექსტრატები: გინგკო ბილობა.
პრეპარატის გავლენა ზოგიერთი ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგზე
- სისხლდენის ხანგრძლივობა (შესაძლოა გაგრძელდეს 1 დღის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ);
- სისხლში გლუკოზის შემცველობა (შესაძლოა შემცირდეს);
- კრეატინინის შემცველობა (შესაძლოა შემცირდეს);
- ჰემატოკრიტი და ჰემოგლობინი (შესაძლოა შემცირდეს);
- სისხლის შარდოვანას აზოტისა და კრეატინინისა და კალიუმის შრატის კონცენტრაციის განსაზღვრა (შესაძლოა გაიზარდოს);
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ტრანსფერაზას დონის მომატება.
კლინიკური ანალიზის საჭროების შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ინფორმაცია იმის შესახებ თუკი მოიხმართ, ან ახლო წარსულში მიიღეთ იბუპროფენი.
პაიდოფებრილის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
რეკომენდებულია პაიდოფებრილის მიღება რძესთან ან საჭმელთან ერთად, ან ჭამის დასრულებისთანავე, რათა მოხდეს კუჭში დისკომფორტის გამოწვევის შესაძლებლობის შემცირება.
არ შეიძლება მისი მიღება ალკოჰოლთან ერთად.
იბუპროფენის გამოყენებამ იმ პირებში, რომლებიც ჩვეულებრივ რეჟიმში იღებენ ალკოჰოლს (სამი ან მეტი ალკოჰოლური სასმელი - ლუდი, ღვინო, ლიქიორი - დღის განმავლობაში), შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა კუჭიდან.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილური/ნაყოფიერი პერიოდი
ფეხმძიმობის ან ლაქტაციის პერიოდში, ან ორსულად ყოფნის ალბათობისას ან დაფეხმძიმების სურვილის არსებობისას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
იბუპროფენის მიღება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში (იხ. პუნქტი: უსაფრთხოების ზომები ორსულობის პერიოდში და ქალები ფერტილურ/ნაყოფიერ ასაკში).
მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტის მხოლოდ მცირედი ოდენობა ხვდება დედის რძეში, რეკომენდირებული არ არის ლაქტაციის პერიოდში ხანგრძლივად იბუპროფენის მიღება. მაღალი ტემპერატურისა და ტკივილის მკურნალობის მიზნით ამ მედიკამენტის მცირე დოზით მიღების გამო აუცილებელი არ არის ლაქტაციის შეწყვეტა. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა
ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში თუ გამოვლინდა თავბრუსხვევა, ღებინება, მხედეველობის გაუარესება ან სხვა სიმპტომები, არ უნდა მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მანქანა-დანადგარებთან. თუ მოიხმართ იბუპროფენის მხოლოდ ერთ დოზას დროის ხანმოკლე პერიოდში, აუცილებელი არ არის რაიმე განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაიდოფებრილი 20მგ/მლ სუსპენზიის შემადგენლობაში მყოფი ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
პაიდოფებრილი შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს (E-211), გლიცერინს (E-422) და მალტიტოლის სიროფს (E-965).
ამ მედიკამენტის დიდი დოზებით მიღება გლიცერინის, როგორც გამხსნელის შემცველობის გამო, შესაძლოა იყოს საზიანო. შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, დისკომფორტი კუჭში და დიარეა.
ნატრიუმის ბენზოატის (E-211) შეცველობის გამო შესაძლოა გამოიწვიოს თვალების, კანისა და ლორწოვანი გარსის მსუბუქი გაღიზიანება. ასევე შესაძლოა გაიზარდოს კანის გაყვითლების (სიყვითლე) რისკი ახალშობილებში.
მედიკამენტი შეიცავს მალტიტოლის სიროფს (E-965), ამიტომ თუ თქვენ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან.
მიღების წესი
რეკომენდებულია ზედმიწევნით დაიცვათ თქვენი ექიმისა თუ ფარმაცევტის მიერ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით გაცემული მითითებები. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, კვლავ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოტოვოთ მისაღები დოზა.
ექიმი განსაზღვრავს პაიდოფებრილით მკურნალობის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა დროზე ადრე, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს. ასევე არ მიიღოთ პაიდოფებრილი ექიმის მიერ განსაზღვრულ დროზე ხანგრძლივად.
პაიდოფებრილი წარმოადგენს პერორალური მოხმარების სუსპენზიას.
გამოყენების წესი
დოზირების ზუსტი განსაზღვრისათვის, შეფუთვის შემცველობაში შედის 5მლ-იანი გრადუირებული შპრიცი. თავდაპირველად საჭიროა სუსპენზიის შენჯღრევა, შპრიცს ვათავსებთ ფლაკონის თავსახურთან და სუსპენზიის საჭირო დოზას ვიღებთ გრადუირებული შპრიცით.
ყოველი მოხმარების შემდეგ საჭიროა შპრიცის გასუფთავება და გამშრალება.
თუ მგრძნობიარე კუჭი გაქვთ, მედიკამენტი მიიღეთ საჭმელთან ერთად.
გამოყენება ბავშვებში
იბუპროფენის მისაღები დოზა განისაზღვრება ბავშვის ასაკისა და წონის შესაბამისად. 6-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში, იბუპროფენის რეკომენდებული ყოველდღიური დოზაა 20 დან 30 მგ/კგ წონაზე, გადანაწილებულ 3 ან 4 მისაღებ დოზად (იხ. ცხრილი). დოზებს შორის ინტრვალი დამოკიდებულია სიმპტომების განვითარებაზე, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს 4 საათზე ნაკლები.
ასაკი |
სხეულის წონა |
მისაღები დოზა |
ჩვილი ბავშვები 6 დან 12 თვემდე |
დაახლ. 7.7-9კგ. |
2.5 მლ 3-4 ჯერ დღეში (შეესაბამება 150-200მგ იბუპროფენს/დღეში) |
ჩვილი ბავშვები 1-დან 2 წლამდე ბავშვები 2- დან 3 წლამდე |
დაახლ. 10-15კგ. |
5 მლ 3- ჯერ დღეში (შეესაბამება 300მგ იბუპროფენს/დღეში) |
ბავშვები 4 - დან 6 წლამდე |
დაახლ. 16-20 კგ. |
7.5 მლ 3- ჯერ დღეში (შეესაბამება 450მგ იბუპროფენს/დღეში) |
ბავშვები 7 - დან 9 წლამდე |
დაახლ. 21-29 კგ. |
10 მლ 3-ჯერ დღეში (შეესაბამება 600მგ იბუპროფენს/დღეში) |
ბავშვები 10 - დან 12 წლამდე |
დაახლ. 30-40 კგ. |
15 მლ 3-ჯერ დღეში (შეესაბამება 900მგ იბუპროფენს/დღეში) |
იუვენილური რევმატიული ართრიტის სამკურნალოდ შესაძლოა საჭირო გახდეს დიდი დოზის მიღება, თუმცა რეკომენდებული არ არის დღეში 40 მლ/კგ იბუპროფენზე მეტის მიღება.
რეკომენდებული არ არის იბუპროფენის მიღება 6 თვემდე ასაკის ჩვილებში.
მოზარდები და უფროსი ასაკის ადამიანები: რეკომენდირებული დოზაა 20 მლ დღეში (შეესაბამება 1200-1600 მგ. იბუპროფენს), ავადმყოფობის სიმპტომების სრულ გაქრობამდე.
ხანში შესული პაციენტები: ზოგადად, დოზირების რაიმე განსაკუთრებული შეცვლის საჭიროება არ არსებობს.
ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები: თქვენი ექიმი განსაზღვრავს საჭირო დოზას.
თუ მიიჩნევთ, რომ პაიდოფებრილის ზემოქმედება ზედმეტად სუსტი ან ძლიერია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
პაიდოფებრილის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიური ინფორმაციის სამსახურს ტელეფონის ნომერზე: 915620420, აცნობეთ მოხმარებული პრეპარატისა და დოზის შესახებ. რეკომენდირებულია პრეპარატის ანოტაციისა და შეფუთვის წაღება პროფესიონალ სამედიცინო მუშაკთან. დოზის გადაჭარბების გამომხატველი მსუბუქი სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინება, ინდიფერენტულობა, თავის ტკივილი, თვალის უნებლიე ჩქარი მოძრაობები, ყურების დახშობა და კუნთების კოორდინაციის დარღვევა.
იშვიათად ხდება ისეთი მძიმე სიმპტომების გამოვლენა, როგორიცაა: ნაწლავიდან სისხლდენა, წნევის დაცემა, სხეულის ტემპერატურის დაცემა, მეტაბოლური აციდოზი, კრუნჩხვები, თირკმლის ფუნქციის მოშლა, კომა, ზრდასრულ ადამიანებში სუნთქვის გართულება და ბავშვებში სუნთქვის დროებით შეჩერება (მედიკამენტის გადაჭარბებული დოზების მიღების შემდეგ).
მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევაში, ექიმი განსაზრღვრავს საჭირო ზომების მიღებას.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა გააქტივებული ნახშირის მიღება. კუჭის ამორეცხვა მიზანშეწონილია მნიშვნელოვნად ჭარბი დოზის მიღებიდან 60 წუთის განმავლობაში.
დოზის გამოტოვება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის შესავსებად.
თუ გამოგრჩათ მისაღები დოზა, მიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოსაა, აღარ მიიღით გამოტოვებული დოზა და შემდეგი დოზა მიიღეთ დანიშნულ დროს.
პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებული რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტები
ისევე როგორც ყველა მედიკამენტმა, პაიდოფებრილმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს არ ხდება ყველა მომხმარებლის შემთხვევაში.
იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების გვერდითი ეფექტები უფრო მეტად დამახასიათებელია 65 წელზე ზემოთ ასაკის პაციენტებში. გვერდითი ეფექტების გამოვლენა ნაკლებად ხდება ამ მედიკამენტით ხანმოკლე მკურნალობის პერიოდში, თუ დოზირება არ აღენატება რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზას.
გამოვლენილულია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
გასტროინტესტინალური:
პაიდოფებრილის ტიპის მედიკამენტების გამოყენების შედეგად ყველაზე ხშირიად გამოვლენილია გასტროინტესტინური გვერდითი ეფექტები: პეპტიური წყლული, სისხლდენა საჭმლის მომნებელი სისტემაში, პერფორაცია (რიგ შემთხვევებში სასიკვდილო), განსაკუთრებით ხანშიშესულ პაციენტებში. ასევე გამოვლენილია თავბრუსხვევა, ღებინება, დიარეა, შებერილობა, შეკრულობა, კუჭის წვა, მუცლის ტკივილი, სისხლიანი განავალი, პირის აფტები, აფთები პირის ღრუში, წყლულოვანი კოლიტის გაუარესება და კრონის დაავადება (ქრონიკული დაავადება რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნაწლავს და იწვევს ანთებას,
რომელიც ძირითადად სისხლნარევი დიარეით ან წყლულოვანი კოლიტით არის გამოხატული). ნაკლები სიხშირით არის გამოვლენილი გასტრიტის შემთხვევები.
იშვიათად: საყლაპავი მილის ანთება, საყლაპავი მილის შევიწროება (საყლაპავი მილის სტენოზი), ნაწლავური დივერტიკულების დაავადების გართულება, არასპეციფიური ჰემორაგიული კოლიტი (გასტროენტერიტი, რომელსაც ახლავს დიარეა სისხლით).
ძალიან იშვიათად: პანკრეატიტი.
კარდიოვასკულური: პაიდოფებრილის მსგავსი მედიკამენტები ასოცირდება სტენოკარდიული შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ტვინის ინფარქტის გამოწვევის მცირეოდენ რისკთან. ასევე გამოვლენილია ედემა (სითხის შეკავება), არტერიული წნევა და გულის უკმარისობა.
კანის დაავადებები:
ხშირი: გამონაყარი კანზე (ერუპცია).
ნაკლებად ხშირი: კანის გაწითლება, შეშუპება და ქავილი, პურპურა (იასამნისფერი ლაქები კანზე).
ძალიან იშვიათად: თმის ცვენა, მრავალგვარი ერითემა (კანზე დაზიანებები), სინათლით გამოწვეული რეაქციები კანზე, კანის სისხლძარღვების ანთება.
მხოლოდ ჩუტყვავილას შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს კანის მძიმე ინფექციები და კანქვეშა ქსოვილის დაზიანებები.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, პაიდოფებრილის ტიპის მედიკამენტები შესაძლოა გახდეს ისეთი ძლიერი რეაქციების გამომწვევი როგორიცაა სტივენ ჯონსის სინდრომი (ეროზიები რომლებიც აზიანებენ კანს და ორ ან მეტ ლორწოვან გარსს, იასამნისფერი დაზიანებები) და ეპიდერმული ტოქსიკური ნეკროლოზი (ლორწოვანი გარსის ეროზიები და მტკივნეული ნეკროზული დაზიანებები და ეპიდერმისის აქერცვლა).
იმინური სისტემა:
ნაკლებად ხშირი: ედემა კანის არეში, ლორწოვან გარსზე და ზოგჯერ შინაგან ორგანოებზე (ანგიოედემა).
ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, ბრონქოსპაზმი (ბრონქების სპაზმი, რაც აფერხებს ფილტვებში ჰაერის მიწოდებას).
იშვიათად: მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი). ძლიერი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს პირის, სახის, ხორხის შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ასთმა, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია და შოკი.
ძალიან იშვიათად: ტკივილი კიდურებში და ცხელება (ერითემული ლუპუსი).
ცენტრალური ნერვული სისტემა:
ხშირად: დაღლილობა და ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და არასტაბილურობის შეგრძნება.
იშვიათად: პარესთეზია (ძილიანობა, ქავილი, მოძრაობის შესუსტება, განსაკუთრებით ზედა და ქვედა კიდურებში). ძალიან იშვიათად: ასეპტიკური მენინგიტი (წარმოადგენს თავისა და ზურგის ტვინის დამცავი მემბრანების - მენინგების ანთებას, გამოწვეული არ არის ბაქტერიებით). იბუპროფენით ასეპტიკური მენინგიტის გამოვლენის უმეტეს შემთხვევებში, პაციენტი დაავადებული იყო ავტოიმუნური დაავადების რომელიღაც ფორმით (როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა და სხვა კოლაგენური დაავადებები), რაც რისკის ფაქტორს წარმოადგენდა. ასეპტიკური მენინგიტის გამოვლენილი სიმპტომებია: კისრის დაჭიმულობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინება, ცხელება და დეზორიენტაცია.
ფსიქიატრული:
ნაკლებად ხშირი: უძილობა, მოუსვენრობა, შფოთვა. იშვიათად: დეზორიენტაცია ან დაბნეულოება, ნერვოზი, გაღიზიანება, დეპრესია, ფსიქოპათური რექციები.
სმენითი:
ხშირი: თავბრუსხვევა, ნაკლებად ხშირი: ყურების დახშობა. იშვიათად: სმენის გართულება.
ოკულარული:
ნაკლებად ხშირი: მხედველობის გაუარესება. იშვიათად: ანორმული ან ბუნდოვანი მხედევლობა.
სისხლი:
იშვიათად: თრომბოციტების შემცირება, ლეიკოციტების შემცირება (რაც შესაძლოა გამოვლინდეს ხშირი ინფექციებით მაღალი ტემპერატურის თანხლებით, ცხელებით ან ყელის ტკივილით). ერითროციების შემცირება (რაც შესაძლოა გამოხატული იყოს სუნთქვის გართულებით და კანის სიფერმკთალით. გრანულოციტების შემცირება (თეთრი ბურთულები, რომლებიც იცავენ ორგანიზმს ინფექციებისაგან), პანციტოპენია (წითელი და თეთრი ბურთულების, ტრომბოციტების ნაკლებობა სისხლში), აგრანულოციტოზი (გრანულოციტების დიდი ოდენობით შემცირება), აპლაზური ანემია (ძვლის ტვინის უკმარისობა სხვადასხვა ტიპის უჯრედების წარმოსაქმნელად), ჰემოლიტიზური ანემია (წითელი ბურთულების განადგურება).
პირველი სიმპტომებია: ცხელება, ყელის ტკივილი. პირის ზედაპირული წყლულები, ფსევდოგრიპოზული სიმპტომები, ძლიერი დაღლილობა, ცხვირიდან სისხლდენა. ძალიან იშვიათად: სისხლდენის გახანგრძლივება.
თირკმელები:
SMA=ის (ესპანეთის სამედიცინო სააგენტო) ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ შეიძლება გამოირიცხოს ნეფრიტის გამოვლენა (თირკმლის ანთება), ნეფროზული სინდრომი (დამახასიათებელია შარდში ცილების მატება და სხეულის შეშუპება), თირკმლის უკმარისობა (თირკმლის ფუნქციის უნარის დაკარგვა).
ღვიძლი:
პაიდოფებრილის ტიპის მედიკამენტების გამოყენება, იშვიათ შემთხვევებში ასოცირდება ღვიძლის დაზიანებასთან. სხვა იშვიათი გვერდითი ეფექტებია: ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ღვიძლის ფუნქციონირების ანომალიები და იქტერისია (კანისა და თვალების სიყვითლე).
უცნობი სიხშირით: ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის მძიმე დაზიანება).
ზოგადი:
ინფექციური პროცესების მიმდინარეობისას ანთების გართულება.
ამ დრომდე გამოვლენილი არ ყოფილა იბუპროფენით გამოწვეული მძიმე ალერგიული რეაქციები, თუმცა მათი გამორიცხვა არ შეიძლება. მსგავსი ტიპის რეაქციების გამოხატულება შეიძლება იყოს: ცხელება, გამონაყარი კანზე, მუცლის ტკივილი, თავის ინტენსიური ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინება, სახის, ენისა და ყელის შეშუპება, სუნთქვის გართულება, ასთმა, ჰიპოტენზია (სისხლის წნევის უჩვეულო დაქვეითება და შოკი).
მკურნალობა უნდა შეწყდეს და მიმრთოთ ექიმს, თუკი გამოვლინდა ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:
- ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, სახის შეშუპება, მკერდის არეში ჩხვლეტები და სუნთქვის გართულება;
- სისხლის ან ყავის ნალექის მსგავსი მასის ღებინება;
- სისხლიანი განავალი და დიარეა;
- თავის ინტენსიური და ძლიერი ტკივილი;
- კანის სიყვითლე;
- ჰიპერმგრძნობელობის რთული ნიშნები (იხ. ზემოთ);
- კიდურების შეშუპება ან სითხის დაგროვება მათში.
თუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე გამოვლენილი გვერდითი ეფექტი სერიოზულია ან გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი აღნიშნულ ანოტაციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
მოქმედების ვადა განისაზღვრება იმ თვის ბოლო დღით, რომელიც აღნიშნულია.
მედიკამენტებისა და მათი შეფუთვების ნაგავში გადაგდება არ შეიძლება. მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ არა საჭირო მედიკამენტები და მათი შეფუთვები. ამით თავიდან ავიცილებთ გარემოს დაბინძურებას.
გარეგნული სახე და შეფუთვა
თეთრი ფერის სუსპენზია ფორთოხლის სუნით. წარმოდგენილია 200 მლ-იანი ფლაკონით და თნ ახლავს გრადუირებული (5 მლ ნიშნულებიანი) შპრიცი.
კომერციალიზაციის ნებართვის მფლობელი და წარმოებაზე პასუხისმგებელი
შპს „ლაბორატორია ალდო-უნიონი“
ესპანეთი, 08950 ესპლუგეს დე ლიობრეგატი (ბარსელონა), ბარონესა დე მალდას 73.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account