Turmanidze - თურმანიძე + ბალზამი ანტისეპტიკური 25გ
ჩვენება:რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, ფურუნკული, ტროფიული წყლული,დაჩირქებული ჭრილობები.
პარასამკურნალო საშუალება
ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.
შემადგენლობა: ფიჭვის ფისი, ფუტკრის ცვილი, მზესუმზირის ზეთი.
ჩვენება: გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, შემდეგი დაავადებებისას: რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, კარბუნკული, ფურუნკული, ტროფიული წყლული, პოსტოპერაციული, პოსტტრავმული, დაჩირქებული ჭრილობები. სუფთა ჭრილობები, ზერელე ექსკორიაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობები.
მეანობაში – კერტების ნახეთქი.
გამოყენების წესი – დაზიანებულ ზედაპირზე აფარებენ სტერილურ მიტკალს ან სამფენა დოლბანდს თხლად წასმული ბალზამით. საჭიროებისას ჭრილობას ამუშავებენ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3%-იანი), ნახვევის გამოცვლა ხდება 24 საათში ერთხელ.
უკუჩვენება: არ არის დადგენილი.
არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას.
განსაკუთრებული მითითებები: ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უკუჩვენება არ გამოვლენილა.
ზემოქმედება ავტომობილისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახასიათებს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები არ არის დადგენილი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა: ბალზამი მოთავსებულია 25გ ალუმინის ტუბში, ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმეტეს +25C ტემპერატურის პირობებში.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account