Humer - ჰიუმერი ბავშვის ცხვირის სპრეი 150მლ

განსაკუთრებული ფასი 26,95 GEL რეგულარული ფასი 31,71 GEL
მარაგშია
SKU
28551_1444

ჩვენება: ცხვირის არხების ყოველდღიური ჰიგიენისთვის, ან ცხვირის ლორწოვანი გარსის დასატენიანებლად ჰაერის სიმშრალისას.

ჰიუმერი - ცხვირის ჰიგიენა ჩვილებისა და ბავშვებისათვის

100% ზღვის წყალი 150 მლ

გამოიყენება

ცხვირის არხების ყოველდღიური ჰიგიენისთვის, ასევე ყურის, ყელის, ცხვირის დაავადებების პროფილაქტიკის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, ან ცხვირის ლორწოვანი გარსის დასატენიანებლად ჰაერის სიმშრალისას.
ჩვილების და ბავშვებისათვის 1 თვის ასაკიდან

-        ცხვირის ღრუს გასუფთავება;

-        ყოველდღიური გამოყენებისთვის;

-        მკურნალობა და პროფილაქტიკა

• გაციება

•  ალერგიული რინიტი

შემადგენლობა:

100% განუზავებელი ზღვის წყალი. ნაზალური სპრეი, იზოტონური ხსნარი, ფიზიოლოგიური, სტერილური, არ შეიცავს კონსერვანტებს.
გამოყენების მეთოდი. 

ჩვილებისთვის: დაამაგრეთ საცმი ბოთლზე. დააწვინეთ ბავშვი და მოატრიალებინეთ თავი გვერდზე, ჩაუდგით საცმი ნესტოში გამაფრთხილებელ რგოლამდე, შეუშხაპუნეთ 2-3 წმ. იგივე გაიმეორეთ მეორე ნესტოსთვისაც. მოუბრუნეთ ბავშვს თავი, ხელსახოცით მოწმინდეთ ცხვირი. არ გაუსუფთავოთ ბავშვს ცხვირის გასასვლელები მაშინ, როცა თავი აქვს გადაწეული, რომ სითხე ყელში არ გადაუვიდეს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ბავშვებისთვის:  ფლაკონი შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერ მდებარეობაში. 

მოუტრიალეთ თავი ერთ მხარეს, ფრთხილად ჩაუდგით საცმი ნესტოში და შეუშხაპუნეთ 2-3 წმ. იგივე გაიმეორეთ მეორე ნესტოსთვისაც.

შემდეგ ბავშვმა ცხვირი მოიხოცოს, რომ გამოდევნოს ლორწო.

1 შეშხაპუნება ყოველ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე.

1 ფლაკონი არ გამოიყენება რამდენიმე ადამიანისთვის. საცმი გაავლეთ თბილ წყალში გამოყენების შემდეგ. ბოთლი საცმთან ერთად ინახება კოლოფში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაფრთხილება. კონტეინერი ჰერმეტულია, გახურებისას მოსალოდნელია აფეთქება. ინახება სითბოს წყაროების, ცხელი ზედაპირების, ნაპერწკლების, ღია ცეცხლის ან სხვა ნებისმიერი აალებადი

წყაროსგან მოშორებით. ნუ მოწევთ. დაიცავით მზის სხივებისგან. არ  მოახვედროთ 50 °С მეტი ტემპერატურის გარემოში. არ გახვრიტოთ და არ დაწვათ, მათ შორის გამოყენების შემდეგაც.

ინერტული, არააალებადი მამოძრავებელი აირი, რომელიც არ არის კონტაქტში ხსნართან - აზოტი.

მეტი ინფორაცია
Units1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy