Sinomarin - სინომარინი საბავშვო ცხვირის სპრეი 100მლ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
სპრეი 100 მლ ფლაკონი
სპრეი 125 მლ ფლაკონი
სინომარინი დამზადებულია საფრანგეთში St. Malo ახლოს, ატლანტიკის ოკიანეს სანაპიროდან ამოტუმბული ზღვის წყალით. რომელიც სუფთავდება, იფილტრება და ერევა გამწმენდ წყალს. არ შეიცავს კონსერვანტებს.
ბავშვთა და მოზარდთა 100 მლ ფლაკონი შეიცავს გაფილტრულ ზღვის წყალს 70მლ, ინერტული წნევის ქვეშ ჩატუმბულია გაზი-აზოტი, რომელიც არ არის პირდაპირ კონტაქტში სითხესთან.
ზრდასრულთა 125 მლ ფლაკონი შეიცავს გაფილტრულ ზღვის წყალს 87,5 მლ, ინერტული წნევის ქვეშ ჩატუმბულია გაზი-აზოტი, რომელიც არ არის პირდაპირ კონტაქტში სითხესთან.
ჩვენებები
სინომარინი შეიცავს ბუნებრივ ზღვის წყალს, რომელიც მდიდარია მინერალური მარილებით, აქედან გამომდინარე სინომარინი ოპტიმალურად ასუფთავებს ცხვირის ღრუს გარქოვანებული და ზედმეტი ლორწოსაგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნესტოების გადავსება და გაჭედვა. სინომარინის მეშვეობით ნესტოების გამორეცხვა ბუნებრივად მიმდინარეობს, რაც საშუალებას გვაძლევს, ავიცილოთ აირწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციები, რომელთა სიმპტომებია ცხვირის ღრუს ობსტრუქცია.
სინომარინი შეუცვლელია რინიტების, სინუსიტების, რინოსინუსიტების დროს, როგორც მწვავე ასევე ქრონიკულ პერიოდში.
სინომარინი არის ცხვირში შესასხურებელი რბილი სპრეი ანატომიურად ადვილად მოსარგები თავით, ნებისმიერ პოზიციაში ხმარებისთვის.
მიღების წესები და დოზები
ბავშვები და მოზარდები: 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში 2-3ჯერ დღეში. ყოველი ხმარების შემდეგ გარეცხეთ აპლიკატორი სუფთა წყლით
ზრდასრულები: 1-3 შესხურება თითოეულ ნესტოში 2-3ჯერ დღეში. ყოველი ხმარების შემდეგ გარეცხეთ აპლიკატორი სუფთა წყლით.
უკუჩვენება
არ არის რეკომენდირებული მათთვის ვინც ჰიპერმგრძნობიარეა ზღვის წყალის მიმართ. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ ინიშნება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.
მწარმოებელი ქვეყანა - საბერძნეთი
S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account