Valerian - ვალერიანის ექსტრაქტი ბიოკორი 50 ტაბლეტი
ჩვენება:მომატებული ნერვული აგზნების და ძილის დარღვევები.
სავაჭრო დასახელება: ვალერიანის ექსტრაქტი
წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები 20 მგ
აღწერილობა: შემოგარსული ტაბლეტები ყვითელი ფერის, ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირით.
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს - მოქმედი ნივთიერება: ვალერიანის სქელი ექსტრაქტი (ვალერიანის ფესურებიანი ფესვებისგან, ექსტრაგენტი - ეთილის სპირტი 40% (მოც/მოც)) – 20 მგ, დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი ძირითადი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, შაქარი, ტიტანის ორჟანგი პიგმენტური, ფუტკრის ცვილი, პარაფინი, მზესუმზირის ზეთი, ქინოლონი ყვითელი E104, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა საძილე და სედაციური საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვალერიანის ფესვის პრეპარატებს გააჩნიათ სედაციური მოქმედება, ეს პრეპარატები უზრუნველყოფენ ჩაძინების გაიოლებას და ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება მომატებული ნერვული აგზნების (ნევრასთენია) და ძილის დარღვევების დროს.
გამოყენება მითითებული ჩვენებებით ეფუძნება მხოლოდ ხანგრძლივი გამოყენების გამოცდილებას.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ვალერიანის, აგრეთვე სამკურნალო საშუალების დამხმარე კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.
გამოყენების წესი და დოზები
მომატებული აგზნების (ნევრასთენიის) დროს: 20 მგ-დან 100 მგ-მდე (1-5 ტაბლეტი), მიიღება დღეში 6-ჯერ, ზოგადი ამტანობისა და სედაციური ეფექტის მიღწევის მიხედვით.
ძილის დარღვევების დროს: 20 მგ-დან 100 მგ-მდე (1-5 ტაბლეტი) დაძინებამდე ნახევარი-ერთი საათით ადრე, აუცილებლობისას რეკომენდებულია სამკურნალო საშუალების წინასწარი მიღება (1-5 ტაბლეტი) საღამოს.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ დაავადების თავისებურებების, მიღწეული ეფექტის და სამკურნალო საშუალების ამტანობის გათვალისწინებით.
გამოყენების თავისებურებები ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში.
გვერდითი მოქმედება
შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი, ჰიპერემია, კანის შეშუპება), თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილიანობა, გაღიზიანება, შფთვა, კუჭ-ნაწლავური აშლილობები (გულისევა, მუცლის ტკივილი). მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიონ ბრადიკარდია და არითმიები, აგრეთვე ნაწლავების მოტორიკის დაქვეითება (ყაბზობა).
გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ სამკურნალო საშუალების მიღება და მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებების შესახებ შეზღუდულია.
ვალერიანის პრეპარატების სინთეზურ სედაციურ საშუალებებთან მიღება საჭიროებს ექიმის წინასწარ კონსულტაციას და მკურნალობის პროცესში ექიმის დაკვირვებას.
განსაკუთრებული მითითებები
ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა მიიღონ იმ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ფრუქტოზას გადაუტანლობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.
ეფექტის თანდათან განვითარების გამო ვალერიანის პრეპარატების მიღება რეკომენდებული არ არის ისეთ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ფსიქიკური აგზნებისა და ძილის დარღვევების სიმპტომების სწრაფად მოხსნა.
თუ სამკურნალო საშუალების უწყვეტად მიღებისას 2 კვირის განმავლობაში დაავადების სიმპტომები შენარჩუნებულია ან მდგომარეობა მწვავდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
გამოყენება ბავშვებში
12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და მოძრავი მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის პერიოდში უარი უნდა თქვათ სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და სხვა ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც საჭიროებს მომატებულ ყურადღებას, სწრაფ ფსიქიკურ და მოძრაობის რეაქციებს.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის. საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო, ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის მიღებისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
სიმპტომები: რეკომენდებულზე მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს დათრგუნულობის შეგრძნება, თავის ტკივილი, ძილიანობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, გულისრევა, გულის მუშაობის დარღვევა (ბრადიკარდია). ძალიან მაღალი დოზის ერთჯერადი მიღებისას (დაახლოებით 20 გ ვალერიანის ძირი) შეიძლება განვითარდეს სპასტიკური ხასიათის მუცლის ტკივილი, გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, ხელების კანკალი და გუგების გაფართოება.
მკურნალობა: მაღალი დოზების ერთჯერადი მიღებისას რეკომენდებულია ღებინების ინდუქცია, კუჭის გამორეხვა (პრეპარატის მიღებიდან არაუგვიანეს 2 საათში). სამკურნალო საშუალების მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებისას რეკომენდებულია სამკურნალო საშუალების მოხსნა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. სიმპტომატური თერაპია.
შეფუთვა
50 ტაბლეტი შუშის ფლაკონში. ფლაკონები ჩანართ-ფურცელთან ერთად ჯგუფურ შეფუთვაში (კოლოფის გარეშე). ჩანართი-ფურცლების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს შეფუთვების რაოდენობას.
შენახვის პირობები
ნესტისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250C-ზე. ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 50 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account