Melox - მელოქსი 10მგ/1.5მლ 10 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 67,72 GEL რეგულარული ფასი 95,44 GEL
მარაგშია
SKU
65170_740

ჩვენება: ზრდასრულებში ანთებითი რევმატული შემთხვევების, რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის მოკლევადიანი მკურნალობისთვის.

რა არის Melox და რაში გამოიყენება
Melox შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მელოქსიკამს. მელოქსიკამი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), რომელიც გამოიყენება ანთების, სიცხისა და ტკივილის შესამცირებლად.

Melox გამოიყენება ზრდასრულებში ანთებითი რევმატული შემთხვევების, რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) მოკლევადიანი მკურნალობისთვის, როდესაც მედიკამენტების პერორალური ან რექტალური მიღება შეუძლებელია.  

რა უნდა იცოდეთ Melox-ის მიღებამდე

თქვენთვის Melox-ის მიღება არ შეიძლება, თუ:

ხართ ალერგიული მელოქსიკამის ან ამ პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალისთვის იხილეთ პარაგრაფი 6).
ორსულობის მესამე ტრიმესტრის დროს
ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები
თუ ხართ ალერგიული აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ (აასს).
თუკი აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღების შემდეგ გქონიათ ქვემოჩამოთვლილთაგან ერთი რომელიმე სიმპტომი:
ასთმა
ნაზალური ობსტრუქცია, ცხვირის ლორწოვანი გარსის მცირე შეშუპების მიზეზით (ცხვირის ლორწოვანი გარსის პოლიპები)
გამონაყარი ქავილთან ერთად
სახის, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ყლაპვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება)
თუკი ოდესმე გქონიათ კუჭის ანდა ნაწლავის პერფორაცია ან სისხლდენა კუჭიდან ანდა ნაწლავიდან აასს-ებით მკურნალობის შემდეგ
თუკი გაქვთ კუჭის ანდა ნაწლავის წყლული ან სისხლდენა
თუკი გაქვთ კუჭის ანდა ნაწლავების მორეციდივე წყლულების ანდა სისხლდენის ანამნეზი (წყლული ან სისხლდენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა, სულ მცირე, ორჯერ მაინც)
თუკი გაქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა
თუკი გაქვთ თირკმლის ფუნქციის მწვავე უკმარისობა, რომელსაც არ ეწევა მკურნალობა დიალიზით.
თუკი ახალი გადატანილი გაქვთ ჰემორაგია თავის ტვინში (ცერებროვასკულარული ჰემორაგია)
თუკი გაქვთ გულის მწვავე უკმარისობა
თუკი გაქვთ ჰემორაგიული პრობლემები ან იტარებთ უწყვეტ მკურნალობას იმ პრეპატარებით, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების პროფილაქტიკისათვის.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

Melox არ არის შესაფერისი მწვავე ტკივილის მკურნალობისთვის.

Melox-ის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან:

თუკი ოდესმე გქონიათ იზოფაგიტი (საყლაპავი მილის ანთება), გასტრიტი (კუჭის ანთება) ან კუჭ-ნაწლავის რაიმე სხვა დაავადება, როგორიცაა მაგალითად, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება.
თუკი გაწუხებთ გულის დაავადება
ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა Melox, შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის შეტევის („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტის რისკის მატებასთან. ეს რისკი უფრო მეტად მოსალოდნელია მაღალის დოზებისა და გახანგრძლივებული გამოყენების დროს. ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დოზას ანდა მკურნალობის ხანგრძლივობას (იხ. პარაგრაფი 3 „Melox-ის მიღება“).
თუკი გაქვთ გულის პრობლემები, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან მიგაჩნიათ, რომ იმყოფებით რისკ-ჯგუფში (მაგალითად, გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ან მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი), საჭიროა მკურნალობის კურსი შეათანხმოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.  
თუკი გაქვთ კანის დაავადებები
პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში გამონაყარები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) არის შენიშნული მელოქსიკამის გამოყენებისას, რომელიც თავიდან ჩნდება მოწითალო ლაქების სახით - ლაქები ან წრიული ლაქები, ხშირად პატარა ბუშტუკით ცენტრში. დამატებითი ნიშნები, რომელიც გამოკვლევას საჭიროებს მოიცავს წყლულებს პირში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებზე, ასევე კონიუნქტივიტს (ჩაწითლებული და შესიებული თვალები). ამ პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ გამონაყარებს ხშირად თან ახლავს გრიპის სიმპტომები. გამონაყარი შესაძლოა გადაიზარდოს გაფართოებულ ბუშტუკებში ან კანის აქერცვლაში. სერიოზული დერმატული რეაქციების გამოვლენის შედარებით მაღალი საშიშროება არსებობს მკურნალობის დაწყების პირველ კვირებში.
თუკი მელოქსიკამის გამოყენებისას განგივითარდათ სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, აღარასოდეს აღარ უნდა მიიღოთ მელოქსიკამი.
თუკი შენიშნავთ რაიმე სახის გამონაყარს ან ზემოაღნიშულ დერმატულ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს და აცნობეთ, რომ იღებთ ამ მედიკამენტს.
თუ დაქვეითებული გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქცია
თუკი ხანდაზმული ბრძანდებით
თუკი აღგენიშნებათ სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია), რომელიც შესაძლოა დაგემართოთ სისხლის სერიოზული რაოდენობით დაკარგვის ან დამწვრობის შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევისას ანდა სითხეების მცირე რაოდენობით მიღებისას
თუკი გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან იღებთ ისეთ მედიკამენტებს, რომელიც ცნობილია, რომ მაღლა წევენ სისხლში კალიუმის დონეს. თქვენი ექიმი შესაძლოა დააკვირდეს თქვენს პროგრესს მკურნალობის განმავლობაში.  
Melox-მა შეიძლება გადაფაროს ინფექციის სიმპტომები (მაგალითად, სიცხე). თუკი მიგაჩნიათ, რომ შესაძლოა გქონდეთ ინფექცია, აუცილებელია რეკომენდაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს.

სხვა მედიკამენტები და Melox

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ქვემოჩამოთვლილმა მედიკამენტმა შესაძლოა იმოქმედოს Μelox-ზე ან პირიქით, Μelox-მა მოახდინოს გავლენა მათზე:

სხვა აასს-ები ან აცეტილსალიცისლის მჟავა
კორტიკოსტეროიდები (მედიკამენტები, რომელიც ინიშნება ანთების ან ალერგიული რეაქციების დროს)
ანტიკოაგულანტები, მაგ. ვარფარინი ან ჰეპარინი (მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების პროფილაქტიკისთვის)
თრომბოლიტიკები (მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება თრომბების დასაშლელად სისხლში)
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRIs) (რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
დიურეტიკები. თქვენი ექიმი შესაძლოა დააკვირდეს თქვენი თირკმელების ფუნქციონირებას იმ შემთხვევაში, თუკი იღებთ დიურეტიკებს.
მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და გულის დაავადებების დროს (მაგალითად, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები, ბეტა-ბლოკატორები)
ციკლოსპორინი (რომელიც გამოიყენება ორგანოების გადანერგვის შემდგომ, ან სერიოზული დერმატული მდგომარეობების შემთხვევაში, რევმატოიდული ართრიტის ან ნეფროზული სინდრომის დროს)
ტაკროლიმუსი (რომელიც გამოიყენება ორგანოების გადანერგვის შემდგომ)
ჩასახვის საწინააღმდეგო საშვილოსნოს შიდა მოწყობილობა (IUD, სპირალი)
ლითიუმი (გამოიყენება ემოციური აშლილობების სამკურნალოდ)
მეტოტრექსატი (რომელიც გამოიყენება სიმსივნეების, ან მწვავე უკონტროლო დერმატული მდგომარეობებისა და აქტიური რევმატოიდული ართრიტის დროს)
ქოლესტირამინი (გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად)

ფეხმძიმობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუკი ფეხმძიმედ ხართ ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ფეხმძიმედ იყოთ ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს მანამდე, ვიდრე მიიღებთ ამ პრეპარატს.

ფეხმძიმობა

ამ პრეპარატის გამოყენებას თავი უნდა აარიდოთ ფეხმძიმობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ეს მედიკამენტი უნდა დაგენიშნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომ არსებობს ამის გარდაუვალი აუცილებლობა.

ფეხმძიმობის ბოლო სამი თვის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ Melox, ვინაიდან ამან შესაძლოა სერიოზული შედეგები იქონიოს თქვენს ბავშვზე, თუნდაც მხოლოდ ერთი დოზის მიღების შემთხვევაშიც კი.

ლაქტაცია

მელოქსიკამი გადადის დედის რძეში. ამიტომ, Melox არაა რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა

Melox-მა შესაძლოა გაართულოს ფეხმძიმედ დარჩენა. აუცილებელია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუკი გაქვთ დაფეხმძიმების პრობლემა.

მანქანის მართვა და დანადგარებთან მუშაობა

ამ პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის არევა, ძილიანობა, თავბრუსხვევა (ვერტიგო). თუკი შენიშნავთ ამგვარ მოვლენებს, თავი შეიკავეთ მანქანის მართვისა ანდა დანადგარებთან მუშაობისგან. 

Melox შეიცავს ნატრიუმს

ეს ფარმაცევტული პროდუქტი შეიცავს 1mmol-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 mg) თითო დოზაზე, ანუ ფაქტობრივ „თავისუფალია ნატრიუმისგან“.

როგორ ხდება Melox-ის მიღება
ეს მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ინსტრუქციების ზუსტი დაცვით. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

Melox განკუთვნილია მხოლოდ ინტრამუსკულური მოხმარებისთვის. ინექცია უნდა გააკეთოს მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალმა წარმომადგენელმა. ეს პრეპარატი ნელა შეიყვანება დუნდულაში. განმეორებითი შეყვანების შემთხვევაში, რეკომენდებულია, რომ თქვენმა ექიმმა მონაცვლეობით ცვალოს მარჯვენა და მარცხენა დუნდულები.  

თეძოს პროტეზის არსებობის შემთხვევაში ექიმმა ინექციისთვის უნდა გამოიყენოს მეორე დუნდულა. თუკი ინექციის შეყვანის მომეტში გაქვთ ინტენსიური ტკივილი, ექიმმა უნდა შეწყვიტოს მედიკამენტის შეყვანა.

რეკომენდებული დოზა

მკურნალობის დაწყებისთვის შეიყვანება დღეში ერთი ინექცია. ეს შესაძლოა გაიზარდოს ორიდან სამ დღემდე განსაკუთრებულ შემთხვევებში (როდესაც მედიკამენტების პერორალური ან რექტალური მიღება შეუძლებელია).

არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზას 15  mg/დღეში.

ხანდაზმული პაციენტები და გვერდითი მოვლენების განვითარების რისკ ჯგუფში მყოფი პაციენტები

თუკი ხანდაზმული ხართ ან იმყოფებით გვერდითი მოვლენების განვითარების რისკ ჯგუფში, რეკომენდებული დღიური დოზაა 7.5 mg (15 mg ამპულის ½).

თირკმლის დისფუნქცია

თუკი გაქვთ თირკმლის დისფუნქცია და იმყოფებით დიალიზზე, დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 7.5 mg დღეში (15 mg ამპულის ½).

თუკი მიიღეთ Melox-ის ჩვეულებრივზე მაღალი დოზა

თუკი მიიღეთ უფრო მეტი ამპულა ან ეჭვობთ, რომ დოზის გადაჭარბებას აქვს ადგილი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენთან ახლოს მდებარე საავადმყოფოს.

აასს-ების მწვავე გადაჭარბებას მოსდევს ჩვეულებრივ შემდეგი სიმპტომები:

უენერგიობა
ძილიანობა
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა) და შეუძლოდ ყოფნა (ღებინება)
კუჭის ტკივილი (ეპიგასტრიუმის ტკივილი)
ეს სიმპტომები ზოგადად უმჯობესდება Melox-ის მიღების შეწყვეტასთან ერთად.

შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან.

სერიოზულმა მოწამვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები:

სისხლის წნევის მომატება
თირკმლის მწვავე უკმარისობა
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება
სუნთქვის დაქვეითება ან შეჩერება
გონების დაკარგვა
სპაზმები
არტერიული წნევის დავარდნა
გულის შეტევა
უეცარი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა: გულის წასვლა, სუნთქვის გაძნელება, დერმატული რეაქციები.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა წამალმა, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები მიუხედავად იმისა, რომ არ უვლინდება ყველა ადამიანს.

თუკი შენიშნავთ ქვემოჩამოთვლილთაგან რომელიმეს, შეწყვიტეთ Melox-ის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს:

ალერგიული რეაქციები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ფორმით:
სერიოზული დერმატული რეაქციები, რომელიც მოიცავს ბუშტუკებს, წითელ ან იისფერ ლაქებს ან კანის აქერცვლას. შესაძლოა გავლენა მოახდინოს პირის ღრუზე, თვალებზე და სხვა ლორწოვან გარსებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პოლიმორფული ერითემა). ეს გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (შესაძლოა გამოუვლინდეს 10.000-დან 1 ადამიანს).
კანის ან ლოწოვანი გარსის შეშუპება, როგორიცაა, შეშუპება თვალების გარშემო, სახისა და ტუჩების, პირის ანდა ყელის დასიება, რასაც შესაძლოა თან ერთვოდეს სუნთქვის გაძნელება, კოჭების ანდა ფეხების შესიება (ქვედა კიდურების შეშუპება) (შესაძლოა განუვითარდეს 100-დან ერთ ადამიანს).
სუნთქვის ნაკლებობა ან ასთმის შეტევა (შესაძლოა განუვითარდეს 1000-დან ერთ ადამიანს).
ღვიძლის ანთება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს: კანის ანდა თვალის კაკლების შეყვითლება (სიყვითლე), მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა (შესაძლოა განუვითარდეს 10.000-დან ერთ ადამიანს).
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა:
საჭმლის მომნელებელი სისტემის ჰემორაგია (კუჭ-ნაწლავის სისხლდენა), წყლულის ან ნახვრეტის წარმოქმნა (პერფორაცია) საყლაპავ მილში შესაძლოა ზოგ შემთხვევაში იყოს სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში (შესაძლოა განუვითარდეს 1.000-დან ერთ ადამიანს). 

სხვა გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან 1 პაციენტზე მეტს):

დისპეფსია
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა) და შეუძლოდ ყოფნა (ღებინება)
ტკივილი მუცლის არეში
ყაბზობა
მეტეორიზმი
თხელი განავალი (დიარეა)

ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან 1 პაციენტს):

თავის ტკივილი
შემაგრება ან/და ტკივილი ინექციის ადგილას

არც თუ ხშირი (შეიძლება დაემართოს 100-დან 1 პაციენტს):

თავბრუსხვევა
ძილიანობა
ანემია (ერითროციტების დაბალი კონცენტრაცია)
არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია)
ალები (სახისა და ყელის დროებითი სიწითლე)
ნატრიუმისა და წყლის შეკავება
კალიუმის დონის აწევა
ბოყინი
კუჭის ან პირის ღრუს ანთება
გამონაყარი
ცვლილებები ღვიძლის ფუნქციის ტესტებში ან თირკმლის ფუნქციის საკვლევ ლაბორატორიულ ტესტებში. თქვენს ექიმს შეუძლია ეს დარღვევები გამოავლინოს სისხლის ანალიზით.

იშვიათი (შეიძლება დაემართოს დაახლოებით 1.000-დან 1 პაციენტს):

ემოციური აშლილობები
კოშმარები
სისხლის არაბუნებრივი ანალიზი, მათ შორის:
სისხლის დიფერენციალური ანალიზი
ხმაური ყურში (ტინიტუსი)
გულისცემის გრძნობა (პულსის გრძნობა)
საყლაპავი მილის ანთება (იზოფაგიტი)
გამონაყარი ქავილთან ერთად
მხედველობის დარღვევები, მათ შორის მხედველობის დაბინდვისა და თვალის კაკლის ან ქუთუთების ანთების (კონიუნქტივიტი) ჩათვლით
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი)

ძალიან იშვიათი (შეიძლება დაემართოს 10.000-დან 1 პაციენტს):

თირკმლის მწვავე უკმარისობა განსაკუთრებით კარდიოპათიისა და ნეფროპათიის რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში
აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების კონკრეტული ტიპის სრული დაკარგვა). ამან შესაძლოა გამოიწვიოს:
უეცარი სიცხე
ყელის ტკივილი
ინფექციები. თუკი ჩამოთვლილთაგან რომელიმე აღგენიშნებათ, უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს, რათა გამოირიცხოს ლეიკოციტების ნაკლებობა.

უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით):

დაბნეულობა
დეზორიენტაცია
სერიოზული ალერგიული რეაქციები, გამოხატული ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა, სიცხე, შეშუპება, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, დისპნოე და კანის ალერგიული რეაქციები
გამონაყარი კანზე, რომელიც ჩნდება მზის სინათლესთან კონტაქტის დროს

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუკი შენიშნავთ რომელიმე გვერდით მოვლენას, აცნობეთ თქვენს ექიმს ან მედდას. ეს ეხება ყველა იმ შესაძლო გვერდით მოვლენასაც, რომელიც ნახსენები არაა მოხმარების ინსტრუქციის წინამდებარე ფურცელში.გვერდითი მოვლენების შეტყობინებით დახმარებას გაუწევთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.       

როგორ უნდა შეინახოთ Melox
ეს მედიკამენტი უნდა ინახებოდეს ისეთ ადგილას, სადაც ვერ ხედავენ და ვერ წვდებიან ბავშვები.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში, რათა დაცული იყოს სინათლისგან. ხსნარი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. გამოუყენებელი ნაშთი უნდა გადააგდოთ.

 ეს მედიკამენტი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის თარიღის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე სიტყვის „ვარგისია“ შემდეგ. ვარგისიანობის ვადა არის აღნიშნული თვის ბოლო დღე.

მედიკამენტი არ ჩააგდოთ საკანალიზაციო წყალში ან საოჯახო ნარჩენების ურნაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ უნდა გაანადგუროთ მედიკამენტები, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და დანარჩენი ინფორმაციები

რას შეიცავს Melox

აქტიური ნივთიერება არის მელოქსიკამი. ხსნარის ერთი ml შეიცავს 10mg მელოქსიკამს. საინექციო ხსნარის 1.5 ml-იანი ერთი ცალი ამპულა შეიცავს 15 mg მელოქსიკამს.
დანარჩენი შემადგენელი ნივთიერებებია: მეგლუმინი, გლიკოფუროლი, პოლოქსამერი 188, ნატრიუმის ქლორიდი, გლიცინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად), ბუტილჰიდროქსიტოლუენი და საინექციო ხსნარი.

Melox-ის გარეგნული მხარე და შეფუთვის შიგთავსი

გამჭვირვალე, ყვითლიდან მომწვანო-ყვითლამდე ხსნარი, პრაქტიკულად ნაწილაკების გარეშე.

ხსნარის pH არის 8.4 – 8.9

მინის გამჭვირვალე ამპულა, შევსების მოცულობით 2 ml, რომელიც შეიცავს 1.5 ml საინექციო ხსნარს.

ამპულები მოთავსებულია ბლისტერებზე, 5 ამპულა მოთავსებულია PVC-ს ფორმატირებულ ბლისტერზე, რომელიც დალუქულია PE ფურცელში.

5 ამპულიანი კოლოფები. თითოეული კოლოფი შეიცავს 5 ამპულიან 1 ბლისტერს.

10 ამპულიანი კოლოფები. თითოეული კოლოფი შეიცავს 5 ამპულიან 2 ბლისტერს.

100 ამპულიანი კოლოფები. თითოეული კოლოფი შეიცავს 5 ამპულიან 20 ბლისტერს.

გაყიდვაში შეიძლება არ იყოს ჩაშვებული ყველა ზომის შეფუთვა.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy