Dexamethasone - დექსამეტაზონი თვალის და ყურის წვეთები 5მლ
ჩვენება:კონიუნქტივიტის, კერატიტის და ბლეფარიტის, განსაკუთრებით ალერგიული წარმოშობის არაინფექციური ფორმები. თვალის წინა ნაწილის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება.
შემადგენლობა:
დექსამეტაზონის წვეთების ყოველი მლ შეიცავს:
დექსამეტაზონი BP 1.0 მგ
ჩვენებები:
თვალი: კონიუნქტივიტის, კერატიტის და ბლეფარიტის, განსაკუთრებით ალერგიული წარმოშობის არაინფექციური ფორმები. თვალის წინა ნაწილის სისხლძარღვოვანი გარსის (ირიტი, ირიდოციკლიტი) ანთება, სკლერიტი, ეპისკლერიტი, ორბიტალური მიოზიტი და სიმპათიკურიოფთალმია.
ყური: ყურის გარკვეული პრობლემებით გამოწვეული სიწითლე, ქავილი და შეშუპება.
დოზა და მიღების წესი:
თვალი: ჩაიწვეთეთ 1 წვეთი 3-5-ჯერ დღეში კონიუნქტივალურ პარკში.
მწვავე შემთხვევებში: 1 წვეთი საათში.
ყური: 3-4 წვეთი ყურში ორჯერ ან სამჯერ დღეში.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ, დაზიანებები და რქოვანას წყლულოვანი პროცესები, მარტივი ჰერპესი და სხვა ვირუსული ინფექციები, მიკოზი, გლაუკომა. ამგვარად, დექსამეტაზონი 0.1% არ გამოიყენება ახალშობილებში.
სიფრთხილის ზომები:
თუ 7-8 დღიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მაშინ გასათვალისწინებელია მკურნალობის სხვა ზომები. კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შენიღბონ, გაააქტიურონ ან გაამწვავონ თვალის ინფექციები. სისტემური რეაქციის რისკის გამო, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. 0.1 % დექსამეტაზონით მკურნალობის დროს საჭიროა თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი. პაციენტები, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, დაუშვებელია თვალის წვეთების გამოყენება ლინზების ტარების დროს.
წამალთშორისი ურთიერთქმედება:
არ არის შესაბამისი ადგილობრივი გამოყენებისთვის.
გვერდითი მოვლენები:
წინასწარმიდრეკილ პაციენტებში რამდენიმე კვირიანი გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს თვალშიდა წნევის შექცევადი ზრდა.
ადგილობრივად კორტიკოსტეროიდების (პირველ რიგში ბავშვებში) ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს სისტემური უარყოფითი რეაქციები. სტეროიდებით ხანგრძლივად მკურნალობის შემდეგ აღინიშნა კატარაქტას და რქოვანას დარბილების ცალკეული შემთხვევები.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულ ქალებში არ ჩატარებულა კონტროლირებული კვლევები. ამ გარემოებებში დექსამეტაზონის 0.1% გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და ნესტს. ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. გახსნის შემდეგ ბოთლი შეინახეთ 2-80C ტემპერატურაზე 7 დღე.
შეფუთვა:
დექსამეტაზონი თვალის და ყურის წვეთები:5 მლ პლასტმასის კონტეინერი, დაბეჭდილი ეტიკეტით, დალუქული საწვეთურით მუყაოს ერთ შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია Drug International Limited-ს მიერ, ბანგლადეში
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account