L-Thyroxin - ლ-თიროქსინი 75მკგ 100 ტაბლეტი

8,53 GEL
მარაგშია
SKU
54740_46

ჩვენება:ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკისთვის,არასაკმარისი ჰორმონის ჩასანაცვლებლად ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის ნებისმიერი ფორმის დროს.

ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისათვის
L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემი
L-Thyroxin 75 Berlin-Chemie
75 მიკროგრამი, ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება: ლევოთიროქსინ-ნატრიუმი X H2O

წინამდებარე ჩანართის შინაარსი:
1. L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის აღწერა და გამოყენება
2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის მიღებამდე
3. L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1. L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის აღწერა და გამოყენება
L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემი – არის პრეპარატი, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს თირეოიდულ ჰორმონს ლევოთიროქსინს. მას გააჩნია იგივე მოქმედება, რაც ბუნებრივ ჰორმონს. L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემი გამოიყენება არასაკმარისი თირეოიდული ჰორმონის ჩასანაცვლებლად ან/და ფარისებრ ჯირკვალზე დატვირთვის შესამცირებლად.

L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემი გამოიყენება:
• არასაკმარისი ჰორმონის ჩასანაცვლებლად ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის ნებისმიერი ფორმის დროს;

• ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკისთვის (ფარისებრი ჯირკვლის გადიდება) ჩიყვის ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის დროს;
• კეთილთვისებიანი ჩიყვის მკურნალობისთვის ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის დროს;
• დამხმარე (დამატებითი, თანმხლები) თერაპიის სახით ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის თირეოსტაზული პრეპარატებით (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის დამთრგუნველი პრეპარატები) მკურნალობის დროს, მეტაბოლიზმის ნორმალური მდგომარეობის მიღწევის შემდეგ;
• ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დროს, ძირითადად ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, სიმსივნის რეციდივის დათრგუნვისთვის და არასაკმარისი თირეოიდული ჰორმონის ჩანაცვლებისთვის.

L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემი გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის მიღებამდე

L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლევოთიროქსინ-ნატრიუმის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ (მითითებულია მე-6 პარაგრაფში);
- შემდეგი დაავადებების ან მდგომარეობების დროს:
  ფარისებრი ჯირკვლის არანამკურნალები ჰიპერფუნქცია
  არანამკურნალები ადრენოკორტიკალური უკმარისობა
  არანამკურნალები ჰიპოფიზის უკმარისობა, თუ აღნიშნულმა გამოიწვია ადრენოკორტიკალური უკმარისობა, რომელიც საჭიროებს მკურნალობას
  უახლოეს წარსულში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი
  გულის კუნთის მწვავე ანთება (მიოკარდიტი)
  გულის ყველა შრის მწვავე ანთება (პანკარდიტი).

ორსულობისას და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სამკურნალო საშუალებების (თირეოსტაზული პრეპარატები) ერთდროულად მიღებისას L-თიროქსინი 75 ბერლინ- ხემის მიღება არ შეიძლება (იხ. ასევე პარაგრაფი ~ორსულობა და ძუძუთი კვება~).

პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის მიღების დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს შემდეგი დაავადებების ან მდგომარეობების არსებობა ან ჩატარდეს მათი მკურნალობა:
- გულის იშემიური დაავადება
- ტკივილი და მოჭერის შეგრძნება გულის არეში (სტენოკარდია)
- მაღალი არტერიული წნევა
- ჰიპოფიზის ან/და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა
- ფარისებრ ჯირკვალში ისეთი უბნების არსებობა, რომლებიც უკონტროლოდ გამოიმუშავებენ თირეოიდულ ჰორმონს (ფარისებრი ჯირკვლის ავტონომია).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

- თუ თქვენ გადატანილი გაქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი, ან გაქვთ გულის იშემიური დაავადება, გულის კუნთის სისუსტე, რიტმის დარღვევები (ტაქიკარდია), გულის უკმარისობა, გულის კუნთის ანთება გამწვავების გარეშე ან ფარისებრი ჯირკვლის ხანგრძლივად მიმდინარე ჰიპოფუნქცია, თავიდან უნდა აიცილოთ სისხლში ჰორმონების ძალიან მაღალი დონე. ამიტომ, საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის უფრო ხშირი კონტროლი. პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის მიღებით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის უმნიშვნელო ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს (იხ. პარაგრაფი 4 ~შესაძლო გვერდითი მოქმედება~)
- თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია გამოწვეულია ჰიპოფიზის დაავადებით. შესაძლოა, ეს მდგომარეობა მიმდინარეობს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის თანხლებით, რომელიც უნდა მოწესრიგდეს თირეოიდული ჰორმონით მკურნალობის დაწყებამდე (თერაპია ჰიდროკორტიზონით).
- ფარისებრ ჯირკვალში ისეთი უბნების არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, რომლებიც უკონტროლოდ გამოიმუშავებენ თირეოიდულ ჰორმონს, მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩაატაროთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა.
- ქალებში მენოპაუზის დაწყების შემდეგ ოსტეოპოროზის განვითარების მომატებული რისკის შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია უნდა შემოწმდეს უფრო ხშირად, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ სისხლში თირეოიდული ჰორმონის დონის მომატება.
- თუ გაქვთ დიაბეტი ან ღებულობთ გარკვეულ ანტიკოაგულანტებს (მაგალითად, დიკუმაროლს), ყურადღება მიაქციეთ პარაგრაფში ~სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება/გამოყენება~ წარმოდგენილ ინფორმაციას.
- თუ თქვენ, როგორც დიალიზზე მყოფ პაციენტს, დაგინიშნეს, მაგალითად, სამკურნალო საშუალება ~სეველამერი~ სისხლში ფოსფატების მომატებული დონის გამო, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სისხლის გარკვეული პარამეტრების კონტროლი ლევოთიროქსინის მიღების ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით (იხ. ასევე პარაგრაფი ~სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება/გამოყენება~).

პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის მიღების დაწყებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

არასწორი გამოყენება
არ მიიღოთ პრეპარატი L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემი სხეულის წონის დაკლების მიზნით. სისხლში თირეოიდული ჰორმონის ნორმალური დონის შემთხვევაში, თირეოიდული ჰორმონების დამატებითი მიღება არ გამოიწვევს წონის დაკლებას. დამატებითი მიღებისას შეიძლება განვითარდეს სერიოზული ან სიცოცხლისთვის საშიშიც კი გვერდითი მოქმედებები, განსაკუთრებით წონის შესამცირებელ ზოგიერთ პრეპარატთან კომბინაციაში.

თერაპიის შეცვლა
თუ თქვენ მკურნალობთ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემით, თირეოიდული ჰორმონის შემცველ სხვა პრეპარატზე გადასვლა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ექიმის დაკვირვებით და სისხლის პარამეტრების კონტროლით.

ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტებისათვის საჭიროა პრეპარატის დოზირების სიფრთხილით შერჩევა (განსაკუთრებით გულის დაავადებების არსებობისას) და ექიმის მიერ ხშირი კონტროლი.

პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ/იყენებთ ან ახლო წარსულში იღებდით/იყენებდით ან შეიძლება მიგეღოთ/გამოგეყენებინათ სხვა სამკურნალო საშუალებები.

L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემი მოქმედებს შემდეგი სამკურნალწამლო ნივთიერებების ან პრეპარატების ჯგუფის მოქმედებაზე:
• დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები (სისხლში შაქრის დონის დამწევი პრეპარატები):
თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, საჭიროა სისხლში შაქრის დონის რეგულარული კონტროლი, ძირითადად, თირეოიდული ჰორმონებით მკურნალობის დასაწყისში. შეიძლება საჭირო იყოს მკურნალი ექიმის მიერ სისხლში შაქრის დონის დამწევი პრეპარატების დოზის კორექცია, რადგან ლევოთიროქსინს შეუძლია შეამციროს ამ პრეპარატების ეფექტი.

• კუმარინის წარმოებულები (ანტიკოაგულანტები):
პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემისა და კუმარინის წარმოებულების (მაგალითად, დიკუმაროლის) ერთდროულად მიღებისას საჭიროა სისხლის შედედების მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი. შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალი ექიმის მიერ ანტიკოაგულანტების დოზის შემცირება, რადგან ლევოთიროქსინს შეუძლია გააძლიეროს ამ პრეპარატების მოქმედება.

პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის მოქმედებაზე გავლენას ახდენს შემდეგი პრეპარატები:

• სისხლში ლიპიდების შემცველობის დამაქვეითებელი პრეპარატები, სისხლში კალიუმის კონცენტრაციის დამაქვეითებელი პრეპარატები (იონმიმოცვლითი ფისები): სისხლში ლიპიდების დონის დამაქვეითებელი პრეპარატები (მაგალითად, კოლესტირამინი, კოლესტიპოლი და კოლესეველამი) ან სისხლში კალიუმის კონცენტრაციის დამაქვეითებელი პრეპარატები (პოლისტირენის სულფონის მჟავას კალციუმის და ნატრიუმის მარილები) უნდა მიიღოთ პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის მიღებიდან 4-5 საათის შემდეგ. აღნიშნული სამკურნალო საშუალებები თრგუნავს ლევოთიროქსინის გამოყოფას ნაწლავიდან, და შესაბამისად, ამცირებს მის ეფექტურობას.

• სეველამერი და ლანტანის კარბონატი:
სეველამერს და ლანტანის კარბონატს (სისხლში ფოსფატების დონის დამწევი პრეპარატები დიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის) შეუძლია დააქვეითოს ლევოთიროქსინის ათვისება და ეფექტურობა. მკურნალმა ექიმმა ჩვეულებრივზე უფრო ხშირად უნდა შეამოწმოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (იხ. ასევე პარაგრაფი

~სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის მიღებისას~).

• ალუმინის შემცველი ანტაციდური პრეპარატები, ასევე რკინისა და კალციუმის შემცველი პრეპარატები:
L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის მიღება საჭიროა ალუმინის შემცველი ანტაციდური პრეპარატების (ანტაციდები, სუკრალფატი), ასევე რკინისა და კალციუმის შემცველი პრეპარატების მიღებამდე არანაკლებ ორი საათით ადრე. აღნიშნული პრეპარატები თრგუნავს ლევოთიროქსინის შეწოვას ნაწლავიდან, და შესაბამისად ამცირებს მის ეფექტურობას.

• პროპილთიოურაცილი, გლუკოკორტიკოიდები, ბეტა-ბლოკერები:
პროპილთიოურაცილმა (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სამკურნალო საშუალება), გლუკოკორტიკოიდებმა (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონები,
~კორტიზონი~) და β-ბლოკერებმა (გულის შეკუმშვათა სიხშირის შესამცირებელი და არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები) შესაძლოა დათრგუნოს ლევოთიროქსინის გადასვლა მის უფრო ეფექტურ ფორმაში - ლიოთირონინში, და ამ გზით შეამციროს პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის ეფექტურობა.

• ამიოდარონი, იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები:
ამიოდარონს (გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო პრეპარატი) და იოდის შემცველ რენტგენოკონტრასტულ ნივთიერებებს (განსაზღვრული პრეპარატები რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკისთვის), იოდის მაღალი შემცველობის გამო, შეუძლია გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის როგორც მომატება, ასევე დაქვეითება. განსაკუთრებით საყურადღებოა კვანძოვანი ჩიყვი შესაძლო დაუდგენელი უბნებით ფარისებრ ჯირკვალში, რომლებიც უკონტროლოდ გამოყოფენ თირეოიდულ ჰორმონებს (ავტონომია). საჭიროების შემთხვევაში, მკურნალი ექიმი განახორციელებს პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის დოზის კორექტირებას.

• შემდეგ სამკურნალო საშუალებებს შეუძლია პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ- ხემის მოქმედების გაძლიერება:
- სალიცილატები (სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები)
- დიკუმაროლი (სისხლში თრომბების წარმოქმნის შემაფერხებელი პრეპარატი)
- ფუროსემიდი მაღალი დოზებით (შარდმდენი საშუალება) (250 მგ)
- კლოფიბრატი (სისხლში ლიპიდების დონის დამწევი საშუალება)
- ფენიტოინი (კრუნჩხვისა და გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო საშუალება)

• კონტრაცეპტივები და პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიისთვის:
ლევოთიროქსინის მოთხოვნილება შეიძლება გაიზარდოს კონტრაცეპტული ჰორმონალური პრეპარატების (“აბები”) მიღებისას ან ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროს მენოპაუზის დადგომის შემდგომ პერიოდში.

• სერტრალინი, ქლოროკინი/პროგუანილი:

სერტრალინი (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი) და ქლოროკინი/პროგუანილი (მალარიისა და რევმატული დაავადებების სამკურნალო საშუალებები) ამცირებს ლევოთიროქსინის ეფექტურობას.

• ბარბიტურატები, რიფამპიცინი, კარბამაზეპინი:
ბარბიტურატებს (კრუნჩხვის სამკურნალო პრეპარატები, საანესთეზიო საშუალებები, საძილე საშუალებების გარკვეული ჯგუფი), რიფამპიცინს (ანტიბიოტიკი) და კარბამაზეპინს (კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები) შეუძლია შეასუსტოს ლევოთიროქსინის მოქმედება.

• პროთეაზის ინჰიბიტორები (აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატები): ლევოთიროქსინისა და პროთეაზის ინჰიბიტორების (ლოპინავირი, რიტონავირი) ერთდროულად მიღებისას მკურნალი ექიმი განახორციელებს დაავადების სიმპტომების მკაცრ დაკვირვებას და გააკონტროლებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. ლოპინავირის/რიტონავირის ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია ლევოთიროქსინის ეფექტის შემცირება.

• თიროზინკინაზას ინჰიბიტორები (იმატინიბი და სუნიტინიბი):
იმატინიბით და სუნიტინიბით (ქრონიკული მიელოიდური ლეიკოზის სამკურნალო საშუალება) მკურნალობა იწვევს ლევოთიროქსინის მოთხოვნილების გაზრდას ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში.

პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის საკვებთან და სასმელთან მიღება
L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის მიღება არ შეიძლება საკვებთან ერთად, განსაკუთრებით კალციუმით მდიდართან (მაგალითად, რძე და რძის პროდუქტები), რადგან აღნიშნულმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ლევოთიროქსინის შეწოვა.

სოიოს შემცველი პროდუქტების მიღების შემთხვევაში ექიმმა უფრო ხშირად უნდა აკონტროლოს სისხლში თირეოიდული ჰორმონის შემცველობა. სოიოს შემცველი პროდუქტებით დიეტის დაცვის დროს და დიეტის დასრულებისას შეიძლება საჭირო იყოს პრეპარატის დოზის კორექტირება (შეიძლება საჭირო იყოს უჩვეულოდ მაღალი დოზები), რადგან სოიოს შემცველ პროდუქტებს შეუძლია დაარღვიოს ლევოთიროქსინის შეწოვა ნაწლავიდან, და შესაბამისად შეამციროს მისი ეფექტურობა.

ორსულობა, ძუძუთი კვება და შვილოსნობის ფუნქცია
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს სათანადო თერაპია თირეოიდული ჰორმონებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ, საჭიროა მისი უწყვეტად გაგრძელება მკურნალი ექიმის დაკვირვების ქვეშ. ორსულობის დროს პრეპარატის ფართოდ გამოყენების მიუხედავად, ორსულობის მიმდინარეობაზე და ნაყოფის ან ახალშობილის ჯანმრთელობაზე არასასურველი ზემოქმედება ამ დრომდე გამოვლენილი არ არის.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი საჭიროა როგორც ორსულობის დროს, ასევე მის შემდეგ. ორსულობისას სისხლში ესტროგენის (ქალის სასქესო ჰორმონი) მომატებული დონის გამო შეიძლება გაიზარდოს თირეოიდულ ჰორმონზე მოთხოვნილება, რაც საჭიროებს მკურნალი ექიმის მიერ დოზის კორექტირებას.

ორსულობის დროს არ შეიძლება L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის მიღება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სამკურნალო პრეპარატებთან (თირეოსტაზულები) ერთად, რადგან ეს იწვევს თირეოსტაზულების უფრო მაღალი დოზებით მიღების აუცილებლობას. თირეოსტაზულებს (ლევოთიროქსინისგან განსხვავებით) შეუძლია პლაცენტის გავლით შეაღწიოს ნაყოფის სისხლში და გამოიწვიოს ნაყოფში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია. ამიტომ ორსულობის პერიოდში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ თირეოსტაზულების დაბალი დოზებით.

ლევოთიროქსინის მაღალი დოზებით თერაპიის შემთხვევაშიც კი დედის რძეში გამოიყოფა თირეოიდული ჰორმონის მცირე რაოდენობა, ამიტომ პრეპარატი საფრთხეს არ წარმოადგენს.

მამაკაცებსა და ქალებში შვილოსნობის ფუნქციის დარღვევების მეცნიერულად დამტკიცებული ცნობები არ არის. აღნიშნულზე რაიმე სახის ეჭვი ან მინიშნება არ არის.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის ზემოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.

3. L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის მიღების წესი
L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემი მიიღება ზუსტად ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. პრეპარატის მიღების შესახებ ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინდივიდუალური სადღეღამისო დოზა უნდა განისაზღვროს მკურნალი ექიმის მიერ გამოკვლევების შედეგების მიხედვით.

დოზირება
წარმოდგენილია გასაყოფი ტაბლეტები მოქმედი ნივთიერების სხვადასხვა შემცველობით ინდივიდუალური მკურნალობისთვის, მაგალითად, მკურნალობის დასაწყებად, დოზის გასაზრდელად მოზრდილებში, ასევე ბავშვების სამკურნალოდ.

არსებული სიმპტომატიკის მიხედვით მკურნალი ექიმი ხელმძღვანელობს შემდეგი რეკომენდაციებით:

• მოზრდილებში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის მკურნალობის დასაწყისში მიიღება 25-50 მკგ ლევოთიროქსინ-ნატრიუმი დღე-ღამეში. ექიმის მითითებით, აღნიშნული დოზის გაზრდა შეიძლება 2-4 კვირის ინტერვალით ლევოთიროქსინ- ნატრიუმის 25-50 მკგ დღიურ დოზიდან 100-200 მკგ ლევოთიროქსინ-ნატრიუმამდე.
• ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკისთვის ჩიყვის ქირურგიული ოპერაციის შემდეგ და კეთილთვისებიანი ჩიყვის სამკურნალოდ მიიღება 75-200 მკგ ლევოთიროქსინ- ნატრიუმი დღე-ღამეში.
• დამხმარე (დამატებითი, თანმხლები) თერაპიის სახით ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის თირეოსტაზული პრეპარატებით მკურნალობის დროს ღებულობენ 50-100 მკგ ლევოთიროქსინ-ნატრიუმს დღე-ღამეში.
• ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დროს, ფარისებრ ჯირკვალზე ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მიიღება 150-300 მკგ ლევოთიროქსინ-ნატრიუმი დღე-ღამეში (შეესაბამება პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის 2-4 ტაბლეტს).

თირეოიდული ჰორმონის უფრო დაბალი დოზების მიღებაც შეიძლება იყოს საკმარისი.

ბავშვები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით (თანდაყოლილი ან შეძენილი ჰიპოთირეოზი)
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების (თანდაყოლილი ან შეძენილი ჰიპოთირეოზი) ხანგრძლივი მკურნალობისას შემანარჩუნებელი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 100-150 მკგ ლევოთიროქსინს სხეულის ზედაპირის ფართობის კვადრატულ მეტრზე დღე-ღამეში.
- ახალშობილებისათვის და ჩვილებისათვის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის თანდაყოლილი დაქვეითებით, რომლებისთვისაც ორგანიზმში ლევოთიროქსინის სწრაფი შევსება მნიშვნელოვანია მათი ნორმალური ფსიქიკური და ფიზიკური განვითარებისთვის, რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს დღე-ღამეში 10-15 მკგ ლევოთიროქსინს სხეულის მასის კილოგრამზე პირველი 3 თვის განმავლობაში. შემდეგ ექიმმა უნდა შეცვალოს ეს დოზა და შეარჩიოს ის ინდივიდუალურად – კლინიკური მონაცემების (განსაკუთრებით სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონის) მიხედვით.
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეძენილი დაქვეითების მქონე ბავშვებისათვის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 12.5-50 მკგ ლევოთიროქსინს დღე-ღამეში. ექიმმა თანდათანობით უნდა გაზარდოს ეს დოზა 2-4 კვირის განმავლობაში სრული დოზის მიღწევამდე, როდესაც ჰორმონის ჩანაცვლება იქნება სრული. ამასთან, ექიმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონეს.

ხანდაზმული პაციენტები, გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტები და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის მქონე პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში, გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებსა და ფარისებრი ჯირკვლის მძიმე ან ხანგრძლივი ჰიპოფუნქციის მქონე პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით მკურნალობის დაწყება საჭიროა განსაკუთრებული

სიფრთხილით. ეს ნიშნავს, რომ პრეპარატის მიღების დაწყება საჭიროა უმცირესი დოზით, ხოლო დოზის გაზრდა უნდა მოხდეს თანდათანობით, დროის დიდი ინტერვალებით, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ხშირი კონტროლით.

პაციენტები სხეულის დაბალი წონით და დიდი ზომის კვანძოვანი ჩიყვის მქონე პაციენტები
არსებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სხეულის დაბალი წონის და დიდი ზომის კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევაში პრეპარატის უფრო მცირე დოზაც სავსებით საკმარისია.

მითითება ტაბლეტის გაყოფასთან დაკავშირებით:
ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ ნაწილად.
დადეთ ტაბლეტი მაგარ, სწორ ზედაპირზე, გამყოფი ხაზით ზემოთ. ტაბლეტზე თითის დაჭერის შემდეგ ის გაიყოფა ორ ნაწილად.

გამოყენების წესი
სრული სადღეღამისო დოზა მიიღება მთლიანად, დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად, თუ შესაძლებელია ჭიქა წყლის მიყოლებით. პრეპარატი მიიღება დილით, უზმოზე, არანაკლებ ნახევარი საათით ადრე საუზმემდე.
პრეპარატის მიღება უკეთესია უზმოზე, ვიდრე ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.
ჩვილებში სრული სადღეღამისო დოზა უნდა დაინიშნოს საკვების პირველ მიღებამდე არანაკლებ ნახევარი საათით ადრე. ტაბლეტი გახსენით მცირე რაოდენობის წყალში (10-
15 მლ) და მიეცით ჩვილს მიღებული სუსპენზია (ყოველ მიღებაზე მზადდება ახალი!) დამატებითი რაოდენობით სითხესთან ერთად (5-10 მლ).

მიღების ხანგრძლივობა
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის დროს და ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დროს, ფარისებრ ჯირკვალზე ქირურგიული ოპერაციის შემდეგ L-თიროქსინი
75 ბერლინ-ხემი ჩვეულებრივ მიიღება მთელი სიცოცხლის მანძილზე.
კეთილთვისებიანი ჩიყვის დროს და ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკისთვის: რამოდენიმე თვიდან ან წლიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
დამხმარე (დამატებითი, თანმხლები) თერაპიის სახით ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის მკურნალობის დროს პრეპარატი L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემი მიიღება თირეოსტაზული პრეპარატებით (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის დამთრგუნველი სამკურნალო საშუალებები) მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

კეთილთვისებიანი ჩიყვის სამკურნალოდ ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის დროს მკურნალობის საჭირო პერიოდია 6 თვიდან ორ წლამდე. თუ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემით მკურნალობისას არ იქნა მიღებული სასურველი შედეგი, საჭიროა მკურნალმა ექიმმა განიხილოს მკურნალობის სხვა მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა. პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
დოზის გადაჭარბების ნიშნები აღწერილია მე-4 პარაგრაფში ~შესაძლო გვერდითი მოქმედება~. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის დოზის მიღება პრეპარატის ძალიან დაბალი დოზის მიღების ან დოზის მიღების გამოტოვების შემთხვევაში, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი ჩვეულებრივ დროს, მიღების დადგენილი პერიოდულობის დაცვით.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის მიღება
იმისათვის, რომ მკურნალობა იყოს წარმატებული, პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ- ხემის მიღება საჭიროა რეგულარულად დანიშნული დოზირებით. არ შეიძლება მკურნალობის რეჟიმის შეცვლა, შეწყვეტა ან ვადამდე დასრულება, რადგან ამ შემთხვევაში დაავადების სიმპტომები შეიძლება განმეორდეს.

მოცემული პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

დოზის აუტანლობა, დოზის გადაჭარბება
თუ ცალკეულ შემთხვევებში დოზა ვერ აიტანება პაციენტის მიერ ან განვითარდა დოზის გადაჭარბება, მაშინ, განსაკუთრებით დოზის ძალიან სწრაფად გაზრდის შემთხვევაში, მკურნალობის დასაწყისში შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობის ტიპიური ნიშნები:
- გახშირებული გულისცემა
- გულის რიტმის დარღვევა, განსაკუთრებით გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება (ტაქიკარდია)
- ტკივილი, გულის არეში მოჭერის შეგრძნებით (სტენოკარდია)
- კუნთების სისუსტე და სპაზმი
- სიცხის შეგრძნება, ძლიერი ოფლიანობა
- კანკალი (ტრემორი)
- მოუსვენრობა, უძილობა
- დიარეა, წონის დაკარგვა
- თავის ტკივილი

- მენსტრუალური დარღვევები

ასევე შეიძლება აღინიშოს ისეთი არატიპიური ნიშნები, როგორიცაა ციებ-ცხელება, ღებინება, ასევე ქალასშიდა წნევის მომატება (განსაკუთრებით ბავშვებში).

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის სხვა კომპონენტების მიმართ
ლევოთიროქსინის ან პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები კანის მხრივ და ალერგიული რეაქციები სასუნთქი სისტემის მხრივ. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოქმედებების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს. ის განსაზღვრავს პრეპარატის დღიური დოზის შემცირების ან რამდენიმე დღით პრეპარატის მიღების შეწყვეტის საკითხს. გვერდითი მოქმედების გაქრობისთანავე რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება პრეპარატის დოზის სიფრთხილით შერჩევის შემდეგ.

შეტყობინება გვერდითი მოქმედებების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ჩანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

5. პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის შენახვის პირობები

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება მოცემული პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი შეინახეთ არა უმეტეს 25ºჩ ტემპერატურის პირობებში.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ლევოთიროქსინ-ნატრიუმი ხ H2O

თითო ტაბლეტი შეიცავს 79,8-85,2 მიკროგრამ ლევოთიროქსინ ნატრიუმს ხ H2O
(შეესაბამება 75 მიკროგრამ ლევოთიროქსინ-ნატრიუმს)

სხვა კომპონენტები:
კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებლის გლიკოლატის ნატრიუმის მარილი (ტიპი A) (Pჰ. Eურ.), დექსტრინი (სიმინდის სახამებლის), გრძელჯაჭვიანი პარციალური გლიცერიდები.

პრეპარატ L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემი არის მრგვალი, ოდნავ ამოზნექილი თითქმის თეთრიდან მკრთალ-ჩალის ფერამდე ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს და წარწერით ~75~ მეორე მხარეს; დიამეტრი – 6 მმ.

ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ ნაწილად.

L-თიროქსინი 75 ბერლინ-ხემი ბაზარზე წარმოდგენილია ორიგინალ შეფუთვაში 50 და
100 ტაბლეტით.
პირველადი შეფუთვა წარმოადგენს ალუმინის ლამინირებულ ფოლგას (ოპა-ალუმინი-პვქ) და მასთან შედუღებულ მყარ ალუმინის ფოლგას.

შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ბერლინ-ხემი აგ (მენარინი გრუპ) გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი, გერმანია

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy