Nurofen - ნუროფენი ექსპრესი 200მგ 8 კაფსულა

5,82 GEL
მარაგშია
SKU
83276_1305

ჩვენება:ნუროფენ®ექსპრესი გამოიყენება თავის ტკივილის, შაკიკის, კბილის ტკივილის, მტკივნეული მენსტრუაციის, ნევრალგიის, ზურგის ტკივილის, კუნთების და რევმატიული ტკივილის დროს; ცხელებისას გრიპისა და გაციების შემთხვევაში.

გამოყენების ინსტრუქცია
ნუროფენ® ექსპრესი

სავაჭრო დასახელება: ნუროფენ® ექსპრესი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: იბუპროფენი
ქიმიური დასახელება: (2RS)-2-[4-(2-მეთილპროპილ)ფენილ]-პროპიონის მჟავა
სამკურნალო ფორმა: კაფსულები
შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს მოქმედ ნივთიერებას - იბუპროფენს 200,00 მგ, დამხმარე ნივთიერებებს: მაკროგოლი-600 218,33 მგ, კალიუმის ჰიდროქსიდი 25,60 მგ, წყალი 17,07 მგ; კაფსულის გარსი: ჟელატინი 119.80 მგ, სორბიტოლი ნაწილობრივ გაუწყლოებული 58,19 მგ, საღებავი სინგური [Ponceau 4R] (E124) 0,485 მგ, წყალი 15,02 მგ, თეთრი მელანი [ოპაკოდი WB NS-78-18011] (წყალი 48,0%, ტიტანის დიოქსიდი (E171) 29.0%, პროპილენგლიკოლი 10.0%, იზოპროპანოლი 8.0%, ჰიპრომელოზა 5.0%).

აღწერილობა
რბილი ოვალური კაფსულები, წითელი ნახევრადგამჭვირვალე ჟელატინის გარსით, თეთრი მაიდენტიფიცირებელი წარწერით - „NUROFEN“, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე სითხეს უფეროდან ღია ვარდისფერამდე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (აასს).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
იბუპროფენის, პროპიონის მჟავას წარმოებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფიდან (აასს), მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით - ტკივილის, ანთების და ჰიპერთერმიული რეაქციის მედიატორები.
არაშერჩევითად ბლოკავს ციკლოოქსიგენაზა 1-ს (ცოგ-1) და ციკლოოქსიგენაზას 2-ს (ცოგ-2), რის შედეგადაც აფერხებს პროსტაგლანდინების სინთეზს. მას აქვს ტკივილის საწინააღმდეგო (ტკივილგამაყუჩებელი), სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო სწრაფი მიმართული მოქმედება. გარდა ამისა, იბუპროფენი შექცევადად აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას.

ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია - მაღალი, სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (GIT). პრეპარატის 2 კაფსულის უზმოზე მიღების შემდეგ, იბუპროფენი ვლინდება სისხლის პლაზმაში 10 წუთის შემდეგ, იბუპროფენის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30-40 წუთის შემდეგ, რაც ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე პრეპარატ ნუროფენი®-ის ექვივალენტური დოზის მიღების შემდეგ, სამკურნალო ფორმა არის 200 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები.
პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (TCmax). სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება 90%-ზე მეტია, ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 2 საათს. პრეპარატი ნელა შეაღწევს სახსრის ღრუში, ჩერდება სინოვიალურ სითხეში და ქმნის მასში უფრო მაღალ კონცენტრაციებს სისხლის პლაზმასთან შედარებით. შეწოვის შემდეგ, ფარმაკოლოგიურად არააქტიური R-ფორმის დაახლოებით 60% ნელა გარდაიქმნება აქტიურ S- ფორმაში. იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა თირკმელებით (უცვლელი სახით, არაუმეტეს 1%) და ნაკლებად ნაღველთან ერთად.
ხანდაზმულ ადამიანებში არ გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავებები პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პროფილის მხრივ ახალგაზრდებთან შედარებით.
შეზღუდულ კვლევებში იბუპროფენი აღმოჩნდა დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით.

ჩვენება
ნუროფენ®ექსპრესი გამოიყენება თავის ტკივილის, შაკიკის, კბილის ტკივილის, მტკივნეული მენსტრუაციის, ნევრალგიის, ზურგის ტკივილის, კუნთების და რევმატიული ტკივილის დროს; ცხელებისას გრიპისა და გაციების შემთხვევაში.

უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა იბუპროფენის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
• ბრონქული ასთმის სრული ან არასრული კომბინაცია, ცხვირის და პარანაზალური წიაღების მორეციდივე პოლიპოზი და აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების აუტანლობა (მათ შორის ანამნეზში).
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული და წყლულოვანი დაავადებები (მათ შორის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) ან წყლულოვანი სისხლდენა აქტიურ ფაზაში ან ანამნეზში (წყლულოვანი დაავადების ან წყლულოვანი სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი).
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულიდან სისხლდენა ან პერფორაცია ანამნეზში პროვოცირებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით (აასს).
• გულის მძიმე უკმარისობა (IV კლასი NYHA-ს მიხედვით - ნიუ-იორკის კარდიოლოგების ასოციაციის კლასიფიკაცია).
• ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში.
• მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ), დადასტურებული ჰიპერკალიემია.
• დეკომპენსირებული გულის უკმარისობა; აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების შემდგომი პერიოდი.
ცერებროვასკულური ან სხვა სისხლდენა.
• ჰემოფილია და სისხლის შედედების სხვა დარღვევები (მათ შორის ჰიპოკოაგულაცია), ჰემორაგიული დიათეზი.
• ფრუქტოზის აუტანლობა.
• ორსულობა 20 კვირაზე მეტი ვადის.
• ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

სიფრთხილით გამოყენება
თუ თქვენ გაქვთ ამ თავში ჩამოთვლილი მდგომარეობები, პრეპარატის გამოყენებამდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება, კუჭის წყლულის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი სისხლდენის ერთი ეპიზოდის არსებობა ანამნეზში; გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, Helicobacter pylori ინფექცია, წყლულოვანი კოლიტი; ბრონქული ასთმა ან ალერგიული დაავადებები გამწვავების სტადიაში ან ანამნეზში - ბრონქოსპაზმის განვითარების შესაძლებლობა; სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (შარპის სინდრომი) - ასეპტიკური მენინგიტის მომატებული რისკი; ჩუტყვავილა; თირკმლის უკმარისობა დეჰიდრატაციის ჩათვლით (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ-ზე ნაკლები), ნეფროზული სინდრომი, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი პორტალური ჰიპერტენზიით, ჰიპერბილირუბინემია, არტერიული ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა, ცერებროვასკულური დაავადებები, უცნობი ეტიოლოგიის სისხლის დაავადებები (ლეიკოპენია და ანემია), მძიმე სომატური მდგომარეობები, დისლიპიდემია/ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიული დაავადება, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ხშირი გამოყენება, სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს წყლულის ან სისხლდენის რისკი, კერძოდ, პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონის ჩათვლით), ანტიკოაგულანტები (ვარფარინის ჩათვლით), სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (ციტალოპრამის, ფლუოქსეტინის, პაროქსეტინის, სერტრალინის ჩათვლით) ან ანტიაგრეგანტები (აცეტილსალიცილის მჟავას, კლოპიდოგრელის ჩათვლით), 20 კვირაზე ნაკლები ასაკის ორსულობა, ძუძუთი კვება, ხანდაზმული ასაკი.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები არ უნდა გამოიყენონ ქალებში ორსულობის მე-20 კვირიდან ოლიგოჰიდრამნიოზის და/ან თირკმლის პათოლოგიის შესაძლო განვითარების გამო ახალშობილებში (ნეონატალური თირკმლის დისფუნქცია). 20 კვირაზე ნაკლები ასაკის ორსულობისას პრეპარატის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა კონსულტაციის გავლა ექიმთან.
არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ იბუპროფენი უმნიშვნელო ოდენობით შეიძლება გადავიდეს დედის რძეში ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილის ჯანმრთელობაზე რაიმე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე, შესაბამისად, ჩვეულებისამებრ, ხანმოკლე გამოყენებისას არ არის საჭირო ძუძუთი კვების შეწყვეტა. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების საჭიროებისას, უნდა მიმართოთ ექიმს რომ გადაწყდეს პრეპარატის მიღების პერიოდში ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხი.

პრეპარატის გამოყენების მეთოდი და დოზები
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. პერორალური მიღებისთვის. მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა (200 მგ) პერორალურად, ღეჭვის გარეშე, 3-4 ჯერ დღეში. კაფსულა უნდა მიიღოთ წყალთან ერთად. ინტერვალი პრეპარატის მიღებებს შორის უნდა იყოს 6-8 საათი.
მოზრდილებში უფრო სწრაფი თერაპიული ეფექტის მისაღწევად, ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 კაფსულამდე (400 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა შეადგენს 1200 მგ-ს.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 12-17 წლის ბავშვებისთვის არის 1000 მგ.
თუ პრეპარატის 2-3 დღის განმავლობაში მიღებისას სიმპტომები გრძელდება ან ძლიერდება, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოქმედება
გვერდითი ეფექტების რისკი შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს, თუ პრეპარატი მიიღება ხანმოკლე კურსით, მინიმალური ეფექტური დოზით, რაც აუცილებელია სიმპტომების აღმოსაფხვრელად.
გვერდითი ეფექტები უპირატესად დოზაზეა დამოკიდებული. ქვემოთ მოცემული გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა იბუპროფენის ხანმოკლე გამოყენებისას დოზით არაუმეტეს 1200 მგ/დღეში (6 კაფსულა). ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას და ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სხვა გვერდითი რეაქციები.
გვერდითი რეაქციების სიხშირე შეფასდა შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათი ( ≥ 1/10,000-დან < 1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (< 1/10,000), სიხშირე უცნობია (საკმარისი მონაცემები არ არის სიხშირის შესაფასებლად).

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:
• ძალიან იშვიათი: ჰემატოპოეზის დარღვევები (ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი). ასეთი დარღვევების პირველი სიმპტომებია ცხელება, ყელის ტკივილი, ზედაპირული წყლულები პირის ღრუს ლორწოვანზე, გრიპის მსგავსი სიმპტომები, გამოხატული სისუსტე, აუხსნელი სისხლდენა და სისხლჩაქცევები (სილურჯე).

იმუნური სისტემის დარღვევები
• არახშირი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები - არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის ციება).
• ძალიან იშვიათი: მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის სახის, ენისა და ხორხის შეშუპება, ქოშინი, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია (ანაფილაქსია, კვინკეს შეშუპება ან მძიმე ანაფილაქსიური შოკი), ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატოზები.
• სიხშირე უცნობია: სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობა, მათ შორის ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი ან ქოშინი, წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP).

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
• არახშირი: კანის სხვადასხვა ფორმის გამონაყარი.
• ძალიან იშვიათი: ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატოზები, მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა.
• სიხშირე უცნობია: წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი - DRESS), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP), ფოტომგრძნობელობითი რეაქციები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
• არახშირი: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისპეფსია (გულძმარვის, მუცლის შებერილობის ჩათვლით).
• იშვიათი: დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, ღებინება.
• ძალიან იშვიათი: პეპტიური წყლული, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, მელენა, სისხლიანი ღებინება ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური გამოსავლით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, წყლულოვანი სტომატიტი, გასტრიტი.
• სიხშირე უცნობია: კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების დარღვევები
• ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას), ჰეპატიტი და სიყვითლე.

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
• ძალიან იშვიათი: თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია და პროტეინურია, ნეფრიტული სინდრომი, ნეფროზული სინდრომი, პაპილარული ნეკროზი, ინტერსტიციალური ნეფრიტი, ცისტიტი.

ნერვული სისტემის დარღვევები
• არახშირი: თავის ტკივილი.
• ძალიან იშვიათი: ასეპტიკური მენინგიტი (ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომების ცალკეული შემთხვევები, როგორიცაა კისრის კუნთების რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და ორიენტაციის დაკარგვა გამოვლინდა აუტოიმუნური დაავადებების (სისტემური წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება) მქონე პაციენტებში იბუპროფენის მკურნალობისას.

გულ-სისხძარღვთა სისტემის დარღვევები
• სიხშირე უცნობია: გულის უკმარისობა, პერიფერიული შეშუპება, ხანგრძლივი გამოყენება გაზრდილია თრომბოზული გართულებების რისკი (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი), არტერიული წნევის მატება.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების დარღვევები
• სიხშირე უცნობია: ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი.

ლაბორატორიული მაჩვენებლები
• ჰემატოკრიტი ან ჰემოგლობინი (შეიძლება შემცირდეს)
• სისხლდენის დრო (შეიძლება გაიზარდოს)
• პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაცია (შეიძლება შემცირდეს)
• კრეატინინის კლირენსი (შეიძლება შემცირდეს)
• პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაცია (შეიძლება გაიზარდოს)
• ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობა (შეიძლება გაიზარდოს)

გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

ჭარბიდოზირება
ბავშვებში ზედოზირების სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს 400 მგ/კგ სხეულის მასაზე მეტი დოზის მიღების შემდეგ. მოზრდილებში დოზაზე დამოკიდებული ზედოზირების ეფექტი ნაკლებად გამოხატულია. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი ზედოზირებისას შეადგენს 1,5-3 საათს.
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში ან, იშვიათად, დიარეა, ყურებში ხმაური, თავის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა. უფრო მძიმე შემთხვევებში აღინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის გამოვლინებები: ძილიანობა, იშვიათად - აგზნება, კრუნჩხვები, დეზორიენტაცია, კომა. მძიმე მოწამვლის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მეტაბოლური აციდოზი და პროთრომბინის დროის მატება, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის ქსოვილის დაზიანება, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის დათრგუნვა და ციანოზი. ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში შესაძლებელია ამ დაავადების გამწვავება.
მკურნალობა: სიმპტომატური, სასუნთქი გზების გამავლობის სავალდებულო უზრუნველყოფით, ეკგ-ს და მთავარი სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგით, ვიდრე პაციენტი არ დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.
რეკომენდებულია პერორალურად გააქტივებული ნახშირის მიღება ან კუჭის ამორეცხვა იბუპროფენის პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში. თუ იბუპროფენის აბსორბცია უკვე მოხდა, შეიძლება მიეცეს ტუტე სასმელი იბუპროფენის მჟავე წარმოებულის გამოსაყოფად თირკმლებიდან, ფორსირებული დიურეზი. ხშირი ან გახანგრძლივებული კრუნჩხვების მკურნალობა უნდა მოხდეს დიაზეპამის ან ლორაზეპამის ინტრავენური შეყვანით. ბრონქული ასთმის გაუარესებისას რეკომენდებულია ბრონქოდილატატორების გამოყენება.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან წამალთაშორისი ურთიერთქმედება
თავიდან უნდა იქნას აცილებული იბუპროფენის ერთდროული გამოყენება შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:
• აცეტილსალიცილის მჟავა: აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზების გარდა (არაუმეტეს 75 მგ დღე-ღამეში) დანიშნული ექიმის მიერ, ვინაიდან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი. ერთდროული გამოყენებისას იბუპროფენი ამცირებს აცეტილსალიცილის მჟავას ანთების საწინააღმდეგო და ანტიაგრეგაციულ ეფექტს (შესაძლებელია მწვავე კორონარული უკმარისობის განვითარების სიხშირის მატება პაციენტებში, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას, როგორც ანტიაგრეგაციულ საშუალებას მცირე დოზებით იბუპროფენის დაწყების შემდეგ).
• სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის შერჩევითი ცოგ-2 ინჰიბიტორები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ჯგუფის ორი ან მეტი პრეპარატის ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა აირიდონ გვერდითი ეფექტების რისკის შესაძლო მატების გამო.
საჭიროა სიფრთხილით გამოყენება შემდეგ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად:
• ანტიკოაგულანტები და თრომბოლიზური პრეპარატები: არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გააძლიეროს ანტიკოაგულანტების, კერძოდ ვარფარინის და თრომბოლიზური პეპარატების ეფექტი.
• ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (ACE ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები) და დიურეტიკები: არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეამციროს ამ ჯგუფების პრეპარატების ეფექტურობა. დიურეტიკებმა და ACE ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ნეფროტოქსიურობა.
• გლუკოკორტიკოსტეროიდები: კუჭ-ნაწლავის წყლულების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი.
• ანტიაგრეგანტები და სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის გაზრდილი რისკი.
• საგულე გლიკოზიდები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და საგულე გლიკოზიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაუარესება, გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითება და საგულე გლიკოზიდების კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.
• ლითიუმის პრეპარატები: არსებობს მონაცემები სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდის ალბათობის შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების ფონზე.
• მეტოტრექსატი: არსებობს მონაცემები პლაზმაში მეთოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდის ალბათობის შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების ფონზე.
• ციკლოსპორინი: ნეფროტოქსიურობის მომატებული რისკი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას.
• მიფეპრისტონი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება უნდა დაიწყოს მიფეპრისტონის მიღებიდან არა უადრეს 8-12 დღისა, ვინაიდან არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეამციროს მიფეპრისტონის ეფექტურობა.
• ტაკროლიმუსი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ტაკროლიმუსის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ნეფროტოქსიურობის რისკი.
• ზიდოვუდინი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ზიდოვუდინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემატოტოქსიურობის მატება. არსებობს მონაცემები ჰემართროზისა და ჰემატომის გაზრდილი რისკის შესახებ აივ დადებით პაციენტებში ჰემოფილიით, რომლებიც იღებენ ერთდროულ მკურნალობას ზიდოვუდინით და იბუპროფენით.
• ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები: პაციენტებს, რომლებიც იღებენ ერთდროულ მკურნალობას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით და ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებით, შეიძლება ჰქონდეთ კრუნჩხვების განვითარების მომატებული რისკი.
• ცეფამანდოლი, ცეფოპერაზონი, ცეფოტეტანი, ვალპროის მჟავა, პლიკამიცინი: ჰიპოპროთრომბინემიის გაზრდილი სიხშირე
• სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ბლოკავს მილაკოვან სეკრეციას: იბუპროფენის შემცირებული ექსკრეცია და პლაზმური კონცენტრაციის მომატება.
• მიკროსომული დაჟანგვის ინდუქტორები (ფენიტოინი, ეთანოლი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები): ჰიდროქსილირებული აქტიური მეტაბოლიტების გამომუშავების გაზრდა, მძიმე ინტოქსიკაციის განვითარების რისკის მატება.
• მიკროსომული ჟანგვის ინჰიბიტორები: ჰეპატოტოქსიურობის რისკის შემცირება.
• პერორალური ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებები და ინსულინი, სულფონილშარდოვანას წარმოებულები: ეფექტის გაძლიერება.
• ანტაციდები და ქოლესტირამინი: შეწოვის დაქვეითება.
• კოფეინი: ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის გაძლიერება.

განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდებულია პრეპარატის მიღება მაქსიმალურად შესაძლო ხანმოკლე კურსით და მინიმალური ეფექტური დოზით, რაც აუცილებელია სიმპტომების აღმოსაფხვრელად. 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის მიღების აუცილებლობისას, უნდა მიმართოთ ექიმს.
ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის და ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი. გასტროპათიის სიმპტომების გამოვლენისას ნაჩვენებია გულდასმით კონტროლი, მათ შორის ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, სისხლის ანალიზი (ჰემოგლობინის განსაზღვრა), და განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე.
თუ საჭიროა 17-კეტოსტეროიდების განსაზღვრა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს კვლევამდე 48 საათით ადრე. მკურნალობის პერიოდში ეთანოლის მიღება არ არის რეკომენდებული.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან, რადგან არსებობს თირკმლების ფუნქციური მდგომარეობის გაუარესების რისკი.
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებმა, მათ შორის ანამნეზში ან/და გულის ქრონიკული უკმარისობით, პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა კონსულტაცია გაიარონ ექიმთან, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება, არტერიული წნევის მატება და შეშუპება.
არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის, NYHA-ის მიხედვით II-III კლასის გულის შეგუბებითი უკმარისობის, გულის იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიების და/ან ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში იბუპროფენი უნდა დაინიშნოს მხოლოდ სარგებელი-რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასების შემდეგ, ამასთან იბუპროფენის მაღალი დოზები თავიდან უნდა იყოს არიდებული (≥ 2400 მგ/დღეში).
ინფორმაცია ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას: აღნიშნული პრეპარატები თრგუნავენ ციკლოოქსიგენაზას და პროსტაგლანდინების სინთეზს, გავლენას ახდენენ ოვულაციაზე და შეუძლიათ დაარღვიონ ქალის რეპროდუქციული ფუნქცია (შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ჩუტყვავილას მქონე პაციენტებში შეიძლება დაკავშირებული იყოს კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის ინფექციური და ანთებითი დაავადებების მძიმე ჩირქოვანი გართულებების განვითარების მომატებულ რისკთან (მაგალითად, ნეკროზული ფასციიტი). ამასთან დაკავშირებით რეკომენდებულია ჩუტყვავილას დროს ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების თავიდან აცილება.
კანის სერიოზული რეაქციების, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, დიაგნოზის დასმა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების ფონზე მოხდა მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევებში.
მიიჩნევა, რომ პაციენტები ყველაზე მგრძნობიარე არიან ამ რეაქციების განვითარების მიმართ თერაპიის ადრეულ ეტაპზე; რეაქციის დაწყება უმეტეს შემთხვევაში ხდება მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში.
იბუპროფენის შემცველი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP). პუსტულოზური გამონაყარი (პუსტულები) შეიძლება განვითარდეს მკურნალობის პირველი 2 დღის განმავლობაში გავრცელებული შეშუპებული ერითემის ფონზე და ძირითადად განლაგებულია კანის ნაოჭებში, სხეულსა და ზედა კიდურებზე.

ნუროფენ®ექსპრესი უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარისა და ლორწოვანი გარსების დაზიანების პირველივე გამოვლენისას, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჰიპერმგრძნობელობის ნიშნის გამოჩენისას. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
იბუპროფენის შემცველი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა შენიღბოს ინფექციური დაავადების სიმპტომები, რამაც შეიძლება შეაფერხოს შესაბამისი მკურნალობის დაწყება და ამით გაართულოს დაავადების მიმდინარეობა. თუ ნუროფენ® ექსპრესი გამოიყენება სხეულის ტემპერატურის მატებისას ან ტკივილის შესამსუბუქებლად ინფექციის დროს, რეკომენდებულია ინფექციური დაავადების მონიტორინგის ჩატარება. სამედიცინო დაწესებულების გარეთ პირობებში მკურნალობისას, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ სიმპტომები გრძელდება ან ძლიერდება.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თავბრუსხვევა, ძილიანობა, ლეთარგია ან მხედველობის დარღვევა იბუპროფენის მიღებისას, უნდა მოერიდონ ავტომობილის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას.

გამოშვების ფორმა
200 მგ კაფსულები.
4, 6, 8, 10 ან 12 კაფსულა პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში. 1, 2 ან 3 ბლისტერი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, პირველად შეფუთვაში (ბლისტერი შეფუთვაში).
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატის გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი
პათეონ სოფტდჯელს ბ.ვ. (Patheon Softgels B.V.)
დე პოსტჰოორნსტრაატ, 7, 5048 AS, ტილბურგი, ნიდერლანდები
პირველადი შეფუთვა, მეორადი შეფუთვა და გამოშვების ხარისხის კონტროლი
შპს „რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ ინტერნეშენალ“ ტეინ როუდი, ნოტინგემი, NG90 2DB, დიდი ბრიტანეთი

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა8
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy