Rexetin - რექსეტინი 20მგ 30 ტაბლეტი

13,56 GEL
მარაგშია
SKU
8358_2

ჩვენება:  პრეპარატი გამოიყენება დეპრესიის სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ.

რექსეტინი
Rexetin

გენერიული დასახელება:
პაროქსეტინი

წამლის ფორმა:
აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა:
თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ პაროქსეტინს.

ჩვენებები:
დეპრესია: პრეპარატი გამოიყენება დეპრესიის სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ, მათ შორის იმ მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს შიში.
ობსესიურ-კომპულსიური დარღვევისას აკვიატებულობის სინდრომი: აკვიატებულობისა და რეციდივის მკურნალობისათვის.
პანიკური აშლილობა: პანიკური აშლილობის მკურნალობა, მათ შორის ხალხმრავლობაში ყოფნის შიში (აგორაფობია).
სოციოფობიის სინდრომი: პოსტტრავმული სტრესული აშლილობისას.

მიღების წესი და დოზირება:
რექსეტინი მიიღება დღეღამის განმავლობაში ერთხელ, სასურველია დილით, საუზმის დროს, დაღეჭვის გარეშე.
ისევე როგორც სხვა ანტიდეპრესანტებით თერაპიისას, პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე დაყრდნობით 2-3 კვირის შემდეგ პრეპარატის დოზა შესაძლოა შეიცვალოს.
დეპრესიის დროს: რეკომენდებული დღეღამური დოზა შეადგენს 20 მგ-ს. ისევე როგორც სხვა ანტიდეპრესანტების გამოყენებისას, ხშირ შემთხვევაში ეფექტი ვითარდება თანდათანობით. ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს პრეპარატის დოზის მომატება. პაციენტის მდგომარეობაზე დაყრდნობით, დღეღამური დოზა შესაძლოა გაიზარდოს 10 მგ-ის ოდენებით მანამ, სანამ არ მივიღებთ სასურველ ეფექტს; მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 50 მგ-ს.
აკვიატებულობის სინდრომი: საწყისი დოზა დღეღამეში შეადგენს 20 მგ-ს. დოზის გაზრდა შესაძლებელია 10 მგ-ის ოდენობით მანამ, სანამ არ მივიღებთ სასურველ თერაპიულ ეფექტს. მაქსიმალური დღეღამური დოზა როგორც წესი შეადგენს 40 მგ-ს, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოს 60 მგ-ს.
პანიკური აშლილობის დროს: რეკომენდებული თერაპიული დოზა შეადგენს დღეღამეში 40 მგ-ს. მკურნალობა საჭიროა დავიწყოთ მცირე (10 მგ დღეში) დოზით, ყოველ კვირას დღეღამეში 10 მგ-ი დოზის მომატებით სასურველი ეფექტის მისაღწევად. მაქსიმალური დღეღამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 60 მგ-ს.
სოციოფობიის დროს: თერაპია შესაძლოა დაწყებულ იქნას დღეღამური დოზით-20 მგ. იმ შემთხვევაში, როდესაც ორკვირიანი მკურნალობის კურსის შედეგად არ აღინიშნება პაციენტის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება, პრეპარატის დოზა შესაძლოა ყოველ კვირას გაიზარდოს 10 მგ-ით, რათა მიღწეულ იქნას სასურველი ეფექტი. მაქსიმალური დღეღამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 50 მგ-ს. ეფექტის შემანარჩუნებელი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 20 მგ-ს.
ტრავმის შემდგომი სტრესული მდგომარეობა: რეკომენდებული თერაპიული დოზა შეადგენს დღეღამეში 20 მგ-ს. პაციენტის მკურნალობის შედეგად მიღებული შედეგის შესაბამისად, დღეღამური დოზა შესაძლოა გაიზარდოს 10 მგ-ით. მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 50 მგ-ს.
დასუსტებულ და ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს. მოცემული დოზა შესაძლოა გაიზარდოს 10 მგ-ით, პაციენტის მდგომარეობაზე დაყრდნობით. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეღამეში 40 მგ-ს.
ბავშვებში პრეპარატი არ ინიშნება კლინიკური კვლევების არ არსებობის გამო.
ღვიძლის და თირკმელების უკმარისობისას: პაციენტებს, რომლებიც დაავადებულნი არიან ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობით, ენიშნებათ პრეპარატი დღეღამეში 20 მგ-ის ოდენობით.

უკუჩვენება:
პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. მაო-ს ინჰიბიტორებით თერაპიის დროს და მისი შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში.
პრეპარატის ტრიპტოფანთან ერთდროული გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.
ბავშვებში პრეპარატი არ ინიშნება.

ურთიერთქმედება სხვადახვა სამკურნალო საშუალებებთან:
საკვები, ანტაციდები: საკვები და ანტაციდური პრეპარატები არ მოქმედებენ პრეპარატის შეწოვასა და ფარმაკოკინეტიკაზე.
პრეპარატის და ვარფარინს შორის ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება სავარაუდოა. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც იყენებენ პერორალურ ანტიკუაგულანტებს.
სუმატრიპტანი: იშვიათ შემთხვევებში სუმატრიპტანისა და რექსეტენის ერთდროული მიღებისას პაციენტებს აღენიშნებათ სისუსტე, ჰიპერრეფლექსია, დისკოორდინაცია. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია სუმატრიპტანისა და სეროტონინის ინჰიბიტორის ერთდროული მიღება, ამ უკანასკნელის განხორციელება საჭიროა ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
ციმეტიდინი: ციმეტიდინი აინჰიბირებს P450 ციტოქრომის ზოგიერთ იზოფერმენტებს, რის გამოც, ერთდროული მიღების დროს იზრდებაპრეპარატის კონცენტრაციის სტაბილური დონე სისხლის პლაზმაში.
ფენობარბიტალი: ფენობარბიტალი ამაღლებს P450 ციტოქრომის ზოგიერთ იზოფერმენტს. პრეპარატის ფენობარბიტალთან ერთდროული მიღების შემთხვევაში მცირდება პაროქსეტინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, აგრეთვე მცირდება ნახევრად გამოყოფის პერიოდი.
ანტიეპილეფსიური საშუალებები: ფენიტოინისა და პაროქსეტინის ერთდროული მიღებისას მცირდება ამ უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და შესაძლოა გვერდითი ეფექტების გაზრდა. ასევე შეიძლება გაძლიერდეს გვერდითი ეფექტების კლინიკური გამოვლინება. კლინიკური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პაციენტები, რომლებიც შეპყრობილნი არიან ეპილეფსიით და დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ კარბამაზეპინით, ფენიტოინით ან ვალპროის მჟავით, შემდგომში პაროქსეტინით მკურნალობის დაწყებამ მათში არ გამოიწვია ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალებების ფარმაკოდინამიკურ და ფარმაკოკინეტიკური მოქმედების ცვლილება.
დიგოქსინი: იმის გამო, რომ არ არსებობს კლინიკური კვლევის საკმარისი მონაცემები დიგოქსინისა და პაროქსეტინის ერთდროული მიღების შესახებ, მათი კომბინაციისას სიფრთხილეა საჭირო.
დიაზეპამი: დიაზეპამის მუდმივი დონე სისხლში პაროქსეტინის ფარმაკოკინეტიკაზე არ მოქმედებს.
პროციკლიდინი: პაროქსეტინი ზრდის პლაზმაში პროციკლიდინის კონცენტრაციას, ამიტომ ანტიქოლინერგული გვერდითი მოვლენების გამოვლენისას საჭიროა პროციკლიდინის დოზის შემცირება.
ბეტა-ბლოკატორები: კლინიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ პაროქსეტინი არ მოქმედებდა სისხლში პროპრანოლოლის მუდმივ დონეზე.
თეოფილინი: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა სისხლში თეოფილინის კონცენტრაციის მომატება. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევების შედეგად არ არის დადასტურებული პაროქსეტინისა და თეოფილინის ურთიერთქმედება, საჭიროა სისხლში თეოფილინის დონის რეგულარული შემოწმება.
ალკოჰოლი: პაროქსეტინისა და ალკოჰოლის ერთდროული მიღებისას ეფექტები არ არის დადგენილი. მიუხედავად ამისა, პაროქსეტინით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული სპირტიანი სასმელების გამოყენება.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატი მიიღება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
რექსეტინი აღწევს დედის რძეში, ამიტომ სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.
ქალებში, რომლებიც იმყოფებიან ზრდასრულ ასაკში, პრეპარატით მკურნალობის დროს რეკომენდებულია კონტრაცეფცია.
სამკურნალო საშუალების მოქმედება სატრანსპორტო საშუალებებზე: საკონტროლო კვლევებით არ იქნა დადგენილი პრეპარატის უარყოფითი მოქმედება ფსიქომოტორულ ფუნქციაზე. მიუხედავად ამისა, მკურნალობის კურსის დაწყებისას, ინდივიდუალურად დადგენილ დროის განმავლობაში, არ შეიძლება ავტომანქანის მართვა ან ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელსაც ესაჭიროება სწრაფი რეაქცია.

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა (12%); იშვიათად ყაბზობა, ფაღარათი, მადის დაქვეითება.
ცნს-ის მხრივ: მძინარობა (9%); საერთო სისუსტე და მომატებული დაღლილობა (7%); უძილობა (6%); ცალკეულ შემთხვევებში თავის ტკივილი, მომატებული გაღიზიანებულობა, პარესთეზია, თავბრუსხვევის ეპიზოდები.
ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ: ოფლიანობა (9%), პირის ღრუს სიმშრალე (7%).
გრძნობათა ორგანოების მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება მხედველობის დაქვეითება, მიდრიაზი; იშვიათად – გლაუკომის მწვავე შეტევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ტაქიკარდია, ელექტროკარდიოგრამის ცვლილება, ვაზოდილატაცია, არტერიული წნევის ცვლილება.
სასქესო სფეროს და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ეაკულაციის დარღვევა (13%), ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნებოდა სექსუალური დისფუნქციის სხვა გამოვლინებები, იშვიათად შარდის გამოყოფის გაძნელება.
ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ჰიპონატრიემია შეშუპებით, მეხსიერების დაქვეითებით ან ეპილეპტიფორმული სიმპტომატიკით. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ სისხლში ნატრიუმის დონე ნორმალიზდება.
დერმატოლოგიური და ზემგრძნობელობითი რეაქცია: იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება კანის ჰიპერემია, სისხლდენები კანქვეშ, სახის შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია (ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება), კანის ქავილი.
სხვადასხვა: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება მიოპათია, მიალგია, ჰიპერგლიკემია, იშვიათად ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, ჰიპოგლიკემია, ტემპერატურის მომატება და გრიპოზული მდგომარეობა. იშვიათად ვითარდება თრომბოციტოპენია. პრეპარატის მიღების დროს შესაძლებელია სხეულის მასის მომატება ან დაკლება. აღწერილია რამდენიმე შემთხვევა მომატებული სისხლდენის შესახებ.
პაროქსეტინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისაგან განსხვავებით, იშვიათად იწვევს პირის ღრუში სიმშრალეს, ყაბზობას და მძინარობას.
პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა, შიშის გრძნობა, ძილის დარღვევა, აჟიტირება, ცახცახი, გულისრევა, დაბნეულობა, ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა თანდათან ან დოზის შემცირება ყოველ მეორე დღეს.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის მიღება მაღალი დოზით არ არის საშიში. ჭარბი დოზირების ნიშნები ვლინდება ერთდროულად 2000 მგ პაროქსეტინის მიღების დროს, ან პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში სხვა პრეპარატებთან ან ალკოჰოლთან. ჭარბი დოზირების ნიშნებია: გულისრევა, ღებინება, ცახცახი, პირის სიმშრალე, საერთო აღგზნება, ოფლიანობა, მძინარობა, თავბრუსხვევა, სახის კანის სიწითლე; არ აღინიშნება კომატოზური მდგომარეობა ან კონვულსია. ფატალური გამოსავალი პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში არ აღინიშნება. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების დროს საჭიროა სასუნთქი გზების განთავისუფლება, აუცილებლობის შემთხვევაში ოქსიგენაცია, კუჭის ამორეცხვა ან ღებინების გამოწვევა, 20-30 გ აქტივირებული ნახშირის მიწოდება ყოველ 4-6 საათში პირველი 24-48 საათის განმავლობაში. რეკომენდებულია გულისა და სხვა სიცოცხლისათვის აუცილებელი ფუნქციის მუდმივი კონტროლი. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის მაღალი დოზა სისხლიდან ქსოვილში გადავიდა, მაშინ ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია ნაკლებ ეფექტურია.
შეუთავსებლობა:
არ არსებობს მონაცემები.

შენახვის პირობები:
ინახება 15-300C-ზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი

გამოშვების ფორმა:
#30 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი შეფუთვაში.

გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი
ს.ს. “გედეონ რიხტერი”
ბუდაპეშტი, უნგრეთი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy