Solgar - სოლგარი თუთის პიკოლინატი 22მგ 100ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 31,42 GEL რეგულარული ფასი 62,84 GEL
მარაგშია
SKU
68135_2153

ჩვენება:თმის ცვენა, ატოპიური დერმატიტი, ეკროდერმატიტი, ფსორიაზი, გამონაყარი, აკნე, ჰერპესი, ფრჩხილების დისტროფია, მხედველობის დაქვეითება.

თუთიის პიკოლინატი

შემადგენლობა:

თუთია (თუთიის პიკოლინატი) – 22მგ

პიკოლინატი ყველაზე ეფექტურ ხელატორს წარმოადგენს მინერალებისათვის, რაც იმას ნიშნავს რომ, სოლგარის თუთიის პიკოლინატი გამოირჩევა ორგანიზმის მიერ  ყველაზე მაღალეფექტური შეწოვისა და ათვისების უნარით.

თუთია ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს  წარმოადგენს. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედთა დაყოფის, შენების, აღდგენისა და დაცვის პროცესში. თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია. იგი 300-მდე ფერმენტის კოფაქტორს წარმოადგენს. თუთიის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი საკვები დანამატის სახით მიღება.

თუთია მონაწილეობს დნმ-ის, რნმ-ის, ცილების, ჰემოგლობინის სინთეზში, ასევე ნახშირწყლებისა და ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში (ძვლოვანი უჯრედების რეგენერაციისათვის აუცილებელ კო-ფაქტორს წარმოადგენს).

თუთია ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისაგან. თუთიის დეფიციტი იწვევს ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის, მეხსიერების დაქვეითებას, ასთენიას და დეპრესიულ მდგომარეობას.

იმუნოლოგია

თუთია მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში. იგი აუცილებელია ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის განვითარებისა და შენარჩუნებისათვის.

დერმატოლოგია

თუთია მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში და უზრუნველყოფს კანის, თმის, ფრჩხილის და ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენა-გაჯანსაღებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის უჯრედების ჰიდრატაციასა და რეგენერაციაში, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. თუთიის დეფიციტის დროს ვლინდება თმის ცვენა, ფრჩილების მტვრევადობა, კანის სტრუქტურის რღვევა და ჭრილობის შეხორცების გართულება.

გინეკოლოგია, ანდროლოგია-უროლოგია

თუთია მონაწილეობს სასქესო სისტემის განვითარებაში. იგი მნიშვნელოვანი კომპონენტია  E ვიტამინის მეტაბოლიზმისთვის, რომელიც სქესობრივი ჰორმონების წინამორბედს წარმოადგენს. თუთია აუცილებელი მიკროელემენტია სპერმატოზოიდების წარმოქმნისა და მომწიფებისათვის, პროსტატის ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. იგი მონაწილეობს ანდროგენული ჰორმონების, ტესტოსტერონისა და პროსტაგლანდინების ბირთვული რეცეპტორების სინთეზში.  თუთიის დეფიციტი ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია მამაკაცთა უნაყოფობასთან.

ქალბატონებში თუთიის როლი განისაზღვრება მისი ოვულაციის პროცესში ჩართულობით, ხელს უწყობს განაყოფიერების პროცესს. ორსულობის პერიოდში იგი უზრუნველყოფს ნაყოფის სრულყოფილ განვითარებას.  თუთია მონაწილეობს ესტროგენების, პროგესტერონის სინთეზსა და გონადოტროპინის გამოთავისუფლების პროცესში. ამ მინერალის ნაკლებობა, ორსულობის დროს ასოცირებულია თვითნებითი აბორტის, ნაადრევი მშობიარობის და ტერატოგენობის ზრდის რისკთან.

ოფთალმოლოგია

თუთია ყველაზე მაღალი კონცენტრაციით გვხვდება თვალში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მხედველობის ფუნქციის განვითარებაში. მისი დეფიციტი იწვევს მხედველობასთან დაკავშირებულ დარღვევებს, მძიმე დეფიციტის დროს კი ვითარდება ცვლილებები ბადურაში და ქათმის სიბრმავე.

ენდოკრინოლოგია

თუთია უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას. იგი მონაწილეობს ინსულინისა და ზრდის ჰორმონის სინთეზში. დეფიციტი იწვევს ზრდის პროცესის შეფერხებას.

თუთია შედის ალკოჰოლდეჰიდროგენაზების შემადგენლობაში და უზრუნველყოფს ორგანიზმში ალკოჰოლის დაშლის პროცესს.

თუთიის ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სპილენძის დეფიციტი.

თუთიის დეფიციტის გამომწვევი ფაქტორებია:

  • ორგანიზმში მისი არასაკმარისი მიწოდება (დიეტა, შიმშილი)
  • ორგანიზმის მიერ მისი ათვისების უნარის დაქვეითება (ნაწლავური დაავადებების დროს)
  • ორგანიზმიდან ჭარბი რაოდენობით გამოყოფა (ალკოჰოლიზმის, ხანგრძლივი დიარეის, საფაღარათო საშუალებების და სხვ. მედიკამენტების მიღების დროს).

თუთიის მიღებაზე მოთხოვნილება იზრდება: ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, სპორტსმენებსა და ვეგეტარიანელებში.

ჩვენება:

  • დერმატოლოგია: თმის ცვენა (დიფუზური ან კეროვანი ალოპეცია), ატოპიური დერმატიტი, ეკროდერმატიტი, ფსორიაზი, გამონაყარი კანზე, აკნე, ჰერპესი, ფრჩხილების დისტროფია, ლეიკონიქია.
  • გინეკოლოგია, ანდროლოგია-უროლოგია: ქალსა და მამაკაცებში ფერტილობის დარღვევა, სპერმატოგენეზის შეფერხება.
  • ოფთალმოლოგია: მხედველობის დაქვეითება, რეტინოპათია, ქათმის სიბრმავე.
  • ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2, ინსულინრეზისტენტობა, ჭრილობის შეხორცების დაჩქარება, ზრდაში ჩამორჩენა ბავშვებში, ოსტეოპოროზი.
  • გასტრო-ენტეროლოგია: მალაბსორბციის სინდრომი, მწვავე და გახანგრძლივებული დიარეა, ელექტროლიტების გაძლიერებული დანაკარგი, უილსონის დაავადება.
  • იმუნოლოგია: იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, მორეციდივე ვირუსული ინფექციები, ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით.
  • რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტი
  • სტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა
  • აქტიური სპორტული და ფიზიკური დატვირთვა

დამატებითი ინგრედიენტები: კალციუმის დიფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარინის მჟავა.

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, საფუარს, შაქარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და მღებავ ნივთიერებებს.

დოზირება: მიიღება 1 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.

შეინახეთ მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 100 ტაბლეტი.

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy