აქვა მარის სტრონგი ცხვირის 30 მლ.. სპრეი
გამოიყენება ცხვირის, სინუსის და ყელ-ცხვირის მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს, ასევე ბავშვებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ადენოიდები.
ფარმაცევტული ფორმა: დოზირებული ნაზალური სპრეი 30მლ, ნაზალური წვეთები ბავშვებისთვის 10მლ
აღწერა: უფერო, უსუნო გამჭვირველე სითხე
შემადგენლობა:
100მლ ხსნარი შეიცავს ადრიატიკის ზღვის 30მლ წყალს ნატურალური მიკროელემენტებით, გასუფთავებული წყალს 70მლ
არ შეიცავს კონსერვანტებს
არსებული იონები
Na+ - მინიმალური შემცეველობა 2.50მგ/მლ
Ca2+ - მინიმალური შემცეველობა 0.08მგ/მლ
Mg2+ - მინიმალური შემცეველობა 0.35მგ/მლ
Cl- - მინიმალური შემცეველობა 5.50მგ/მლ
SO42- - მინიმალური შემცეველობა 0.60მგ/მლ
HCO3-- - მინიმალური შემცეველობა 0.03მგ/მლ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიკონგესტიური (ცხვირის დაცობის) საწინააღმდეგო
ფარმაკოლოგიური მოქმედება: გასტერილებული, იზოტონური ზღვის წყალი, რომელიც ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანი გარსის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას. პრეპარატი ხელს უწყობს ლორწოს დათხელებას და ლორწოვანი გარსის უჯრედებში მისი გამომუშავების ნორმალიზებას.
პრეპარატში შემავალი მიკროელემენტები აუმჯობესებს მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას, რაც აძლიერებს ლორწოვანი გარსის წინააღმდეგობის უნარს ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიების და ვირუსების წინააღმდეგ.
ალერგიული და ვაზომოტორული რინიტების დროს პრეპარატი ხელს უწყობს ალერგენების და ჰეპტანების ჩამორეცხვა-მოცილებას ცხვირის ლორწოვანი გარსიდან, სინუსიდან და ამცირებს ადგილობრივ ანთებით პროცესებს.
აქვა მარისი გამოიყენება ჰიგიენური მიზნებით, ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის გასუფთავებას ქუჩის და ოთახის მტვერისგან.
ჩვენება:
- ცხვირის, სინუსის და ყელ-ცხვირის მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს;
- ბავშვებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ადენოიდები;
- ცხვირის ღრუში ჩატარებული ოპერაციების შემდეგ;
- ალერგიული და ვაზომოტორული რინიტების დროს (განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც განწყობილი არიან ან აწუხებთ მაღალი მრძნობელობა სამკურნალო პრეპაატების მიმართ, მათ შორის ორსულ ქალებს ლაქტაციის პერიოდში);
- შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ინფექციების პროფილაქტიკისთვის ცხვირის ღრუში (მათ შორის ორსულ ქალებს ლაქტაციის პერიოდში);
- პაციენტებს რომლებსაც აწუხებთ ცხვირის ღრუს სიმშრალე, აგერთვე პირებს რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ შენობებში კონდიცირებული ჰაერით და/ან ცენტრალური გათბობით, რათა შენარჩუნებული იყოს ცხვირის ლორწოვანი გარსის მახასიათებლები შეცვლილ მიკროკლიმატურ პირობებში;
- პირებს, რომელთა ზედა სასუნთქი გზების გარსი მუდმივად მავნე ზემოქმედების ქვეშ არის (მწეველები, ავტოტრანპორტის მძღოლები, პირები, რომლებიც მუშაობენ ცხელ და მტვრიან ცეხებში, აგრეთვე მათთვის ვინც მუშაობს მძიმე კლიმატურ პირობებში).
გამოყენების წესი და დოზირება:
მკურნალობის მიზნით
აქვა მარისი 10მლ, წვეთები ბავშვებისთვის:
- ბავშვებს დაბადების დღიდან: 4-ჯერ დღეში 2 წვეთი თითოეულ ნესტოში;
აქვა მარისი 30მლ, დოზირებული ნოზალური სპრეი:
- ბავშვებს 1 წლიდან 7 წლამდე: 4-ჯერ დღეში ორჯერ შესხურება თითოეულ ნესტოში;
- ბავშვებს 7-16 წლამდე: 4-6ჯერ დღეში ორჯერ შესხურება თითოეულ ნესტოში;
- ზრდასრულებს: 4-8ჯერ დღეში ორჯერ-სამჯერ შესხურება თითოეულ ნესტოში;
მკურნალობის კურსი ყველა შემთხვევაში არის 2-4 კვირა (მკურნალი ექიმის შეხედულების მიხედვით). რეკომენდებულია კურსის გამეორება ერთი თვის შემდეგ.
ჰიგიენური მიზნებთ:
აქვა მარისი 10მლ, წვეთები ბავშვებისთვის:
- ტუალეტის ჩატარების მიზნით, ბავშვებს დაბადების დღიდან აქუა მარისის წვეთბი 2-3-ჯერ დღეში 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში;
აქვა მარისი 30მლ, დოზირებული ნოზალური სპრეი:
- ბავშვებს 1 წლიდან 7 წლამდე: 1-3-ჯერ დღეში ერთი-ორჯერ შესხურება თითოეულ ნესტოში;
- ბავშვებს 7-16 წლამდე 2-4ჯერ დღეში ორჯერ შესხურება თითოეულ ნესტოში;
- ზრდასრულებს: 3-6ჯერ დღეში ორჯერ-სამჯერ შესხურება თითოეულ ნესტოში;
დაბინძურებული გროვების და ცხვირის გამონაყოფის დასარბილებლად და მოსაცილებლად:
- აქვა მარისს შეისხურებენ ან იწვეთებენ თითოეულ ნესტოში იმდენს, რამდენსაც მოთხოვს გარემოება. ჭარბი სითხე მოიცილეთ ბამბით ან ცხვირსახოცით. პროცედურის განმეორება შესაძლებელია მრავალჯერადად მანამ, სანამ დამაბინძურებელი ნაწილაკების გროვები არ დარბილდება და არ იქნება გამოდევნილი.
გვერდითი ეფექტები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 1 წლამდე ბავშვთა ასაკი (ნაზალური დოზირებული სპრეისთვის).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
რადგან პრეპარატს არ გააჩნია სისტემური მოქმედება ორგანიზმზე, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან არ არის აღნიშნული. შესაძლებელი მისი გამოყენება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, სურდოს სამკურნალოდ.
განსაკუთრებული მითითებები
ახალშობილებში, შუა ყურის ინფიცირების რისკის პრევენციის მიზნით, ცხვირის ღრუში ხსნარი ჩაიწვეთება სიფრთხილით ფლაკონზე მინიმალური დაჭერით.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღნიშნული
გამოშვების ფორმა
ნაზალური დოზირებული სპრეი. 30 მლ მოცულობის შუშის ფლაკონი მექანიკური გამფრქვევით,შეიცავს არანაკლებ 200 დოზას, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ცხვირის წვეთები ბავშვებისთვის. 10მლ მოცულობის პლასტიკური ფლაკონი, მოთავსებული მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი მომზადებიდან. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ. გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 45 დღის განმავლობაში.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ურეცეპტოდ
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account