LAMOFLOX - ლამოფლოქსი თვალის წვეთები 5მლ
ჩვენება:ბაქტერიული კონიუქტივიტი.
შემადგენლობა:
ყოველი მლ შეიცავს:
მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი 5.45
რაც 5.00 მგ მოქსიფლოქსაცინის ექვივალენტურია
დამხმარე ნივთიერებები:
ბორის მჟავა, ნატრიუმის ბორატი, გასუფთავებული წყალი q.s
ჩვენება:
იგი ნაჩვენებია შემდეგი მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული ბაქტერიული კონიუქტივიტის სამკურნალოდ: Corynebacteriun species, Micrococcus luteus, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus warneri, Staphylococcus pneumoniae, Streptococcus viridans ჯგუფის სახეობები (აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები). Acinetobacter iwoffii, Haemophilus parainfluenzae (აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები), Chlamidia trachomatis (სხვა მიკროორგანიზმები).
უკუჩვენება
მოქსიფლოქსაცინის ხსნარი უკუნაჩვენებია მოქსიფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების ან ამ ფორმულაციის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგიური, ინფექციის საწინაღმდეგო ან სხვა ინფექციის საწინააღმდეგო საშუალება.
მოქმედების მექანიზმი:
მოქსიფლოქსაცინი არის მეოთხე თაობის ფტორქინოლონი, იგი აინჰიბირებს დნმ-ჰირაზას და ტოპოიზომერაზა IV-ს, რომელიც საჭიროა ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაციის, აღდგენისა და რეკომბინაციისთვის.
რეზისტენტობა
ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტობა, მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით ვითარგება დნმ-ჰირაზას და ტოპოიზომერაზას IV-ის მაკოდირებელ გენებში ქრომოსომული მუტაციით. გრამუარყოფით ბაქტერიებში მოქსიფლოქსაცინის რეზისტენტობა შესაძლოა გამოწვეული იყოს მუტაციით MAR (მრავალი ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტობა) და QNR (ქინოლონ რეზისტენტული) გენების სისტემაში. რეზისტენტობა ასევე დაკავშირებულია ბაქტერიულ გამოყოფასთან და ფერმენტების ინაქტივაციასთან. ჯვარედინი რეზისტენტობა ბეტა-ლაქტამებს, მაკროლიდებს და ამინოგლიკოზიდებს შორის არ არის მოსალოდნელი მოქმედების მექანიზმების სხვაობის გამო.
მგრძნობელობის ტესტის საკონტროლო წერტილი
კლინიკურ შედეგებთან დაკავშირებით არ არსებობს ფარმაკოლოგიური მოცნაცემები რადგან მოქსიფლოქსაცინი არის ადგილობრივი გამოყენების პრეპარატი. მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის (MIC) საკონტროლო წერტილები დადგენილი ევროპული კომიტეტის მიერ ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირებაზე (EUCAST) შემდეგნაირია:
Corynebacteriun ND
Staphylococcus aureus 0,25 მგ/ლ
Staphylococcus, coag-neg. 0,25 მგ/ლ
Staphylococcus pneumoniae 0,5 მგ/ლ
Staphylococcus pyogenes 0,5 მგ/ლ
Streptococcus viridans ჯგუფის 0,5 მგ/ლ
Enterobacter spp. 0,25 მგ/ლ
Haemophilus influenzae 0, 125 მგ/ლ
Klebsiella spp. 0, 25 მგ/ლ
Maraxella catarrhalis 0, 25 მგ/ლ
Morganella morganii 0,25 მგ/ლ
Neisseria gonorrhoeae 0,032 მგ/ლ
Pseudomonas aeruginosa 4 მგ/ლ
Serratia marcescens 1 მგ/ლ
ზოგიერთ სახეობაში რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და საბოლოოდ. ამიტომ ინფორმაციის მიღება რეზისტენტობის შესახებ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მრავალი ინფექციის მკურნალობის დროს. საჭიროების მიხედვით გასათვალისწინებელია ექსპერტის რჩევა, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ მოქსიფლოქსაცინის გამოყენება საეჭვოა ინფექციის სულ მცირე რამდენიმე ტიპის დროს.
საყოველთაოდ მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Corynebacterium spp. მათ შორის
Corynebacterium diphtheria
Staphylococcus aureus (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე)
Streptococcus pneumonia
Streptococcus pyogenes
Streptococcus viridans ჯგუფის
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Enterobacter cloacae
Haemophilus influenzae
Klebsiella oxytoca
Moraxella catarrhalis
Serratia marcescens
ანაერობული მიკროორგანიზმები
Proprionibacterium acnes
სახვა მიკროორგანიზმები
Chlamydia trachomatis
სახეობები შეძენილი რეზისტენტობით შესაძლოა იყო პრობლემა
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Staphylococcus aureus (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე)
Staphylococcus negative coagulase specie (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე)
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:
Neisseria gonorrhoeae
სახვა მიკროორგანიზმები
არ არის
თანდაყოლილად რეზისტენტული მიკროორგანიზმები
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Pseudomonas aeruginosa
სახვა მიკროორგანიზმები
არ არის
ფარმაკოკინეტიკა:
ლამოფლოქსის ოფთალმოლოგიური მიღების შემდეგ მოქსიფლოქსაცინი შეიწოვება სისტემურ ცირკულაციაში. მოქსიფლოქსაცინის პლაზმური კონცენტრაცია გაზომილ იქნა 21 ზრდასრულ მამაკაცსა და ქალში. ისინი იღებდნენ მოქსიფლოქსაცინის თვალის წვეთებს ორივე თვალში ადგილობრივად 3-ჯერ დღეში 4 დღის განმავლობაში. საშუალო წონასწორობის მდგრადობა Cmax და AUC იყო 2,7ნგ/მლ, და 41.9 ნგ.სთ/მლ შესაბამისად. ექსპოზიციის ეს მაჩვენებლები დაახლოებით 1,600 და 1,200-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე საშუალო Cmax და AUC მოქსიფლოქსაცინის 400მგ თერაპიული პერორალური დოზის შემდეგ. პლაზმიდან მოქსიფლოქსაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 13 საათს.
უსაფრთხოების წინა კლინიკური მონაცემები
არაკლინიკური კვლევების მოვლენები აღინიშნებოდა მხოლოდ ზემოქმედებებზე, რომელიც თვალში გამოყენების შემდეგ ადამიანის მაქსიმალურ ზემოქმედებაზე მეტი იყო, რასაც მნიშვნელობა არ ჰქონდა კლინიკური გამოყენებისთვის.
სხვა ქინოლონების მსგავსად, მოქსიფლოქსაცინიც ასევე გენოტოქსიკური იყო in vito ბაქტერიაში და ძუძუმწოვრების უჯრედებში. ვინაიდან ეს მოვლენები შეიძლება დაკავშირებული იყოს ბაქტერიულ გირაზასთან ურთიერთქმედებასთან და საგრძნობლად უფრო მაღალი კონცენტრაციებით ტოპიზომერაზა II-თან ურთიერთქმედებით ძუძუმწოვრების უჯრედებში შეიძლება დავუშვათ გენოტოქსიურობის ზღვარის დონე. In vivo კვლევებში მოქსიფლოქსაცინის მაღალი დოზების მიუხედავად, გენოტოქსიურობის ნიშანი არ აღინიშნებოდა. ამიტომ, ადამიანისთვის განკუთვნილი სამკურნალო დოზები იძლევა სათანადო უსაფრთხოების ზღვარს. ვირთაგვებში დაწყებისას/ინდუცირებისას კანცეროგენული ეფექტი არ აღინიშნებოდა.
სხვა ქინოლონებისაგან განსხვავებით მოქსიფლოქსაცინმა არ გამოავლინა ფოტოტოქსიური თვისებები ინტენსიურ in vivo და in vitro კვლევებში.
წამალთშორისი იურთიერთქმედება
ლამოფლოქსის ურთიერთქმედებაზე რაიმე კონკრეტული კვლევები არ ჩატარებულა. თვალში ჩაწვეთების შემდეგ მოქსიფლოქსაცინის ნელი სისტემური კონცენტრაციის გამო (იხილეთ ფარმაკოკინეტიკა), წამლებთან ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პაციენტებში, რომლებიც სისტემურად ღებულობენ ქინოილონებს, აღინიშნება მძიმე და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი (ანაფილაქსიური) რეაქციები, იშვიათად პირველი დოზის შემდეგაც. ზოგიერთ რეაქციას თან ახლდა გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, ცნობიერების დაკარგვა, ანგიონევროტული შეშუპება (ხახის, ხორხისა თუ სახის სეშუპება), სასუნთქი გზების ობსტრუქცია, ქოშინი, ჭინჭრის ციება და ქავილი (იხილეთ გვერდითი მოვლენები).
ლამოფლოქსის გამოყენებისას ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. მოქსიფლოქსაცინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მძიმე მწვავე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას. კლინიკური ჩვენებების არარსებობისას საჭიროა ჟანგბადის გამოიყენება და სასუნთქი გზების გახსნა.
ინფექციის საწინააღმდეგო სხვა საშუალებების მსგავსად, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების გადაჭარბებული ზრდა, სოკოვანი
ინფექციის ჩათვლით. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და სასწრაფოდ დაიწყეთ ალტერნატიული მკურნალობა.
ფტორქინოლონებით, მათ შორის მოქსიფლოქსაცინით სისტემური მკურნალობის პერიოდში შესაძლოა თავი იჩინოს ანთებამ და მყესის გაწყვეტამ განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში და იმ პაციენტებში რომლებიც პარარელურად იღებენ კორტიკოსტეროიდებს. ლამოფლოქსის თვალში ჩაწვეთების შემდეგ, მოქსიფლოქსაცინის პლაზმური კონცენტრაცია უფრო დაბალია ვიდრე მოქსიფლოქსაცინის პერორალურად მიღებისას (იხილეთ წამალთშორისი ურთიერთქმედება და ფარმაკოკინეტიკა). თუმცა, საჭიროა სიფრთხილე და მყესების ანთების პირველივე ნიშნების გამოვლენისას უნდა შეწყდეს ლამოფლოქსით მკურნალობა (იხილეთ გვერდითი მოვლენები).
ახალშობილებში კონიუქტივიტის მკურნალობისას ლამოფლოქსის თვალის წვეთების ეფექტურობისა და უსაფრთხოების მონაცემები არ არის დადგენილი. ამიტომ, ახალშობილებში კონიუქტივიტის მკურნალობა ამ სამკურნალო პრეპარატით არ არის რეკომენდებული.
ლამოფლოქსი არ გამოიყენება გონოკოკური კონიუქტივიტის (გონოკოკური ophthalmia neonatorum) პროფილაქტიკასა თუ ემპირიული მკურნალობისთვის, ფტორქინოლონ-რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-ს საჭიროების გამო. პაციენტებმა Neisseria gonorrhoeae-თი გამოწვეული თვალის ინფექციით უნდა ჩაიტარონ შესაფერისი სისტემური მკურნალობა.
ეს სამკურნალო პრეპარატი არ არის რეკომენდებული Chlamydia trachomatis-ის სამკურნალოდ 2 წლამდე ასკის პაციენტებში, ვინაიდან ასეთ პაციენტებში არ არის შეფასებები. 2 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში, Chlamydia trachomatis-თი გამოწვეული თვალის ინფექციის დროს უნდა ჩატარდეს სისტემური მკურნალობა.
ახალშობილებში neonatal ophthalmia -თი უნდა ჩატარდეს შესაფერისი მკურნალობა, მაგ. Chlamydia trachomatis-ით ან Neisseria gonorrhoeae-თი გამოწვეული შემთხვევების სისტემური მკურნალობა.
პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ, რომ თვალის ბაქტერიული ინფექციის სიმპტომებისა და ნიშნების არსებობისას და ატარონ კონტაქტური ლინზები.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულ ქალებში ლამოფლოქსის გამოყენების საკმარისი მონაცემები არ არსებობს. თუმცა, ორსულობის დროს რაიმე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან მოქსიფლოქსაცინის სისტემური ექსპოზიცია უმნიშვნელოა. ამ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს.
ლაქტაცია
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა მოქსიფლოქსაცინი/მეტაბოლიტები დედის რძეში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა, მოქსიფლოქსაცინის პერორალური მიღების შემდეგ აჩვენა დედის რძეში მცირე რაოდენობით ექსკრეცია. თუმცა, ლამოფლოქსის სამკურნალო დოზის მიღებისას გავლენა არ არის მოსალოდნელი მეძუძურ ბავშვზე. ამ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ლაქტაციის დროს.
ფერტილობა
არ არის კვლევები თუ რა გავლენას ახდენს ლამოფლოქსის ოფთალმოლოგიური გამოყენება ფერტილობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ლამოფლოქსის გავლენა ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ნოლია ან უმნიშვნელოა. თუმცა, სხვა ნებისმიერი თვალის წვეთების მსგავსად, ბუნდოვანმა მხედველობამ და მხედველობის სხვა დარღვევებმა შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ჩაწვეთების დროს მხედველობის დაბინდვის შემთხვევაში, ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა მოიცადოს სანამ მხედველობა მოწესრიგდება.
გვერდითი მოვლენები
კლინიკურ კვლევებში 2,252 პაციენტის მონაწილეობით, ლამოფლოქსი გამოყენებული იყო დოზით 8-ჯერ დღეში, აქედან 1.900 -ზე მეტი პაციენტი მკურნალობას იტარებდა დღეში სამჯერ. პაციენტების მთლიანი რაოდენობიდან რომლებიც ამ პრეპარატს იყენებდნენ 1,389 პაციენტი იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან, 586 იაპონიიდან და 277 ინდოეთიდან. პრეპარატის მიღებისას არც ერთ კლინიკურ კვლევაში არ დაფიქსირებულა უარყოფითი ოფთალმოლოგიური თუ სისტემური უარყოფითი რეაქციები. ამ პრეპარატთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა იყო თვალის გაღიზიანება და თვალის ტკივილი რომელიც ვითარდებოდა სიხშირით 1-დან 2%-მდე. ეს მოვლენები მსუბუქი იყო პაციენტების 96%, მხოლოდ 1 პაციენტმა შეწყვიტა ამის გამო მკურნალობა.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგი კრიტერიუმებით: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (>1/1.000-დან <1/100-მდე), იშვიათი (>1/10.000-დან <1/1.000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10.000) ან უცნობი (ვერ შეფასდა არსებული მონაცემებიდან). სიხშირის თითო ჯგუფში გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირებით.
ორგანოების კლასიფიკაციის სისტემა | სიხშირე | გვერდითი კოვლენები |
სისხლი და ლიმფური სისტემის დარღვევები | არახშირი | ჰემოგლობინის შემცირება |
იმინური სისტემის დარღვევები | უცნობი სიხშირის | ჰიპერმგრძნობელობა |
ნერვული სისტემის დარღვევები |
არახშირი იშვიათი უცნობი სიხშირის |
თავის ტკივილი პარესთეზია თავბრუსხვევა |
თვალის დარღვევები |
ხშირი
არახშირი
იშვიათი
უცნობი სიხშირის
|
თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება.
წერტილოვანი კერატიტი, თვალის სიმშრალე, კონიუქტიური სისხლჩაქცევა, თვალის ჰიპერემია, თვალის ქავილი, პალპებრალური შეშუპება, თვალის დისკომფორტი.
ბადურას ეპითელიუმის დეფექტი, ბადურას დარღვევები, კონიუქტივიტი, ბლეფარიტი, კონიუქტიური შეშუპება, ბუნდოვანი მხედველობა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ასთენოპია, ქუთუთოების ერითემა.
ენდოფთალმიტი, წყლულოვანი კერატიტი, რქოვანას ეროზია, რქოვანას გაცვეთა, თვალშიდა წნევის მომატება, რქოვანას დაბინდვა, რქოვანას ინფილტრატები, რქოვანას დეპოზიტები, თვალის ალერგია, კერატიტი, რქოვანას შეშუპება, ფოტოფობია, პალპებრალური შეშუპება, მომატებული ცრემლიანობა, თვალის სეკრეცია და უცხო სხეულის შეგრძნება თვალიში. |
გულთან დაკავშირებული დარღვევები | უცნობი სიხშირის | გახშირებული გულისცემა |
სუნთქვის გულმკერდისა და შუასაყარის მხრივ დარღვევები |
იშვიათი
უცნობი სიხშირის |
ცხვირში დისკომპორტი, ხორხ-ხახის ტკივილი, უცხო სხეულის შეგრძნება (ყელში). ქოშინი. |
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები |
არახშირი იშვიათი უცნობი სიხშირის |
გემოს დარღვევა. ღებინება. გულისრევა |
ჰეპატობილიარული დარღვევები | არახშირი | მომატებული ალანინ-ამინოტრანსფერაზა და გამა-გლუტამილ ტრანსფერაზას დონე. |
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები | უცნობი სიხშირის | ერიტემა, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება. |
გვერდითი მოვლენების აღწერა
პაციენტებში, რომლებიც სისტემურად ღებულობენ ქინოილონებს, აღინიშნება მძიმე და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი (ანაფილაქსიური) რეაქციები, იშვიათად პირველი დოზის შემდეგაც. ზოგიერთ რეაქციას თან ახლდა გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, ცნობიერების დაკარგვა, ანგიონევროტული შეშუპება (ხახის, ხორხისა თუ სახის სეშუპება), სასუნთქი გზების ობსტრუქცია, ქოშინი, ჭინჭრის ციება და ქავილი (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები).
პაციენტები, რომლებიც სისტემურად ღებულობდნენ ფტორქინოლონებს და ჰქონდათ მყესების დაზიანებები, აქილევსის მყესის დაზიანება მხრებსა და ხელებში, დასჭირდათ ქირურგიული ოპერაცია რამაც გამოიწვია ხანგრძლივი ინვალიდობა. კვლევებმა და პოსტ მარკეტინგულმა გამოცდილებამ ქინოლონების სისტემური გამოყენებისას აჩვენა მოტეხილობების რისკის გაზრდა იმ პაციენტებში რომლებიც იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს, კერძოდ გერიატრიულ პაციენტებში.
პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი დისკომფორტის ან გვერდითი მოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს, იმის გასარკვევად გააგრძელოს თუ არა ლამოფლოქსის 0.5% ოფთალმოლოგიური ხსნარით მკურნალობა.
დოზა და მიღების წესი:
მიღების წესი: ოფთალმოლოგიური
მოზრდილების და თინეიჯერების დოზა
ბაქტერიული კონიუქტივიტი: დაზიანებულ თვალში ჩაიწვეთეთ 1 წვეთი დღეში სამჯერ
შვიდი დღის განმავლობაში.
პედიატრიული დოზა
1 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: იხილეთ მოზრდილების და თინეიჯერების დოზა.
გერიატრიული დოზა
იხილეთ მოზრდილების და თინეიჯერების დოზა.
შენიშვნა: არ შეახოთ ბოთლის საწვეთურის წვერი არანაირ ზედაპირს, ამ ქმედებით შეიძლება დაბინძურდეს ხსნარი. მიჰყევით ინსტრუქციას მკურნალობის ბოლომდე.
პედიატრიული პოპულაციები
კლინიკურ კვლევებში ლამოფლოქსმა აჩვენა რომ მისი გამოყენება პედიატრიულ პაციენტებში და ახალშობილებში უსაფრთხოა. 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში აღინიშნა ორი ყველაზე ხშირი რეაქცია: თვალის გაღიზიანება და თვალის ტკივილი, ორივე ინციდენტი მოხდა 0.9%.
ბავშვების მონაწილეობით (ახალშობილების ჩათვლით) კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემებით, გვერდითი მოვლენების ტიპი და სიმძიმე პედიატრიულ პოპულაციებში მოზრდილების მსგავსია.
ჭარბი დოზირება
კონიუქტიური პარკის მიერ ოფთალმოლოგიური პროდუქტების შეზღუდული შეთვისების უნარი პრაქტიკულად გამორიცხავს სამკურნალო პრეპარატის ჭარბ დოზირბას. მოქსიფლოქსაცინის საერთო რაოდენობა ერთ ბოთლში ძალიან მცირეა რათა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
შენახვის ვადა: 3 წელი
შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ბოთლი შეინახეთ მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.
გახსნის შემდეგ გამოიყენეთ მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: VITALINE S.A.C
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account