ულტროქსი 20მგ 28 ტაბლეტი

13,46 GEL
მარაგშია
SKU
63017_625

ჩვენება:მოზრდილები და 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით ან შერეული დისლიპიდემიით

შემადგენლობა: თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს კალციუმის როზუვასტატინს, რაც შეესაბამება 20 მგ როზუვასტატინს, დამხმარე ნივთიერების სახით - ლაქტოზას მონოჰიდრატს და საღებავის სახით - Kollicoat IR ყვითელ “მზის ჩასვლას“,  Kollicoat IR თეთრ II-ს და Kollicoat IR კარმინს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰმგ-კოА რედუქტაზას ინჰიბიტორები.

მოქმედების მექანიზმი

როზუვასტატინი წარმოადგენს ჰმგ-კოA რედუქტაზას სელექციურ და კონკურენტულ ინჰიბიტორს, რომელიც არის სიჩქარის შემზღუდველი ფერმენტი, რომლის საშუალებითაც 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოფერმენტი А გარდაიქმნება ქოლესტერინის წინამორბედ მევალონატად. როზუვასტატინის მოქმედების ძირითად ადგილს წარმოადგენს ღვიძლი - ქოლესტერინის შემცველობის დაქვეითების სამიზნე ორგანო.

 როზუვასტატინი ზრდის დსლპ “ღვიძლისმიერი“ რეცეპტორების რიცხვს ღვიძლის უჯრედის გარსზე, რითაც იზრდება დსლპ მიტაცება და კატაბოლიზმი, რაც იწვევს ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) სინთეზის ინჰიბირებას. აღნიშნულის გამო მცირდება დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების საერთო რაოდენობა.

 ფარმაკოდინამიკური მოქმედება

როზუვასტატინი ამცირებს დსლპ ქოლესტერინის, საერთო ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატებულ კონცენტრაციებს და ზრდის მსლპ ქოლესტერინის კონცენტრაციას. ის ასევე ამცირებს აპოB-ს, არა მაღალი სიმკვრივის ლიპოპრეოტეინული ქოლესტერინის, ძდსლპ ქოლესტერინის,  ძდსლპ ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას და ზრდის აპოA-I-ის კონცენტრაციებს. როზუვასტატინი ასევე ამცირებს დსლპ ქოლესტერინის/მსლპ ქოლესტერინის, საერთო ქოლესტერინის/მსლპ ქოლესტერინის და არა მაღალი სიმკვრივის ლიპოპრეოტეინული ქოლესტერინის/მსლპ ქოლესტერინის და აპოB/აპოA-I-ის თანაფარდობას.

 კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ულტროქსი ეფექტურია ჰიპერქოლესტერინემიის მქონე მოზრდილებში ჰიპერტრიგლიცერიდემიით ან მის გარეშე, ეთნიკური კუთვნილების, სქესის ან ასაკის მიუხედავად, და პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში, როგორიცაა დიაბეტისა და ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტები.

 ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

აბსორბცია: როზუვასტატინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 20%-ია.

 განაწილება: როზუვასტატინი მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში, რომელიც ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის სინთეზის ძირითადი ორგანოა. როზუვასტატინის განაწილების მოცულობა დაახლოებით 134 ლიტრია. როზუვასტატინის დაახლოებით 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.

 მეტაბოლიზმი: როზუვასტატინი განიცდის შეზღუდულ მეტაბოლიზმს (დაახლოებით 10%). In vitro პირობებში ადამიანის ჰეპატოციტების გამოყენებით ჩატარებული მეტაბოლიზმის კვლევები მიუთითებს, რომ როზუვასტატინი არის ციტოქრომ Р450 სისტემის სუსტი სუბსტრატი. CYP2C9 არის ძირითადი იზოფერმენტი, რომელიც მის მეტაბოლიზმში მონაწილეობს, 2С19, 3А4 და 2D6 ჩართულია მეტაბოლიზმში ნაკლები ხარისხით. როზუვასტატინის ძირითადი გამოვლენილი მეტაბოლიტებია N-დესმეთილი და ლაქტონური მეტაბოლიტები. მეტაბოლიტი N-დესმეთილი დაახლოებით 50%-ით ნაკლებ აქტიურია, ვიდრე როზუვასტატინი, ლაქტონური მეტაბოლიტები კი კლინიკურად არააქტიურია. მოცირკულირე ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბირების 90%-ზე მეტი ხორციელდება როზუვასტატინის მიერ.

 გამოყოფა: როზუვასტატინის მიღებული დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა შეუცვლელი სახით ნაწლავებიდან (აბსორბირებული და არააბსორბირებული მოქმედი ნივთიერების ჩათვლით), ხოლო დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა თირკმელებით. დაახლოებით 5% გამოიყოფა შეუცვლელი სახით თირკმელებით. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 19 სთ-ია.

 ასაკი და სქესი: მოზრდილებში ასაკი და სქესი  როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. ბავშვებსა და მოზარდებში ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკა იყო მოზრდილ მოხალისეებში აღნიშნული მაჩვენებლების მსგავსი (იხ. ქვემოთ “პედიატრიული პოპულაცია“).

ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის სხვადასხვა ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევაში პაციენტებში ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით 7 და ნაკლები ქულით როზუვასტატინის გამოყოფის პერიოდის ზრდა არ გამოვლენილა. თუმცა, ორ პაციენტში ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით 8 და 9 ქულით აღინიშნა სისტემური გამოყოფის პერიოდის 2-ჯერ ზრდა, ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით ნაკლები ქულის მქონე პაციენტებთან შედარებით. ჩაილდ-პიუს მიხედვით 9 ქულაზე მეტი სიმძიმისას როზუვასტატინის გამოყენების პრაქტიკა არ არსებობს.

ჩვენება:

ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა

მოზრდილები, მოზარდები და 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით (ტიპი IIა, ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული დისლიპიდემიით (ტიპი IIბ) დიეტასთან ერთად დამატების სახით, როცა დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური საშუალებები (მაგალითად, ფიზიკური ვარჯიში, სხეულის მასის შემცირება) არასაკმარისია.

 მოზრდილები, მოზარდები და 6 წლის ასაკის ბავშვები  ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით დიეტასთან და ლიპიდების დამაქვეითებელ სხვა  თერაპიასთან (მაგალითად, დსლპ-აფერეზი) ერთად დამატების სახით ან იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული თერაპია არ არის შესაფერისი.  

 გულ-სისხლძარღვთა გართულებების პროფილაქტიკა

ძირითადი გულ-სისხლძართვთა გართულებების პროფილაქტიკა პაციენტებში პირველადი გულ-სისხლძარღვთა გართულებების მაღალი რისკის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიკური თვისებები) სხვა რისკ-ფაქტორების კორექციასთან ერთად დამატების სახით.

 უკუჩვენება:

ულტროქსი უკუნაჩვენებია:

-         პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით როზუვასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

-         პაციენტებში ღვიძლის დაავადებით აქტიურ ფაზაში,  მათ შორის შრატისმიერი ტრანსამინაზების აქტივობის აუხსნელი, მდგრადი მატება და შრატისმიერი ტრანსამინაზების აქტივობის ნებისმიერი მატება ნორმის ზედა ზღვარზე (ნზზ) 3-ჯერ მეტად.

-         პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ).

-         პაციენტებში მიოპათიით.

-         პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თანმხლები თერაპია ციკლოსპორინით.

-         ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე შვილოსნობის ასაკში მყოფ ქალებში, რომლებიც არ იყენებენ ეფექტური კონტრაცეპციის მეთოდებს.

40 მგ დოზა უკუნაჩვენებია პაციენტებში მიოპათიის/რაბდომიოლიზის რისკის ფაქტორებით. აღნიშნული ფაქტორები არის:

-         თირკმლის ზომიერი ხარისხის უკმარისობა  (კრეატინინის კლირენსი <60 მლ/წთ)

-         ჰიპოთირეოზი

-         კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებების პირადი ან ოჯახური ანამნეზი

-         მიოტოქსიურობა ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღებისას ანამნეზში

-         ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება

-         მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის მატება

-         აზიური რასის პაციენტები

-         ფიბრატების ერთდროულად მიღება.

(იხ. პარაგრაფები “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“, “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“ და “ფარმაკოკინეტიკური თვისებები“)

 გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები

მოქმედება თირკმლის მხრივ

პროტეინურია, გამოვლენილი საზომი ღეროს ანალიზის მეთოდით და ძირითადად ტუბულარული წარმოშობის, აღინიშნა როზუვასტატინის მაღალი დოზებით, განსაკუთრებით 40 მგ დოზით, ნამკურნალევ პაციენტებში, რაც უმრავლეს შემთხვევაში იყო გარდამავალი და დროებითი. პროტეინურია არ იყო თირკმლის მწვავე ან პროგრესირებადი დაავადების მანიშნებელი (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“). პოსტმარკეტინგულ პერიოდში გამოყენებისას თირკმლის მხრივ სერიოზული გართულებების მაჩვენებელი უფრო მაღალია 40 მგ დოზის შემთხვევაში. თირკმლის ფუნქციის შეფასება საჭიროა სტანდარტული კონტროლის დროს პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა 40 მგ დოზით.

 ეფექტები ჩონჩხის კუნთების მხრივ  

მოქმედება ჩონჩხის კუნთებზე, მაგალითად, მიალგია, მიოპათია და იშვიათად რაბდომიოლიზი, აღინიშნა როზუვასტატინით ნამკურნალევ პაციენტებში ყველა დოზის მიღებისას, განსაკუთრებით კი >20 მგ დოზის მიღებისას. რაბდომიოლიზის ძალიან იშვიათი შემთხვევები აღინიშნა ეზეტიმიბის გამოყენებისას ჰმგ-კოА რედუქტაზას ინჰიბიტორებთან კომბინაციაში. არ შეიძლება გამოირიცხოს ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება (იხ. პარაგრაფი “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“) და საჭიროა სიფრთხილის დაცვა ამ პრეპარატების კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში.

 როგორც ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, როზუვასტატინით გამოწვეული რაბდომიოლიზის შემთხვევების მაჩვენებელი პოსტმარკეტინგულ პერიოდში უფრო მაღალია 40 მგ დოზის გამოყენებისას.

 კრეატინკინაზას განსაზღვრა

არ შეიძლება კრეატინკინაზას მაჩვენებლის განსაზღვრა ინტენსიური ვარჯიშის ან კრეატინკინაზას მაჩვენებლის მომატების სხვა შესაძლო მიზეზის არსებობისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შედეგის შეცვლა. თუ კრეატინკინაზას მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მომატებულია საწყის მაჩვენებელთან შედარებით (ნორმის ზედა ზღვარზე 5 ჯერ მეტი), საჭიროა დამადასტურებელი ანალიზის ჩატარება 5-7 დღის განმავლობაში. არ შეიძლება მკურნალობის დაწყება, თუ განმეორებითი ტესტი დაადასტურებს კრეატინინკინაზას ნორმის ზედა ზღვარზე 5 ჯერ მეტ მატებას საწყის მაჩვენებელთან შედარებით.

 მკურნალობის დაწყებამდე

როგორც ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორები, როზუვასტატინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს მიოპათიის/რაბდომიოლიზის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. აღნიშნული ფაქტორები არის:

  • თირკმლის უკმარისობა 
  • ჰიპოთირეოზი
  • კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებების პირადი ან ოჯახური ანამნეზი
  • მიოტოქსიურობა ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღებისას ანამნეზში
  • ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება
  • 70 წელზე უფროსი ასაკი
  • მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის მატება (იხ. პარაგრაფი “დოზირება და მიღების წესი“, “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“ და “ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
  • ფიბრატების ერთდროულად მიღება.

 აღნიშნულ პაციენტებში უნდა იქნას განხილული მკურნალობის რისკი შესაძლო სარგებელთან მიმართებით, და რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი. კრეტინკინაზას კონცენტრაციის საწყის მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად მომატების შემთხვევაში (5 ჯერ მეტი ნორმის ზედა ზღვართან შედარებით) მკურნალობის დაწყება არ შეიძლება.

 თერაპიის პერიოდში

რეკომენდებულია პაციენტის ინფორმირება, რომ დაუყოვნებლივ აცნობოს ექიმს კუნთების ტკივილის, კუნთების სისუსტის ან სპაზმების მოულოდნელი განვითარების შემთხვევის შესახებ, განსაკუთრებით ზოგად სისუსტესთან ან ცხელებასთან ერთად. ასეთ პაციენტებში აუცილებელია კრეატინკინაზას აქტივობის კონტროლი. მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ  კრეატინკინაზას დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება (5 ჯერ და მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით) ან თუ კუნთების სიმპტომები მკვეთრადაა გამოხატული და ყოველდღიურად მთელი დღის  განმავლობაში იწვევს დისკომფორტს (იმ შემთხვევაშიც, თუ კრეატინკინაზას აქტივობა ნორმის ზედა ზღვარზე 5 ჯერ ნაკლები ან ტოლია). თუ სიმპტომები ქრება და კრეატინკინაზას  აქტივობა უბრუნდება ნორმას, საჭიროა როზუვასტინის განმეორებითი დანიშვნის, ან ალტერნატიული ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორის ნაკლები დოზის დანიშვნის საკითხის განხილვა პაციენტზე გულმოდგინე დაკვირვებისას. კრეატინკინაზას კონცენტრაციების რეგულარული კონტროლი პაციენტებში რაბდომიოლიზის სიმპტომების არარსებობისას, არამიზანშეწონილია. აღინიშნა იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათიის ძალიან იშვიათი შემთხვევები სტატინებით, მათ შორის როზუვასტატინით, მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის დასრულების შემდეგ.  იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათია კლინიკურად ვლინდება პროქსიმალურკუნთოვანი სისუსტით და სისხლის შრატში კრეატინკინაზას აქტივობის მომატებით, რაც შენარჩუნდა სტატინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.  

 კლინიკური კვლევებით არ არის მიღებული ჩონჩხის კუნთების მხრივ ეფექტების სიხშირის მომატების მტკიცებულება მცირე რაოდენობის პაციენტებში როზუვასტატინისა და თანმხლები თერაპიის მიღების შემთხვევაში. თუმცა, მიოზიტის და მიოპათიის შემთხვევების რიცხვის ზრდა გამოვლენილი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჰგმ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებს ფიბროის მჟავას წარმოებულებთან ერთად, გემფიბროზილის, ციკლოსპორინის, ნიკოტინის მჟავას, აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების, პროტეაზას ინჰიბიტორების და მაკროლიდური ანტიბიოტიკების ჩათვლით. გემფიბროზილი ზრდის მიოპათიის განვითარების რისკს ჰმგ-კოA რედუქტაზას ზოგიერთ ინჰიბიტორთან ერთად მიღებისას. ამიტომ, როზუვასტატინის და გემფიბროზილის კომბინაცია რეკომენდებული არ არის. გულმოდგინედ უნდა შეფასდეს როზუვასტატინის ფიბრატებთან ან ნიაცინთან ერთად კომბინირებული გამოყენებისას ლიპიდების კონცენტრაციის ცვალებადობის სარგებელი ამ კომბინაციის პოტენციური რისკის მიმართ. უკუნაჩვენებია 40 მგ დოზის და ფიბრატების ერთდროულად გამოყენება (იხ პარაგრაფი “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“ და პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები”).

 ულტროქსი არ უნდა დაინიშნოს ფუზიდის მჟავას სისტემურ პრეპარატებთან კომბინაციაში ან ფუზიდის მჟავას მიღების დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ფუზიდის მჟავას სისტემური პრეპარატების მიღება, სტატინით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავით მკურნალობის პერიოდში. არსებობს რაბდომიოლიზის შემთხვევები (მათ შორის, რამდენიმე ლეტალური შედეგით) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფუზიდის მჟავისა და სტატინების კომბინაციას (იხ. პარაგრაფი 4.5). პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებისთვის  კუნთების სისუსტის, ტკივილის ან მგრძნობელობის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში. სტატინის მიღების გაგრძელება შეიძლება ფუზიდის მჟავას ბოლო დოზის მიღებიდან შვიდი დღის შემდეგ. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა სისტემური ფუზიდის მჟავის ხანგრძლივად მიღება, მაგალითად მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, ულტროქსისა და ფუზიდის მჟავას კომბინაცია მიიღება მხოლოდ ინდივიდუალურად და მკაცრი სამედიცინო დაკვირვებით.

 როზუვასტატინისა და ფუზიდის მჟავას კომბინაცია რეკომენდებული არ არის. არსებობს რაბდომიოლიზის შემთხვევები (მათ შორის, რამდენიმე ლეტალური შედეგით) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ კომბინაციას (იხ. პარაგრაფი “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).

 ულტროქსი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში მწვავე, მძიმე დაავადებებით, რომლებიც მიოპათიის ვარაუდის საშუალებას იძლევა, ან რაბდომიოლიზის ფონზე თირკმელების მეორადი უკმარისობის შესაძლო განვითარებით (მაგალითად, სეფსისი, ჰიპოტენზია, მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევა, ტრავმა, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები; ან არაკონტროლირებადი კრუნჩხვა).

 გავლენა ღვიძლზე

როგორც ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორები, ულტროქსი სირთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ალკოჰოლის ჭარბად გამოყენებისას ან/და ანამნეზში ღვიძლის დაავადებების არსებობისას.  

რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების განსაზღვრა მკურნალობის დაწყებამდე და დაწყებიდან 3 თვის შემდეგ. თუ სისხლის შრატში “ღვიძლის” ტრანსამინაზების კონცენტრაცია 3 ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, საჭიროა როზუვასტატინის მიღების შეწყვეტა ან დოზის შემცირება. პოსტ-მარკეტინგული გამოყენების პერიოდში ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევების სიხშირე (რომელიც დაკავშირებულია ძირითადად “ღვიძლის” ტრანსამინაზების კონცენტრაციის მომატებასთან) იზრდება პრეპარატის 40 მგ-ის მიღებისას.

პაციენტებში ჰიპოთირეოზის ან ნეფროზული სინდრომის შედეგად მეორადი ჰიპერქოლესტერინემიით, ძირითადი დაავადების თერაპია უნდა ჩატარდეს როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე.

 ეთნიკური კუთვნილება

ფარმაკოკინეტიკური კვლევების მიმდინარეობისას გამოვლინდა როზუვასტატინის ექსპოზიციის მომატება აზიური რასის პაციენტებში კავკასიელების მონაცემებთან შედარებით (იხ. პარაგრაფები “დოზირება და მიღების წესი”, “უკუჩვენება” და ფარმაკოკინეტიკური თვისებები”).

 პროტეაზას ინჰიბიტორები

როზუვასტატინის და პროტეაზას სხვადასხვა ინჰიბიტორებისა და რიტონავირის კომბინაციის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიციის მომატება. საჭიროა გულდასმით შეფასდეს როგორც ლიპიდების კონცენტრაციის დაქვეითების სარგებელი როზუვასტატინის მიღების ფონზე, ასევე გათვალისწინებული იყოს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის შესაძლო მომატება მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატის დოზის ტიტრაციისას პაციენტებში აივ-ით, რომლებიც იღებენ აივ-პროტეაზას ინჰიბიტორებს. პროტეაზას ზოგიერთ ინჰიბიტორთან ერთად გამოყენება როზუვასტატინის დოზის კორექციის გარეშე რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფები “დოზირება და მიღების წესი“ და “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება”).

 მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება პაციენტებში ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაპპას ლაქტაზური უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია.

 ულტროქსი შეიცავს საღებავს “ყვითელ მზის ჩასვლას“ (E110). შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

 ულტროქსი შეიცავს 0.01 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაზე. მიუხედავად ამისა, ნატრიუმის აღნიშნული რაოდენობა ჩვეულებრივ არ იწვევს რაიმე პრობლემას.

 ფილტვის ინტერსტიციული დაავადება

ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში აღინიშნა ფილტვის ინტერსტიციული დაავადების ერთეული შემთხვევები (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“). დაავადების გამოვლინებები შესაძლოა იყოს ქოშინი, არაპროდუქტიული ხველა და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება (სისუსტე, წონის დაკლება და ცხელება). ფილტვის ინტერსტიციულ დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა სტატინით თერაპიის შეწყვეტა.

 შაქრიანი დიაბეტი

არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სტატინები, როგორც სამკურნალო საშუალებების კლასი, იწვევს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატებას და ზოგიერთ პაციენტში დიაბეტის განვითარების მაღალი რისკით მომავალში შეიძლება მოახდინოს დიაბეტის ისეთი დონის პროვოცირება, რომლის დროსაც ნაჩვენებია დიაბეტის სტანდარტული მკურნალობა. თუმცა, ეს რისკი გადაიწონება სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების რისკის შემცირებით,

 გამოყენება პედიატრიაში

6-17 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში როზუვასტატინის მიღებისას ზრდის (სიმაღლე), წონის, სხეულის მასის ინდექსის და ტანერის სტადიების მიხედვით სქესობრივი სიმწიფის არაძირითადი მახასიათებლების ხაზობრიობის შეფასების კვლევები შეზღუდულია მკურნალობის 2 წლამდე პერიოდში. 2 წლის შემდეგ მოქმედება ზრდაზე, წონაზე, სხეულის მასის ინდექსზე ან სქესობრივ სიმწიფეზე არ აღინიშნა (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ულტროქსი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 შვილოსნობის ასაკში მყოფმა ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპციის მეთოდები.

 რამდენადაც ქოლესტერინი და ქოლესტერინის ბიოსინთეზის სხვა პროდუქტები მნიშვნელოვანია ნაყოფის განვითარებისთვის, ჰმგ-კოА რედუქტაზას ინჰიბიტორების პოტენციური რისკი აჭარბებს მკურნალობის სარგებელს ორსულებში. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით მიღებულია შეზღუდული მონაცემები რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან დაკავშირებით. პრეპარატის გამოყენების პერიოდში ორსულობის დადგომის შემთხვევაში, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

 როზუვასტატინი გამოიყოფა ვირთაგვების რძეში. დედის რძეში პრეპარატის გამოყოფასთან დაკავშირებული ცნობები არ არის (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება“).

 ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა.

 თუმცა, ფარმაკოკინეტიკური თვისებების საფუძველზე, ნაკლებსავარაუდოა, რომ როზუვასტატინმა გავლენა მოახდინოს აღნიშნულ უნარზე. სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის  დროს გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის პერიოდში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა.

 გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები

როზუვასტატინის მიღებისას გამოვლენილი გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ ზომიერი და გარდამავალი ხასიათისაა. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში როზუვასტატინით ნამკურნალევი პაციენტების 4%-ზე ნაკლები გაირიცხა გვერდითი რეაქციების გამო. 

 გვერდითი რეაქციების ცხრილი

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში წარმოდგენილია როზუვასტატინის გვერდითი რეაქციების პროფილი, რომლებიც მიღებულია კლინიკური კვლევების და ფართომასშტაბური პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში.  ცხრილში წარმოდგენილი  გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია სიხშირისა და ორგანოთა სისტემების კლასების მიხედვით.

 არასასურველი რეაქციების გამოვლენის სიხშირე შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: ხშირად (>1/100, < 1/10); საშუალო სიხშირით (>1/1000, <1/100); იშვიათად (>1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

 ცხრილი 2. გვერდითი რეაქციები, რომლებიც მიღებულია კლინიკური კვლევებისა და პოსტ-მარკეტინგული გამოყენების პერიოდში

ორგანოთა სისტემების კლასები ხშირად საშუალო სიხშირით იშვიათად ძალიან იშვიათად სიხშირე უცნობია
დარღვევები სისხლსა და ლიმფური სისტემის მხრივ     თრომბოციტოპენია    
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ     ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით    
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ შაქრიანი დიაბეტი1        
ფსიქიკის დარღვევები           დეპრესია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

 

თავის ტკივილი  თავბრუსხვევა    

პოლინეიროპათია

მეხსიერების დაკარგვა

პერიფერიული ნეიროპათია

ძილის დარღვევა

(უძილობისა და კოშმარული სიზმრების ჩათვლით)

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყრის მხრივ         ხველა და ქოშინი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

შეკრულობა

გულისრევა

ტკივილი მუცლის არეში

  პანკრეატიტი   დიარეა
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ     “ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტივობის მომატება

სიყვითლე

ჰეპატიტი

 
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ  

ქავილი

გამონაყარი

ჭინჭრის ციება

    სტივენს-ჯონსონის სინდრომი
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ მიალგია

 

მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით)

რაბდომიოლიზი

ართრალგია

მყესების დაზიანება, ზოგჯერ გართულებული მყესის გაგლეჯით

იმუნოგანპირობებული მანეკროზებელი მიოპათია

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ  

 

 

ჰემატურია

 

დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ  

 

 

გინეკომასტია

 

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას ასთენია

 

 

 

შეშუპება

1. სიხშირე დამოკიდებულია რისკ-ფაქტორების არსებობაზე ან არ არსებობაზე (უზმოზე გლუკოზის კონცენტრაცია >5,6 მმოლი/ლ, სმი >30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაცია, ჰიპერტენზია ანამნეზში)

 

როგორც ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე ძირითადად დოზა-დამოკიდებულია. 

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერი გვერდით მოქმედებას

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება

როზუვასტატინზე სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენების გავლენა

სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორები:  როზუვასტატინი წარმოადგენს სუბსტრატს ზოგიერთი გადამტანი ცილისთვის, ღვიძლის მიტაცების OAТP1B1 გადამტანის და BCRP ეფლუქსიური გადამტანის ჩათვლით. როზუვატატინის და იმ პრეპარატების ერთდროულ გამოყენებას, რომლებიც წარმოადგენს ამ სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორებს, შესაძლოა თან ახლდეს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის მომატება და მიოპათიის განვითარების მომატებული რისკი (იხ. პარაგრაფები “დოზირება და მიღების წესი“, “გაფრთხილება/სიფრთხილის  ზომები” და “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება”, ცხრილი 3).

 ციკლოსპორინი: როზუვასტატინის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას როზუვასტატინის AUС მნიშვნელობები იყო საშუალოდ 7 ჯერ უფრო მაღალი ჯანმრთელ მოხალისეებში მიღებულ მაჩვენებელთან შედარებით (იხ. ცხრილი 3). ულტროქსი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”). პრეპარატების ერთდროული გამოყენება გავლენას არ ახდენს ციკლოსპორინის პლაზმურ კონცენტრაციაზე.

 პროტეაზას ინჰიბიტორები: მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, როზუვასტატინის პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის ექსპოზიციის მომატება (იხ. ცხრილი 3). მაგალითად, ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში, 10 მგ როზუვასტატინის და პროტეაზას ორი ინჰიბიტორის შემცველი (300 მგ ატაზანავირი/100 მგ რიტონავირი) კომბინირებული პრეპარატის ერთდროული მიღებისას, ჯანმრთელ მოხალისეებში, დაკავშირებული იყო როზუვასტატინის AUC დაახლოებით 3 ჯერ და Cmax 7 ჯერ მომატებასთან. ულტროქსის და პროტეაზას ინჰიბიტორების ზოგიერთი კომბინაციის ერდროული გამოყენება შესაძლებელია ულტროქსის დოზის გულდასმით შერჩევის შემდეგ, რომელიც დაფუძნებულია როზუვასტატინის ექსპოზიციის მოსალოდნელ ზრდაზე (იხ. პარაგრაფები “დოზირება და მიღების წესი“, “გაფრთხილება/სიფრთხილის  ზომები” და “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება”, ცხრილი 3).

 გემფიბროზილი და ლიპიდების დონის დამაქვეითებელი სხვა საშუალებები: როზუვასტატინის და გემფიბროზილის ერთდროული გამოყენება იწვევს როზუვასტატინის Cmax და AUC 2 ჯერ გაზრდას (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).

სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევის მონაცემების საფუძველზე, მოსალოდნელი არ არის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ფენოფიბრატთან, თუმცა შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება. გემფიბროზილი, ფენოფიბრატი, სხვა ფიბრატები და ნიაცინი (ნიკოტინის მჟავა) ლიპიდების დონის დამაქვეითებელი დოზებით (1 გ ან მეტი დღე-ღამეში) ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას, ზრდის მიოპათიის განვითარების რისკს, იმის გამო, რომ მათ შესაძლოა გამოიწვიონ მიოპათია მონოთერაპიის სახით მიღების დროსაც. 40 მგ როზუვასტატინის და ფიბრატების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფები “უკუჩვენება” და “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”). მოცემული ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის საწყისი დოზა უნდა იყოს 5 მგ.

 ეზეტიმიბი: 10 მგ როზუვასტატინის და 10 მგ ეზეტიმიბის ერთდროულ გამოყენებას თან ახლდა როზუვასტატინის AUC 1.2 ჯერ მომატება პაციენტებში ჰიპერქოლესტერინემიით (ცხრილი 3). არ შეიძლება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის ზრდის გამორიცხვა ულტროქსის და ეზეტიმიბის ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების გამო (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).

 ანტაციდი: როზუვასტატინის და ალუმინის ან მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების სუსპენზიის ერთდორულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის დახლოებით 50%-ით დაქვეითება. ეს მოქმედება გამოხატულია უფრო სუსტად, თუ ანტაციდი გამოიყენება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. აღნიშნული ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა შესწავლილი არ არის.

 ერითრომიცინი: როზუვასტატინის და ერითრომიცინის ერთდორულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის AUС 20%-ით და Cmax 30%-ით შემცირება.

ეს ურთიერთქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის მოტორიკის გაძლიერებით, რაც განპირობებულია ერითრომიცინის მიღებით.

 ციტოქრომ P450 ფერმენტებიin vitro და in vivo  ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ როზუვასტატინი არ წარმოადგენს ციტოქრომ P450 იზოფერმენტების არც ინჰიბიტორს და არც ინდუქტორს. ამის გარდა, როზუვასტატინი წარმოადგენს სუსტ სუბსტრატს ამ იზოფერმენტებისთვის.

ამიტომ, ციტოქრომ P450 მეტაბოლიზმთან დაკავშირებული რაიმე მედიკამენტური ურთიერთქმედება, მოსალოდნელი არ არის. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და ფლუკონაზოლს (იზოფერმენტ СYP2С9 და СYP3A4 ინჰიბიტორი) ან კეტოკონაზოლს (იზოფერმენტ СYP2A6 და СYP3A4 ინჰიბიტორი) შორის გამოვლენილი არ არის.

 ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც საჭიროებენ როზუვასტატინის დოზის კორექციას (იხ. ცხრილი 3)პრეპარატ ულტროქსის დოზის კორექცია საჭიროა მისი იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ზრდის როზუვასტატინის ექსპოზიციას. თუ მოსალოდნელია ექსპოზიციის (AUC) გაზრდა 2 ჯერ და მეტად, პრეპარატ ულტროქსის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 5 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. საჭიროა ულტროქსის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის კორექცია ისე, რომ როზუვასტატინის მოსალოდნელი ექსპოზიცია არ აღემატებოდეს ულტროქსის 40 მგ სადღეღამისო დოზის შესაბამის მაჩვენებელს, რომელიც მიიღება როზუვასტატინთან ურთიერთმოქმედი სამკურნალო საშუალებების მიღების გარეშე, მაგალითად, 20  მგ პრეპარატი ულტროქსი   გემფიბროზილთან ერთად (ექსპოზიციის მატება 1,9 ჯერ), და 10 მგ პრეპარატი ულტროქსი  რიტონავირთან/ატაზანავირთან კომბინაციაში (ექსპოზიციის მატება 3,1 ჯერ).

ცხრილი 3. თანმხლები თერაპიის გავლენა როზუვასტატინის ექსპოზიციაზე (AUС მონაცემები მოყვანილია კლების რიგითობით) – გამოქვეყნებული კლინიკური კვლევების შედეგები.

თანმხლები თერაპიის

რეჟიმი

როზუვასტატინის მიღების რეჟიმი როზუვასტატინის AUС ცვლილება*
ციკლოსპორინი 75-200 მგ 2 ჯერ დღე-ღამეში, 6 თვე 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 10 დღე 7,1 ჯერ ↑
ატაზანავირი 300 მგ/ რიტონავირი 100 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 8 დღე 10 მგ ერთჯერადად 3,1 ჯერ ↑
სიმეპრევირი 150 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 7 დღე 10 მგ ერთჯერადად 2,8 ჯერ ↑

ლოპინავირი 400 მგ/ რიტონავირი 100 მგ 2

ჯერ დღე-ღამეში, 17 დღე

20 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 7 დღე 2,1 ჯერ ↑
კლოპიდოგრელი 300 მგ დამტვირთავი დოზა, შემდეგ 75 მგ 24 საათში 20 მგ ერთჯერადად 2 ჯერ ↑

გემფიბროზილი 600 მგ 2

ჯერ დღე-ღამეში, 7 დღე

80 მგ ერთჯერადად 1,9 ჯერ ↑
ელტრომბოპაგი 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 10 დღე 10 მგ ერთჯერადად 1,6 ჯერ ↑

დარუნავირი 600 მგ/ რიტონავირი 100 მგ 2

ჯერ დღე-ღამეში, 7 დღე

10 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 7 დღე 1,5 ჯერ ↑

ტიპრანავირი 500 მგ/ რიტონავირი 200 მგ 2

ჯერ დღე-ღამეში, 11 დღე

10 მგ ერთჯერადად 1,4 ჯერ ↑

დრონედარონი 400 მგ 2 ჯერ დღე-ღამეში

მონაცემები არ არის 1,4 ჯერ ↑

იტრაკონაზოლი 200 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 5 დღე

10 მგ ერთჯერადად **1,4 ჯერ ↑

ეზეტიმიბი 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 14 დღე

10 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 14 დღე **1,2 ჯერ ↑

ცხრილი 3.1. თანმხლები თერაპიის გავლენა როზუვასტატინის ექსპოზიციაზე (AUС მონაცემები მოყვანილია კლების რიგითობით) – გამოქვეყნებული კლინიკური კვლევების შედეგები.

თანმხლები თერაპიის

რეჟიმი

როზუვასტატინის მიღების რეჟიმი როზუვასტატინის AUС ცვლილება*

ფოსამპრენავირი 700 მგ/ რიტონავირი 100 მგ 2

ჯერ დღე-ღამეში, 8 დღე

10 მგ ერთჯერადად

ალეგლიტაზარი 0,3 მგ 7

დღე

40 მგ, 7 დღე

სილიმარინი 140 მგ 3 ჯერ

დღე-ღამეში, 5 დღე

10 მგ ერთჯერადად

ფენოფიბრატი 67 მგ 3 ჯერ

დღე-ღამეში, 7 დღე

10 მგ, 7 დღე

რიფამპინი 450 მგ ერთხელ

დღე-ღამეში, 7 დღე

20 მგ ერთჯერადად

კეტოკონაზოლი 200 მგ 2

ჯერ დღე-ღამეში, 7 დღე

80 მგ ერთჯერადად
ფლუკონაზოლი 200 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 11 დღე 80 მგ ერთჯერადად

ერითრომიცინი 500 მგ 4

ჯერ დღე-ღამეში, 7 დღე

80 მგ ერთჯერადად 28% ↓

ბაიკალინი 50 მგ 3 ჯერ

დღე-ღამეში, 14 დღე

20 მგ ერთჯერადად 47% ↓

*მონაცემები წარმოდგენილია როგორც მოკლე ცვლილება, აჩვენებს ერთდროული გამოყენებისას მაჩვენებლის შეფარდებას იგივე მაჩვენებელთან როზუვასტატინით მონოთერაპიისას. მონაცემები წარმოდგენილია როგორც % ცვლილება, ასახავს ცვლილებას (%) როზუვასტატინით მონოთერაპიის მიმართ.

მომატება ნაჩვენებია ნიშნით “↑“, ცვლილებების გარეშე - “ ↔“, დაქვეითება “↓“

**მედიკამენტური ურთიერთქმედების რამოდენიმე კვლევა შესრულებული იყო როზუვასტატინის სხვადასხვა დოზებით; ცხრილში წარმოდგენილია ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებლები.

OD = ერთხელ დღე-ღამეში; BID = ორჯერ დღე-ღამეში;  TID = სამჯერ დღე-ღამეში; QID = ოთხჯერ დღე-ღამეში

როზუვასტატინის გამოყენების გავლენა სხვა პრეპარატებზე

K ვიტამინის ანტაგონისტები: როგორც ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, ულტროქსით თერაპიის დაწყებამ ან პრეპარატის დოზის გაზრდამ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ K ვიტამინის ანტაგონისტებს (მაგალითად, ვარფარინი ან სხვა კუმარინული ანტიკოაგულანტები) შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (სნშ) გაზრდა. ულტროქსის მოხსნამ ან დოზის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს სნშ დაქვეითება. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სნშ სათანადო მონიტორინგი.

 პერორალური კონტრაცეპტივები/ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია: როზუვასტატინის

და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდორული გამოყენება იწვევდა ეთინილესტრადიოლის და ნორგესტრელის AUС შესაბამისად ზრდას 26 და 34%-ით. პერორალური კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას, საჭიროა პლაზმური კონცენტრაციის ამგვარი მატების გათვალისწინება. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ულტროქსის და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის მედიკამენტების გამოყენებაზე არ არსებობს, ამიტომ არ შეიძლება ამგვარი კომბინაციის დროს ანალოგიური მოქმედების გამორიცხვა. თუმცა, კლინიკური კვლევების ჩატარებისას პრეპარატების ამგვარი კომბინაცია საკმარისად ფართოდ გამოიყენებოდა ქალებში და კარგად გადაიტანებოდა.

 სხვა სამკურნალო საშუალებები:

დიგოქსინი: სპეციფიური ურთიერთქმედების კვლევის მონაცემების საფუძველზე, დიგოქსინთან ერთდროული გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

ფუზიდის მჟავა: როზუვასტატინისა და ფუზიდის მჟავის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. მიოპათიის, მათ შორის რაბდომიოლიზის რისკი შეიძლება გაიზარდოს სისტემური ფუზიდის მჟავას სტატინებთან ერთდროულად გამოყენებისას. აღნიშნული ურთიერთქმედების მექანიზმი (ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური, ან ორივე) ამ დრომდე უცნობია. არსებობს რაბდომიოლიზის შემთხვევები (მათ შორის, რამდენიმე ლეტალური შედეგით) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ კომბინაციას. სისტემური ფუზიდის მჟავას მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, ულტროქსით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავით მკურნალობის პერიოდში. იხილეთ ასევე პარაგრაფი 4.4.

 აქედან გამომდინარე, როზუვასტატინისა და ფუზიდის მჟავას კომბინაცია რეკომენდებული არ არის. თუ შესაძლებელია, რეკომენდებულია როზუვასტატინით მკურნალობის დროებით შეწყვეტა. თუ კომბინაცია აუცილებელია, საჭიროა პაციენტის მკაცრი მონიტორინგი.

 გამოყენება ბავშვებში: ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული იყო მხოლოდ მოზრდილებში. ბავშვებში ურთიერთქმედების ინტენსივობა უცნობია.

 დოზირება და გამოყენების წესი:

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცვლობის პროდუქტების გამოყენებით, რომელიც უნდა გაგრძელდეს მკურნალობის კურსის მთელი პერიოდის განმავლობაში. პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, მკურნალობის მიზნის და პაციენტის თერაპიული პასუხის მიხედვით, თანამედროვე, აღიარებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ულტროქსი მიიღება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

 ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა

პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ ან 10 მგ-ს პერორალურად ერთხელ დღე-ღამეში, პაციენტებში, რომლებიც ადრე არ იღებდნენ სტატინებს, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებით თერაპიიდან გადაყვანილნი არიან მოცემულ პრეპარატზე. პრეპარატის საწყისი დოზის არჩევისას, ყოველ კონკრეტულ პაციენტში უნდა იქნას გათვალისწინებული ქოლესტერინის დონე, ასევე გულ-სისხლძარღვთა გართულებების და გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი (იხ. ქვემოთ). აუცილებლობისას, 4 კვირის შემდეგ შესაძლებელია დოზის კორექტირება (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“). რადგან 40მგ დოზის გამოყენების შემთხვევაში გვერდითი რეაქციები უფრო ხშირად ვითარდება, ვიდრე დაბალი დოზების გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“), დოზის საბოლოო ტიტრაცია მაქსიმალურ 40 მგ-მდე საჭიროა მხოლოდ პაციენტებში მძიმე ჰიპერქოლესტერინემიით მაღალი გულ-სისხლძარღვთა რისკის მქონე პაციენტებში (კერძოდ, პირებში ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით), რომლებთანაც 20 მგ დოზის გამოყენებისას, სასურველი შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა და რომლებიც იქნებიან სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“). რეკომენდებულია სპეციალისტის დაკვირვება მკურნალობის დაწყებისას 40 მგ დოზით.

 გულ-სისხლძარღვთა გართულებების პროფილაქტკა

გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის დაქვეითების კვლევაში, როზუვასტატინი გამოიყენებოდა დოზით 20 მგ დღე-ღამეში (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

 გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმ-სპეციალისტის მიერ.

 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდები (<II-V სტადია ტანერის შკალით)

ბავშვებსა და მოზარდებში ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით სტანდარტული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღე-ღამეში.

  • 6-9 წლის ასაკის ბავშვებში ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით სტანდარტული დოზა შეადგენს 5-10 მგ-ს პერორალურად ერთხელ დღე-ღამეში. ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის 10 მგ-ზე მეტი დოზის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.
  • 10-17 წლის ასაკის ბავშვებში ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით სტანდარტული დოზა შეადგენს 5-20 მგ-ს პერორალურად ერთხელ დღე-ღამეში. ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის 20 მგ-ზე მეტი დოზის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

 დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს თერაპიაზე პაციენტის ინდივიდუალური პასუხის და ამტანობის შესაბამისად, ბავშვებსა და მოზარდებში მკურნალობის რეკომენდაციების თანახმად (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“). როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცვლობის პროდუქტების გამოყენებით, რომელიც უნდა გაგრძელდეს მკურნალობის კურსის მთელი პერიოდის განმავლობაში.

 8-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით  როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.  

 ბავშვებისთვის 40 მგ ტაბლეტები არ არის შესაფერისი.

 6 წლამდე ასაკის ბავშვები

6 წლამდე ასაკის ბავშებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი. ამიტომ, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ულტროქსის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 გამოყენება ხანდაზმულებში

70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“). ასაკის მიხედვით დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

 დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

პაციენტებში თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით დოზის კორექცია საჭირო

არ არის. პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს პაციენტებისთვის საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობით (კკ 60 მლ/წთ-ზე ნაკლები). 40 მგ დოზა უკუნაჩვენებია საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში. პრეპარატ ულტროქსის ნებისმიერი დოზით გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება” და “ფარმაკოკინეტიკური თვისებები”).  

 დოზირება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

ჩაილდ-პიუს შკალით 7 და ნაკლები ქულის მქონე პაციენტებში როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიციის მომატება გამოვლენილი არ არის. თუმცა, პრეპარატის სისტემური ექსპოზიციის მომატება აღინიშნა ჩაილდ-პიუს შკალით 8 და 9 ქულის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). ამ პაციენტებში თერაპიის ფონზე საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“).

 დოზირება მიოპათიისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში

მიოპათიისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს (იხ. ნაწილი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).

აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში ზოგ შემთხვევაში უკუნაჩვენებია დოზა 40 მგ (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება“).

 თანმხლები თერაპია

როზუვასტატინი წარმოადგენს სუბსტრატს სხვადასხვა სატრანსპორტო ცილებისათვის (მაგ. OATP1B1 და BCRP). როზუვასტატინის იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც სისხლის პლაზმაში ზრდის როზუვასტატინის კონცენტრაციას სატრანსპორტო ცილებთან ურთიერთქმედების ხარჯზე (როგორიცაა ციკლოსპორინი და პროტეაზას გარკვეული ინჰიბიტორები, მათ შორის რიტონავირის ატაზანავირთან, ლოპინავირთან ან/და ტიპრანავირთან კომბინაციები; იხ. პარაგრაფები “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“ და “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“), იზრდება მიოპათიის რისკი (რაბდომიოლიზის ჩათვლით). ასეთ შემთხვევაში საჭიროა შეფასდეს ალტერნატიული თერაპიის დანიშვნის, ან როზუვასტატინის მიღების დროებით შეწყვეტის შესაძლებლობა. თუ ზემოთ მითითებული პრეპარატების და როზუვასტატინის გამოყენება აუცილებელია, საჭიროა თანმხლები თერაპიის სარგებლის და რისკის შეფასება და როზუვასტატინის დოზის შემცირების შესაძლებლობის განხილვა (იხ. პარაგრაფი “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).  

 დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბებისას სპეციფიური მკურნალობა არ არის. ჭარბი დოზირებისას რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა და შემანარჩუნებელი ღონისძიებები. საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი და კრეატინკინაზას აქტივობაზე დაკვირვება. ამ შემთხვევაში ჰემოდიალიზი სავარაუდოდ ნაკლებეფექტურია.

 შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°С-ზე, ორიგინალ შეფუთვაში.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 გამოშვების ფორმა

ულტროქსი 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია ალ - ალ ბლისტერულ შეფუთვაში 14, 28, 90 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით, პირველადი შეფუთვის სახით, და მუყაოს კოლოფებში - მეორეული შეფუთვის სახით.

 სხვა სამკურნალწამლო ფორმები:

ულტროქსი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია ალ - ალ ბლისტერულ შეფუთვაში 14, 28, 90 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით, პირველადი შეფუთვის სახით, და მუყაოს კოლოფებში - მეორეული შეფუთვის სახით.

 ულტროქსი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია ალ - ალ ბლისტერულ შეფუთვაში 14, 28, 90 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით, პირველადი შეფუთვის სახით, და მუყაოს კოლოფებში - მეორეული შეფუთვის სახით.

 ულტროქსი 40 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია ალ - ალ ბლისტერულ შეფუთვაში 14, 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით, პირველადი შეფუთვის სახით, და მუყაოს კოლოფებში - მეორეული შეფუთვის სახით.

 ვარგისობის ვადა: 3 წელი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy