ლოსარტანი ნორმონი 50მგ 28 ტაბლეტი

7,51 GEL
მარაგშია
SKU
81216_2844

ჩვენება: მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მკურნალობა

 რას წარმოადგენს ლოსარტანი ნორმონი და მისი გამოყენება

ლოსარტანი მიეკუთვნება ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების ჯგუფის პრეპარატებს.

ანგიოტენზინი II არის ორგანიზმში წარმოქმნილი ნივთიერება, რომელიც სისხლძარღვებში უკავშირდება რეცეპტორებს და იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას. შედეგად, იმატებს არტერიული წნევა. ლოსარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინი II-ის დაკავშირებას რეცეპტორებთან, შესაბამისად, იწვევს სისხლძარღვების მოდუნებასა და არტერიული წნევის დაქვეითებას. მაღალი არტერიული წნევისა და II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ლოსარტანი ანელებს თირკმლის ფუნქციის დაქვეითების პროცესს.

ლოსარტანი ნორმონი გამოიყენება

მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ;

თირკმლის დასაცავად II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ჰიპერტენზიულ პაციენტებში, როცა ლაბორატორიული ანალიზით დგინდება თირკმლის ფუნქციის დარღვევა და აღინიშნება პროტეინურია  ≥0.5 გ დღეში (მდგომარეობა, როცა შარდი შეიცავს ცილის პათოლოგიურ რაოდენობას).

გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, როცა ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (აგფ ინჰიბიტორები _ მაღალი არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები) გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. თუ გულის უკმარისობა დასტაბილურდა აგფ ინჰიბიტორების მიღების შედეგად, პრეპარატის ლოსარტანით შეცვლა არ არის საჭირო.

მაღალი არტერიული წნევისა და მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებში ლოსარტანი ამცირებს ინსულტის რისკს (“სასიცოცხლო ჩვენება”).

 რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლოსარტანი ნორმონი 50 მგ-ის მიღებამდე

დაუშვებელია ლოსარტანი ნორმონის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ლოსარტანის ან ლოსარტანი ნორმონის სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დაზიანება;

3 თვეზე მეტი ხნის ფეხმძიმობის შემთხვევაში (უმჯობესია ლოსარტანი ნორმონი არ დაინიშნოს ორსულობის ადრეულ პერიოდში – იხ. პარაგრაფი ფეხმძიმობა);

თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დაზიანება და არტერიული წნევის დასაქვეითებლად მკურნალობს ალისკირენის შემცველი პრეპარატით.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ლოსარტანი ნორმონის მიღებისას

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი ფეხმძიმედაა (ან ფიქრობს, რომ არის ფეხმძიმედ).  არ არის რეკომენდებული ლოსარტანი ნორმონის მიღება ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას მიღებული სამ თვეზე მეტი ხნის ფეხმძიმობის დროს, რადგან შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ნაყოფს ამ პერიოდში მიღებისას (იხ. პარაგრაფი ფეხმძიმობა).

ლოსარტანი ნორმონის მიღებამდე მნიშვნელოვანია, ექიმს ეცნობოს:

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, ხორხის და/ან ენის შეშუპება) (იხ. ასევე, პარაგრაფი 4 _ “შესაძლო გვერდითი მოვლენები”);

თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი ღებინება ან ფაღარათი, რაც იწვევს ორგანიზმიდან სითხის და/ან მარილების დიდი რაოდენობით დაკარგვას;

თუ პაციენტი იღებს შარდმდენებს (პრეპარატები, რომლებიც ზრდიან თირკმლების მიერ გამოყოფილი წყლის რაოდენობას), ან იმყოფება შეზღუდული მარილის შემცველობის დიეტაზე, რაც იწვევს ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხისა და ელექტროლიტების დაკარგვას (იხ. პარაგრაფი 3 – “დოზირება პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში”);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის სიხლძარღვების შევიწროვება ან ბლოკირება, ან ბოლო პერიოდში გაუკეთდა თირკმლის გადანერგვის ოპერაცია;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (იხ. პარაგრაფი 2 “დაუშვებელია ლოსარტანი ნორმონის მიღება” და პარაგრაფი 3 “დოზირება პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში”);

თუ პაციენტს აღენიშნება გულის უკმარისობა თირკმლის უკმარისობასთან ერთად ან მის გარეშე, ან ასევე აღენიშნება სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე გულის არითმიები. პაციენტმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, თუ ამავდროულად იღებს ბეტა-ბლოკატორებს;

თუ პაციენტს აღენიშნება გულის სარქველებთან ან გულის კუნთთან დაკავშირებული პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება გულის კორონარების დაავადება (რომელიც გამოწვეულია გულის სისხლძარღვებში შემცირებული სისხლის ნაკადით) ან ცერებროვასკულარული დაავადება (რომელიც გამოწვეულია თავის ტვინში სისხლის ცირკულაციის დაქვეითებით);

თუ პაციენტს აღენიშნება პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი (სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონ ალდოსტერონის ჭარბ სეკრეციასთან, რაც ჯირკვლის პათოლოგიითაა გამოწვეული);

თუ პაციენტი მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს:

აგფ ინჰიბიტორები (როგორიცაა ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის პრობლემები.

ალისკირენი.

ექიმმა შესაძლოა რეგულარული ინტერვალებით შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა და სისხლში ელექტროლიტების (მაგ. კალიუმის) რაოდენობა.

იხ. ასევე ინფორმაცია პარაგრაფში “დაუშვებელია ლოსარტანი ნორმონის მიღება”.

სხვა მედიკამენტები და ლოსარტანი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების, მცენარეული მედიკამენტებისა და ბუნებრივი პროდუქტების ჩათვლით.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭიროა, თუ ლოსარტან ნორმონთან ერთად პაციენტი იღებს შემდეგ პრეპარატებს:

არტერიული წნევის დამწევი სხვა პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ არტერიული წნევის დამატებითი დაქვეითება. არტერიული წნევის მაჩვენებელი შესაძლოა შეამციროს შემდეგმა პრეპარატებმა /შემდეგი ჯგუფის პრეპარატებმა: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური პრეპარატები, ბაკლოფენი, ამიფოსტინი;

კალიუმის შემნახველი პრეპარატები ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შრატში კალიუმის დონეს (მაგ.: კალიუმის დანამატები, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები, კალიუმის შემნახველი პრეპარატები, როგორიცაა ზოგიერთი შარდმდენი [ამილორიდი, ტრიამტერენი, სპირონოლაქტონი], ან ჰეპარინი);

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ინდომეტაცინი, ჩOX-2 ინჰიბიტორების ჩათვლით (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ანთებას და ასევე გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად), რადგან მათმა გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს ლოსარტანის სისხლის წნევის დამაქვეითებელი ეფექტი.

ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები:

თუ პაციენტი იღებს აგფ ინჰიბიტორს ან ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია სათაურით “დაუშვებელია ლოსარტანი ნორმონის მიღება და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

თირკმლის ფუნქციის დაზიანებისას ზემოთ აღნიშნული პრეპარატების ერთდროულად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება.

ლითიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება ლოსარტანთან კომბინაციაში დაუშვებელია ექიმის ზედამხედველობის გარეშე. შესაძლოა საჭირო გახდეს განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება (მაგ.: სისხლის ანალიზების გაკეთება).

ლოსარტანი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ლოსარტანი ნორმონის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობა

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის ფეხმძიმობის (შესაძლო ფეხმძიმობის) შესახებ. ჩვეულებრივ, ფეხმძიმობამდე ან მისი დადგომის შემთხვევაში, მაშინათვე, მკურნალი ექიმი გასცემს რეკომენდაციას ლოსარტანი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ და ლოსარტანი ნორმონის ნაცვლად დანიშნავს სხვა მედიკამენტს. ლოსარტანი ნორმონის მიღება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე და დაუშვებელია მისი მიღება 3 თვეზე მეტის ხნის ორსულობის დროს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება.

ძუძუთი კვება

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს ან გეგმავს ძუძუთი კვებას. ლოსარტანი ნორმონი არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისათვის და ამ შემთხვევაში ექიმი შეარჩევს სხვა პრეპარატით მკურნალობას, განსაკუთრებით, ახალშობილი ან დღენაკლული ბავშვების ძუძუთი კვების დროს.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალი ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ლოსარტანი შესწავლილ იქნას ბავშვებში. დამატებითი ინფრომაციისათვის საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა

ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.

არ არის მოსალოდნელი, ლოსარტანი ნორმონმა გავლენა მოახდინოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, როგორც მაღალი არტერიული წნევის დამწევმა სხვა პრეპარატებმა, ლოსარტანმაც, შესაძლოა ზოგ პაციენტში გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილიანობა. თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ან ძილიანობა, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ ქმედებების განხორციელებამდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლოსარტანი ნორმონის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ლოსარტანი ნორმონის მიღების წესი

ლოსარტანი ნორმონის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.

ექიმი განსაზღვრავს ლოსარტანი ნორმონის საჭირო დოზას პაციენტის მდგომარეობისა და მის მიერ მიღებული სხვა პრეპარატების მიხედვით.

არტერიული წნევის თანაბარი კონტროლის შენარჩუნების მიზნით მნიშვნელოვანია ლოსარტანი ნორმონის მიღება გაგრძელდეს ექიმის მიერ რეკომენდებული ხანგრძლივობით.

მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტები

ჩვეულებრივ, მკურნალობა იწყება 50 მგ ლოსარტანით (ერთი ტაბლეტი 50 მგ ლოსარტანი ნორმონი) ერთხელ დღეში. არტერიული წნევის დამწევი მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 3-6 კვირის შემდეგ. ზოგიერთი პაციენტისთვის შესაძლებელია მოგვიანებით დოზის გაზრდა 100 მგ ლოსარტანამდე (ორი ტაბლეტი 50 მგ ლოსარტანი ნორმონი ან ერთი ტაბლეტი 100 მგ ლოსარტანი ნორმონი) ერთხელ დღეში.

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ლოსარტანი ნორმონის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტები მაღალი არტერიული წნევითა და II ტიპის შაქრიანი დიაბეტით

მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება 50 მგ ლოსარტანით (ერთუ ტაბლეტი 50 მგ ლოსარტანი ნორმონი) ერთხელ დღეში. შესაძლებელია მოგვიანებით დოზის გაზრდა 100 მგ ლოსარტანამდე (ორი ტაბლეტი 50 მგ ლოსარტანი ნორმონი) ერთხელ დღეში არტერიული წნევის მიხედვით.

ლოსარტანის მიღება შესაძლებელია არტერიული წნევის დამწევ სხვა პრეპარატებთან ერთად (მაგ.: შარდმდენები, კალციუმის არხის ბლოკატორები, ალფა და ბეტა-ბლოკატორები და ცენტრალურად მოქმედი აგენტები), ისევე, როგორც ინსულინთან და სისხლში გლუკოზის დონის დამწევ სხვა პრეპარატებთან ერთად (მაგ. სულფონილშარდოვანა, გლიტაზონები და გლუკოზიდაზას ინჰიბიტორები).

გულის უკმარისობის მქონე პაციენტები

მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება 12.5 მგ ლოსარტანით (ერთი ტაბლეტი 12.5 მგ ლოსარტანი ნორმონი) ერთხელ დღეში. ზოგადად, დოზა უნდა გაიზარდოს ყოველკვირეულად, თანდათანობით (მაგ.: 12.5 მგ ყოველდღიურად პირველი კვირის განმავლობაში, 25 მგ ყოველდღიურად მეორე კვირის განმავლობაში და 50 მგ ყოველდღიურად მესამე კვირის განმავლობაში) 50 მგ ლოსარტანის შემანარჩუნებელ დოზამდე ერთხელ დღეში (ერთი ტაბლეტი 50 მგ ლოსარტანი ნორმონი), პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

გულის უკმარისობის სამკურნალოდ ლოსარტანი ჩვეულებრივ გამოიყენება შარდმდენებთან ერთად (პრეპარატები, რომლებიც ზრდიან თირკმლების მიერ გამოყოფილი წყლის რაოდენობას) და/ან საგულე გლიკოზიდთან (პრეპარატი, რომელიც ზრდის გულის კუმშვადობის ძალას და ეფექტურობას) და/ან ბეტა-ბლოკატორებთან ერთად.

დოზირება პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში

ექიმმა შესაძლოა დანიშნოს უფრო დაბალი დოზა, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ შარდმდენების მაღალი დოზებით, აღენიშნებათ ღვიძლის უკმარისობა ან 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში. არ არის რეკომენდებული ლოსარტანის გამოყენება ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი “დაუშვებელია ლოსარტანი ნორმონის მიღება”).

პრეპარატის მიღება

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. მნიშვნელოვანია, ლოსარტანი ნორმონის მიღება გაგრძელდეს ექიმის მიერ რეკომენდებული ხანგრძლივობით.

ლოსარტანი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

თუ პაციენტმა შემთხვევით მიიღო ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან მიმართვა. დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს დაბალ არტერიალ წნევას, გულისცემის გახშირებას, შესაძლებელია გულისცემის შენელებასაც.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მიღებული მედიკამენტისა და რაოდენობის მითითებით.

ლოსარტანი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

თუ პაციენტმა შემთხვევით გამოტოვა დღიური დოზა, შემდეგი დოზა უნდა მიიღოს ჩვეულ დროს. დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

მედიკამენტის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ლოსარტანი ნორმონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, უნდა შეწყდეს ლოსარტანის ტაბლეტების მიღება და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

მძიმე ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების, პირის ან ხორხის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება).

ეს არის მძიმე, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც ვლინდება 10, 000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში. შესაძლოა პაციენტი საჭიროებდეს დაუყოვნებელ გადაუდებელ დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.

სამკურნალო პროდუქტების გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებული შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი: აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

ხშირი: აღინიშნება 100-დან 1-10 პაციენტში

არახშირი: აღინიშნება 1.000-დან 1-10 პაციენტში

იშვიათი: აღინიშნება 10.000-დან 1-10 პაციენტში

ძალიან იშვიათი: აღინიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია

ლოსარტანის მიღების შემდეგ აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი:

თავბრუსხვევა

დაბალი არტერიული წნევა

სისუსტე

დაღლილობა

სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)

სისხლში კალიუმის მაღალი დონე (ჰიპერკალიემია)

არახშირი:

ძილიანობა

თავის ტკივილი

ძილის დარღვევები

გაძლიერებული გულისცემის სიხშირის შეგრძნება (გულის თრთოლვა)

მკერდის არეში ძლიერი ტკივილი (სტენოკარდია)

დაბალი არტერიული წნევა (განსაკუთრებით, ორგანიზმიდან სისხლძარღვებში წყლის ჭარბი რაოდენობის დაკარგვის შემდეგ, მაგ.: პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ შარდმდენების მაღალ დოზებს)

დოზასთან დაკავშირებული ორთოსტატიკური ეფექტი, როგორიცაა არტერიული წნევის დავარდნა მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომისას

ქოშინი (დისპნოე)

მუცლის ტკივილი

ქრონიკული ყაბზობა

ფაღარათი

გულისრევა

ღებინება

ჭინჭრის ციება (ურტიკარია)

ქავილი

კანზე გამონაყარი

ლოკალიზებული შეშუპება

იშვიათი:

სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი, მათ შორის, ჰენოხ-შონლაინის პურპურა)

დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია)

გულის წასვლა (სინკოპე)

ძალიან სწრაფი და არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია), ინსულტი

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALთ) დონის მომატება, ჩვეულებრივ უბრუნდება ნორმას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სიხშირე უცნობია:

ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია)

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

შაკიკი

ხველა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

კუნთებისა და სახსრების ტკივილი

თირკმლის ფუნქციის ცვლილებები (შეიძლება შექცევადი იყოს მკურნალობის შეწყვეტისას), მათ შორის თირკმლის უკმარისობა

გაციების მსგავსი სიმპტომები

სისხლში შარდოვანას, კრეატინინის და შრატში კალიუმის მომატება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში

წელის ტკივილი და საშარდე გზების ინფექციები

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს მძიმე ხასიათს, ან განვითარდება ისეთი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან  ფარმაცევტთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: ჰტტპს://წწწ.ნოიფიცარამ.ეს. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ლოსარტანი ნორმონის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია ლოსარტანი ნორმონის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ლოსარტანი ნორმონი ინახება ორიგინალური შეფუთვით.

დაუშვებელია ბლისტერული შეფუთვის გახსნა, თუ პაციენტი მზად არ არის მედიკამენტის მისაღებად.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ლოსარტან ნორმონი

ლოსარტანი ნორმონის აქტიური ნივთიერებაა კალიუმის ლოსარტანი. თითოეული 50 მგ ლოსარტანი ნორმონის ტაბლეტი შეიცავს 50 მგ კალიუმის ლოსარტანს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი,  მიკროკრისტალური ცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი.

50 მგ ლოსარტანი ნორმონი შეიცავს კალიუმს შემდეგი რაოდენობით: 4.24 მგ (0.108 მEქ).

ლოსარტანი ნორმონი 50 მგ ტაბლეტები ასევე შეიცავს ჰიდროქსიპროპილ ცელულოზას, ჰიდროქოსიპროპილ მეთილცელულოზას, ტიტანიუმის დიოქსიდს (E-171).

პროდუქტი ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ლოსარტანი ნორმონი არის თეთრი, მრგვალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy