Rosustar - როსუსტარი 10მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: შერეული ან პირველადი ჰიპერქოლესტერინემია ჰეტეროზიგოტური მემკვიდრული ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით
წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა:
როსუსტარი 10 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ვარდისფერი შემოგარსული ტაბლეტები, “RS 10” გრავირებით ერთ მხარეს და გლუვი მეორე მხარეს.
შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: როზუვასტატინი (კალციუმის როზუვასტატინის სახით) 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი II ვარდისფერი 85F240091 (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი წითელი).
ათქ კოდი: С10АА07
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰიპოლიპიდემიური საშუალება – 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოფერმენტ А რედუქტაზას (ჰმგ-კოА-რედუქტაზა) ინჰიბიტორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფამაკოდინამიკა
როსუსტარი – ჰიპოლიპიდემიური საშუალება სტატინების ჯგუფიდან. როზუვასტატინი წარმოადგენს ჰმგ-კოА-რედუქტაზას – ფერმენტის, რომელიც გარდაქმნის ჰმგ-კოА-ს მევალონატად, ქოლესტერინის (ქს) წინამორბედად _ სელექციურ კონკურენტულ ინჰიბიტორს.
ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) რეცეპტორების რიცხვს ჰეპატოციტების ზედაპირზე, რაც იწვევს დსლპ-ის მიტაცებისა და კატაბოლიზმის გაძლიერებას, ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) სინთეზის ინჰიბირებას, შედეგად ამცირებს დსლპ-ის და ძდსლპ-ის საერთო კონცენტრაციას. ამცირებს ქს-დსლპ-ის, ქოლესტერინისა და არამაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ქს-არა-მსლპ), ქს-ძდსლპ-ის, საერთო ქს-ის, ტრიგლიცერიდების (ტგ), ტგ-ძდსლპ-ის, აპოლიპოპროტეინ В-ის (აპოВ) კონცენტრაციებს, ამცირებს თანაფარდობებს ქს-დსლპ/ქს-მსლპ, საერთო ქს/ქს-მსლპ, ქს-არა-მსლპ/ქს-მსლპ, აპოВ/აპოლიპოპროტეინ А-1 (აპოА-I), ზრდის ქს-მსლპ-ისა და აპოА-I-ის კონცენტრაციებს.
ჰიპოლიპიდემიური მოქმედება დანიშნული დოზის პირდაპირპროპორციულია. თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში, 2 კვირაში აღწევს მაქსიმალურის 90%-ს, 4 კვირაში აღწევს მაქსიმუმს და შემდეგ ეს ეფექტი ნარჩუნდება. ეფექტურია მოზრდილ პაციენტებში ჰიპერქოლესტერინემიით ტრიგლიცერიდემიის თანხლებით ან მის გარეშე (რასის, სქესის ან ასაკის მიუხედავად), მათ შორის, პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით და ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით. პაციენტთა 80% II а და II ბ ტიპის ჰიპერქოლესტერინემიით (ფრედრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით) ქს-დსლპ-ის საშუალო საწყისი კონცენტრაციით 4,8 მმოლ/ლ პრეპარატის მიღების ფონზე დოზით 10 მგ ქს-დსლპ-ის კონცენტრაცია აღწევს 3 მმოლ/ლ-ზე ნაკლებს. პაციენტებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, რომლებიც პრეპარატს იღებენ დოზით 20 მგ და 40 მგ, ქს-დსლპ-ის კონცენტრაცია საშუალოდ მცირდება 22%-ით.
ადიტიური ეფექტი აღინიშნება კომბინაციაში ფენოფიბრატთან (ტგ-ის კონცენტრაციის კლებასთან მიმართებაში) და Nნიკოტინის მჟავასთან ლიპიდდამაქვეითებელი დოზებით (არანაკლებ 1 გ-ისა დღე-ღამეში) გამოყენებისას ქს-მსლპ-ის კონცენტრაციის კლებასთან მიმართებაში.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის მაქსიმალური კონცენტრაცია (Сმახ) მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%-ს. როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიცია იზრდება დოზის პროპორციულად. ყოველდღიური მიღებისას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება.
განაწილება
გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს. როზუვასტატინი შთაინთქმება უპირატესად ღვიძლის მიერ, რომელიც წარმოადგენს ქს-ის სინთეზისა და ქს-დსლპ-ის მეტაბოლიზმის ძირითად ადგილს. განაწილების მოცულობა – 134 ლ. პლაზმის ცილებთან შეკავშირება (უპირატესად ალბუმინთან) შეადგენს დაახლოებით 90%-ს.
მეტაბოლიზმი
ღვიძლში ბიოტრანსფორმაციას განიცდის მცირედად (დაახლოებით 10%), ციტოქრომ Р450 სისტემის იზოფერმენტებისთვის წარმოადგენს არაპროფილურ სუბსტრატს. როგორც სხვა ჰმგ-კოА-რედუქტაზას ინჰიბიტორების შემთხვევაში, პრეპარატის ღვიძლისმიერი შებოჭვის პროცესში ჩართულია სპეციფიკური მემბრანული გადამტანი – პოლიპეპტიდი, რომელიც ახდენს ორგანული ანიონის (ОАТР) 1В1 ტრანსპორტირებას, რომელიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის ღვიძლისმიერ ელიმინაციაში. ძირითად იზოფერმენტს, რომელიც მონაწილეობს როზუვასტატინის მეტაბოლიზმში, წარმოადგენს CYP2C9. CYP2C19, CYP3A4 და CYP2D6 იზოფერმენტები ნაკლებად არიან ჩართული მეტაბოლიზმში. როზუვასტატინის ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენს N-დესმეთილი და ლაქტონური მეტაბოლიტები. N-დესმეთილი დაახლოებით 50%-ით ნაკლებაქტიურია, ვიდრე როზუვასტატინი, ლაქტონური მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურია. მოცირკულირე ჰმგ-კოА-რედუქტაზას ინჰიბირების მხრივ ფარმაკოლოგიური აქტივობის 90%-ზე მეტს უზრუნველყოფს როზუვასტატინი, დანარჩენს – მისი მეტაბოლიტები.
გამოყოფა
როზუვასტატინის დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა შეუცვლელი სახით ნაწლავებით, დარჩენილი ნაწილი – თირკმელებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი (Т1/2) – დაახლოებით 19 საათი, არ იცვლება პრეპარატის დოზის გაზრდისას. პლაზმური კლირენსის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს დაახლოებით 50 ლ/სთ (ვარიაციის კოეფიციენტი 21,7%).
პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით როზუვასტატინის ან N-დესმეთილის პლაზმური კონცენტრაცია მნიშვნელოვნად არ იცვლება. პაციენტებში თირკმლის გამოხატული უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი (კკ) ნაკლები 30 მლ/წთ) როზუვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 3-ჯერ, ხოლო N-დესმეთილის – 9-ჯერ მეტია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში როზუვასტატინის კონცენტრაცია დაახლოებით 50%-ით მაღალია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.
ჩაილდ-პიუს შკალით 7 და ნაკლები ქულის მქონე პაციენტებში არ გამოვლენილა როზუვასტატინის Т1/2-ის მომატება; ჩაილდ-პიუს შკალით 8 და 9 ქულის მქონე პაციენტებს აღენიშნა Т1/2-ის გახანგრძლივება 2-ჯერ. პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის უფრო გამოხატული დარღვევებით არ არსებობს.
სქესი და ასაკი როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.
ეთნიკური ჯგუფები
როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები დამოკიდებულია რასობრივ კუთვნილებაზე: ფართობი მრუდის ქვეშ `კონცენტრაცია-დრო~ (AUC) მონღოლოიდური რასის წარმომადგენლებში (იაპონელები, ჩინელები, ფილიპინელები, ვიეტნამელები და კორეელები) 2-ჯერ მეტია, ვიდრე ევროპული რასის წარმომადგენლებში. ინდოელებში AUC-ის და Сმах-ის საშუალო მიშვნელობა გაზრდილია 1,3-ჯერ.
გამოყენების ჩვენებები
- პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი II ა ფრედრიქსონის მიხედვით), ჰეტეროზიგოტური მემკვიდრული ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით, ან შერეული (კომბინირებული) ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი II ბ ფრედრიქსონის მიხედვით) – დიეტაზე და სხვა არამედიკამენტურ ღონისძიებებზე (ფიზიკური დატვირთვა და სხეულის მასის შემცირება) დამატების სახით, დიეტოთერაპიის და არამედიკამენტური ღონისძიებების არაეფექტურობისას;
- მემკვიდრული ჰიპერქოლესტერინემიის ჰომოზიგოტური ფორმა ლიპიდების დონის დაქვეითებაზე (მაგ., Dსლპ-ის აფერეზი) მიმართული დიეტოთერაპიის და სხვა სახის მკურნალობის არასაკმარისი ეფექტურობისას ან თუ ამ სახის მკურნალობა პაციენტს არ შეესაბამება;
- ათეროსკლეროზის პროგრესირების შესანელებლად დიეტაზე დამატების სახით პაციენტებში, რომლებშიც ნაჩვენებია თერაპია საერთო ქს-ის და ქს-დსლპ-ის კონცენტრაციის შესამცირებლად;
- გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გართულებების (ინსულტი, ინფარქტი, არტერიული რევასკულარიზაცია) პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში გულის იშემიური დაავადების (გიდ) კლინიკური ნიშნების გარეშე, თუმცა მისი განვითარების მომატებული რისკით (ასაკი 50 წელზე მეტი მამაკაცებისათვის და 60 წელზე მეტი ქალებისათვის, С-რეაქტიული ცილის მომატებული კონცენტრაცია (≥ 2 მგ/ლ), მინიმუმ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორის არსებობისას, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, ქს-მსლპ-ის დაბალი კონცენტრაცია, მოწევა, გიდ-ის ადრეული დასაწყისის ოჯახური ანამნეზი).
მიღების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება შიგნით დაღეჭვისა და დაქუცმაცების გარეშე უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის დაყოლებით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
პრეპარატ როსუსტარით თერაპიის დაწყებამდე პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული ჰიპოლიპიდემიური დიეტა და გააგრძელოს მკურნალობის განმავლობაში. პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად ჩვენებებიდან და თერაპიული პასუხიდან გამომდინარე, ლიპიდების სამიზნე დონეების მიმდინარე ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ ან 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში, როგორც იმ პაციენტებისათვის, რომლებიც ადრე არ იღებდნენ სტატინებს, ასევე იმ პაციენტებისათვის, რომლებიც იღებდნენ ჰმგ-კოА-რედუქტაზას ინჰიბიტორებს. საწყისი დოზის შერჩევისას საჭიროა ქოლესტერინის დონის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის, ასევე გვერდითი მოვლენების შესაძლო განვითარების გათვალისწინება. საჭიროებისას 4 კვირის შემდეგ შესაძლებელია დოზირების რეჟიმის შეცვლა. პაციენტებში ჰიპერქოლესტერინემიის მძიმე ფორმით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებების მაღალი რისკით (კერძოდ, ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით), რომლებშიც 20 მგ-მა არ მოგვცა ადეკვატური კლინიკური ეფექტი და რომლებზეც განხორციელდება შემდგომი სამედიცინო დაკვირვება, მაქსიმალური დოზის 40 მგ დანიშვნა უნდა მოხდეს 4-კვირიანი მკურნალობის შემდეგ. პრეპარატის მიღებისას დოზით 40 მგ უფრო დაბალ დოზებთან შედარებით, გვერდითი მოვლენების რაოდენობის გაზრდის გათვალისწინებით, რეკომენდებულია სპეციალისტის დაკვირვება პრეპარატის დოზის 40 მგ-მდე გაზრდისას.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა: როზუვასტატინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ დღე-ღამეში.
გამოყენება ბავშვებში
ბავშვებში როზუვასტატინის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ.
10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები (ბიჭები ტანერის შკალის 2 და მეტი მაჩვენებლით, გოგონები მენარხეთი, რომელიც გრძელდება არანაკლებ 1 წელი): როზუვასტატინის საწყისი დოზა ბავშვებისა და მოზარდებისთვის ჰეტეროზიგოტული მემკვიდრული ჰიპერქოლესტერინემიით შეადგენს 5 მგ ერთხელ დღე-ღამეში. დოზების დიაპაზონი შეადგენს 5-20 მგ ერთხელ დღე-ღამეში. დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისთვის ჩატარებულ მკურნალობაზე ბავშვის საპასუხო რეაქციიდან გამომდინარე. ბავშვები და მოზარდები გადაყვანილი უნდა იყვნენ სტანდარტულ დიეტაზე, რომელიც აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. ეს დიეტა დაცული უნდა იყოს მკურნალობის დასრულებამდე. დღე-ღამეში 20 მგ-ზე მეტი დოზით პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება პაციენტების მოცემულ ჯგუფში შესწავლილი არ არის.
პაციენტების მოცემულ ჯგუფში პრეპარატ როსუსტარის გამოყენება დოზით 40 მგ რეკომენდებული არ არის.
10 წლამდე ასაკის ბავშვები: პაციენტთა მოცემულ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შემოიფარგლება პაციენტების მცირე რაოდენობით (8-დან 10 წლამდე ასაკის) ჰომოზიგოტური მემკვიდრული ჰიპერქოლესტერინემიით. ამის გამო, 10 წლამდე ასაკის ბავშვებში როზუვასტატინი რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ. პაციენტთა მოცემულ ჯგუფში დოზირების რეჟიმის შეცვლა საჭირო არ არის.
გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
პაციენტებს თირკმლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობით დოზის კორექცია არ ესაჭიროებათ. რეკომენდებული საწყისი დოზა პაციენტებში თირკმლის საშუალო ხარისხის უკმარისობით შეადგენს 5 მგ (კრეატინინის კლირენსი < 60 მლ/წთ). თირკმლის საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება დოზით 40 მგ წინააღმდეგნაჩვენებია. როზუვასტატინის გამოყენება პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით წინააღმდეგნაჩვენებია.
გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
როზუვასტატინის სისტემური მოქმედების გაძლიერება პაციენტებში ჩაილდ-პიუს მაჩვენებლით 7 ან ნაკლები არ აღნიშნულა. თუმცა როზუვასტატინის სისტემური მოქმედების გაძლიერება აღინიშნა პირებში ჩაილდ-პიუს მაჩვენებლით 8 და 9. ამ პაციენტებში უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია. არ არსებობსMმონაცემები იმ პირთა შესახებ, ვისაც ჩაილდ-პიუს მაჩვენებელი 9-ზე მეტი აქვს. როზუვასტატინი წინააღმდეგნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის ნებისმიერი დაავადებით აქტიურ ფაზაში.
რასობრივი კუთვნილება
როზუვასტატინის სისტემური მოქმედების გაძლიერება აღინიშნა მონღოლოიდური რასის პირებში. რეკომენდებული საწყისი დოზა ასეთ პაციენტებში შეადგენს 5 მგ-ს, 40 მგ დოზის დანიშვნა წინააღმდეგნაჩვენებია.
დოზირება პაციენტებში მიოპათიის განვითარების წინასწარგანწყობით რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ. ასეთ პაციენტებში 40 მგ დოზის დანიშვნა წინააღმდეგნაჩვენებია.
წინააღმდეგჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა როზუვასტატინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
- ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, სისხლის შრატში ტრანსამინაზების დონის უცნობი ეტიოლოგიის მუდმივი მატების ჩათვლით და შრატისმიერი ტრანსამინაზების ნებისმიერი მატება, რომელიც სამჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ);
- მიოპათია;
- ციკლოსპორინის მიღება;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. პრეპარატი ასევე წინააღმდეგნაჩვენებია რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის სანდო მეთოდებს.
40 მგ დოზა წინააღმდეგნაჩვენებია პაციენტებში მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარების წინასწარგანწყობის განმაპირობებელი ფაქტორებით. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება:
- თირკმლის საშუალო ხარისხის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 60 მლ/წთ);
- ჰიპოთირეოზი;
- პაციენტის ან ოჯახურ ანამნეზში კუნთოვანი დარღვევები;
- ანამნეზში ჰმგ-კოА-რედუქტაქზას სხვა ინჰიბიტორის ან ფიბრატის მიღებისას მუსკულატურაზე ტოქსიკური ზემოქმედება;
- ალკოჰოლზე დამოკიდებულება;
- სიტუაციები, როდესაც შესაძლებელია როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციების მომატება;
- მონღოლოიდური რასა;
- ფიბრატებთან ერთად გამოყენება.
გვერდითი მოვლენები
როგორც ჰმგ-კოА-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირეს აქვს დოზადამოკიდებული ხასიათი, ჩვეულებრივ გამოხატულია უმნიშვნელოდ და თავისთავად გაივლის.
გვერდითი მოვლენების სიხშირის ქვემოთ გამოყენებული პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ხშირი (≥ 1/100 -დან <1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), დაუზუსტებელი სიხშირის – არსებული მონაცემებით სიხშირის პარამეტრების შეფასება შეუძლებელია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენიური სინდრომი; ძალიან იშვიათი – პერიფერიული ნეიროპათია, მეხსიერების დაქვეითება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირი – გულისრევა, შეკრულობა, მუცლის ტკივილი; არახშირი – ღებინება; იშვიათი – პანკრეატიტი; ძალიან იშვიათი – ჰეპატიტი, სიყვითლე; დაუდგენელი სიხშირის – დიარეა.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ხშირი – მიალგია; ძალიან იშვიათი – ართრალგია; იშვიათი – მიოპათია (მიოზიტების ჩათვლით), რაბდომიოლიზი.
ალერგიული რექციები: არახშირი – კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი; იშვიათი – ანგიონევროზული შეშუპება.
კანი და კანქვეშა ქსოვილი: დაუდგენელი სიხშირის – სტივენს-ჯონსონის სინდრომი, პერიფერიული შეშუპებები.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ხშირი – პროტეინურია (3%-ზე მეტი სიხშირით პაციენტებში, რომლებიც იღებენ დოზას 40 მგ), რომელიც მცირდება თერაპიის პროცესში და არ არის დაკავშირებული თირკმლის დაავადებებთან, საშარდე გზების ინფექციებთან; ძალიან იშვიათი – ჰემატურია.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: არახშირი – შრატისმიერი კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) აქტივობის გარდამავალი დოზადამოკიდებული მატება, ნორმის ზედა ზღვარის 5-ჯერზე მეტად გადაჭარბებისას თერაპია დროებით უნდა შეჩერდეს; იშვიათი – ასპარტატამინოტრანსფერაზას და ალანინამინოტრანსფერაზას აქტივობის ტრანზიტორული მატება.
პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: გლუკოზას, ბილირუბინის კონცენტრაციის მატება, ტუტე ფოსფატაზას, გამაგლუტამილტრანსფერაზას აქტივობის მატება.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში, განსაკუთრებით როსუსტარის დოზის კორექციის პერიოდში, ყოველ 2-4 კვირაში საჭიროა ლიპიდური პროფილის მონიტორინგი და საჭიროებისამებრ პრეპარატის დოზის შეცვლა.
რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების განსაზღვრა თერაპიამდე და თერაპიის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ. საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა ან დოზის შემცირება, თუ სისხლის შრატში `ღვიძლის~ ტრანსამინაზების აქტივობის დონე 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს.
პრეპარატის 40 მგ დოზით გამოყენებისას რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი.
ჰიპოთირეოზით ან ნეფროზული სინდრომით გამოწვეული ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში ძირითადი დაავადებების თერაპია უნდა ჩატარდეს პრეპარატ როსუსტარით მკურნალობის დაწყებამდე.
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ რაბდომიოლიზის რისკ-ფაქტორები, აუცილებელია მოსალოდნელი სარგებლის და პოტენციური რისკის შეფარდების შეფასება და კლინიკური დაკვირვების ჩატარება მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში. საჭიროა პაციენტის ინფორმირება იმის შესახებ, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ აცნობოს ექიმს კუნთების ტკივილის, კუნთების სისუსტის ან სპაზმის მოულოდნელად განვითარების შესახებ, განსაკუთრებით შეუძლოდ ყოფნისა და ცხელების თანხლებისას. ასეთ პაციენტებში საჭიროა კფკ-ის დონის განსაზღვრა. თერაპია უნდა შეწყდეს, თუ კფკ-ის აქტივობა მნიშვნელოვნადაა მომატებული (ნორმის ზედა ზღვარს 5-ჯერზე მეტად აღემატება) ან კუნთისმიერი სიმპტომები მკვეთრადაა გამოხატული და იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს. თუ სიმპტომები ქრება და კფკ-ის დონე ნორმალიზდება, საჭიროა განხილულ იქნას პრეპარატ როსუსტარის განმეორებით დანიშვნის ან ჰმგ-კოА-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების უფრო დაბალი დოზებით დანიშვნის საკითხი პაციენტზე მკაცრი დაკვირვების პირობით.
კფკ-ის აქტივობის განსაზღვრა არ უნდა ჩატარდეს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან კფკ-ის აქტივობის სხვა შესაძლო მიზეზების არსებობისას, რამაც შესაძლოა მიღებული შედეგების არასწორი ინტერპრეტაცია განაპირობოს. იმ შემთხვევაში, როდესაც კფკ-ის საწყისი დონე მნიშვნელოვნად მომატებულია, 5-7 დღის შემდეგ საჭიროა განმეორებითი განსაზღვრა – თერაპია არ უნდა დაიწყოს, თუ განმეორებითი ტესტი ადასტურებს კფკ-ის საწყის აქტივობას (ნორმაზე 5-ჯერ მეტი).
კფკ-ის აქტივობის რუტინული მონიტორინგი სიმპტომების არარსებობისას მიზანშეწონილი არ არის. არსებობს ცნობები მიოზიტისა და მიოპათიის შემთხვევათა რიცხვის ზრდის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჰმგ-კოА-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებს ფიბრინის მჟავას წარმოებულებთან (ჰემფიბროზილის ჩათვლით) ერთად, ციკლოსპორინს, ნიკოტინის მჟავას, აზოლის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს, პროტეაზას ინჰიბიტორებს და მაკროლიდურ ანტიბიოტიკებს. საჭიროა გულმოდგინედ შეფასდეს მოსალოდნელი სარგებლის და პოტენციური რისკის შეფარდება პრეპარატ როსუსტარისა და ფიბრატების ან ნიკოტინის მჟავას (არანაკლებ 1 გ-ისა დღე-ღამეში) ერთდროული გამოყენებისას, რეკომენდებული არ არის ჰემფიბროზილის ერთდროული დანიშვნა.
უმრავლეს შემთხვევაში პროტეინურია მცირდება ან ქრება თერაპიის პროცესში და არ მიუთითებს თირკმელების მწვავე დაავადების განვითარებაზე ან არსებული დაავადების გამწვავებაზე. თუმცა თირკმლის ფუნქციური კვლევა უნდა ჩატარდეს რუტინული კვლევისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ 40 მგ დოზას.
როზუვასტატინის და აივ პროტეაზას ინჰიბიტორების ერთდროული დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
როზუვასტატინის ხანგრძლივი გამოყენებისას არსებობს ცნობები ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების ერთეული შემთხვევების შესახებ. ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია როსუსტარით თერაპიის შეწყვეტა.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე როზუვასტატინის გავლენის შესახებ კვლევა არ ჩატარებულა. თუმცა, პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებების მართვისას საჭიროა სიფრთხილე (როზუვასტატინით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა).
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის გამოყენებისას რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპტივები. რადგან ქოლესტერინისა და ქოლესტერინის ბიოსინთეზის სხვა პროდუქტების დონე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე, ჰმგ-კოА-რედუქტაზას ინჰიბირებისას შესაძლო რისკი აღემატება მკურნალობის სარგებელს ორსულობის დროს. ქალებში, რომლებიც იღებენ როზუვასტატინს, ორსულობის დადგომისას პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
როზუვასტატინი აღმოჩენილია ვირთხების რძეში. არ არის არავითარი მონაცემები ქალის რძეში პრეპარატის გამოყოფის შესახებ.
გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატი გამოიყენება 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
როზუვასტატინის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენება არ ახდენს გავლენას ციკლოსპორინის პლაზმურ კონცენტრაციაზე, თუმცა ძლიერდება როზუვასტატინის ეფექტი (ნელდება მისი გამოყოფა, AUC იზრდება 7-ჯერ, Сმах – 11-ჯერ).
ერითრომიცინი აძლიერებს ნაწლავების მოტორიკას, რაც იწვევს როზუვასტატინის ეფექტის დაქვეითებას (AUC მცირდება 20%-ით, Сმах – 30%).
პაციენტებში, რომლებიც იღებენ К ვიტამინის ანტაგონისტებს (მაგ., ვარფარინს), რეკომენდებულია საერთაშორისო ნორმალიზებული ფარდობის (სნფ) მონიტორინგი, რადგან როზუვასტატინით თერაპიის დაწყებამ ან პრეპარატის დოზის მატებამ შესაძლოა გამოიწვიოს სნფ-ის მომატება, ხოლო როზუვასტატინის მოხსნამ ან მისი დოზის შემცირებამ – მისი დაქვეითება. ჰემფიბროზილი აძლიერებს როზუვასტატინის ეფექტს (ზრდის Сmах და AUC 2-ჯერ). როზუვასტატინისა და ალუმინის ან მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების ერთდროული გამოყენება იწვევს როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის შემცირებას დაახლოებით 50%-ით. მოცემული ეფექტი უფრო სუსტადაა გამოხატული, თუ ანტაციდები მიიღება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
როზუვასტატინის და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენება ზრდის ეთინილესტრადიოლის AUC-ს და ნორგესტეროლის AUC0-ს 26%-ით და 34%-ით შესაბამისად, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს პერორალური კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები როზუვასტატინის და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ერთდროული გამოყენების შესახებ არ არსებობს, შესაბამისად, მოცემული კომბინაციის გამოყენებისას არ შეიძლება ანალოგიური ეფექტის გამორიცხვა.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ როზუვასტატინი არ წარმოადგენს ციტოქრომ Р450 იზოფერმენტების არც ინჰიბიტორს, არც ინდუქტორს. როზუვასტატინი ამ იზოფერმენტებისათვის წარმოადგენს არაპროფილურ სუბსტრატს. არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ისეთ პრეპარატებთან, როგორიცაა ფლუკონაზოლი, კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი, რომელთა მეტაბოლიზმი დაკავშირებულია ციტოქრომ Р450 სისტემასთან.
როზუვასტატინის დიგოქსინთან ან ფენოფიბრატთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა. ჰემფიბროზილი, სხვა ფიბრატები და ნიკოტინის მჟავას ჰიპოლიპიდემიური დოზები (არანაკლებ 1 გ-ისა დღე-ღამეში) ზრდიდნენ მიოპათიის განვითარების რისკს ჰმგ-კოА-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას. შესაძლებელია იმის გამო, რომ მონოთერაპიის სახით გამოყენებისასაც მათ შეიძლება გამოიწვიონ მიოპათია.
როზუვასტატინის და ეზეტიმიბის ერთდროული გამოყენება არ იწვევდა ორივე სამკურნალო პრეპარატის AUC ან Сmax ცვლილებას.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) პროტეაზას ინჰიბიტორების გამოყენებამ როზუვასტატინთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს როზუვასტატინის ეფექტის მნიშვნელოვანი გაძლიერება. ფარმაკოკინეტიკურმა კვლევამ ჯანმრთელ მოხალისეებში 20 მგ როზუვასტატინის და აივ პროტეაზას ორი ინჰიბიტორის (400 მგ ლოპინავირი/100 მგ რიტონავირი) კომბინირებული გამოყენების თაობაზე აჩვენა, რომ მოცემული კომბინაცია იწვევს AUჩ(0-24)-ის და Сმах-ის დაახლოებით ორჯერადად და ხუთჯერად მომატებას შესაბამისად. ამგვარად, აივ ინფიცირებულ პაციენტებში როზუვასტატინის ერთდროული დანიშვნა აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან რეკომენდებული არ არის.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბებისას სპეციალური მკურნალობა არ არის მოწოდებული.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ნაჩვენებია სიმპტომური მკურნალობა და აუცილებლობისას _ ჩანაცვლებითი თერაპია.
საჭიროა ღვიძლის ფუნქციის და კფკ-ის დონის კონტროლი. ჰემოდიალიზი დადებით შედეგს არ იძლევა.
გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერზე.
2, 3, 5, 6 ან 9 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
II ჯგუფი ფორმა #3 რეცეპტით.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account