Analgin - ანალგინი 0.5 გრამიანი 20 ტაბლეტი
ჩვენებები:სხვადასხვა წარმოშობის და ლოკალიზაციის ტკივილის სინდრომი.თავის, კბილის ტკივილი, დამწვრობა, ტკივილი პოსტოპერაციულ პერიოდში, დისმენორეა, ართრალგია, ნევრალგია, რადიკულიტი.
ანალგინი
ნატრიუმის მეტამიზოლი (metamizole sodium)
ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე.
ეს სამკურნალო საშუალება გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე. მიუხედავად ამისა, მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად, საჭიროა საგულდაგულოდ დაიცვათ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- თუ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა გჭირდებათ, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს.
- თუ თქვენი სიმპტომები უარესდება, ან არ უმჯობესდება 3 დღის განმავლობაში, საჭიროა დახმარებისათვის მიმართოთ ექიმს.
- თუ რომელიმე გვერდითი მოქმედება მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან თქვენ შენიშნავთ სხვა გვერდით მოქმედებებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ ამის შესახებ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რა არის ანალგინი და რისთვის გამოიყენება
2. ანალგინის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ანალგინი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ ინახება ანალგინი
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის ანალგინი და რისთვის გამოიყენება
ანალგინის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ნატრიუმის მეტამიზოლს, რომელიც მიეკუთვნება ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს (ანალგეტიკი). ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების გარდა, პრეპარატს გააჩნია სიცხის დამწევი მოქმედებაც.
ანალგინი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- სხვადასხვა წარმოშობის ზომიერად ან ძლიერად გამოხატული ტკივილის მოსახსნელად: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, ნევრიტი, მიალგია, ტრავმა, დამწვრობა, ოპერაციის შემდგომი ტკივილი, ფანტომური ტკივილი, ტკივილი მენსტრუაციული ციკლის დროს, ტკივილი ონკოლოგიური დაავადებების დროს, თირკმელების და ნაღვლის კოლიკა.
- მაღალი ტემპერატურის დასაწევად.
2. ანალგინის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ანალგინი შემდეგ შემთხვევებში:
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების მეტამიზოლის, სხვა სამკურნალო პრეპარატების მიმართ პირაზოლონის წარმოებულის ჯგუფიდან ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერების მიმართ.
- თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მწვავე პორფირია (მემკვიდრეობითი დაავადება სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის დარღვევით) ან გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი უკმარისობა (მემკვიდრეობითი დაავადება ამ ფერმენტის უკმარისობით);
- თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის და/ან თირკმელების მძიმე დაავადება;
- თუ თქვენ გაქვთ ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა (ციტოსტატური მკურნალობის შემდეგ) ან სისხლის ისეთი დაავადებები, როგორიც არის: აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომელიც იწვევს სისუსტეს, სილურჯეების წარმოქმნას ან ინფექციის განვითარების მაღალ შესაძლებლობას), აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების შესაძლებლობას), ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების საერთო რაოდენობის შემცირება);
- ორსულობის ბოლო ტრიმესტრის დროს;
ანალგინის გამოყენებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია ტკივილგამაყუჩებელი ან რევმატიზმის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების, სხვა პრეპარატების ან საკვები პროდუქტების მიმართ;
- ალერგიით განპირობებული ბრონქიალური ასთმა (მოხრჩობითი შეტევა);
- თუ თქვენთვის ცნობილია, რომ თქვენ გაქვთ დაავადება, რომელსაც თან ახლავს სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობის შემცირება;
- თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- თუ თქვენ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა;
- ღვიძლის პრობლემები
ზოგიერთ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ მეტამიზოლს, დაფიქსირდა შეტყობინენები ღვიძლის ანთებითი პროცესის შესახებ, სიმპტომები ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე პერიოდში.
შეწყვიტეთ ანალგინის გამოყენება და მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემების სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალის თეთრი ფერის გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი, ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში. თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენი ღვიძლის ფუნქციას.
არ უნდა გამოიყენოთ ანალგინი, თუ ადრე იღებდით მეტამიზოლის შემცველ პრეპარატს და გქონდათ ღვიძლის პრობლემები.
- კანის სერიოზული რეაქციები
კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), აღწერილია მეტამიზოლით მკურნალობასთან დაკავშირებით. შეწყვიტეთ მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, რომელიც დაკავშირებულია სერიოზულ კანის რეაქციასთან, რომელიც აღწერილია მე-4-ე პუნქტში.
თუ წარსულში გქონდათ კანის მძიმე რეაქციები, არასდროს არ უნდა განაახლოთ ანალგინით მკურნალობა (იხ. პუნქტი 4).
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
თუ თქვენ იყენებთ ან ახლო წარსულში იყენებდით სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო საშუალებებს, გთხოვთ ამის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- მეტამიზოლის და ქლორპრომაზინის (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები) ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურის მკვეთრი დაწევა;
- სასურველია, რომ თავიდან იქნას აცილებული მეტამიზოლისა და კუმარინის ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენება, როგორიცაა აცენოკუმაროლი და ვარფარინი (წამლები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას).
- მეტამიზოლი ამცირებს ციკლოსპორინის (სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ და სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ) მოქმედებას;
- ქლორამფენიკოლი და სხვა მიელოტოქსიკური პრეპარატებისა (სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც აზიანებენ სისხლწარმოქმნას) და მეტამიზოლის ერთდროული გამოყენება ზრდის გვერდითი მოქმედებების განვითარების რისკს სისხლმბადი სისტემის მხრივ.
- არ გამოიყენოთ ერთდროულად ანალგინი და საძილე საშუალებები, დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, ანალგეტიკები, ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ).
- მეტამიზოლმა შესაძლებელია იმოქმედოს კაპტოპრილთან (გულის დაავადებების და მომატებული წნევის სამკურნალო საშუალება), ლითიუმთან (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო საშუალება), მეტოტრექსატთან (რევმატიული და სიმსივნური დაავადებების სამკურნალო საშუალება), ასევე შეცვალოს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების (წნევის დამწევი საშუალებები) და დიურეტიკების (შარდმდენი საშუალებები) ეფექტი.
- მეტამიზოლმა (ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ტკივილის და ტემპერატურის დროს) შეიძლება შეამციროს აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე (სისხლის შედედება და თრომბების წარმოქმნა) ერთდროულად გამოყენებისას. ამიტომაც ეს კომბინაცია სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ასპირინის დაბალ დოზებს კარდიოდაცვისთვის (პროფილაქტიკა).
ვინაიდან მეტამიზოლმა შეიძლება შეამციროს გარკვეული მედიკამენტების მოქმედება, ანალგინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
- ბუპროპიონი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ან მოწევის შეწყვეტის დამხმარე საშუალებად;
- ეფავირენცი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ/შიდსის სამკურნალოდ;
- მეტადონი, წამალი, რომელიც გამოიყენება არალეგალურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ (ე.წ. ოპიოიდები);
- ვალპროატი, წამალი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ;
- ტაკროლიმუსი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოთა მოცილების თავიდან ასაცილებლად პაციენტებში ტრანსპლანტაციით;
- სერტრალინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.
ანალგინის გამოყენება სასმელთან და საკვებ პროდუქტებთან
ანალგინით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის გამოყენება, რადგან იზრდება სამკურნალო პრეპარატის გვერდითი ეფექტების გაძლიერების შესაძლებლობა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
ვინაიდან არ არის დაგროვებული საკმარისი გამოცდილება, ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში არ არის რეკომენდებული ანალგინის გამოყენება. ორსულობის მეორე ტრიმესტრში შეგიძლიათ მიიღოთ ანალგინი მხოლოდ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ, მის მიერ მეტამიზოლის გამოყენების რისკი/სარგებლის საგულდაგულო შეფასების შემდეგ. ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ანალგინი დედისა და ნაყოფისთვის გართულებების წარმოშობის მომატებული რისკის გამო (სისხლდენა, ნაყოფის ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვა, რომელიც ბავშვის დაბადების შემდეგ იხურება ბუნებრივი გზით).
ძუძუთი კვება
მეტამიზოლის დაშლის პროდუქტები მნიშვნელოვანი ოდენობით გადადის დედის რძეში, ამიტომ არ შეიძლება გამოირიცხოს რისკი ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთის, ამიტომ განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ მეტამიზოლის განმეორებით გამოყენებას ძუძუთი კვების განმავლობაში. მეტამიზოლის ერთჯერადი გამოყენების შემთხვევაში, დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში დედებისთვის რეკომენდებულია რძის შეგროვება და გადაღვრა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ანალგინის მაღალი დოზების გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა, რაც მოითხოვს აქტიურ ყურადღებას, ვინაიდან პრეპარატმა შესაძლებელია იმოქმედოს ყურადღებაზე და რეაქციის სისწრაფეზე მოულოდნელ სიტუაციებში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ანალგინის შემადგენლობაში შემავალ ზოგიერთ კომპონენტებთან დაკავშირებით
ამ სამკურნალო პრეპარატში შემავალი ხორბლის სახამებელი შეიცავს გლუტეინის უმნიშვნელო რაოდენობას, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა გამოიწვიოს პრობლემები ცელიაკიის მქონე პირთათვის (გლუტეინის აუტანლობა).
ერთი ტაბლეტი შეიცავს არაუმეტეს 3,4 მიკროგრამ გლუტეინს.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება, თუ თქვენ გაქვთ ხორბალზე ალერგია (ცელიაკიისგან განსხვავებული).
ანალგინი შეიცავს ნატრიუმს
ეს სამკურანლო პრეპარატი თითო ტაბლეტში შეიცავს ნატრიუმის 32,7 მგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზრდასრულებისთვის რეკომენდირებული ნატრიუმის 2 გ მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 1,6% ექვივალენტურია.
3. როგორ გამოიყენება ანალგინი
ყოველთვის მიიღეთ ანალგინი ზუსტად ისე, როგორც ეს ინსტრუქციაშია მითითებული. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტები მიიღება პერორალურად. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:
მოზარდები და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები
მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებს (წონით 53 კგ-ზე მეტი) შეუძლიათ გამოიყენონ მეტამიზოლი 1000 მგ-მდე ერთჯერადი დოზით (2 ტაბლეტი), რომლის მიღებაც შესაძლებელია 4-ჯერ დღეში 6-8 საათის ინტერვალით. 4000 მგ (ექვივალენტური 8 ტაბლეტი) არის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა.
აშკარა ეფექტი მოსალოდნელია პერორალური მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ.
ბავშვები 10-დან 14 წლამდე (წონა 32 კგ-დან 53 კგ-მდე)
ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია რეკომენდებული ერთჯერადი დოზები და მაქსიმალური დღიური დოზები წონის ან ასაკის მიხედვით:
სხეულის მასა | ერთჯერადი დოზა | მაქსიმალური სადღეღამისო დოზა | |||
კგ | ასაკი | ტაბლეტები | მგ | ტაბლეტები | მგ |
32-53 | 10-14 წელი | ½ - 1 | 250-500 | 4 | 2000 |
10 წლამდე ასაკის ბავშვები
ანალგინი 500 მგ არ უნდა იქნას გამოყენებული 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ამ პრეპარატის სხვა ფორმები და დოზირებები ხელმისაწვდომია; ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ხანდაზმული ადამიანები და პაციენტები ცუდი ზოგადი ჯანმრთელობის მქონე / თირკმლის უკმარისობით
დოზა უნდა შემცირდეს ხანდაზმულებში, დასუსტებულ პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით, ვინაიდან მეტამიზოლის დაშლის პროდუქტების გამოყოფა შეიძლება შენელდეს.
პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ვინაიდან გამოყოფის სიჩქარე შემცირებულია პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, თავიდან უნდა იქნას აცილებული განმეორებითი მაღალი დოზები. დოზის შემცირება არ არის საჭირო მხოლოდ მოკლევადიანი გამოყენებისთვის. გრძელვადიანი გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მიიღეთ ანალგინი არა უმეტეს 3-5 დღის განმავლობაში. თუ 3 დღის შემდეგ შვება არ არის ან გინარჩუნდებათ მაღალი ტემპერატურა, მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ მიიღეთ ანალგინის საჭიროზე მეტი დოზა
შესაძლებელია გამოვლინდეს გულისრევა, თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, ტრიალის შეგრძნება, სისუსტე გონების დაკარგვამდე, სისხლის წნევის მკვეთრი დაწევა და გულის რითმის დარღვევა.
ისეთი ნიშნების გამოვლენისას, როგორიც არის ცივი ოფლი, თავბრუსხვევა, გულისრევა, კანის ფერის შეცვლა და მოხრჩობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარების სამსახურს.
თუ თქვენ გამოტოვეთ ანალგინის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ანალგინმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ უვითარდება ყველა პაციენტს.
შემდეგმა გვერდითი მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. არ განაახლოთ ანალგინის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალების თეთრი ფერის გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები.
კანის სერიოზული რეაქციები
- მოწითალო, ბრტყელი, სამიზნის მსგავსი ან მრგვალი ლაქები სხეულზე, ხშირად ცენტრალურად განლაგებული ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების წყლულები. კანის ამ მძიმე გამონაყარს შესაძლოა წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, ცხელება და ლიმფური კვანძების გადიდება (DRESS სინდრომი ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია სიხშირით და შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000 <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10 000 <1/1 000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შეფასების გაკეთება).
არახშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
გამონაყარი კანზე, არტერიული წნევის დაწევა, გულის რითმის დარღვევა (პალპიტაცია, ტაქიკარდია).
იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციების განვითარების შესაძლებლობას); მაკულოპაპულოზური გამონაყარი (კანის ბალთების და კვანძების წარმოქმნა); ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები) – ქავილი, წვა, კანის სიწითლე, ჭინჭრის ციება, შეშუპება (გენერალიზებული ან ადგილობრივი), გართულებული სუნთქვა და იშვიათად ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან, ანგიონევროზული შეშუპება (ლარინგეალური მიდამოს ჩათვლით), გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის დაწევა; თირკმელების დაზიანება, როგორიც არის ცილა შარდში, შარდის რაოდენობის შემცირება ან მატება, თირკმელების ანთება.
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც ზრდის ინფექციების განვითარების შესაძლებლობას). აგრანულოციტოზის დამახასიათებელი ნიშნებია კანის და პირის ღრუს, ხორხის, სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის ანთებითი ცვლილება; ყელის ტკივილი და მომატებული ტემპერატურა. საერთო მდგომარეობის უეცარი გაუარესების შემთხვევაში, როცა არ ხდება მაღალი ტემპერატურის დაწევა ან ვითარდება ხელმეორედ, ლორწოვანი გარსის და კანის მხრიდან მტკივნეული ცვლილებების გამოვლენისას, შეწყვიტეთ ანალგინის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
ძალიან იშვიათად ასევე შესაძლებელია განვითარდეს: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის და სილურჯეების განვითარების საშიშროებას); ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს სიფერმკრთალეს ან კანის სიყვითლეს, სისუსტეს და მოხრჩობის შეგრძნებას); აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სილურჯეებს და ინფექციების განვითარების მომატებულ საშიშროებას); ასთმური შეტევა (ანალგეტიკური ასთმის მქონე პაციენტებში); ანაფილაქსიური შოკი (სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული მდგომარეობა).
უცნობი სიხშირით: გულისრევა, ღებინება, ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, იშვიათ შემთხვევებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაწყლულება ან სისხლდენა. ღვიძლის ანთება, კანისა და თვალების თეთრი გარსის გაყვითლება, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, კანის მძიმე რეაქციები.
თუ რომელიმე გვერდითი მოქმედება მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან თქვენ შენიშნავთ სხვა გვერდით მოქმედებებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ ამის შესახებ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. ანალგინის შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 5 (ხუთი) წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეიძლება სამკურნალო პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. არასაჭირო მედიკამენტების უტილიზაციასთან დაკავშირებით ჰკითხეთ ფარმაცევტის რჩევა. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობენ გარემო პირობების დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
ანალგინის ტაბლეტების შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის მეტამიზოლი 500 მგ თითოეულ ტაბლეტში.
- დამხმარე ნივთიერებები: ხორბლის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი К25, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
როგორ გამოიყურება ანალგინის ტაბლეტები და რა შედის შეფუთვის შემადგენლობაში:
მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები, ერთი მხარეზე გამყოფი ნაზოლით, დიამეტრით 13 მმ, უსუნო, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის. გამყოფი ნაზოლი უზრუნველყოფს ტაბლეტის გაყოფას ორ ტოლ ნაწილად.
10 (ათი) ტაბლეტი მყარი, უფერო, გამჭირვალე პვქ გარსის/ალუმინის ფოლგის ბლისტერში;
2 (ორი) ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია ერთ დასაკეც მუყაოს კოლოფში, რომელიც ერთი მხრიდან დაფარულია პიგმენტით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account