Aqua maris -აქვა მარის ექსტრა ცხვირის სპრეი 150მლ

განსაკუთრებული ფასი 24,40 GEL რეგულარული ფასი 33,88 GEL
მარაგშია
SKU
75369_482
პრეპარატი გამოიყენება ცხვირის ლორწოვან გარსზე დასატანად, მისი ეფექტური სანაციისა და გამონადენისგან გათავისუფლების მიზნით.

აქვა მარისი
სამედიცინო მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქცია
აქვა მარის ექსტრა ძლიერი
შემადგენლობა:
100 მლ ხსნარი შეიცავს: 61,2 მლ ზღვის წყალს, 100 მლ გასუფთავებულ წყალს.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო, უსუნო, მომლაშო სითხე.
თვისებები:
• ზღვის ჰიპერტონული წყალი აქვა მარის ექსტრა ძლიერი ხსნის ცხვირით სუნთქვის გაძნელებას და აადვილებს სუნთქვას;
• მოწყობილობა აქვა მარის ექსტრა ძლიერი ამცირებს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპებას უჯრედშორისი სივრციდან ჭარბი სითხის მოცილების გზით ოსმოსურ წნევათა შორის სხვაობის ხარჯზე;
• ზღვის ჰიპერტონული წყალი აქვა მარის ექსტრა ძლიერი ასუფთავებს ლორწოვან გარსებს მტვრის, ლორწოვანი გამონადენისა და სხვა პათოგენური ფაქტორებისგან (ბაქტერიები, ალერგენები, ვირუსები), რომლებიც გავლენას ახდენენ ლორწოვან გარსზე;
• ლორწოსა და ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენის ჭარბი გამოყოფით მიმდინარე ცხვირის ანთებითი დაავადებების დროს მოწყობილობა აქვა მარის ექსტრა ძლიერი ხელს უწყობს ლორწოს ევაკუაციას, ცხვირის ფუნქციის აღდგენას და, ამ გზით, ადგილობრივი ანთებითი პროცესის შემცირებასა და გართულებების განვითარების რისკის დაქვეითებას;
• ათხევადებს ლორწოს და ახდენს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის მიერ მისი გამოყოფის ნორმალიზებას;
• აუმჯობესებს მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას, ბაქტერიებისა და ვირუსებისადმი ცხვირის ღრუსა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსების წინააღმდეგობის გაზრდის გზით.
აქვა მარის ექსტრა ძლიერი გამოიყენება:
• ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებისა და ცხვირით სუნთქვის გაადვილების მიზნით, როგორც მონოთერაპიის, ისე დამხმარე საშუალების სახით;
• ცხვირის ღრუს მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს (რინიტები, სინუსიტები, ადენოიდიტები);
• ბლანტი ლორწოს თხიერებისა და მისი გამოყოფის გამარტივების მიზნით ცხვირის ღრუს ინფექციური და ალერგიული დაავადებების დროს;
• ადგილობრივი ანთებითი პროცესისა და გართულებების რისკის შემცირების მიზნით.
მიღების წესი:
ცხვირის (ნაზალური) აეროზოლი აქვა მარის ექსტრა ძლიერი ინიშნება მოზრდილებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან – 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.
გამოყენების თავისებურებები:
მოწყობილობა აქვა მარის ექსტრა ძლიერი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
არ გამოიყენოთ 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. არ გამოიყენოთ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
მოწყობილობა აქვა მარის ექსტრა ძლიერი არ იწვევს შეჩვევას. თავსებადია ნებისმიერ მედიკამენტთან. ჰიგიენური თვალსაზრისით, აქვა მარის ექსტრა ძლიერი გამოყენებულ უნდა იქნას ერთი ადამიანის მიერ.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურის პირობებში. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გარე კონტეინერი შევსებულია ინერტული აირით – პროპელენტით (აზოტი), რომელიც არ შედის ხსნართან კონტაქტში. არ გაჩხვლიტოთ და არ დაწვათ ფლაკონი გამოყენების შემდეგ. შეინახეთ ცხელი ზედაპირების, ცეცხლისა და აალების სხვა წყაროებისგან მოშორებით. ინახება მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. არ მოახვედროთ 50 C –ზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ.
გამოშვების ფორმა:
ცხვირის (ნაზალური) აეროზოლი.
150 მლ ფლაკონი დოზატორით. 1 ფლაკონი დოზატორით მუყაოს კოლოფში.
არ არის მედიკამენტი.
მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი:
იადრან-გალენსკი ლაბორატორია, 51 000,
სვილნო 20, 51000 რიეკა, ხორვატია.
Jadran-Galenski Laboratorij d. d., Svilno 20, 51000 Rijeka, Croatia.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy