Sorvasta - სორვასტა 30მგ 28 ტაბლეტი
ჩვენება: სორვასტა გამოიყენება სისხლში ცხიმოვანი ნივთიერებების ლიპიდების ძირითადად ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად.
რას წარმოადგენს სორვასტა და რისთვის გამოიყენება?
პრეპარატი სორვასტა მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან სტატინებად.
ექიმი დანიშნავს სორვასტას შემდეგი ჩვენებების გამო:
• თუ აღინიშნება ქოლესტერინის მაღალი დონე. ეს მოვლენა იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა არსებობდეს გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების რისკი.
ექიმი გირჩევთ სტატინების მიღებას იმ შემთხვევაში, თუ დიეტა და ფიზიკური აქტივობა არასაკმარისია სისხლში ქოლესტერინის დონის რეგულირებისათვის. სორვასტას მიღებისას საჭიროა დიეტის დაცვა და აქტიური ფიზიკური დატვირთვა სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირების მიზნით.
ან
• თუ აღინიშნება სხვა ფაქტორები, რომლებიც ზრდიან გულის შეტევის, ინსულტის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების განვითარების რისკს. მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ დაავადება, რომელიც ცნობილია, როგორც ათეროსკლეროზი. ათეროსკლეროზი ვითარდება სისხლძარღვებში ცხიმოვანი ნადების დაგროვების შედეგად.
მნიშვნელოვანია არ შეწყვიტოთ სორვასტას გამოყენება
მედიკამენტი სორვასტა გამოიყენება სისხლში ცხიმის, ე.წ. ლიპიდების დონის კონტროლისათვის. ეს არის ქოლესტერინის გავრცელებული სახეობა.
სისხლში აღინიშნება სხვადასხვა სახის ქოლესტერინები - ,,ცუდი” (LDL-ქოლესტერინი, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები) და ,,კარგი” (HDL - მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები).
პრეპარატმა სორვასტამ შესაძლოა გამოიწვიოსო ,,ცუდი” ქოლესტერინის დონის შემცირება და ,,კარგი” ქოლესტერინის დონის გაზრდა.
მედიკამენტი ორგანიზმში ხელს უშლის ,,ცუდი” ქოლესტერინის წარმოქმნას და ზრდის ორგანიზმის უნარს გამოდევნოს სისხლიდან ,,ცუდი” ქოლესტერინები. ადამიანების უმეტეს ნაწილში ორგანიზმში ქოლესტერინის მაღალი დონე არ ახდენს ზეგავლენას ზოგად მდგომარეობაზე, რადგან ის არ იწვევს რაიმე სახის სიმპტომებს. მაგრამ თუ არ მოხდება მისი განკურნება, შესაძლოა ის დაგროვდეს სისხლძარღვების კედლებზე და გამოიწვიოს სისხლძარღვების შევიწროვება ცხომოვანი ნადების წარმოქმნის შედეგად.
შედეგად ხდება შევიწროვებული ვენების გაჭრდვა. ამ მოვლენამ შესაძლოა შეაჩეროს სისხლის მიწოდება გულში და ტვინში. შედეგად ვითარდება ინფარქტი ან ინსულტი. სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირების შედეგად მცირდება გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების რისკიც.
პრეპარტი სორვასტა გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, იმ შემთხვევაშიც თუ მოხდება ქოლესტერინის დონის შემცირება, რადგან პრეპარატის მოხსნის შემთხვევაში კვლავ იზრდება ქოლესტერინის დონე, რის შედეგადაც ხდება ცხიმოვანი ნადების კვლავ წარმოქმნა. პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით ან ორსულობის შემთხვევაში.
სორვასტას მიღებისას უნდა დაიცვათ დიეტა და მისდიოთ აქტიურ ფიზიკური ცხოვრების წესს.
ინფორმაცია სორვასტას გამოყენებამდე
არ შეიძლება სორვასტას გამოყენება:
• თუ აღინიშნება ალერგია როზუვასტატინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6).
• თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი. თუ მედიკამენტის გამოყენებისას მოხდება დაორსულება უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება დაუყონებლივ და მიმართოთ ექიმს. ქალებმა უნდა გამოიყენონ საიმედო კონტრაცეპტული საშუალებები, რომ არ მოხდეს სორვასტას გამოყენებისას დაორსულება.
• თუ აღინიშნება ღვიძლის დაავადება
• თუ აღინიშნება თირკმელების სერიოზული პრობლემები
• თუ აღინიშნება ქრონიკული ან აუხსნელი გენეზის კუნთების ტკივილები
• თუ იღებთ ციკლოსპორინს (ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ)
თუ აღინიშნული მოვლენებიდან რომელიმე გამოვლინდება თქვენს შემთხვევაში (ან რაიმეში არ ხართ დარწმუნებული) უნდა აცნობოთ ექიმს.
გარდა ამისა არ შეიძლება სორვასტა 30 ან 40 მგ (მაღალი დოზების) გამოყენება:
• თუ აღინიშნება თირკმლის ზომიერი პრობლემები (ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს).
• თუ აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები,
• თუ პაციენტი არის 18 წლამდე ასაკის: სორვასტას 30მგ და 40 მგ ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ბავშვებისათვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის.
• თუ აღინიშნება კუნთრების ტკივილები, რომლებიც განმეორებითი ან აუხსნელი ხასიათისაა. თუ პირად ან ოჯახის ანამნეზში აღინიშნება კუნთების პრობლემები ან აღინიშნებოდა კუნთების პრობლემები წარსულში სხვა ქოლესტერინის დამწევი პრეპარატების გამოყენებისას.
• თუ იღებთ რეგულარულად ალკოჰოლს.
• თუ პაციენტი არის აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი)
• თუ იღებთ ქოლესტერინის დონის დამწევ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწოდებიან ფიბრატებად,
თუ აღნიშნული მოვლენებიდან რომელიმე შეგესაბამებთ თქვენ (ან არ ხართ რაიმეში დარწმუნებული), გთხოვთ მიმართოთ ექიმს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
სორვასტას მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რეკომენდაციისათვის.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე სორვასტას გამოყენებისას:
• თუ გახასიათებთ თირკმლის პრობლემები
• თუ გახასიათებთ ღვიძლის პრობლემები
• თუ აღინიშნება კუნთების ტკივილები, რაც განმეორებითი ან აუხსნელი გენეზისაა ან თუ პირად ან ოჯახის ანამნეზში სხვა სისხლში ქოლესტერინის დამწევი პრეპარატების გამოყენებისას აღინიშნა კუნთების პრობლემები და ტკივილები, განსაკუთრებით თუ აღინიშნა შეუძლოდ ყოფნა ან ცხელება.
• თუ რეგულარულად იყენებთ ალკოჰოლს
• თუ აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა
• თუ იღებთ სხვა ქოლესტერინის დამწევ საშუალებებს, რომლებიც იწოდებიან ფიბრატებად; გთხოვთ, წაიკითხოთ გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ადრეც გამოგიყენებიათ ქოლესტერინის დამწევი პრეპარატები.
• თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ, რიტონავირს ლოპინავირთან ერთად და/ან ატაზანავირთან ერთად. გთხოვთ იხილოთ პუნქტი ,,სხვა მედიკამენტების გამოყენება”.
• თუ პაციენტი არის 10 წლამდე ასაკის: სორვასტა არ გამოიყენება 10 წლამდე ასაკის პაციენტებში.
• თუ პაციენტი არის 18 წლამდე ასაკის: სორვასტას 30 მგ და 40 მგ ტაბლეტები არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.
• თუ პაციენტი არის 70 წელზე უფროსი ასაკის (ექიმმა უნდა შეარჩიოს სორვასტას სწორი საწყისი დოზა)
• თუ აღინიშნება სუნთქის სერიოზული პრობლემები
• თუ პაციენტი არის აზიური წარმოშობის - იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი (ექიმმა უნდა შეარჩიოს სორვასტას სწორი საწისი დოზა).
თუ რომელიმე შემდეგი მოვლენა შეგესაბამებათ თქვენ (ან არსებობს ეჭვი) :
• არ უნდა მიიღოთ სორვასტას 30 მგ ან 40 მგ (მაღალი დოზა) ტაბლეტები და უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს სორვასტას ნებისმეირი დოზის მიღებამდე.
ზოგიერთ პაციენტებში სტატინებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ღვიძლზე. ამის დადგენა შესაძლებელია სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატების შემოწმების შედეგად. ამიტომ ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს სისხლის ანალიზის ჩატარება (ღვიძლის ფუნქციაზე) თერაპიის დაწყებამდე ან სორვასტას გამოყენების პერიოდში. თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი საჭიროა ექიმის კონტროლი ამ პრეპარატის გამოყენებამდე. სისხლში შაქრის და ცხიმების მაღალი კონცენტრაციის არსებობისას, ჭარბი წონისას და სისხლის მაღალი წნევის არსებობისას ვლინდება შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი.
სორვასტას გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა პრეპარატები ან აპირებთ რაიმე მედიკამენტის გამოყენებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:
• ციკლოსპორინი (ორგანოს გადანერგვის შემდეგ).
• ვარფარინი ან სისხლის გამათხელებელი სხვა საშუალებები
• ფიბრატები (მაგ., გემფიბროზილი ან ფენოფიბრატი) ან სხვა ქოლესტერინის დონის დამწევი საშუალებები (მაგ., ეზეტიმიბი)
• კუჭის დარღვევების სამკურნალო მედიკამენტები (კუჭის წვენის გამანეიტრალებელი საშუალებები)
• ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი)
• ორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები)
• ჩანაცვლებადი ჰორმონალური თერაპიული საშუალებები
• რიტონავირი ატაზანავირთან, ლიპონავირთან და/ან ტიპრანავირთან ერთად (გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ - გთხოვთ გაეცნოთ პუნქტს - საჭიროა სიფრთხილე სორვასტას გამოყენებისას).
ამ მედიკამენტის გამოყენებამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სორვასტას ეფექტურობაზე ან პირიქით სორვასტას გამოყენებამ შესაძლოა შეცვალოს ამ მედიკამენტების მოქმედება.
სორვასტას გამოყენება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად
პრეპარატი სორვასტას მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, თუ ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
არ მიიღოთ სორვასტა ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. თუ სორვასტას გამოყენებისას მოხდება დაორსულება უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს. ქალებმა უნდა გამოიყენონ საიმედო კონტრაცეპტული საშუალებები სორვასტას მიღებისას.
მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს კონსულტაციისათვის ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე.
ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პაციენტების უმეტესი ნაწილი სორვასტას გამოყენებისას ჩვეულებრივ მართავს ავტომობილს და მუშაობს მექანიზმებზე, რადგან სორვასტა არ ახდენს მართვის უნარზე ზემოქმედებას. ზოგიერთ პაციენტებში შესაძლოა სორვასტას გამოყენებისას აღინიშნოს თავბრუსხვევა. თუ გრძნობთ თავბრუსხვევას უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის, სანამ გამართავთ ავტომობილს ან შეასრულებთ მექანიზმებთან რაიმე სახის მუშაობას.
პრეპარატი სორვასტა შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ უნდა მიმართოთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ დამატებით ინფორმაციაში, რომელიც მოცემულია ინსტრუქციის ბოლოში.
სორვასტას მიღების წესი
სორვასტა უნდა მიიღოთ ყოველთვის ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
რეკომენდებული დოზირება
თუ იღებთ სორვასტას ქოლესტერინის მაღალი დონის შემცირებისათვის:
საწყისი დოზირება:
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ ან 10 მგ დღეში ერთჯერ, იმ შემთხვევაშიც თუკი უკვე მიღებული გაქვთ სხვა სტატინების უფრო მაღალი დოზა. ექიმი განსაზღვრავს საწყის დოზას შემდეგი მონაცემების საფუძველზე:
• ქოლესტერინის დონის მიხედვით
• გულის შეტევისა და ინსულტის რისკის მიხედვით
• თუ აღინიშნება ნებისმიერი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა გაზარდოს მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების მიმართ მგრძნობელობა
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს იმისათვის, რომ დაგინიშნოთ სორვასტას საწყისი დოზა, რომელიც რეკომენდებულია თქვენთვის.
ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ საწყისი დოზა 5 მგ დღეში ერთჯერ, თუ:
• თუ პაციენტი არის აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიატნამელი, კორეელი ან ინდოელი)
• 70 წელზე უფროსი
• თუ აღინიშნება თირკმელების ზომიერი პრობლემები
• თუ აღინიშნება ღვიძლის ზომიერი პრობლემები
• თუ აღინიშნება კუნთების ტკივილი (მიოპათია)
• თუ გენეტიკურად ვლინდება მიდრეკილება სისხლში როზუვასტატინის მაღალი კონცენტრაციის არსებობის მიმართ.
დოზირების გაზრდა და მაქსიმალური დღიური დოზა
ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზირება 40მგ მდე დღეში ქოლესტერინის სასურველი დოზირების მისაღწევად. დოზირების ყოველი კორექციებს შორის საჭიროა ოთხკვირიანი ინტერვალის დაცვა.
მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს სორვასტას 40მგ. ეს დოზირება განკუთვნილია მხოლოდ პაციენტებისათვის, რომლებთაც აღენიშნებათ ქოლესტერინის მაღალი დონე და გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების მაღალი რისკი. პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება ქოლესტერინის დაბალი დონე შესაძლებელია დოზირების შემცირება საკმარის დოზამდე.
თუ იღებთ სორვასტას გულის შეტევის, ინსულტის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების რისკის შემცირების მიზნით:
რეკომენდებული დოზა შეადგენს 20მგ დღეში. თუ აღინიშნება ზემოთაღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი შემთხვევა, ექიმმა შესაძლოა შეამციროს დოზირება.
რეკომენდებული დოზა ბავშვებში და მოზარდებში 10-დან 17 წლამდე ასაკში
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ. ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა სასურველი დოზის მიღწევამდე. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს სორვასტას 20მგ. დოზა მიიღება დღეში ერთჯერ. სორვასტას 30მგ და 40 მგ ტაბლეტები არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში.
ტაბლეტების მიღების წესი
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
მედიკამენტი სორვასტა მიიღება დღეში ერთჯერ. ტაბლეტის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს.
შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტი ყოველდღე ერთიდაიმავე დროს.
ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმება
მნიშვნელოვანია რეგულარული სამედიცინო კონტროლი, რის შედეგადაც ექიმი შეაფასებს ქოლესტერინის შემცირების დონეს ან დმგომარეობის უცვლელობას.
ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზირება ეფექტური დოზირების მისაღწევად.
თუ მიიღეთ სორვასტას ჭარბი დოზირება
მიმართეთ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკას.
თუ მიმართავთ კლინიკას ან იღებთ მედიკამენტს სხვა დანიშნულებისათვის უნდა აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ სორვასტას.
თუ დაგავიწყდათ სორვასტას მიღება
მიიღეთ შემდეგი დოზირება რეჟიმის შესაბამისად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
თუ გსურთ სორვასტას მიღების შეწყვეტა
თუ გსურთ სორვასტას მიღების შეწყვეტა უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. თუ შეწყვეტთ სორვასტას მიღებას შესაძლოა აღინიშნოს ქოლესტერინის დონის მომატება.
ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად შესაძლოა სორვასტამაც გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
საჭიროა იცოდეთ თუ რა სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენაა მოსალოდნელი. როგორც წესი ეს მოვლენები მსუბუქი ხასიათისაა და ქრება გარკვეული დროის შემდეგ.
უნდა შეწყვიტოთ სორვასტას გამოყენება და დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგი ალერგიული რეაქციებიდან რომელიმეს:
• ქოშინი - სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებით ან მის გარეშე.
• სახის, ტუჩების პირის და/ან ყელის შეშუპებით გამოწვეული ყლაპვის გართულება.
• კანის ძლიერი ქავილი (გამონაყარით ან ბუშტუკებით).
ასევე უნდა შეწყდეს მედიკამენტი სორვასტას გამოყენება და დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ აღინიშნება კუნთების ტკივილები, რაც ხანგრძლივდება ჩვეულებრივზე მეტ ხანს. კუნთების ტკივილის სიმპტომები უფრო ხშირია ბავშვებში და მოზარდებში უფროსებთან შედარებით. სხვა სტატინების გამოყენების მსგავსად პაციენტების გარკვეულ ნაწილში შესაძლოა აღინიშნოს არასასურველი მოვლენები კუნთების მხრივ. იშვიათად ეს ეფექტები შესაძლოა გადაიზარდოს სიცოცხლისათვის საშიშ კუნთების დაზიანებაში, რასაც ეწოდება რაბდომიოლიზი, რაც იწვევს კუნთების ძლიერ ტკივილს, სისუსტის შეგრძნებას და შარდის მუქად შეფერვას.
ზოგადი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10 პაციენტიდან 1 -ში):
• თავის ტკივლი
• მუცლის ტკივილი
• ხუთვა
• სისუსტე და ღებინება
• კუნთების ტკივილი
• სისუსტე
• თავბრუსხვევა
• შარდში ცილების რაოდენობის გაზრდა - ეს მოვლენა, როგორც წესი ქრება თავისთავად სორვასტას ტაბლეტების მიღების შეწყვეტის გარეშეც (გარდა 40 მგ დოზირების გამოყენებისა).
• შაქრიანი დიაბეტი. დიაბეტის განვითარების რისკი მაღალია, თუ აღინიშნება სისხლში შაქრისა და ცხიმების მაღალი კონცენტრაცია, ჭარბი წონა და სისხლის მაღალი წნევა. ამ შემთხვევაში მედიკამენტი მიიღება ექიმის კონტროლის ქვეშ.
უჩვეულო მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10 პაციენტიდან 1 -ში):
• ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება
• შარდში ცილების მაღალი რაოდენობა - ეს მოვლენა როგორც წესი რეგულირდება თავისთავად ტაბლეტების მიღების შეწყვეტის გარეშე (მხოლოდ 5-20მგ-მდე დოზირების გამოყენებისას)
იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1.000 პაციენტიდან 1-მდე):
• სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მიდრეკილება სისხლჩაქცევების ან სისხლდენის მიმართ.
• რთული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები - სიმპტომები მოიცავენ სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებას, ყლაპვისა და სუნთქვის გრთულებით, კანის ძლიერი ქავილი (ბუშტუკებით და გამონაყარით); თუ აღინიშნება ალერგიული რეაქციები უნდა შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება და დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს.
• უფროსებში კუნთების ტკივილები - უსაფრთხოების მიზნით უნდა შეწყდეს სორვასტას მიღება და მიმართოთ ექიმს თუ აღინიშნება კუნთების უჩვეულო ტკივილები, რომლებიც გრძელდება ხანგრძლივად.
• მუცლის ძლიერი ტკივილი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება)
• სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10.000 პაციენტიდან 1-მდე):
• სიყვითლე (კანისა და თვალის სიყვითლე)
• ჰეპატიტის (ღვიძლის ანთება)
• სისხლიანი შარდი
• ხელ-ფეხის ნერვის დაზიანება (მაგ., დაბუჟება)
• სახსრების ტკივილი
• მეხსიერების დარღვევები
• გინეკომასტია (მამაკაცებში მკერდის გადიდება)
გვერდითი ეფექტები, რომელთა შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე:
• დიარეა (თხევადი განავალი)
• სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანის, პირის, თვალების და სასქესო ორგანოების რთული ანომალია)
• ხველა
• სუნთვის გართულება
• შეშუოება (ოდემა)
• ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები
• ლიბიდოს დარღვევები
• დეპრესია
• სუნთქვის პრობლემები, მათ შორის ხველა და/ან სუნთქვის გართულება ან ცხელება
• სახსრების ტკივილები
• კუნთების სისუსტე, ქრონიკულ მდგომარეობამდე
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში.
სორვასტას შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!
მედიკამენტი სორვასტა არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
შეინახეთ საწყის შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს მედიკამენტი სორვასტა
• აქტიური ნივთიერება არის როზუვასტატინი. ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5მგ, 10მგ, 15მგ, 20მგ, 30მგ ან 40მგ როზუვასტატინს (როზუვასტატინის კალციუმის სახით).
• დამხმარე ნივთიერებებია უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი (E572) და კაჟბადის დიოქსიდი უწყლო (E551) ტაბლეტის შიგთავსში და ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000, ფუძე ბუთილის მეტაკრილატი ტაბლეტის გარსში.
სორვასტას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
30 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი ფერის, ორმხრივ ამობურცული კაფსულის ფორმის ტაბლეტები, ორივე მხარეზე ნაზოლით. გამყოფი ნაზოლი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის ყლაპვის გასაადვილებლად და არა ორ თანაბარ ნაწილად გაყოფის მიზნით.
შეფუთვა შეიცავს 28 და 84 შემოგარსულ ტაბლეტს ბლისტერში.
სორვასტას გაცემის წესი და დოზირების რეჟიმი
მიიღება ექიმის დანიშნულებით
რაოდენობა | 28 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account