Mertenil - მერტენილი 10მგ 30 ტაბლეტი

12,70 GEL
მარაგშია
SKU
35639_2

ჩვენება: ჰიპერქოლესტერინემია და კომბინირებული (შერეული) დისლიპიდემიური მდგომარეობები, საერთო ქოლესტერინის დონის დაქვეითება

შემადგენლობა:
ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: 
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 10მგ: კალციუმის როზუვასტატინი 10.4მგ; 10მგ როზუვასტატინის ექვივალენტური. 

დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა 12, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის ჰიდროქსიდი, კროსპოვიდონი (ტიპი ა), მაგნიუმის სტეარატი;

აპკიანი გარსის შემადგენლობა: 
თეთრი ოპადრაი II, (ტალკი, მაკროოლი-3350, ტიტანის დიოქსიდი E171, პოლივინილის სპირტი).

აღწერა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 10მგ:
მრგვალი ორმხრივამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. ტაბლეტის ერთ მხარეს არის გრავირებული წარწერა C34

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური საშუალება ჰმგ-კო-A-რედუქტაზას ინჰიბიტორი

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
როზუვასტატინი წარმოადენს ჰმგ-კო-A-რედუქტაზას  სელექციურ და კონკურენტულ ინჰიბიტორს, რომელიც არის ფერმენტი, რომლის საშუალებითაც 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილკოენზიმ A გარდაიქმნება მევალონატად, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის წინამორბედს. რეზუვასტატინის მოქმედების ძირითადი სამიზნეა ღვიძლი, სადაც ხდება ქოლესტერინის სინთეზი (ქს) და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) კატაბოლიზმი. 
როზუვასტატინი ზრდის “ღვიძლის” დსლპ რეცეპტორების რიცხვს უჯრედების ზედაპირზე, ზრდის დსლპ მიტაცებას და კატაბოლიზმს. 
იგი აგრეთვე ხელს უშლის ღვიძლის უჯრედებში ქოლესტერინის ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) სინთეზს, ამგვარად აქვეითებს ძდსლპ და დსლპ შემცველობას. 
როზუვასტატინი აქვეითებს ქოლესტერინ- დსლპ (ქს- დსლპ), საერთო ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების (ტგ) შემცველობას, ზრდის ქოლესტერინ-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ქს-მსლპ) შემცველობას და აქვეითებს აპოლიპოპროტეინ B-ს (აპო B) შემცველობას, ქს-არა მსლპ (საერთო ქოლესტერინის შემცველობა ქოლესტერინ დსლპ, ქს-ძდსლპ, ტგ-ძდსლპ შემცველობის გამოკლებით და ზრდის აპოლიპოპროტეინ A-I (აპო A-I). როზუვასტატინი აქვეითებს ქს-დსლპ/ქს-მსლპ, საერთო ქს/ქს-მსლპ, ქს/ქრამსლპ/ქს-დსლპ და აპო B/ აპო A-I შემცველობას. 
თერაპიული ეფექტი შეიძლება მიღწეულ იქნას ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობის დაწყებიდან, 2 კვირის შემდეგ მიიღწევა შესაძლო მაქსიმალური ეფექტის 90%. ჩვეულებრივ მაქსიმალურად შესაძლებელი თერაპიული ეფექტი მიიღწევა 4 კვირის შემდე და ნარჩუნდება პრეპარატის შემდგომი მიღებისას. 

კლინიკური ეფექტურობა
როზუვასტატინი ეფექტურია მოზრდილი პაციენტების მკურნალობისთვის ჰიპერქოლესტერინემიით ან ჰიპერტრიგლიცერიდემიის სიმპტომების გარეშე, მათი რასობრივი კუთვნილების, სქესის და ასაკის მიუხედავად, აგრეთვე პაციენტების განსაკუთრებული კატეორიის სამკურნალოდ, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულების ან ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მემკვიდრეობითი ფორმის არსებობისას.
როზუვასტატინი ეფექტურია IIა და IIბ ტიპის ჰიპერქოლესტერინემიის სამკურნალოდ ფრედერიქსონის მიხედვით (საშუალო დონე ქს-დსლპ-სა დაახლოებით 4,8მმოლ/ლ). პაციენტების 80%-ში, რომლებიც როზუვასტატინის 10მგ-ს იღებდნენ, მიღწეულ იქნა ქს-დსლპ მიზნობრივი დონეები, რომელიც დადგენილია ათეროსკლეროზის გამოკვლევის ევროპული საზოგადოების მიერ (3მმოლ/ლ-ზე ნაკლები).
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, რომლებიც როზუვასტატინს იღებენ 20-80მგ დოზით ფორსირებული ტიტრაციის დოზით, ყველა მიღებულმა დოზამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პარამეტრების ცვლილებაზე, რომლებიც ახასიათებს ლიპიდების შემცველობას,  აგრეთვე თერაპიის მიზნის მიღწევაზე. დოზის ტიტრაციისას დღეში 40მ-მდე (თერაპიის 12 კვირა) ქს-დსლპ დაქვეითდა 53%-ით. პაციენტების 33%-ში ქს-დსლპ მნიშნელობა (3მმოლ/ლ-ზე ნაკლები) შეესაბამებოდა ათეროსკლეროზის გამოკვლევის ევროპული საზოგადოების სამიზნე ნორმებს.
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, რომლებიც როზუვასტატინს იღებდნენ დოზით 20-40მგ, ქს-დსლპ შემცველობა საშუალოდ დაქვეითდა 22%-ით. დამატებითი ეფექტი აღინიშნა ფენოფიბრატთან კომბინაციაში ტგ-ს შემცველობასთანYდა ნიკოტინმჟავასთან (1გ-ზე მეტი დღეში) ქს-დსლპ შემცველობისთან მიმართებაში.
როზუვასტატინის გავლენის კვლევები ლიპიდური დარღვევებით გამოწვეულ გართულებების რაოდენობაზე, როგორიცაა იშემიური დაავადება, ჯერ დასრულებული არ არის. 
გულის იშემიური დაავადების რისკის დაბალი დოზის მქონე პაციენტებში (რომელიც განისაზღვრება როგორც რისკი ფრამინგემის მიხედვით 10%-ზე ნაკლები 10 წლის პერიოში), ქს-დსლპ საშუალო მნიშვნელობით 4,0მმოლ/ლ (154,5მგ/დლ) როზუვასტატინი დოზით 40მგ/დღეში მნიშვნელოვნად ანელებდა მაქსიმალური სიდიდის ზრდას, რომელიც ხასიათდება საძილე არტერიის კედლის გასქელებით 12 სეგმენტში, პლაცებოსთან შედარებით სიჩქარით-0,0145მმ/წელიწადში (95% სანდო ინტერვალი (CI): 0,0196-დან 0.0093მდე, პ<0.0001). 40 მგ დოზა უნდა დაინიშნოს მხილოდ ჰიპერქოლესტერინემიის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში, რომლებშიც მაღალია გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი. 

ფარმაკიკინეტიკა
აბსორბცია: პლაზმაში როზუვასტატინის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა შიგნით მიღებიდან 5 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%.
განაწილება: როზუვასტატინი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის სინთეზის და ქს-დსლპ მეტაბოლიზმის კლირენსის ძირითად ადგილს. როზუვასტატინის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 134;-ს/ როზუვასტატინის 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინებს. 
მეტაბოლიზმი: ექვემდებარება შეზღუდულ მეტაბოლიზმს (დაახლობით 10%). როზუვასტატინი წარმოადგენს საკმარისად არაპროფილურ სუბსტრატს ციტოქრომ P450 სისტემით მეტაბოლიზმისთვის. CYP2ჩ9 წარმოადგენს ძირიად იზოფერმენტს, რომელიც მოაწილეობს მეტაბოლიზმში, მაშინ როდესაც იზოფერმენტები CYP2C19, CYP3A4, CYP2D6 ჩართულია მეტაბოლიზმში მცირე ხარისხით. ძირითადი მეტაბოლიტი N-დესმეთილი, რომელიც 50%-ით ნაკლებაქტიურია ვიდრე როზუვასტატინი. ლაქტონური მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურია. მოცირკულირე ჰმგ-კოA-რედუქტაზას ფარმაკოლოგიური აქტივობის შემცირების 90%-ზე მეტი უზრუნველყოფილია როზუვასტატინით, დანარჩენი-მისი მეტაბოლიტებით. 
გამოყოფა: დაალხოებით როზუვასტატინის მიღებული დოზის 90% გამოიყოფა უცვლელი სახით განავლით (აბსორბირებული და არააბსორბირებული როზუვასტატინის ჩათვლით), დანარჩენი გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 19 საათს, არ იცვლება პრეპარატის დოზის გაზრდისას. საშუალო გეომეტრიული პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 50ლ/სთ-ს (ვარიაციის კოეფიციენტი 21.7%). როგორც ჰმგ-კოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, “ღვიძლისმიერი” მიტაცების პროცესში ჩართულია ქოლესტერინის მემბრანული გადამტანი-სატრანსპორტო ცილა C ორგანული ანიონებით. მოცემული გადამტანი დიდ როლს თამაშობს ღვიძლით როზუვასტატინის გამოყოფაში.
ხაზოვნება: როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიცია იზრდება დოზის პროპორციულად. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ცვლილება პრეპარატის დღეში რამდენჯერმე მიღებისას არ აღინიშნება. 
ასაკი და სქესი: სქესი და ასაკი არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე. 
ეთნიკური ჯგუფები: ფარმაკოკინეტიკის შედარებითმა კვლევებმა აჩვენა AUC (კონცენტრაცია-დროის მრუდი) საშუალო მნივნელობის და Tmax მომატება (პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო) აზიური წარმოშობის პაციენტებში (იაპონელები, ჩინელები, ფილიპინელები, ვიეტნამელები და კორეელები) ევროპეიდული რასის წარმომადგენლებთან შედარებით. ინდოელებში აღინიშნა AUC  და ჩმახ გადაჭარბება დაახლოებით 1,3-ჯერ. ამასთან ფარმაკოკინეტიკის მაჩვენებლების ანალიზმა მთელი პოპულაციისთვის არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაში ევროპეოიდული, ნეგროიდული, ლათინოამერიკული რასის წარმომადგენლებში. 
თირკმლის უკმარისობა: პაციენტებში თირკმლის ზომიერი და მსუბუქი უკმარისობით როზუვასტატინის ან N-დესმეთილ მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაცია მნიშვნელოვნად არ იცვლება. პაციენტებში თირმლის გამოხატული უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი (კკ) 30მლ/წთ0ზე ნაკლები) როზუვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაში 3-ჯერ უფრო მაღალია, N-დესმეთილ მეტაბოლიტის კონცენტრაცია კი 9-ჯერ უფრო მეტია ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. როზუვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაში პაციენტებში, რომლებიც ჰემოდიალიზზე იმყოფებიან, დაახლოებით 50%-ით უფრო მაღალი იყო ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. 
ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის სხვადასხვა უკმარისობის მქონე პაციენტებში ჩაილდ პიუს შკალით 7 და ნაკლები ბალი გამოვლენილი არ არის როზუვასტატინის თ1/2 მომატება. თუმცა 2 პაციენტში ჩაილდ პიუს შკალით 8 და 9 ბალით აღინიშნა თ1/2 მომატება დაახლოებით 2-ჯერ ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით ჩაილდ-პიუს შკალის უფრო დაბალი მაჩვენებლის მქონე პაციენტებთან. როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება ჩაილდ პიუს შკალით 9 ბალზე დიდი მაჩვენებლის შემთხვევაში არ არსებობს. 

მიღების ჩვენება
-ჰიპერქოლესტერინემია და კომბინირებული (შერეული) დისლიპიდემიური მდგომარეობები საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აპოლიპოპროტეინ ბ-ს და ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითება შრატში დიეტოთერაპიისადმი დამატების სახით, როცა დიეტა და სხვა არამედიკამენტური მეთოდები (მაგ. ფიზიკური ვარჯიში, სხეულის მასის დაქვეითება) არასაკმარისია. 
-ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიისადმი და ლიპიდების დამაქვეითებელი სხვა მკურნალობისადმი (მაგ. დსლპ-აფერეზი) დამატების სახით ან შემთხვევებში, როცა ამგვარი თერაპია არასაკმარისად ეფექტურია. 

უკუჩვენება
5, 10 და 20მგ ტაბლეტებისთვის
-მომატებული მგრძნობელობა როზუვასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
-ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, “ღვიძლის” ტრანსამინაზების მყარი მომატების ჩათვლით ნორმის ზედა ზღვართან 3ჯერ მეტად მომატებისას. 
-თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა (კკ 30მლ/წთ-ზე ნაკლები);
-მიოპათია;
-ციკლოსპორინის ერთდროული მიღება
-პაციენტებში, რომლებიც მიდრეკლნი არიან მიოტოქსიური გართულებებისადმი
-ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
-რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდებს
-18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის)
-პაციენტები ღვიძლის უკმარისობით ჩაილდ პიუს შკალით 9 და მეტი ბალი
-ლაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზო-გალაქტოზის მალაბსორბცია.

40მგ ტაბლეტებისთვის
-მომატებული მგრძნობელობა როზუვასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
-ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, “ღვიძლის” ტრანსამინაზების მყარი მომატების ჩათვლით ნორმის ზედა ზღვართან 3-ჯერ მეტად მომატებისას. 
-თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა (კკ 30მლ/წთ-ზე ნაკლები);
-მიოპათია;
-ციკლოსპორინის ერთდროული მიღება
-პაციენტებში, რომლებიც მიდრეკლნი არიან მიოტოქსიური გართულებებისადმი
-ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
-ჰიპოთირეოზი
-კუნთოვანი დაავადებების პირადი ან ოჯახური ანამნეზი
-მიტოქსიურობა ჰმგ-KოAრედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღებისას ანამნეზში;
-ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
-მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის კონცენტრაციის მომატება პლაზმაში
-აზიური რასის პაციენტებში;
-ფიბრატების ერთდროული მიღება
-18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის)
-პაციენტები ღვიძლის უკმარისობით ჩაილდ პიუს შკალით 9 და მეტი ბალი
-ლაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზო-გალაქტოზის მალაბსორბცია.

სიფრთხილით
5, 10 და 20მგ ტაბლეტებისთვის
მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარების რისკი-თირკმლის უკმარისობა, ჰიპოთირეოზი; კუნთოვანი დაავადებების პირადი ან ოჯახური ანამნეზი და მიტოქსიურობა ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღებისას ანამნეზში; ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება; მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის კონცენტრაციის მომატება პლაზმაში, 70 წელზე უფროსი ასაკი; ღვიძლის დაავადებები ანამნეზში, სეფსისი, არტერიული ჰიპოტენზია, ფართო ქირურგიული ჩარევები, ტრავმები, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული ან ელექტროლიტური დარღვევები, არაკონტროლირებადი ეპილეფსია, რასობრივი კუთვნილება (აზიური რასა); ფიბრატების ერთდროული მიღება. 

40მგ ტაბლეტებისთვის
მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარების რისკი-თირკმლის უკმარისობა, 70 წელზე უფროსი ასაკი, ღვიძლის დაავადებები ანამნეზში, სეფსისი, არტერიული ჰიპოტენზია, ფართო ქირურგიული ჩარევები, ტრავმები, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული ან ელექტროლიტური დარღვევები, არაკონტროლირებადი ეპილეფსია.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
მერტენილი® უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისთვის. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფრიის ადექვატური და საიმედო მეთოდები. 
რადგან ქოლესტერინის და ქოლესტერინის ბიოსინთეზის პროდუქტები დიდ როლს თამაშობს ნაყოფის განვითარებაში, ჰმგ-კოAრედუქტაზას ინჰიბირების პოტენციური რისკი აჭარბებს მის სარგებელს ორსულობის დროს გამოყენებისას.  
პრეპარატის მიღების პერიოდში დაორსულებისას, მისი მიღება უნდა შეწყდეს. 
მონაცემების პრეპარატის რძით გამოყოფის შესახებ არ არსებობს. პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. 

გამოყენების მეთოდი და დოზები
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცვლობის პროდუქტების გამოყენებით, რომელიც უნდა გაგრძელდეს მკურნალობის კურსის დროსაც. პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად მკურნალობის მიზნის და პაციენტის თერაპიული პასუხის მიხედვით, ლიპიდების საერთო დონეზე აღიარებული რეკომენდაციების გათვალისწინებით. 
პერორალურად, დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, დაღეჭვა არ შეიძლება, უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყალთან ერთად. 
პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 ან 10მგ-ს დღეში ერთხელ, პაციენტებში, რომლებიც ადრე არ იღებდნენ სტატინებს, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც მოცემულ პრეპარატზე გადაყვანილნი არიან ჰმგ-კო A რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მიღებიდან. 
პრეპარატის საწყისი დოზის არჩევისას უნდა გაითვალისწინონ ქოლესტერინის დონე ყოველ კონკრეტულ პაციენტში, აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა გართულებების და გვერდით ეფექტების რისკი. აუცილებლობისას, 4 კვირის შემდეგ შეიძლება მოხდეს დოზის კორექცია. 
გვერდითი ეფექტების რისკის გამო, 40მგ დოზის მიღებისას უფრო მცირე დოზებთან შედარებით (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება”), საბოლოო ტიტრაცია მაქსიმალურ 40მგ დოზამდე უნდა მოხდეს მხოლოდ ჰიპერქოლესტერინემიის მძიმე ფორმის მქონე და გულ-სისხლძარღვთა გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში (განსაკუთრებით პაციენტებში თანდაყოლილი ჰიპერქოლესტერინემიით), რომლებშიც 20მგ დოზის მიღებისას მიღწეული არ იქნა ქოლესტერინის სამიზნე დონე და რომლებიც იქნებიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. 40მგ დოზის დანიშვნისას რეკომენდებულია ექიმის ინტენსიური მეთვალყურეობა. რეკომენდებული არ არის 40მგ დოზის დანიშვნა პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუმართავთ ექიმისთვის. 

ხანდაზმული პაციენტები
70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5მგ-ს. დოზის კორექცია ასაკის მიხედვით საჭირო არ არის. 

პაციენტები თირკმლის უკმარისობით
პაციენტებში თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით დოზის კორექცია საჭირო არ არის. პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5მგ-ს პაციენტებისთვის საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობით (კკ 60მლ/წთ-ზე ნაკლები). მერტენილის დანიშნვა ნებისმიერი დოზით უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენებები”), პაციენტებში თირკმლის საშუალო უკმარისობით 40მგ-ს დანიშვნა უკუნაჩვენებია. 

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
როზუვასტატინის სისტემური კონცენტრაციის მომატება ჩაილდ პიუს შკალით 7 ბალის მქონე პაციენტებში გამოვლენილი არ არის. თუმცა პრეპარატის სისტემური კონცენტრაციის მომატება აღინიშნა პაციენტებში ჩაილდ პიუს შკალით 8 და 9 ბალი. ამგვარ პაციენტებში საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი თერაპიის ფონზე. მონაცემები პრეპარატის გამოყენებაზე ჩაილდ პიუს შკალით 9 და მეტი ბალის მქონე პაციენტებში არ არსებობს. ღვიძლის დაავადების აქტიური ფაზის მქონე პაციენტებში მერტენილი უკუნაჩვენებია. 

ეთნიკური ჯგუფები
აზიური რასის პაციენტებში შესაძლებალია როზუვასტატინის სისტემური კონცენტრაციის მომატება. 10 და 20მგ დოზით დანიშვნისას რეკომენდებული საწყისი დოზა აზიური წარმოშობის პაციენტებში შეაგენს 5მგ-ს. პრეპარატის გამოყენება 40მგ დოზით ამგვარ პაციენტებში უკუნაჩვენებია (იხ.პარაგრაფი “უკუჩვენებები”).

მიოპათიისადმი მიდრეკილი პაციენტები
10 და 20მგ დოზის დანიშვნისას რეკომენდებული საწყისი დოზა მიოპათიისადმი მიდრეკილ პაციენტებში შეადგენს 5მგ-ს.
გამოყენება 40მგ დოზით ამგვარ პაციენტებში უკუნაჩვენებია.

გვერდითი მოქმედება
პრეპარატ მერტენილის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ ზომიერი და ხანმოკლეა. კონტროლირებული კლინიკური გამოკვლევების ჩატარებისას გვერდითი ეფექტების გამო მკურნალობა შეწყვიტა პაციენტების 4%-ზე ნაკლებმა. 
კლინიკურ გამოკვლევებში და/ან პრეპარატის კომერციული რეალიზაციის შემდეგ გამოვლენილი გვერდითი მოვლენები აღწერილია შემდეგი სიხშირით:

ორგანოები და სისტემები ხშირი (≥1/100, <1/10) ზოგჯერ (≥1/1000, <1/100) იშვიათი (≥1/10000, <1/1000) ძალიან იშვიათი, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით (<1/10000)
ალერგიული რეაქციები   კანის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება ანგიონევროზული შეშუპება  
სტივენს-ჯონსონის სინდრომი
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ თავბრუს-ხვევა, თავის ტკივილი, ასთენი-ური სინდრომი უძილობა ხასიათის ცვლი-ლება   პოლინეიროპათია,მეხსიერების დაკარგვა
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ შეკრულობა, მუცლის ტკივილ, გულისრევა   პანკრეატიტი  
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ      

 

სიყვითლე, ჰეპატიტი

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ მიალგია  

მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით) რაბდომიოლიზი

ართრალგია
დარღვევები თირკმელების და შარდის გამომყოფი გზების მხრივ       ჰემატურია
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ
შაქრიანი დიაბეტი
     
ლაბორატორიული მაჩვენებლები    

 

“ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება

 

1აღინიშნა “იუპიტერის” კვლევებში (საერთო დარეგისტრირებული სიხშირე 2,8% როზუვასტატინისთვის და 2,3% პლაცებოსთვის) ძირითადად პაციენტებში, რომლებშიც გლუკოზის დონე იყო 5,6-6,9 მმოლ/ლ უზმოზე. 
როგორც ჰმგ-KოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, გვერდითი ეფექტების სიხშირე დოზადამოკიდებულია. 
რაბდიმოილიზის, თირკმელების და ღვიძლის მხრიდან გამოხატული გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე იზრდება 40მგ დოზის გამოყენებისას.
თირკმელების და შარდის გამომყოფი გზების მხრივ: როზუვასტატინის გმაოყენებისას აღინიშნებოდა პროტეინურია, ძირითადად მილაკოვანი წარმოშობის. შარდში ცილის შემცველობის ცვლილება (კვალის არ

1აღინიშნა “იუპიტერის” კვლევებში (საერთო დარეგისტრირებული სიხშირე 2,8% როზუვასტატინისთვის და 2,3% პლაცებოსთვის) ძირითადად პაციენტებში, რომლებშიც გლუკოზის დონე იყო 5,6-6,9 მმოლ/ლ უზმოზე. 
როგორც ჰმგ-KოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, გვერდითი ეფექტების სიხშირე დოზადამოკიდებულია. 
რაბდიმოილიზის, თირკმელების და ღვიძლის მხრიდან გამოხატული გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე იზრდება 40მგ დოზის გამოყენებისას.
თირკმელების და შარდის გამომყოფი გზების მხრივ: როზუვასტატინის გმაოყენებისას აღინიშნებოდა პროტეინურია, ძირითადად მილაკოვანი წარმოშობის. შარდში ცილის შემცველობის ცვლილება (კვალის არ არსებობიდან ++ და მაღალ დონემდე), აღმოჩენილი იყო 1%-ზე ნაკლებ პაციენში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს 10 და 20მგ დოზით დაახლოებით 3%ში პაციენტებისა, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს 40მგ დოზით. 
შარდში ცილის რაოდენობის მინიმალური ცვლილება, გამოხატული ნულიდან ან +დონემდე, აღინიშნა პრეპარატის მიღებისას 20მგ დოზით. უმრავლეს შემთხვევებში პროტეინურია მცირდებოდა და დამოუკიდებლად ქრებოდა მკურნალობის პროცესში. კლინიკური კვლევების მონაცემთა ანალიზისას არ გამოვლინდა კავშირი პროტეინურიას და თირკმლის მწვავე პროგრესირება დაავადებას შორის.
რიგ პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ როზუვასტატინით მკურნალობის კურსს, აღინიშნა ჰემატურია, მაგრამ კლინიკური კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ ამგვარი შემთხვევების განვითარების სიხშირე ძალიან დაბალია. 
ძვალ-სახსროვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: მოქმედება ჩონჩხის კუნთებზე, რომელიც იწვევდა მიალგიას, მიოპათიას (მიოზიტის ჩათვლით) და იშვიათ შემთხვევებში რაბდომიოლიზს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარებით ან მის გარეშე აღინიშნა როზუვასტატინის ნებისმიერი დოზის გამოყენებისას, განსაკუთრებით თუ იგი აჭარბებდა 20მგ-ს. კრეატინფოსფოკიაზას შემცველობის მომატება (კფკ) დოზის მიხედვით გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევებში ეს მოვლენები იყო უმნიშვნელო, უსიმპტომო და დროებითი. თუ კფკ შემცველობა 5-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს,  მკურნალობა უნდა შეწყდეს (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითებები”).
ღვიძლის და ნაღვლისგამომყოფი გზების მხრივ: როგორც ჰმგ-KოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მიღებისას, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მოამტება დოზის მიხედვით აღინიშნა პაციენტების უმნიშვნელო რაოდენობაში. ამასთან უმრავლეს შემთხვევებში ეს მომატება იყო ზომიერად გამოხატული, უსიმპტომო და დროებითი. 

ჭარბი დოზირება
სპეციფიური მკურნალობა დოზის გადაჭარბებისას არ არსებობს.
ჭარბი დოზირებისას რეკომენდებულია სიმპტომური მკურნლობა და თანმხლები ღონისძიებები. საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი და კფკ აქტივობაზე დაკვირვება. ამ შემთხვევაში ჰემოდიალიზი სავარაუდოდ ნაკლებეფექტურია. 

ურთიერთქმდება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ციკლოსპორინები: როზუვასტატინის და ციკლოსპორინების ერთდროული გამოყენებისას როზუვასტატინის AUC გაიზარდა 7-ჯერ მეტად ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში (იხ. პარაგრაფი: ,,უკუჩვენებები”). ერთდროული გამოყენება იწვევს როზუვასტატინის კონცენტრაციის მომატებას პლაზმაში 11-ჯერ. პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას პლაზმაში ციკლოპსორინის კონცენტრაციის ცვლიელბა გამოვლენილი არ არის. 
K ვიტამინის ანტაგონისტები: როგორც ჰმგ-KოAრედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, როზუვასტატინით თერაპიის დაწყებამ ან პრეპარატის დოზის გაზრდამ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ K ვიტამინის ანტაგონისტებს (მაგ., ვარფარინი ან სხვა კუმარინული ანტიკოაგულანტები), შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) გაზრდა. როზუვასტატინის მოხსნამ ან დოზის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს INR  დაქვეითება. ამგვარ შემთხვევებში საჭიროა INR მონიტორინგი. 
ეზეტიმიბი: როზუვასტატინის და ეზეტიმიბის ერთდროული გამოყენებისას არ აღინიშნება ორივე პრეპარატის AUC და Cmax ცვლილება. თუმცა არ შეიძლება როზუვასტატინის და ეზეტიმიბის ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედების გამორიცხვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები. 
ჰემფიბროზილი და სხვა საშუალებები, რომლებიც აქვეითებენ ლიპიდების დონეს: როზუვასტატინის და ჰემფიბროზილის ერთდროული გამოყენება იწვევს როზუვასტატინის ჩმახ 2-ჯერ მომატებას (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითებები”).
სპეციფიური ურთიერთქმედების გამოკვლევის მონაცემების მხიედვით მოსალოდნელი არ არის შესაბამისი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ფენოფიბრატებთან, თუმცა შესაძლებელია ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება. ჰემფიბროზილი, ფენოფიბრატი, სხვა ფიბრატები და ნიკოტინის მჟავა ლიპიდების დამაქვეითებელ დოზებში (1გ ან მეტი დღეში) ჰმგ-KოAრედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას ზრდიდნენ მიოპათიის განვიტარების რისკს, რადგან შეუძლიათ მიოპათიის გამოწვევა მონოთერაპიის დროს. 40მგ როზუვასტატინის და ფიბრატების ერთდროული გამოყენება უკნაჩვენებია (იხ/პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითებები” და “უკუჩვენებები”). პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას ჰემფიბროზილთან და სახვა ლიპიდების დამაქვეითებელ საშუალებებთან ერთად მერტენილის საწყისმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 5მგ-ს. 

პროტეაზას ინჰიბიტორები: თუმცა ურთიერთქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, როზუვასტატინის ერთდროულმა გამოყენებამ პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივობა. 20მგ როზუვასტატინის და კომბინირებული პრეპარატის ერთდორული გამოყენების ფარმაკიკინეტიკურ კვლევაში, რომელიც პროტეაზას 2 ინჰიბიტორს შეიცავდა (400მგ ლოპინავირი/100მგ რიტონავირი) ჯანმრთელ მოხალისეებში გამოვლინდა როზუვასტატინის AUC (0-24) 2-ჯერ და ჩმახ 5-ჯერ ზრდა. ამიტომ როზუვასტატინის და პროტეაზას ინჰიბიტორების ერთდროულად დანიშვნა აივ ინფიცირებულ პაციენტებში უკუნაჩვენებია. 
ანტაციდები: როზუვასტატინის და ანტაციდების სუსპენზიაში ერთდორული გამოყენება, რომელიც ალუმინს ან მაგნიუმის ჰიდროქსიდს შეიცავს, შეიძლება იწვევდეს როზუვასტატინის კონცენტრაციის დაქვეითებას პლაზმაში დახლოებით 50%-ით. ეს მოქმედება გამოხატულია უფრო სუსტად, თუ ანტაციდები გამოიყენება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. აღნიშნული ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა შესწავლილი არ არის. 
ერითრომიცინი: როზუვასტატინის და ერითრომიცინის ერთდორული გამოყენება შეიძლება იწვევდეს როზუვასტატინის AUC (0-ტ) 20% და Cmax 30%-ით დაქვეითებას. ეს ურთიერთკავშირი შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის მოტორიკის გაძლიერებით, რაც განპირობებულია ერითრომიცინის მიღებით.
პერორალური კონტრაცეპტივები/ჰორმონჩამანაცვლებელი თერაპია: როზუვასტატინის და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდორულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ეთილენესტრადიოლის და ნორტესგრელის AUC ზრდა 26 და 34%-ით. პლაზმური კონცენტრაციის ამგვარი მომატება უნდა გაითვალისწინონ პერორალური კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები როზუვასტატინის და ჰორმონჩამანაცვლებელი თერაპიის მედიკამენტების გამოყენებაზე არ არსებობს, ამიტომ არ შეიძლება ამგვარი კომბინაციის დროს ანალოგიური შეთანხმების გამორიცხვა. თუმცა პრეპარატების ამგვარი კომბინაცია საკმარისად ფართოდ გამოიყენებოდა ქალებში კლინიკური გამოკვლევებისას და კარგად აიტანებოდა. 
სხვა სამკურნალო საშუალებები: მოსალოდნელი არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინის და დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას. 
ციტოქრომ P450 იზოფერმენტები: ინ ვიტრო და ინ ვივო ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ როზუვასტატინი არ წარმოადგენს ციტოქრომ P450 იზოფერმენტების არც ინჰიბიტორს და არც ინდუქტორს. ამის გარდა, როზუვასტატინი წარმოადგენს საკმარისად სუსტ სუბსტრატს ამ ფერმენტებისთვის. გამოვლენილი არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და ფლუკონაზოლის (იზოფერმენტ CYP2ჩ9, CYP3A4 ინჰიბიტორი), ან კეტოკონაზოლის (იზოფერმენტ CYP2A6, CYP3A4 ინჰიბიტორი), ერთად გამოყენებისას. იტრაკონაზოლის (იზოფერმენტ CYP3A4 ინჰიბიტორი) და როზუვასტატინის ერთდროული გამოყენება ზრდის როზუვასტატინის AUC-ს 28%-ით (კლინიკურად უმნიშვნელო). ამიტომ ციტოქრომ P450 –ის მეტაბოლიზმთან დაკავშირებულ მედიკამენტებთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის. 

განსაკუთრებული მითითებები
უპირატესად მილაკოვანი წარმოშობის პროტეინურია აღინიშნა პაციენტებში მერტენილის® მაღალი დოზის, განსაკუთრებით 40მგ-ის მიღებისას, მაგრამ უმრავლეს შემთხვევებში იყო პერიოდული და მოკლევადიანი. ნაჩვენებია, რომ ამგვარი პროტეინურია არ ნიშნავს თირკმელების მწვავე ან პროგრესირებად დაავადებას. თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევების სიხშირე იმატებს როზუვასტატინის 40მგ მიღებისას. რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის კონტროლი მერტენილით მკურნალობის დროს.           მერტენილის® ყველა დოზით გამოყენებისას, განსაკუთრებით 20მგ-ზე მეტი დოზით, გამოვლინდა მიალგია, მიოპათია და იშვიათ შემთხვევებში რაბდომიოლიზი. ძალიან იშვიათად რაბდომიოლიზი ჩნდებოდა ეზეტიმიბის და ჰმგ-KოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას. ამ შემთხვევაში არ შეიძლება პრეპარატის ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების გამორიცხვა, ამიტომ მერტენილის® და ეზეტიმიბის ერთად მიღება საჭიროა სიფრთხილით (იხ.პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”). 

რაბდომიოლიზის სიხშირე როზუვასტატინის 40მგ გამოყენებისას იზრდება. 
Kკფკ-ს აქტივობის განსაზღვრა არ უნდა მოხდეს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, რომელიც კფკ-ს ზრდას იწვევს, რადგან ამან შეიძლება გააძნელოს შედეგების ინტერპრეტაცია. Kკფკ-ს მაჩვენებლის მომატებისას თერაპიის დაწყებამდე ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ და მეტად 5-7 დღის შემდეგ საჭიროა განმეორებითი გაზომვა. თუ განმეორებითი გაზომვა დაადასტურებს კფკ-ს საბოლოო მაჩვენებელს (5-ჯერ მეტი ნორმის ზედა ზღვარზე), მერტენილით® თერაპიის დაწყება არ შეიძლება. 
მერტენილი®, როგორც ჰმგ-KოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება მიოპათიის/
რაბდომიოლიზის რისკ -ფაქტორები. ამგვარ ფაქტორებს მიეკუთვნება:
_თირკმლის უკმარისობა;
-ჰიპოთირეოზი (40მგ დოზისთვის იხ. პარაგრაფი “უკუჩვენებები”).
-კუნთების დაავადებების პირადი ან ოჯახური ანამნეზი (40მგ დოზისთვის იხ. პარაგრაფი “უკუჩვენებები”).
-ანამნეზში მიოტოქსიურობის არსებობა ჰმგ-KოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების გამოყენების ფონზე (40მგ დოზისთვის იხ. პარაგრაფი “უკუჩვენებები”).
-ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება (40მგ დოზისთვის იხ. პარაგრაფი “უკუჩვენებები”).
-70 წელზე უფროსი ასაკი
-მდგომარეობები, რომელსაც ახლავს პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის მომატება (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”) (40მგ დოზისთვის იხ. პარაგრაფი “უკუჩვენებები”).
-ფიბრატების ერთდროული გამოყენება (40მგ დოზისთვის იხ. პარაგრაფი “უკუჩვენებები”).
ამგვარ პაციენტებში საჭიროა რისკის და სარგებლის შეფასება და კლინიკური დაკვირვება თერაპიის მთელი კურსის განმავლობაში. 

რეკომენდებულია პაციენტების ინფორმირება რომ მათ დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს  კუნთების ტკივილის, სისუსტის და სპაზმების უეცარი შემთხვევისას, განსაკუთრებით ცხელებასთან ერთად:
ამგვარ პაციენტებში აუცილებელია კფკ-ს აქტივობის კონტროლი. მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ კფკ-ს დონე 5-ჯერ მეტია ნორმის ზედა ზღვარზე და კუნთების სიმპტომები მკვეთრადაა გამოხატული და იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს მთელი დღის განმავლობაში (მაშინაც კი, თუ კფკ აქტივობა 5ჯერ დაბალია ნორმის ზედა ზღვარზე). თუ სიმპტომები ქრება და კფკ-ს აქტივობა უბრუნდება ნორმას, უნდა გადაიხედოს მერტენილის® განმეორებითი დანიშვნის საკითხი ან ჰმგ-KოA-რედუქტაზას ალტერნატიული ინჰიბიტორის გამოყენება მცირე დოზებით პაციენტზე ინტენსიური დაკვირებით. Kკფკ-ს აქტივობის რეგულარული კონტროლი რაბდომიოლიზის სიმპტომების არ არსებობისას მიზანშეუწონელია.
თუმცა მიოზიტის და მიოპათიის რიცხვის ზრდა გამოვლენილი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჰმგ-KოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებს ფიბროის მჟავას წარმოებულებთან ერთად, ჰემფიბროზილის, ციკლოსპორინის, ნიკოტინის მჟავის ლიპიდდამაქვეითებელი დოზების ჩათვლით, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებისა, პროტეაზას ინჰიბიტორებისა და მაკროლიდური ანტიბიოტიკებისას. ჰემფიბროზილი ზრდის  მიოპათიის რისკს  ჰმგ-KოA-რედუქტაზას ზოგიერთ ინჰიბოტორთან ერთად დანიშვნისას. ამიტომ როზუვასტატინის და ჰემფიბროზილის ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის. საჭიროა მოსალოდნელი რისკის და სარგებლის ინტენსიური შეფასება როზუვასტატინის და ფიბრატების ან ნიკოტინის მჟავის გამოყენებისას ლიპიდდამაქვეითებელი დოზებით (1გ-ზე მეტი). უკუნაჩვენებია როზუვასტატინის 40მგ-ს და ფიბრატების ერთდროული მიღება (იხ.პარაგრაფები “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან” და “გვერდითი მოქმედება”).
მერტენილი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში მძიმე, მწვავე დაავადებებით, როდესაც მოსალოდნელია მიოპათიის ან თირკმლის მეორადი უკმარისობის განვითარება (მაგ.სეფსისი, არტერიული ჰიპერტენზია, ქირურგიული ჩარევები, ტრავმა, მეტაბოლური სინდრომი, კრუნჩხვები, ენდოკრინული დარღვევები, ელექტროლიტური დარღვევები (იხ.პარაგრაფი “სიფრთხილით”).
როგორც ჰმგ-KოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორები, მერტენილიც® სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც ბოროტად მოიხმარენ ალკოჰოლს ან ანამნეზში აღენიშნებათ ღვიძლის დაავადებები. 
რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების განსაზღვრა მკურნალობის დაწყებამდე და 3 თვის შემდეგ. თუ “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობა შრატში 3-ჯერ მეტია ნორმის ზედა ზღვარზე, მერტენილის მიღება უნდა შეწყდეს ან შემცირდეს დოზა (იხ. პარაგრაფი “გამოყენების მეთოდი და დოზები”). ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების სიხშირე (დაკავშირებული ძირითადად “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატებასთან) იზრდება პრეპარატის 40მგ-ს მიღებისას. 
ჰიპოთირეოზის გამო მეორადი ჰიპერქოლესტერინემიის, ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებში ძირითადი დაავადების მკურნალობა უნდა ჩატარდეს მერტენილის® მიღების დაწყებამდე. 
ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევებით გამოვლენილია როზუვასტატინის სისტემური კონცენტრაციის მომატება აზიური რასის პაციენტებში ევროპული რასის პაციენტებთან შედარებით (იხ. პარაგრაფი “გამოყენების მეთოდი და დოზები” და “ფარმაკოკინეტიკა”). 
როზუვასტატინის და პროტეაზას ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის. (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
პაციენტებში, რომლებშიც გლუკლოზის დონე შეადგენდა 5.6-6.9 მმოლ/ლ-ს უზმოზე, როზუვასტატინის მიღება დაკავშირებული იყო შაქრიანი დიაბეტის მომატებულ რისკთან (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება”). 
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში ისეთი იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაპის ლაქტოზის უკმარისობა და გლუკოზო- გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და ტექნიკის გამოყენების უნარზე
გამოკვლევები მერტენილის® გავლენის შესასწავლად სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებაზე არ ჩატარებულა. თუმცა პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური თვისებების მიხედვით შეიძლება ვარაუდი, რომ მერტენილი® არ ახდენს ამგვარ მოქმედებას. ამასთან ერთად სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების დროს უნდა გაითვალისწინონ, რომ მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა.  

გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული 10 ტაბლეტი, დოზით 5მგ, 10მგ, 20მგ და 40მგ კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში პა/პვქ ფოლგით და ალუმინის დაბეჭდილი ლაქირებული ფოლგით. 
3 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა 5მგ, 10მგ, 20მგ, 40მგ დოზირების ტაბლეტებით, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში +15-30°C ტემპერატურაზე, 
სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა 2 წელი, გამოყენება არ შეიძლება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy