Pileje Lactibiane - პილეჟე ლაქტიბიენ რეფერენსი 10 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 18,26 GEL რეგულარული ფასი 36,51 GEL
მარაგშია
SKU
65180_2863

ჩვენება: ყაბზობით მიმდინარე დისბაქტერიოზის მკურნალობა, ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენა, იმუნიტეტის გაძლიერება.

პილეჟე ლაქტიბიენ რეფერენსი  10 კაფსულა

ყაბზობით მიმდინარე დისბაქტერიოზის მკურნალობა, ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენა, იმუნიტეტის გაძლიერება

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს: 10 მილიარდი 4 მიკრობიოტული შტამი (რძემჟავა ფერმენტები) - Bifidobacterium longum LA101;  Lactobacillus helveticus LA102;  Lactococcus lactis LA103;  Streptococcus thermophilus LA104;

ფარმაკოლოგიური თვისებები:  

· ლაქტიბიენ რეფერენსი წარმოადგენს კარგად ბალანსირებულ უმაღლესი ხარისხის ძლიერმოქმედ პრობიოტიკს, რომლის შემადგენლობაში შედის 10 მილიარდი ლაქტო და ბიფიდობაქტერიების 4 შტამი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის აღდგენასა და შენარჩუნებას

· ხელს უშლის დუღილის პროცესების, ანთებითი პროცესების  განვითარებას ნაწლავებში

· უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციობას    

· ამაღლებს იმუნიტეტს 

ბიფიდო და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების  გამრავლებისათვის. ორგანიზმში აფერხებენ ტოქსინების, ალერგენებისა და პათოგენების შეწოვას, მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და მრავალი ვიტამინის, ჰორმონისა და ნეიროტრანმიტერის სინთეზში (B, C, K, PP, სეროტონინი, დოფამინი, ნორადრენალინი, გაემ (GABA), აცეტილქოლინი, ჰისტამინი...), ხელს უწყობენ ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების შეწოვას, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს, ცილების, ფოსფოლიპიდების, ნახშირწყლების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის,  ქოლესტერინის ცვლას. არეგულირებენ ნაწლავის PH გარემოს, აუმჯობესებენ პერისტალტიკას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას. აქვთ დეტოქსიკაციური მოქმედება - ახდენს ტოქსიური ნივთიერებებისა და მეტაბოლიტების ნეიტრალიზებას. ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიები, მონაწილეობენ ადგილობრივი და სისტემური იმუნიტეტის ფორმირებაში, ქოლესტერინის, ოქსალატებისა და სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში

ჩვენება:

·        ყაბზობით მიმდინარე დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა 

·        მეტეორიზმი, ყაბზობა, სპაზმური ტკივილი მუცლის არეში

·        დაქვეითებული იმუნიტეტი

·        ნაწლავური დისბაქტერიოზი

დოზირება:

ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში -1 კაფსულა დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე. ხანგრძლივი ეფექტისთვის რეკომენდებულია 30 დღიანი კურსი.

გამოშვების ფორმა:

N10 კაფსულა. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

ასევე, იხილეთ : Pileje - პილეჟე ბეიბიბიენ აიმედია 7 საშეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy