Ibuprofen - იბუპროფენი 400მგ 50 ტაბლეტი

9,16 GEL
მარაგშია
SKU
69349_33

ჩვენება: მწვავე და ქრონიკული ართრიტი, განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი, ანკილოზური სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება) და ხერხემლის სხვა ანთებითი დავადებები, რბილი ქსოვილების რევმატიზმი

შემადგენლობა

 აქტიური ნივთიერება:

თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ იბუპროფენს.

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, კარტოფილის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პრეჟელატინირებული სახამებელი, ტალკი, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171).

 ფარმაკოლოგიური თვისებები

ცხოველეში ჩატარებული სტანდარტული ექსპერიმენტებიდან დამტკიცდა, რომ იბუპროფენს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო/ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, რაც მიიღწევა პროსტაგლანდინების სინთეზის დაინჰიბირების ხარჯზე. ადამიანებში იბუპროფენი ამცირებს ტკივილს, შეშუპებასა და სიცხეს. გარდა ამისა, იბუპროფენი აინჰიბირებს ადფ-ს და კოლაგენით გამოწვეულ თრომბოციტების აგრეგაციას.

 ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღების შემდეგ იბუპროფენი ნაწილობრივ აბსორბირდება კუჭიდან, ხოლო ნაწლავებიდან მთლიანად აბსორბირდება. ღვიძლის მეტაბოლიზმის (ჰიდროქსილირებს და კარბოქსილირების) შედეგად წარმოქმნილი ფარმაკოლოგიურად არაქტიური მეტაბოლიტების უმეტესი ნაწილი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით (90%), ხოლო ნაწილი კი _ ნაღველის გზით. ჯანმრთელ პირებში და ღვიძლისა და თირკმლების დაავადების მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.8-3.5 საათს. პრეპარატის 99% უერთდება პლაზმის ცილებს. პერორალურად მიღების შემდეგ პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1-2 საათის შემდეგ.

 ჩვენებები

იბუპროფენ დენკი 400 ხსნის ტკივილს და ამცირებს ანთებით პროცესს. იგი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

- მწვავე ართრიტი (პოდაგრის ჩათვლით)

- ქრონიკული ართრიტი, განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი (ქრონიკული პოლიართრიტი)

- ანკილოზური სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება) და ხერხემლის სხვა ანთებითი დავადებები

- სახსრისა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები (ართროზი და სპონდილოართროზი)

- რბილი ქსოვილების რევმატიზმი

- დაზიანების ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ განვითარებული მტკივნეული შეშუპება და ანთება

- ტკივილი, მაგალითად თავის, კბილის, მენსტრუალური ტკივილი

- ზედა სასუნთქი გზების კატარალური ინფექციების შედეგად განვითარებული ტკივილი და სიცხე.

 მიღების წესები და დოზები

თუ განსხვავებული მითითება არ არსებობს, პაციენტმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი დოზირების ინსტრუქციით:

ა) ტკივილის და სიცხის მკურნალობა:

მოზრდილები: ეფექტურ დოზას წარმოადგენს 200-400 მგ იბუპროფენი. მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1200 მგ-ს, რაც შეესაბამება 2-3 შემოგარსულ ტაბლეტს დღეში. ბავშვები და მოზარდები: 14 წლამდე ბავშვებისთვის არ არის სასურველი იბუპროფენ დენკი 400-ის მიღება, რადგან პრეპარატი შეიცავს აქტიური ნივთიერებების მაღალ კონცენტრაციას. 14 წელზე უფროსი ბავშვებისთვის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10-15 მგ/ სხეულის კგ წონაზე, რაც ინიშნება 2-4 ერთეული დოზის სახით.

ბ) რევმატიზმის საწინააღმდეგო თერაპიის დროს:

მოზრდილები: იბუპროფენის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1200-2400 მგ-ს დღეში, რაც შეესაბამება 3 ინდივიდუალურ დოზას, 1-2 შემოგარსულ ტაბლეტის სახით. ინდივიდუალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 800 მგ-ს (2 ტაბლეტი). ბავშვები და მოზარდები: არ არის რეკომენდირებული იბუპროფენ დენკი 400-ის მიღება 12 წლამდე ბავშვებისთვის, რადგან პრეპარატი შეიცავს აქტიური ნივთიერებების მაღალ კონცენტრაციას. 12 წელზე უფროსი ბავშვებისთვის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 15-20 მგ/სხეულის კგ წონაზე, რაც ინიშნება 2-4 ერთეული დოზის სახით.

არ შეიძლება რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება.

 გვერდითი მოვლენები

ხშირია კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიც არის გულისრევა, დიარეა, სისხლდენა. ამ უკანასკნელმა შესაძლებელია გამოიწვიოს ანემია. იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს როგორც კუჭისა და თორმეტგოჯას წყლული, ისე მათგან გამოწვეული სისხლდენა. ძლიერი ტკვილის, განსაკუთრებით ზემო აბდომინალური ტკივილის და/ან შავი განავლის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

ინდივიდუალურ შემთხვევებში ხანგრძლივმა მკურნალობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. ამის გამო, აუცილებელია ღვიძლის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.

ზოგჯერ მოსალოდნელია ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა, რომლის დროსაც შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, აღგზნებადობა ან დაღლილობა. ცალკეულ შემთხვევებში ვლინდება დეპრესია, ფსიქოზური რეაქციები და შუილი ყურებში. ინდივიდუალურ შემთხვევებში იბუპროფენის გამოყენებისას გამოვლინდა ასეპტიური მენინგიტის სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სიცხე, კისრის რიგიდობა და დეზორიანტაცია. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის ან გაუარესების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა კანის რეაქციებითა და ქავილით მიმდინარე ალერგიული მოვლენები. ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოვლინდა კანის მძიმე რეაქციები, როგორიც არის ექსუდაციური ტიპის მულტიფორმული ერითემა. ასევე ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოვლინდა ალოპეციის შემთხვევები (რაც ძირითადად შექცევადია).

მოსალოდნელია მძიმე სახის ზოგადი ალეგიული რაექციის განვითარება, რაც შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ მოვლენებს: სახის და ენის შეშუპება, ხორხის შეშუპება და სასუნთქი გზების შევიწროვება, სუნთქვის გაძნელება, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება სიცოცხლისთვის საშიშ შოკის დონემდეც კი. ასეთი რეაქციების გამოვლენისას დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაცია. იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით კი არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებს შესაძლებელია განუვითარდეთ შეშუპება (მაგალითად პერიფერიული შეშუპება).

იშვიათად იბუპროფენის აქტიურმა ინგრედიენტებმა შესაძლებელია შეაფერხონ წყლის გამოყოფა, შესაბამისად გამოიწვიონ სითხის დაგროვება ან შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება. იშვიათ შემთხვევებში იბუპროფენის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა, ნეფროზული სინდრომი ან ინტერსტიციული ნეფრიტი. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის ან გაუარესების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწდეს და დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოვლინდა პაპილარული ნეკროზი და შრატში შარდოვანას მომატებული კონცენტრაცია. თირკმლის ფუნქცია რეგულარულად უნდა გადამოწმდეს.

ინდივიდუალურ შემთხვევებში პაციენტებს უვითარდებათ სისხლმბადი ფუნქციის დარღვევები (ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი).

პირველი ნიშანი შეიძლება იყოს სიცხე, ყელი ტკივილი, პირის ღრუს ზედაპირული დაზიანებები, გრიპისმაგვარი ჩივილები, შფოთვა, სისხლდენა ცხვირიდან და კანქვეშა სისხლჩაქცევები.

ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყდეს მკურნალობა და მიემართოს მკურნალ ექიმს. ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატებით თვითმკურნალობა დაუშვებელია. ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში აუცილებელია რეგულარულად გადამოწმდეს სისხლის სურათი.

მხედველობის დარღვევის შემთხვევაში, რაც იშვიათად ვლინდება, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

შენიშვნა მძღოლებისთვის: კორექტულად გამოყენების შემთხვევაშიც კი აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება იმოქმედოს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე, განსაკუთრებით თუ იგი კომბინირებულია ალკოჰოლთან ერთად.

უკუჩვენება

- იბუპროფენის აქტიური ინგრედიენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა

- უცნობი მიზეზის გამო სისხლის უჯრედების წარმოქმნის შეფერხება

- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული

- ორსულობის ბოლო ტრიმესტრი

- 14 წელზე (ტკივილისა და სიცხის შესამცირებლად) და 12 წელზე უმცროსი ბავშვები (რევმატიზმის საწინააღმდეგო თერაპიის დროს).

- იბუპროფენ დენკი 400 გამოიყენება მხოლოდ პრეპარატის პოტენციური რისკისა და სარგებლის შეფასების შემდეგ, ისეთი მდგომარეობების დროს როგორიც არის: ინდუცირებადი პორფირია

- ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი სისტემური წითელი მგლურა (SLE) და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები

ექიმის დაკვირვება არის საჭირო შემდეგი მდგომარეობების დროს:

- ანამნეზში კუჭ-ნაწლავის დარღვევები, კუჭ-ნაწლავის წყლული ან ნაწლავის ანთებითი პროცესი (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება)

- ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა და/ან გულის უკმარისობა

- უშუალოდ ოპერაციის შემდეგ

- მოხუცი პაციენტები თუ არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას აღინიშნება ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიც არის ასთმის შეტევა, კანის რეაქციები ან ძლიერი ალერგიული ცემინება, ასეთ შემთხვევაში იბუპროფენ დენკი 400 ინიშნება მხოლოდ სამედიცინო მეთვალყორეობის ქვეშ.

ასთმის, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების, ჭინჭრის ციების და ქრონიკული ნაზალური პოლიპების (ცხვირის ლორწოვანი გარსისი შეშუპება) მქონე პაციენტები უფრო მეტად რეაგირებენ არასტეროიდულ ანტირევმატიულ პრეპარატებზე ვიდრე სხვა პაციენტები, რაც გამოიხატება ასთმური შეტევით, კანისა და ლორწოვანი გარსის ადგილობრივი შეშუპებით (კვინკეს შეშუპება), ჭინჭრის ციებით (ურტიკარია).

ორსულობა და ლაქტაცია

იბუპროფენი უკუნაჩვენებია ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. მისი მოქმედების მექანიზმის გამო, იბურპროფენმა შესაძლებელია დათრგუნოს სამშობიარო მოქმედება ან გაზარდოს სისხლისდენის რისკი.

ცხოველებში ჩატარებული კვლევებიდან ტერატოგენული ეფექტი ჯერ არ გამოვლენილა. საკმარისი მონაცემები ორსულობის დროს იბუპროფენის გამოყენების შესახებ არ მოიპოვება, ამის გამო იბუპროფენ დენკი 400 ინიშნება მხოლოდ ორსულობის პერველ და მეორე ტრიმესტრში და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი მიღების პოტენციური უპირატესობა ამართლებს მასთან ასოცირებულ პოტენციურ რისკს. იბუპრეფენის მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში. ამის გამო, პრეპარატი არ გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

იბუპროფენის ერთდროულმა მიღებამ დიგოქსინთან, ფენიტოინთან ან ლითიუმთან, შესაძლებელია გაზარდოს პლაზმაში აღნიშნული პრეპარატების კონცენტრაცია.

იბუპროფენმა შესაძლებელია შეამციროს შარდმდენების და სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტი.

იბუპროფენის და კალიუმის შემნახველი შარდმდენების ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კალიუმის დონის მომატება პლაზმაში.

გლუკოკორტიკოიდებთან და სხვა ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროულმა დანიშვნამ შესაძლებელია გაზარდოს კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი.

პრობენიციდის და სულფინპირაზონის შემცველმა პრეპარატებმა შესაძლებელია შეაფერხონ იბუპროფენის ექსკრეცია.

მეტოტრექსატის მიღებამდე 24 საათით ადრე ან მისი მიღების შემდეგ იბუპროფენის დანიშვნამ შესაძლებელია გაზარდოს მეტოტრექსატის კონცენტრაცია და ეფექტი. არსებობს მონაცემები იბუპროფენისა და სისხლის შემადედებელი პრეპარატების ურთიერთქმედების შესახებ. რეკომენდირებულია, თერაპიის დროს სისხლის შემადედებელი სისტემის გადამოწმება.

კლინიკური კვლევებიდან არ დადასტურდა იბუპროფენის და ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების ურთიერთქმედება. მიუხედავად ამისა, მკურნალობის კურსის დროს აუცილებელია სისხლის გლუკოზის დონის შემოწმება.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა50
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy